საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by ttt » 16 მაი 2009, 01:10

ქამელეონი –chamaeleonidae
ქამელეონისებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა.
გავრცელება. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ერთი სახეობა გვხვდება სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, მცირე აზიასა და სირიის სამხრეთ–დასავლეთით და სამხრეთით. ორი სახეობა გვხვდება არაბეთში და ერთი კი ინდოეთსა და ცეილონში.
ცხოვრების წესი. ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე.. არის ზოგიერთი სახეობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ხმელეთზე – სოროებში ან ჩამოცვენილ ფოთლებზე. ცნობილია შემთხვევები, როცა ისინი საცხოვრებლად ჭიანჭველის ბუდეს იყენებდნენ.
Image

გარეგნული ნიშნები. მამრი სხეულის ფორმით, შეფერილობითა და განსაკუთრებული კანის დანამატებით მკვეთრად განსხვავდება მდედრისგან. ფეხები იმას უფრო გრძელი აქვს, მისი ურთიერთსაპირისპიოდ განლაგებული თითები ბოლოვდება მოკლე ფრჩხილებით, გარდა ერთი თითისა ( ბოლოს წინა). ყველა თითი ერთ კანის ნოჭშია ჩასმული. ასეთი ფალანგების აგებულება საშუალებას იძლევა ადვილად მოეჭიდოს წვრილ ტოტსაც კი. (ერთ კანის ნაოჭში გაერთიანებულია 2–2 ან 3–3 თითი) წინა კიდურებზე ამგვარად გაერთიანებული თითები მოთავსებული შიდა მხარეზე, ხოლო უკანა კიდურებზე – გარეთა მხარეზე. ქამელეონს აქვს მსხვილი კუდი და შეუძლია სპირალურად დაეხვიოს და ტოტზე შემოეხვიოს. მხოლოდ ზოგიერთ სახეობას არ აქვს ამის შესაძლებლობა მოკლე კუდის გამო.
სხეულის ზომა. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს. მისი მონათესავე სახეობების სიგრძე კი ბევრად პატარა (მაგ. 40–45 მმ) ანუ ისინი არიან ყველაზე პატარებია ამჟამინდელ ქვეწარმავლებს შორის.
გრძნობათა ორგანოები. განსაკუთრებული აგებულებისაა მათი მხედველობის ორგანოები. მათი დიდი, მრგვალი თვალები გარშემოსაზღვრულია ვიწროქერცლიანი რგოლოვანი ქუთუთოთი. თვალის ყველა დანარჩენი ნაწილი მუდმივად ჩამალულია კანის ქვეშ და გარედან არ ჩანს. ორივე თვალი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობენ. ასევე, ორივეს შეუძლია თავისუფლად იბრუნოს 180 0 –ით ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხოლო 900–ით ვერტიკალურ სიბრტყეში. სწორედ თვალის ამგვარი აგებულების გამო, ქამელეონს მჯდომარე მდგომარეობაში შეუძლია ერთი თვალით იყუროს ზევით, ხოლო მეორე თვალით იყუროს ქვევით. ასე, რომ ცხოველს ხშირად საშუალება აქვს თავის გაუნძრევლად უთვალთვალოს ყველაფერეს რაც მის გარშემო ხდება.
ქამელეონებს არ აქვთ ყურის ბარაბანის აპკი, რის გამოც არ შეუძლიათ ჰაერში გავრცელებული ხმები მიიღონ. ე.ი.სმენა არ აქვთ განვითარებული.
ასევე საინტერესოა ქამელეონების მაღალგანვითარებული ენა. მას აქვს მრგვალი გვერდითი კვეთი. გარეთ გამოსროლილი ენის სიგრძე რამდენადმე აღემატება სხეულის სიგრძეს. ენა საკმაოდ ელასტიურია, რაც დაკავშირებულია მოძრავი ცოცხალი მსხვერპლის დაჭერასთან.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი ქამელეონების უნარი სწრაფად შეიცვალონ სხეულის შეფერილობა. ეს უნარი დაკავშირებულია სხეულის საფარველის განსაკუთრებულ აგებულებასთან: კანის გარეთა ბოჭკოებში და უშუალოდ კანის სიღრმეში განლაგებულია ქრომატოფორები – განშტოებული უჯრედები, რომლებშიც მოთავსებულია სხვადასხვა ფერის ( მუქი ყავისფერი, მოწითალო, მოყვითალო) პიგმენტები. შეფერილობის ცვალებადობა განპირობებულია, როგორც გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედებით, ასევე შიმშილის, შიშის, წყურვილის და სხვა ფაქტორებით. როგორც წესი ქამელეონის შეფერილობა ჰარმონიულად შეწყობილია გარემოსთან, ეს კი იცავს მას მრავალრიცხოვანი მტრისაგან .
არცთუ იშვიათად ქამელეონის შეფერილობა დაკავშირებულია მუქარის დემონსტრირებასთან, რაც მათთვის მტრისგან , ერთერთი თავდაცვის ფორმაა. გაბრაზებული ან შეშინებული ქამელეონი ელვისებური სისწრაფით იცვლის შეფერილობას.
ქამელეონის ყბები შეიარაღებულის სხვადასხვა ზომის კბილებისგან. ქამელეონს არ აქვს ლავიწის ძვალი. მათი ფილტვები აღჭურვილია მცირე გამონაკლისის გარდა საჰაერო პარკებით, ჰაერით გავსების შემთხვევაში ტანის მოცულობა საგრძნობლად იზრდება.
ქამელეონები მოძრაობენ საკმაოდ ნელა და თავისებურად. ხმელეთზე ქამელეონის უმეტესობა უხეშად მოძრაობს განზე გაწეული (გაფარჩხული) და საყრდენად გამოიყენებენ კუდს. ისინი წყალში არ იძირებიან, მაგრამ არც მოძრაობა შეუძლიათ.
Image

