საქართველოს ცხოველები
Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica
საქართველოს ცხოველები
ეს იყო ჩვენი მონასტრის ძაღლი, სახელად ჯაგანა. მას ჰყავს დედ-მამიშვილები, ლეგა და .. დანარჩენების სახელები დამვიწყნია.. ჯაგანა ჟერ კიდევ ლეკვობისას გვაჩუქა პატრიარქმა, მისი მშობლები და დედ-მამიშვილები ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში ბინადრობენ, პატრიარქის რეზიდენციაში.
ჯაგანა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საინტერესო ძაღლი იყო, ბუნებრივია, რომ ჩემთან, როგორც ტრაპეზართან, განსაკუთრებით მეგობრობდა და ჩემს დანახვაზე მთელ ამბებში იყო..
აჩხოტში ჯაგანას ღონიერებაზე ლეგენდები დადიოდა, აქ მგელი დაგლიჯაო, იქ ძროხაო და ა.შ. და ა.შ. ჩვენი მონასტრის ძაღლი მართლაც დიდი ძალის პატრონი იყო.. და ბევრსაც ეშინოდა მისი.. მე რატომღაც თავიდანვე დამიმეგობრდა, ეტყობა იყნოსა ერთი ჭკუისანირომ ვიყავით : ) ჰოდა, დღეში რამდენჯერმე თუ არ გავუტანდი საკვებს, უკმაკოფილოდ მეწუწუნებოდა ხოლმე.. ჯაგანა ისეთი მადლიერი რამე აღმოჩნდა, რომ მალე შომოგვისუქდა, კიდევ უფრო დაგვიმშვენდა, გაგვილამაზდა.. ჯაგანა სწორედ რომ სანაქებო მეგობარი და მონასტრის მცველი იყო.. და თანაც იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ იქაურობასთან ასოცირდებოდა.. ნებისმიერი ძმა, იქაურობას რომ მოივიკითხავდით ხოლმე, იქ არ ყოფნის პერიოდში, შემდეგ აუცილებლად დგებოდა ჯაგანას მოკითხვის ჯერიც.. ასევე იყო ჩასვლის დროსაც.. ჯაგანას, შეიძლება ითქვას, საპატიოსალმით ვესალმებოდით ხოლმე.. ჩვენი მეგობარი კი იყო, მაგრამ მართალი გითხრათ, იქაურ მაცხოვრებლებს კი აშინებდა ჯაგანა "მშვენივრად"... აი, ამ ფოტოზე რომ ხედავთ ძაღლს, სწორედ ის გახლავთ.. მონასტერში დაწერილ ნოველებში ჩვენი კეთილი მეგობარი ჯაგანა თითქმის უწყვეტი წევრი იყო ხოლმე..
ცოტა ხნის წინ რომ ვიყავი ჩავედი.. ჯაგანა ვეღარ შევამჩნიე... გამიკვირდა.. ვიკითხე.. ჯაგანა თურმე ღამით მოეწამლათ ჩუმად და მოეკლათ..

Mrs. RobinsonMrs. Robinson wrote:Makena
აუ ბათურა რა სერიოზულია ვინმეა, და რა სენტიმენტალური ჩანს!
ცოტა მოიწყინა ! აშკარაა ეზოში გასეირნება უნდა, რა დროს ფოტოებია !
მართლაც ძალიან სერიოზული ვინმეა, ეხლა 4 თვისაა, რომ შეხედავ ჩამოყალიბებული ძაღლია, ეხლა ახალციხეშია და ნავარდობს თავის ნებაზე
- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
საქართველოს ცხოველები
abaldui
უჰ! ეს რა ცუდი დასარული იყო.
გულწრფელად დამენანა!!!
ისე გამიგია, რომ ჭკვიანმა ძაღლმა ადამიანი უმიზეზოდ და მითუმეტეს ძროხა რატო უნდა დაგლიჯოს.
ერთი კაცი გვიყვებოდა თავის ძაღლზე, კარგად მახსოვს -მურაზე, ცხვარი დაუკლავთ, მაგრამ მერე რაღაც უბედურება მომხდარა, სასწრაფოდ ყველა იქეთ გაიქცა და გატყავებული ცხვარი მიუტოვებიათ, ხოდა მურამ ამათ დაბრუნებამდე არც სხვა ძაღლი მიუშვა და თვითონაც ხომ პირი არ დაუკარებია, ასე იჯდა საღამომდე, გველოდა და ყარაულობდაო... ესენი გაგიჟებულან, ყველაფერი ისე დახვედრიათ, როგორც დატოვეს.

