Giorgi Bagrationi,
პირველ ფოტოზე წითელ ყვავილებიანი კაქტუსი ნაღდ Chamaecereus silvestrii-ს გავს, რომელიც წარმოადგენს მონოტიპურ კაქტუსს. მე რომელიც მაქვს, ის სავარაუდოდ Lobivia-სთან უნდა იყოს შეჯვარებული, რომელიც გრძელი იზრდება. შენი კაქტუსის სიგრძე კი წესით 10-15 სმ-ს არც უნდა აღემატებოდეს და უფრო "მოხდენილიც" უნდა იყოს.
ქუჩაში სადაც კი ვნახე, სხვა გვარის კაქტუსებთან არის ყველა შეჯვარებული.
ერთი ბარტყი გადმომიგდე...

თუ შეგიძლია, ოღონდ გაზაფხულზე. დიდად დამავალებ
მეორე ფოტოზე არის მექსიკური კაქტუსი Astrophytum capricorne. მაგის ყვავილზე ვითიშები, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანს ყვავის, 1-2 დღე
მესამე ფოტოზე მართლაც რომ ლამაზად ყვავის. ჩემს Echinopsis-ს მასეთი ფერის ყვავილი არ ჰქონია, თუმცა ფორმითა და ზომით მასეთივე იყო. ძალიან სწრაფად გაეზარდა ღერო, თუ სწორად მახსოვს, 1-2 დღეში და აყვავდა საღამოს, უკვე ბნელოდა. ყვავილობამ გასტანა 1.5 დღე. საოცარი იყო.
Chuna,
შენ "ჩააკარტოჩკე" და სურათები მოგვაწოდე, ჩვენა კიდევა დავსდებთ. თუმცა რა, სულ არ არის რთული საქმე ფოტოების მოთავსება. მიდი, მიდი, გადაიღე და აქა ვართ ჩვენა
