ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში
http://karavi.ge/viewtopic.php?p=141703#141703
დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრ
“ბუდე”-ს პრეს რელიზებიდან ფრაგმენტები. ეს პრეს რელიზები გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციის პოზიციას.
http://gccw.org/
ჯავახეთის ტბები დღეს
ჯავახეთი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ადმინისტრაციულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის გარდა,არანაკლებად საამაყო და ყურადღების ღირსია ამ რეგიონის მრავალფეროვანი ბუნება-ჯავხეთის მაღალმთიანი პლატო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითსაქართველოში ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი ადგილია: აქ ექვსი დიდი და სამოცდაათამდე მცირე ზომის ტბაა განლაგებული და თითოეული მათგანი საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტატუსს იმსახურებს უნიკალურობის თვალსაზრისით.
განსაკუთრებული მნიშვნელობით ხანჩალის, ბოღდაშენის, მადატაფას და კარწახის
ტბები გამოირჩევა. ამ ტბებზე 100-მდე სახეობის ფრინველი ბუდობს, ხოლო გადაფრენებისას 200-მდე სახეობის ნახვაა შესაძლებელი, რომელთაგან ბევრი სახეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებშია შეტანილი და დაცვის ქვეშ იმყოფება.
მრვლფეროვანია ამ ტბების იხტიოფაუნაც. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ ტბების ეკოლოგიური მნიშვნელობა ჯეროვნად არაა შეფასებული და არსებული მწირი ინფორმაცია მათ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაზე მეტყველებს: შეცვლილია თითქმის ყველა ტბის კონტური, მისი ბუნებრივი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე დარღვეულია მათი ეკოლოგიური წონასწორობა. ტბების არასწორი სასოფლო-სამეურნეო მოხმარება სათავეს კომუნისტების დროიდან იღებს. თუმცა იმ დროს არასწორად, მაგრამ მაინც როგორღაც რეგულირდებოდა ტბების მენეჯმენტი.
ამჟამად თითქმის ყველა ტბაზე სათევზე მეურნეობაა, სადაც იმ კომერციულ სახეობების მოშენება ხდება, რომლებიც იწვევს ადგილობრივი სახეობების მოსპობას და ზოგ შემთხვევაში ხდება ტბის ნაწილის ამოშრობა, მიმდინარეობს სათევზემეურნეობისთვის საჭირო ნაგებობების მშენებლობა, რაც ცვლის ტბებისბუნებრივ ფორმას და ეს ყველაფერი თვითნებურად, უმართავად ხდება და ძირითადად კომერციულ მიზანებს ემსახურება. თევზის უცხო სახეობების გამრავლებას კანონიც კრძალავს, ანუ სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეული კომერციული სახეობების მოშენება აკრძალულია. ეს სახეობებია სიგა, ცისარტყელა კალმახი და სხვა, ანუ ისინი, რომლებიც ბუნებრივად არ არსებობდნენ, მათ კი გააქრეს ბუნებრივი იხტიოფაუნა და აქვთ კომერციული ღირებულება.
ასევე დაუშვებელია ტბების გარშემო ბალახის უკონტროლო თიბვა, არ არსებობს თიბვის სეზონური კონტროლი (მობუდარი ფრინველების ინკუბაციისა და ბარტყობის პერიოდში), ზოგ ადგილზე საერთოდაც დაუშვებელია თიბვა (თიბვის დროს იღუპებიან ბარტყები ან მათ ჭამენ მტაცებლები, რადგან აღარ აქვთსაფარველი), ამ ყველაფერს თან ერთვის უკონტროლო ბრაკონიერობა როგორც თევზჭერის ასევე ფრინველებზე. თევზაობენ დენით, დინამიტით, საწამლავით და ა. შ., რაც ყოვლად გაუმართლებელია.