ჯერ ლეკვებისა გამო უნდა გამოვთქვა აღფრთოვანება! ძალიან მიყვარს ნაგაზი. სოფელში მყავს კიდეც, მაგრამ ვერ ვუვლი ისე, როგორც საჭიროა. თავის დროზე რომ წავიყვანე, ისიც ისეთი ფუმფულა იყო, სახელი თავისთავად შეერქვა - ბომბორა. ახლა დიდი ვირგლაა, მაგრამ მაინც ძაან საყვარელი ძაღლია.ვინმემ არ იცის რატომ აჭრიან ამ საცოდავ ცხოველს ყურებს და კუდს?
ცრურწმენაა თუ რეალური მიზეზი აქვს?
და ციტატას რაც შეეხება, მაგას ყურებს კი არ აჭრიან, არამედ... ატეხავენ. საქმე ისაა, რომ ყურებზე ხრტილი აქვს, რომელიც იოლად და უმტკივნეულოდ ძვრება. ამისთვის საჭიროა, ლეკვი მხოლოდ ყურებით დაატრიალოთ ჰაერში. ყოველ სემთხვევაში, მე ასე გამიგონია თუსებისგან, მაგრამ კუდზეც არის თუ არა ის ხრტილი და ისიც ისე იოლად ძვრება თუ არა, ეგ კი აღარ ვიცი.
და ყურებისა თუ კუდის დაჭრა ცრურწმენას არ უკავშირდება. ეგ ჯიში შექმნილია, როოგრც მეცხვარე, მგელთან და სხვა სახის ნადირთან მებრძოლი, მაგ ბრძოლაში კი ყურები და კუდი ზედმეტი დაუცველი ნაწილია. მოკლედ, ეგეც თავდაცვის ერთგვარი მეთოდია.
საქართველოს ცხოველები
Mrs. Robinson
აბსოლიტურ სიმართლეს ღაღადებ!!! უფრო მეტიც, როგორც მსმენია, ასეთი ჯიშის ძაღლს მხოლოდ ერთი პიროვნება აჭმევს, რადგან სხვისი გადაგდებული არაფერი მიირთვას.
თვით ფაქტი -ძაღლის მოწამლა -მხოლოდ ადამიანის "დიდსულოვნებაზე" თუ მიუთითებს! ისე, იქნებ იმ ძროხის პატორნი იყო, აააააა?!
აბსოლიტურ სიმართლეს ღაღადებ!!! უფრო მეტიც, როგორც მსმენია, ასეთი ჯიშის ძაღლს მხოლოდ ერთი პიროვნება აჭმევს, რადგან სხვისი გადაგდებული არაფერი მიირთვას.
თვით ფაქტი -ძაღლის მოწამლა -მხოლოდ ადამიანის "დიდსულოვნებაზე" თუ მიუთითებს! ისე, იქნებ იმ ძროხის პატორნი იყო, აააააა?!
- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
საქართველოს ცხოველები
ჭამაზე გამხსენდა....
აბა ვინ ვიყავით ორი წლის წინ ქვათახევში? კავკასიური გახსოვთ? ტანით კი დიდი მაგრამ ჯერ პატარა იყო. ერთი ბერი ხელიდან აჭმევდა და აი ასე მიეჩვია ჭამას.
ქვათახევში მერე კიდევ რამოდენიმეჯერ მომიხდა ასვლა. უკვე უზარმაზარია, თუმცა საჭმელს ისევ იმ ბერის ხელიდან ჭამს მხოლოდ.
თეფშიდან არაფერს აიღებს შიმშილით რომ კვდებოდეს, ასე ხელით უნდა მიართვაო. ძალიან დიდებული ვინმეა!

