Page 1 of 13
საქართველოს ცხოველები
Posted: 28 ივლ 2006, 21:19
by caucasica
ბუნებასთან ურთიერთობა გვიხდება ყველა კარველს.....რა ვიცით საქართველოს ბუნების , მისი მრავალფეროვნების შესახებ?
რა საფრთხეები ემუქრება მას.... და სხვა....სურათები, ფაქტები, ამბები და.....
იმედია საინტერესო თემა გამოვა...
აბა პირველი პოსტი: "სვანეთის მთების ამაყი შვილი" ვიცნობდეთ დასავლეთკავკასიური ჯიხვი:

საქართველოს ცხოველები
Posted: 28 ივლ 2006, 21:41
by mika
caucasica
ეს ჯიხვი კიდევ არის თუ გადაშენდა
საქართველოს ცხოველები
Posted: 31 ივლ 2006, 23:42
by Gvalva
caucasica
ძალიან საინტერესო და კარგი თემაა! იმედია გავრცელდება, სამწუხაროდ სადაც მე დავდივარ კუზე ეგზოტიკური არაფერი მინახავს...
დამწყვდეული ჯიხვის მნახველო არ თქვა რომ ჯიხვი გინახავს
კოტეტბელის ნათქვამი გამახსენდა, თუშეთის თემაში რომ დაწერა: მკითხველო, იპოდრომზე მორბენალ ცხოველს თუ დაინახავ, ნაჩქარევად ნუ გადაწყვეტ რომ ცხენია, ცხენი აი ეს არისო

საქართველოს ცხოველები
Posted: 01 აგვ 2006, 00:58
by gobe
გუშინ ვიყავი აგარაკზე, წავკისში. ბავშვებს აღმოუჩენიათ ეზოში პატარა ზღარბი და "ერთობოდნენ". სურათები გადავუღეთ და ხევისკენ გადავსვი, მაგრამ მალე უკან, ეზოში დაბრუნდა. მერე, დააკვირდნენ ბავშვები და ნახეს, რომ მეზობლის ღობისკენ იწევდა, იფიქრეს იქით უნდაო და გადასვეს მეზობელ ეზოში. ცოტა ხანში უკან დაბრუნდა. საბოლოოდ, საღამოსკენ, აღარ ვიცი რა მოხდა, რამდენადაც თბილისში დავბრუნდი. ვდებ ორ ფოტოს, პირველის ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი, რადგან სიფათზე გავასწორე ფოკუსი.

საქართველოს ცხოველები
Posted: 01 აგვ 2006, 01:01
by guruli
უჰ, რა კარგი თემაა, მე კი მხოლოდ ახლა მივაგენი. და ეკოტურიზმს რაც შეეხება, მშურდა, ავსტრიის ალპებზე გადასვლისას გზის პირას არხეინად მობალახ-მონავარდე შველს, კურდღელს და ასეთებს რომ ვუცქეროდი. კიდევ ერთმა რაღაცამ გადაგვირბინა წინ, მაგრამ მელა იყო თუ ტურა, ზუსტად ვერ გავარჩიე.
იქნებ გუნება დაგიმძიმოთ, მაგრამ ამ შაბათს ძაღლების ბაზრობაზე (ყოველ შაბათ-კვირას იქ დაბარებულივით დავდივარ) დათვის ბელი ჰყავდათ. პატარა, ერთი ციცქნა და საყვარელი არსება, 1-1,5 თვის თუ იქნებოდა. სასტავი იმ ბელზე ძაღლებს ყეფაში ავარჯიშებდა. მართალია, საკბენად არ უშვებდნენ, მაგრამ ხომ ანერვიულებდნენ და აშინებდნენ საწყალს. ის საცოდავიც უღრენდა, რაც შეეძლო...
საქართველოს ცხოველები
Posted: 01 აგვ 2006, 01:01
by mika
gobe
ბავშვობა გამახსენდა მეც ვპოულობდი ეზოში ზგარბებს

საქართველოს ცხოველები
Posted: 01 აგვ 2006, 01:03
by mika
საქართველოს ცხოველები
Posted: 01 აგვ 2006, 01:11
by guruli
mika
guruli
ეკო პოლიცია რატო არ გამოიძახეეეე
ეეჰჰ...

არადა, მართლა უნდა გამოუძახო და იხსნა ცხოველი ეგეთი სადისტებისგან.

არადა, ტიპმა წაიტრაბახა, 300 $ მივეციო.
საქართველოს ცხოველები
Posted: 19 სექ 2006, 10:27
by iduka
საქართველოს ცხოველები
Posted: 20 სექ 2006, 14:01
by გვალდა
აჰა ერთი ჯიხვი თქვენ ჩემგან

ბალღობისას, საბავშვო ბაღის წინ ზაფხულობით ყოველთვის ერთი ბებერი ჯიხვი დასეირნობდა. იქვე ვინც ცხოვრობდა, იმათ ჰყავდათ "მოშინაურებულივით"...მოწყენილი ჯიხვი იყო, აბა წარმოიდგინეთ ბარად ჩამოსული მთიელი... ტურისტები სურათებს იღებდნენ. ჩვენც, სადღაც უნდა მქონდეს ძვეეელი შავ-თეთრი სურათები.
ხო, სვანეთში ხდებოდა ეს.
ისე ლამაზად დაწერე კაუკასიკა, შემრცხვა ჯიხვის ხორცი რომ მაქვს ნაჭამი და ნანადირევი მინახავს კავკასიის მიუვალ მთებში მიყრილი...

საქართველოს ცხოველები
Posted: 16 ოქტ 2006, 21:38
by caucasica
ნიამორი Capra aegargus
საქართველოში გავრცელებულია თუშეთში (პირიქითა და გომეწრის ალაზნის ხეობაში), მეოცე საუკუნის დასაწყისში გვხვდებოდა ბორჯომის ხეობაში ,მაგრამ ამჟამად გადაშენებულია, ამ ზაფხულს სომხებისაგან ნაჩუქარი 10 ნიამორი შეიყვანეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. აწყურის საგუშაგოსთან აშენდა დიდი ვოლიერი, სადაც ნამატის მიღების შემთხვევაში, ბუნებაში მათი გაშვება მოხდება.
ბინადრობს ალპურ და სუბალპურ ზონაში (ზ.დ 1500მ-3500მ-დე),ძირითადად კლდიან ჰაბიტატებში, მდინარეების კლდოვან ღრმა ხეობებში..
არვეში გაერთიანებულია 5-6 ინდივიდი.შობს 1-2 ციკანს.
ნიამორი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობა(
http://www.iucnredlist.org/ ).

ეს სურათი გადაღებულია ბორჯომში "გაქართველებული ნიამორი"
ბოკელი ვასოს მიერ

საქართველოს ცხოველები
Posted: 18 ოქტ 2006, 01:53
by Archil
საღორ, მაგარი ფოტოებია
საქართველოს ცხოველები
Posted: 18 ოქტ 2006, 02:03
by gobe
caucasica,
მართლა მაგარია. ოღონდ ხარისხიდან გამომდინარე მეორე ფოტო გაცილებით მომეწონა. პირველ ფოტოზე წარმოვიდგინე ქისტანში (თუ კისტანში) უფრო შორი კოშკიდან აქეთა კოშკისაკენ მომავალი ჩვენი "სასტავი". ისე, რა იქნა ის კოშკი?
საქართველოს ცხოველები
Posted: 18 ოქტ 2006, 02:04
by Archil
იმედია ისევ იქა დგას ის კოშკი

საქართველოს ცხოველები
Posted: 18 ოქტ 2006, 15:59
by lama