უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 07 მარ 2008, 23:34
ასე ორი-სამი კილომეტრის გავლის შემდეგ უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. ერთი იმიტომ, რომ საღამოს ჩვენს მეგობარს კვლავ უნდა შევხვედროდით და მეორე - ბილიკი უკვე მაღლა ფერდობს აუყვა და მდინარესაც დაშორდა.
ერთ ადგილას მდინარე კარგად გუბდებოდა, ჰოდა ცოტა ბანაობა არ იყო ცუდი იდეა. ასე რომ ნელ-ნელა შევიპარეთ მდინარეში: წყალი საკმაოდ ცივი იყო, მაგრამ მაინც ვიბანავეთ და ძალიანაც ვისიამოვნეთ. თითქოს მთელი დღის დაგროვილი დაღლილობა ამ ერთმა ბანაობამ ჩამოგვაშორა მხრებიდან.
მალევე მივედით რკონში და ჩვენს მეგობართან ერთად ბურთიც გავაგორეთ: კარგა ხანი არცერთს არ გვქონდა ფეხბურთი ნათამაშები.
და ბოლოს ამ კაი ამბებში საღამოც მოვიდა. ჩვენ დავემშვიდობეთ ექსკურსიანტებს და ჩვენს ''ქოხში'' გავემართეთ სადაც ტკბილი ძილით დავიძინეთ.

-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 08 მარ 2008, 10:01
ყოჩაღებო....

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 08 მარ 2008, 14:51
გათენდა მომდევნო დილაც. ქარიანი დილა გამოდგა. თან ეტყობოდა, რომ ქარი ჩადგომას არ აპირებდა: მეტიც ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდებოდა.
ეს ჩვენი ბანაკი დილით:

[/img]
აქ ჭადრაკს ვთამაშობთ და ჩაისაც ვყლურწავთ

[/img]
სამწუხაროდ დღესვე უნდა დაგვეტოვებინა ეს ადგილები.

ქარიც გვიწყობდა ამაში ხელს.
ასე რომ უხალისოდ ავაშალეთ ჩვენი ბანაკი, მივასუფთავეთ იქაურება და ნელ-ნელა დავადექით გზას...
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 08 მარ 2008, 14:59
გზად სოფელ ჩაჩუბეთის ქვემოთ კლდეებია და ამ კლდეებში უამრავი გამოქვაბულია. ერთერთი მათგანი კი დუღაბითაა ნაშენი. აი ამ გამოქვაბულში გვინდოდა მე და მერაბს აძრომა და იქაურობის ნახვა.
აი ეს სურათი და მიხვდებით რომელ გამოქვაბულზეა საუბარი:

[/img]

[/img]
ზურგჩანთები იქვე დავალაგეთ და შევყევით კლდეს. ჯერ პატარ-პატარა გამოქვაბულები მოვინახულეთ და ბოლოს მივადექით დუღაბით ნაშენსაც. მაგრამ ბოლომდე ასავლელად საკმაოდ ციცაბო და შლადი კლდე იყო ასასვლელი, რომლის ქვემოთაც კაი ხელა ჩასავარდნი იყო. კარგა ხნის ჭოჭმანის შემდეგ აღარ გავრისკეთ და უკან დავბრუნდით.
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 08 მარ 2008, 15:02
და ბოლოს თამარის ციხე ახლა უკვე საპირისპირო მხრიდან:

[/img]
ეს იყო და ეს ჩვენი მცირე მოგზაურობა პატარა სამოთხეში სადაც ვიმედოვნებ კიდევ ბევრჯერ მოვხვდები.
-
N67
- მაწანწალა
- Posts: 666
- Joined: 30 მაი 2007, 15:20
- Location: СолÑриÑ
-
Contact:
Post
by N67 » 09 მარ 2008, 01:15
Bernar,
შენ გაიხარე
როგორ მენატრება იქაურობა...
დარწმუნებული ვარ ერთი გემრიელი ჩახტომა ჩემ სახელზე იქნებოდა თეძამში
ფოტოები კაი იყო და ამბით დამშვენებული - კიდევ უკეთესი

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 09 მარ 2008, 19:36
N67, და რო იცოდე როგორ ჩავხტი!
ძლივს ამოვედი იქიდან: ძაან ცივი იყო წყალი.
სხვათაშორის საბანაოდ კარგი ადგილი იყო: შეგეძლო ერთი-ორჯერ მხარულიც მოგესვა .