ხანჩალის ტბის უიღბლობის ამბავი, ანუ როგორ შეიძლება ადამიანმა მტრად გადაიკიდოს ბუნება
ამ სფეროში მომუშავე ადამიანთა ვიწრო წრის გარდა, ალბათ ბევრს არ სმენია ხანჩალის ტბის თავზე დატრიალებული “უიღბლობის” შესახებ. ამ ტბის უბედობის ამბავი იმის კარგი მაგალითია, თუ რა პრობლემების მოტანა შეუძლია ბუნებრივი რესურსების არასწორ მართვას: სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტების შედეგად დღეისათვის ეს ტბა გაქრობის პირასაა, რამაც საკმაოდ მძიმე პირობებში ჩააყენა მის გარშემო განლაგებული ათამდე სოფელი და ქალაქი ნინოწმინდა.
პირველად ხანჩალის ტბისთვის 1961 წელს “მოიცალეს”. მანამადე კი ის ზომითმეორე
ტბა იყო საქართველოში (1310 ჰა), რამდენიმე ასეული ათასი ფრინველისთვის საბუდარ, გამოსაზამთრებელ და დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მას საირიგაციო, სანიტარულ-ჰიგიენური და სარეკრეაციო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წელს მთავრობის დაგაწყვეტილებით ხანჩალის ტბა თევზის მეურნეობად გადაიქცა: წყალი ამოაშრეს, ააშენეს სპეციალური არხები და 1964 წელს ისევ წყლით გაავსეს და გაუშვეს სარეწაო თევზი. თევზის მეურნეობა წარმატებული და მომგებიანი გამოდგა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო 1968 წელს პროექტი შეჩერდა. 1979 წელი ხანჩალის ტბას ახალ განსაცდელს უმზადებდა: ტბიდან წყალი კვლავ ამოაშრეს და მისი ფსკერი ტრანსფორმირებული იქნა როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგული: 6 წლის მანძილზე ის სახნავ-სათესი მიწის დანიშნულებას ასრულებდა. თუმცა “ვიღაცის” უსაზღვრო ფანტაზიას ბოლო არ ჰქონდა. 1985 წელს აშენდა დამბა, რომელმაც ტბა ორ ნაწილად გაჰყო - მისი
მესამედი კვლავ წყლით აავსეს, ხოლო მეორე ნაწილი “სახნავ-სათესად” დატოვეს.
1993-ში ტბის დარჩენილი მესამედი ისევ დააშრეს, მაგრამ შემდეგ წელს ეს ნაწილი
ბუნებრივად მაინც აივსო.
1997 წლის მაისში კი ბუნებამ თავისი სიტყვა თქვა: მთიდან თოვლის დნობის
შედეგად წამოსულმა ნაკადმა ძველი დამბა რამოდენიმე ადგილას გაბზარა და ხანჩალის დარჩენილი ერთი მესამედი კიდევ ერთხელ დაშრა და დაიწრიტა. საბოლოოდ დამბა აღდგენილ იქნა, მაგრამ დაირღვა ეკოსისტემა, რადგან ტბა მთელი წლის განმავლობაში კვლავ ცარიელი იყო (უკვე მერამდენედ?!). ამის შემდეგტბისთვის დრო არღარავის ჰქონდა და თავიც მიანებეს – დღეს იქ აღარცთევზის მეურნეობაა, ვერც საირიგაციოდ იყენებენ წყალს და ვეღარც დამშრალ ორ მესამედს ხმარობენ. ეს უნიკალური ტბა გაქრობის პირასაა, რაც არა მარტო იქ მობინადრე ფრინველებისთვისაა არასახარბიელო, არამედ საკამოდ ზარალდება ტბის გარშემო მოსახლეობაც – გაქრა სარწყავი წყალი და თევზი, რომელსაც მნიშვნელოვანი
წვლილი შეჰქონდა რაიონის ეკონომიკაში, გაჩნდა ეპიდემიების საშიშროებები და ბოლოს, ადამიანები მშვენიერი ტბის ადგილას ახლა ერთ უზარმაზარ ორმოს უყურებენ, რაც არც თუ ისე სასიამოვნო უნდა იყოს.
ფრინველები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
ბინოკლებით და ფოტოაპარატებით “შეიარაღებულ” ტურისტულ ჯგუფს თუ გადააწყდით, თურმე სრულებით არ უნდა გაგიკვირდეთ რომ ისინი ევროპიდან და ამერიკიდან საქართველოში ფრინველთა ხილვის და მათზე სულგანაბული თვალთვალის წყურვილმა ჩამოიყვანა.
