Page 1 of 14
ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 24 იან 2007, 22:03
by caucasica
აქ მოვათავსოთ ჩვენი ოთხფეხა, უფეხო მეგობრების...
მცენარეების სურათები...
ჩვენი მაილო...მართალია პიტ-ბულია მაგრამ ძალიან კეთილია, თავისუფლად ვუშვებთ ბავშვებით და მაწანწალა ზაღლებით სავსე ეზოში...

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 24 იან 2007, 22:55
by Giorgi Bagrationi
ეს ჩვენი საამაყო კაქტუსებია
ვარსკვლავი ხორვატიიდანაა
ამან ერთ მშვენიერ ღამეს ასე გაიგიჟა თავი

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 24 იან 2007, 23:47
by chuna
მე სურათების დადება არ ვიცი!
გული მწყდება, რომ ვერ გაგაცნობთ ჩემს კატებს:ტონის, ნატალიას, გარფილდს და პრინცესას,
მაქვს ულამაზესი კკაკატუსი "ხუანიტო!"
ჩემს კომპიუტერში მათი ფოტოები უხვად მაქვს, მაგრამ როგორ გაჩვენოთ, არ ვიცი!
ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 25 იან 2007, 02:42
by gobe
Giorgi Bagrationi,
პირველ ფოტოზე წითელ ყვავილებიანი კაქტუსი ნაღდ Chamaecereus silvestrii-ს გავს, რომელიც წარმოადგენს მონოტიპურ კაქტუსს. მე რომელიც მაქვს, ის სავარაუდოდ Lobivia-სთან უნდა იყოს შეჯვარებული, რომელიც გრძელი იზრდება. შენი კაქტუსის სიგრძე კი წესით 10-15 სმ-ს არც უნდა აღემატებოდეს და უფრო "მოხდენილიც" უნდა იყოს.
ქუჩაში სადაც კი ვნახე, სხვა გვარის კაქტუსებთან არის ყველა შეჯვარებული.
ერთი ბარტყი გადმომიგდე...

თუ შეგიძლია, ოღონდ გაზაფხულზე. დიდად დამავალებ
მეორე ფოტოზე არის მექსიკური კაქტუსი Astrophytum capricorne. მაგის ყვავილზე ვითიშები, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანს ყვავის, 1-2 დღე
მესამე ფოტოზე მართლაც რომ ლამაზად ყვავის. ჩემს Echinopsis-ს მასეთი ფერის ყვავილი არ ჰქონია, თუმცა ფორმითა და ზომით მასეთივე იყო. ძალიან სწრაფად გაეზარდა ღერო, თუ სწორად მახსოვს, 1-2 დღეში და აყვავდა საღამოს, უკვე ბნელოდა. ყვავილობამ გასტანა 1.5 დღე. საოცარი იყო.
Chuna,
შენ "ჩააკარტოჩკე" და სურათები მოგვაწოდე, ჩვენა კიდევა დავსდებთ. თუმცა რა, სულ არ არის რთული საქმე ფოტოების მოთავსება. მიდი, მიდი, გადაიღე და აქა ვართ ჩვენა

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 25 იან 2007, 11:22
by caucasica
Giorgi Bagrationi
ძალიან ლამაზებია...
gobe

შენი კატუსები

და კიდევ ამ თემის სათაურს სხვა ვარიანტი ხომ არ აჯობებს?
მაგ. "ჩვენი სახლის ბინადრები"

ან რაიმე სხვა?
ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 25 იან 2007, 18:45
by kopeina
caucasica
ახალი სათაური აჯობებს "ჩვენი სახლის ბინადრები". და მეც ჩემი კაქტუსების კოლექციას დაგათვალიერებინებთ.....
ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 25 იან 2007, 18:46
by kopeina
ისე მცენარეების და ცხოველების გამოყოფაც შეიძლება სხვადასხვა თემაში....
ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 25 იან 2007, 18:52
by kopeina
caucasica
კაქტუსები ძალიან მიყვარს და ამ თემის გახსნა ძალიან გამეხარდა...

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 25 იან 2007, 20:06
by kopeina
ეს ჩემი საყვარელი Gymnocalycium-ია, ხომ ლამაზად ყვაოდა? ისე თუ დამეხმარებით დავადგინო რომელი გიმნოკალიციუმია გარგი იქნება....

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 25 იან 2007, 20:13
by kopeina
ეს სუკულენტურია Hawortia pumila, ესეც ძალიან ლამაზია.....

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 26 იან 2007, 14:45
by caucasica
ამ თემის სათაური შერცევაში მომეხმარეთ:
1.ჩვენი ფლორა და ფაუნა (ეს არის სათაური)
2.ჩვენი სახლის ბინადრები
3. ჩვენი სახლის ბინადრები: მცენარეები ცხოველები და...

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 26 იან 2007, 15:23
by gobe
ჩვენი სახლის რვაფეხა, ოთხფეხა, ორფეხა და უფეხო ბინადრები
(რა თქმა უნდა Homo sapiens-ების გარდა)

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 26 იან 2007, 15:27
by caucasica
gobe
გობე როგორც ყოველთვის მაგარი ხარ
მაგრამ რვაფეხას მრავალფეხა ხომ არ აჯობებს

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 26 იან 2007, 15:37
by gobe
მართალი ხარ, ეხლა ზუსტად ტარაკნების, ობობების და სხვათა ფეხების რაოდენობას ვეძებდი ინტერნეტში
მაგრამ ორი ფეხი რომ არ ითვლება მრავლად?! ამიტომ:
ჩვენი სახლის მრავალფეხა, ორფეხა და უფეხო ბინადრები
(რა თქმა უნდა Homo sapiens-ების გარდა)
ანდა
ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
(რა თქმა უნდა Homo sapiens-ების გარდა)

ჩვენი სახლის მრავალფეხა და უფეხო ბინადრები
Posted: 26 იან 2007, 16:32
by gobe
kopeina,
ეგ არის Gymnocalycium mihanovichii. თუმცა, სხეულის ქვედა ნაწილში ეკლების უქონლობამ კი დამაფიქრა. შესაძლოა იყოს Gymnocalycium mihanovichii f. nudum, (თუ კი გიმნოკალიციუმის ასეთი ფორმა არსებობს). შესაძლებელია "სუფთა სისხლიანი" გიმნოკალიციუმი არც იყოს. თუმცა, მაინც პირველ ჩვენებას ვაწვები.
ჩემი Gymnocalycium mihanovichii