კვება. ქამელეონის საკვები არის სხვადასხვა გვარი მწერები და წვრილი უხერხემლოები. მხოლოდ ყველაზე დიდ ქამელეონს – მელერს - შეუძლია საშუალო ზომის ჩიტების ხვლიკების ჭამა. საკვების მოპოვების ძირითადი ხერხი არის გარეთ გამოსროლილი ენის მეშვეობით მსხვერპლის დაჭერა . ნადირობისას ქამელეონი არ უთვალთვალებს მსხვერპლს. სათანადო მანძილზე აღმოჩენისთანავე ადგილიდანვე იჭერს მსხვერპლს. იგი ელვისებური სისწრაფით გამოისვრის ენას, ნადავლის მოპოვებას ანდომებს 0.04–0.05 წმ–ს ენას ასევე იყენებს ცვარის ასალოკად.
გამრავლება. გამრავლების პერიოდში მამრი ძალიან აგრესიულია. ქამელეონების უმრავლესობა კვერცხისმდებელია. გამონაკლისია აფრიკის მთიან ტყეებში მობინადრე სახეობა, რომელიც ცოცხალმშობიარეა. ისინი ბადებენ 18–მდე მცირე ზომის ლორწოვანი გარსით დაფარულ ,,ნაშიერებს“, სადმე ხის ტოტზე და ეკვრიან ხის ქერქს. ჩვეულენრივ, მდედრი ხმელეთზე თხრის საკმაოდ დიდი ზომის ორმოს და რამდენიმე სთ–ის განმავლობაში შიგ ალაგებს პერგამენტისებრი გარსით შეფერილ კვერცხებს, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა სახეობებში მერყეობს 15–80–მდე . მდედრი ამ რთული სამუშაოს შესრულებისას არ იკვებება და მერე დიდხანს ისვენებს.

თავისებური მოვლენაა ,,ქამელეონების ცეკვა“.
ტოტზე ან ხმელეთზე ყოფნისას ქამელეონი რაღაც დროის განმავლობაში შეშდება და ძალიან ნელა ამოძრავებს თვალებს. შემდეგ ჰაეროვნად ჰაერში აწევს ჯერ წინა და შემდეგ უკანა კიდურებს და რიტმულად იწყებს რხევას წინ და უკან. გადადგამს ნაბიჯს და კვლავ შეშდება. შემდეგ ქამელეონი მეორე წინა კიდურს წევს და იმეორებს ყველაფერს თავიდან. ამ დროს თვალებს სულ ამოძრავებს წინ–უკან, ზევით–ქვევით. ასეთი ცეკვების მნიშვნელობა ჯერ კიდევ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ როგორც ჩანს სხეულის ამ მოძრაობას განსაკუთრებული სასიგნალო ფუნქცია აქვს.
Image


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by qvevri » 16 მაი 2009, 08:58

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by pauna » 16 მაი 2009, 11:14

Image


ვინა არ ვიცი მარა ქართველია
ImageImage

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by qvevri » 16 მაი 2009, 12:05

pauna
ესაა ვასაკა. ძირითდად ხეებზე ბინადრობს. ეგეთი მეც დავიჭირე ძეგვის ტბაზე.
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by pauna » 16 მაი 2009, 12:27

qvevri

მართალი ხარ, მეც ხეზე დავიჯირე გურიაში ტვინს რომ ბურგავს ეგააა ყიყინიტ მარა ძალიან ლამაზიააა :D :D

Image
ImageImage

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by pauna » 16 მაი 2009, 12:36

ხო ეს კიდე დავიტ გარეჯში დინოზავრი... ეს ვერ დავიჭირეე

Image


ეჰ გურლი მწყდება რააა ქამელეონი რომა რ სახლობს საქართველოში რაა ძალიანმაგარი ხვლიკუნაააა....
თუ სადემ შემხვდა ვიყიდი სახლისთვის...
ImageImage

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by qvevri » 16 მაი 2009, 12:42

ესეც იმავე ტბაში დავიჭირე
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by pauna » 16 მაი 2009, 12:46

qvevri

პაჩტი ქამელეონივით მოძრაობს..... მაგარი როჟააა :D :D :D
ImageImage

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by ttt » 18 მაი 2009, 01:32

qvevri :oops: მიღებულია შენიშვნაააა

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by qvevri » 18 მაი 2009, 13:12

ეს ესაა დავიჭირე... მივაკარტოჩკე და ისევ გავუშვი
:wink: Image
Image

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by ttt » 28 მაი 2009, 20:56

გადაღებულია გარეჯში
Image


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by qvevri » 01 ივნ 2009, 09:47

ეს ყმაწვილი ამ რამოდენიმე დღის წინ დავიჭირე, დავასურათე და გავუშვი თავის გზით.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by qvevri » 01 ივნ 2009, 09:49

ნახეთ როგორ გამოხედვა აქვს...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Post by qvevri » 01 ივნ 2009, 11:31

ეს კიდევ გუშინ შევიპყარი...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]