თანამედროვე მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ჩამოყალიბდა ტურიზმის ცალკე სახეობა, რომელსაც ეწოდა “ბორდვოჩინგი” (Bირდწატცჰინგ). იგი ინგლისური სიტყვაა და დაახლოებით ნიშნავს ფრიველებზე დაკვირვებას ან თვალთვალს. ადგილები, სადაც ფრინველთა დიდი მრავალფეროვნებაა და მათ შორის ენდემური და იშვიათი ფრინველებიც გვხვდება, იზიდავს მრავალ ბორდვოჩერს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი ჩვეულებრივ ხმარდება ბუნების დაცვით აქტივობებს, ნაწილი კი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. მაგალითად პატარა ადგილი აპალაჩის მთებში (პენსილვანია, აშშ), რომელსაც ჰოქმაუნთინი ჰქვია ფრინველთა გადაფრენის ფენომენის თვალსაზრისით ტურისტების ისეთ რაოდენობას იზიდავს, რომ 50 კმ-ის რადიუსში არსებულ დასახლებულ ტერიტორიას ყოველწლიურად 1.5 მილიონი აშშ დოლარი რჩება.
რატომ საქართველო?
ამ თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსი და პერსპექტივა აქვს ტურიზმის გასავითარებლად. საქართველო და ზოგადად კავკასია წარმოადგენს ევროპაში არსებული სამი ენდემურ ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილიდან ერთ-ერთს, აქ მრავალი ის სახეობა გვხვდება, რომლებიც ევროპის კონსერვაციული საზოგა-დოების და ბერდვოჩერების დიდ ინტერესს იწვევენ.
ჩვეულებრივ, ბერდვოჩერს ის ქვეყანა იზიდავს, სადაც ფრინველთა დიდი მრავალფეროვნებაა და მათ შორის ენდემური და იშვიათი ფრინველებიც მრავლადაა. რამოდენიმე მიზეზის გამო საქართველო ასეთი ქვეყნების სიაში მოიაზრება, და უფრო მეტიც – ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ პოტენციურ ლიდერს წარმოადგენს:
1. საქართველოში 360 სახეობაზე მეტი ფრინველის ნახვა შეიძლება. ქვეყნის ტერიტორიის მცირე ზომის და ფრინველთა სახეობების ასეთი მაღალი რაოდენობის გამო, ჩვენთან 2 კვირის განმავლობაში 200-მდე სხვადასხვა ფრინველის ნახვა შეიძლება, რაც ბევრად აღემატება ევროპის ქვეყნებს და უტოლდება ტროპიკული ქვეყნების მაჩვენებლებს.
2. საქართველოში ფრინველთა ოთხი ენდემური სახეობა გვხვდება: კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, კასპიური შურთხი და კავკასიური ჭივჭავი. ამ ფრინველთა ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ სხვა რეგიონში შეუძლებელია, რაც უზომოდ მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას ბერდვოჩერებისთვის.
3. საქართველოში 20-მდე გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი და იშვიათი სახეობის ფრინველის თვალთვალია შესაძლებელი. ამ სახეობათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ევროპაში, რის გამოც მათი იქ ნახვა გაძნელებულია. ჩვენთან კი, ჯერჯერობით, ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან, რის გამოც მათი ნახვის ალბათობა უფრო მაღალია და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
4. საქართველოში არსებული საერთაშორისო სტატუსის მქონე ჭარბტენიანი ადგილები (რამსარის კონვენციის საიტები), მთელი წლის განმავლობაში წყლის ფრინველთა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდებიან.
5. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მნიშვნელოვანი სამიგრაციო დერეფანია გადამფრენი მტაცებელი ფრინველების, წყალმცურავებისა და ბეღურასნაირთათვის. იგი ცნობილია მთელს მსოფლიოში “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელით და ფინო-სკანდინავიიდან და რუსეთიდან ფრინველებს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისკენ მიუძღვის. მხოლოდ სექტემბერ-ოტომბერში ბათუმის მიდამოებში 100 000-მდე არწივი, ქორი, მიმინო და სხვა მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს.
6. საქართველოში გლობალურად აღიარებული 31 “ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილია”, სადაც იშვიათი ფრინველების მნიშვნელოვანი პოპულაციებია თავმოყრილი. დაახლოვებით ნახევარი მილიონი მოზამთრე წყალმცურავი ფრინველია აღრიცხული საქართველოს ჭაობებში.
7. ბოლოს, საქართველოს უნიკალური კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია ბერდვოჩერისათვის, რომ არჩევანი სწორედ ჩვენს ქვეყანაზე შეაჩეროს
ბერდვოჩინგის ეკონომიკური პოტენციალი
ცნობილია, რომ ბიზნესის გასავითარებლად მხოლოდ რესურსის არსებობა არ არის საკმარისი. ამჟამად საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 100 ბერდვოჩერი ჩამოდის. აქტიური მარკეტინგის, ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურის, სწორი დაგეგმარებისა და კერძო და სახელმწიფო სექტორების მხრიდან მხარდაჭერისა და ინტერესის შემთხვევაში, ამ რიცხვის რამოდენიმე ათასამდე გაზრდაა შესაძლებელი. მარტივი გათვლებით შესაძლოა შევაფასოთ ბერდვოჩინგის განვითარების შედეგად მიღებული ეფექტი ეროვნული ეკონომიკითვის: ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩამოსული თითოეული ბერდვოჩერი დაახლოებით 4000 ლარს ხარჯავს ტრანსპორტირების, გიდის, სასტუმროს, კვებისა და სხვა მსგავსი ხარჯების დასაფარად. თუ დავუშვებთ რომ ჩვენთან წელიწადში 30 000-მდე ბერდვოჩერი შეიძლება ჩამოვიდეს (რაც საკმაოდ რეალურია), მაშინ ეროვნული შემოსავალი ამ ინდუსტრიიდან 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამავე დროს, ჩვეულებრივ ბერდვოჩერი არ არის ფეშენებელური და განსაკუთრებულად ძვირფასი სასტუმროებისა და სერვისის მოყვარული ტურისტი, რის გამოც საჭირო ინვესტიციების მოცულობა ამ სფეროში შედარებით მცირეა. ძირითადად ინვესტიციები აუცილებელია მარტივი და მოხერხებული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, სპეციალიზირებული გიდების მოსამზადებლად და საერთაშორისო მარკეტინგის საწარმოებლად.
ბერდვოჩინგის როლი ასევე განსაკუთრებულია ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ზრდაშიც. კარგ სადემონსტრაციო მაგალითს ყაზბეგის რაიონი წარმოადგენს, სადაც როგორც ბოლო წლების დაკვირვებამ აჩვენა, ბერდვოჩერების რიცხვი თითქმის გაუტოლდა სხვა დანარჩენ ტურისტთა (მთასვლელები, ისტორიულ-კულტურული სფეროს ტურისტები და სხვა) რაოდენობას. შედეგად, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მათ გარშემო მცხოვრებ ფრინველებს ფინანსური მოგების მოტანა შეუძლიათ - ცოცხალი კავკასიურ როჭო მათთვის უფრო მეტად ღირებული გახდა, ვიდრე ნანადირევი (ანუ ნახევარი კილოგრამი ხორცი).
ბერდვოჩინგის განვითარებისათვის აუცილებელი პირობები
ბერდვოჩინგი ტურიზმის ძალიან სპეციფიური სფეროა და საქართველოში ამჟამად მხოლოდ 2-3 ადამიანი მოიძებნება, ვისაც შეუძლია ასეთი ტურების გაძღოლა პროფესიულ დონეზე. ეს დღევანდელი მდგომარეობისთვისაც კი მცირე რიცხვია. ძალიან
ხშირად ბერდვოჩერი საქართველოში ვიზიტზე უარს ამბობს მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის სასურველ დროს არცერთი გიდი თავისუფალი არ არის. საჭიროა არსებობდეს ბერვოჩინგის გიდების შერჩევისა და თრენინგების პოგრამა, რაც გაიზარდის იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც შეეძლებათ ასეთი ტურების ორგანიზება და გამყოლობა.