Mrs. Robinson - კავკასიური ნაგაზი უჭკვიანესი ძაღლია. ჩემებიდან ერთი - უფროსი სუფთა სისხლის არაა, მაგრამ ისე ესმის ლაპარაკი და განსაკუთრებით - დატუქსვა, ნეტა, ბევრ ადამიანს რომ ესმოდეს ეგრე. მეორე სუფთა სისხლის კია, მაგრამ ჯერ დასაჭკვიანებლად პატარაა. მაგრამ ორივე უაღრესად კაცთმოყვარეა. დაჟე, მომენტებში შემაწუხებლადაც კი. მაგალითად, ღამით აუცილებლად იმ ოთახის ფანჯრებთან წვანან, სადაც ოჯახის წევრებს სძინავთ და ღამე ყეფით არ აძინებენ. ერეკებიან ჩემები იქიდან, მაგრამ მეორე წუთში მაინც იქ მიდიან. ეზოში მეორე სახლიც გვაქვს და როცა იქ წვება ვინმე, ერთი აუცილებლად მიდის იმის დარაჯად.
თუმცა რამდენიმე წლის წინ სახლში ჩვეულებრივი მეძებარიც გვყავდა და ისიც ძალიან ჭკვიანი იყო. ვინმე რომ მოგიახლოვდებოდა, სულ დაზაბული იდგა - საკმარისი იყო, უცხოს ხმამაღალი სიტყვა ეთქვა პატრონისთვის და ეძგერებოდა. თავისი ჭკუით, იცავდა ყველა სიტუაციაში იმის მიუხედავად, სჭირდებოდა თუ არა დაცვა.
თუმცა რამდენიმე წლის წინ სახლში ჩვეულებრივი მეძებარიც გვყავდა და ისიც ძალიან ჭკვიანი იყო. ვინმე რომ მოგიახლოვდებოდა, სულ დაზაბული იდგა - საკმარისი იყო, უცხოს ხმამაღალი სიტყვა ეთქვა პატრონისთვის და ეძგერებოდა. თავისი ჭკუით, იცავდა ყველა სიტუაციაში იმის მიუხედავად, სჭირდებოდა თუ არა დაცვა.
საქართველოს ცხოველები
Mrs. Robinson
guruli
hava
ეს მშვენიერი ნაგაზი ხომ არ გეცნობათ? წუღრუღაშენში ყავდათ მონასტერში, საკმაოდ დიდხანს, უაღრესად კეთილგანწყობილი და არააგრესიული იყო, პირველივე მისვლაზე მოგვაფერებინა და თათიც კი გამოგვიწოდა
guruli
hava
ეს მშვენიერი ნაგაზი ხომ არ გეცნობათ? წუღრუღაშენში ყავდათ მონასტერში, საკმაოდ დიდხანს, უაღრესად კეთილგანწყობილი და არააგრესიული იყო, პირველივე მისვლაზე მოგვაფერებინა და თათიც კი გამოგვიწოდა
- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
საქართველოს ცხოველები
Makena
ეგ პირველი მისვლა ნეტა როდის იყო?
ჩვენ ამდენი ხალხი გუმბათზე იმ ერთი, უკვე კარგად ცნობილი ფრაგმენტის სანახავადაც კი არ მიგვიშვა. ნუ მერე რატომღაც გული მოულბა და წყლის დალევა მოვახერხეთ.
ფოტოზე მშვიდი და ლამაზია, მაშინ კი (2005 წლის შემოდგომაზე) ამდენი ხალხის სტუმრობით ეტყობა შეწუხებული იყო. თან ამწე გრუხუნებდა და უთვალავი მუშა დაბოდიალობდა. ძალიან დავურღვიეთ მყუდროება..................

Gvalva- ს ფოტოები გადახებული ახიელში 2007 წ. ივლისი
"ეს კი ბუნების მოყვარულებს, არხოტელი ფსიტი":
ეგ ფსიტი, არჩვი კი გადაღებულია გიგა მელიქიშვილის მიერ 2003წ. აგვისტო ახიელი. სურათი "არჩვი და ჯიხვი":

Last edited by caucasica on 07 აგვ 2007, 11:12, edited 1 time in total.
საქართველოს ცხოველები
caucasica
გაიხარე გიო, მაგრამ, თუ შეილება შესწორება შეიტანე, ეს სურათები ლელას გადაღებულია ყველა უბრალოდ მე ვდებდი.
ისე როგორც ჩანს არხოტში ხშირია ცხოველების მოშინაურება

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
საქართველოს ცხოველები
Mrs. RobinsonMrs. Robinson wrote:Makena
ეგ პირველი მისვლა ნეტა როდის იყო?
ჩვენ ამდენი ხალხი გუმბათზე იმ ერთი, უკვე კარგად ცნობილი ფრაგმენტის სანახავადაც კი არ მიგვიშვა. ნუ მერე რატომღაც გული მოულბა და წყლის დალევა მოვახერხეთ.
ფოტოზე მშვიდი და ლამაზია, მაშინ კი (2005 წლის შემოდგომაზე) ამდენი ხალხის სტუმრობით ეტყობა შეწუხებული იყო. თან ამწე გრუხუნებდა და უთვალავი მუშა დაბოდიალობდა. ძალიან დავურღვიეთ მყუდროება..................
ეტყობა ამწეს გრუხუნმა გააღიზიანა და ამიტომ იყო აგრესიული, ჩვვენ ძალიან კარგად შეგვხვდა, თან პატარა ლეკვი ყავდა რომელიც მასინვე შემოგვეგება და თამაში დაგვიწყო , რამდენადაც ვიცი უკვე წუღრუღაშენში აღარ არის ეს ნაგაზი.
საქართველოს ცხოველები
havahava wrote:Mrs. Robinson
სხვათა შორის ამ "malenkoe i pushistoe sushestvoooooooooooo"-ს, როგორც ქ-ნი UnaN მოიხსენიებს, პოზირების გარდა, ძალიან კარგად გამოსდის ადამიანს კანის მთლიანობა დაურღვიოს და პარალელურად ხაკამადას "სექსი დიდ პოლიტიკაში" საგულდაგულოდ "გადაამუშაოს"
კანის მთლიანობას იდეალურად არღვევს,მსგავსმა ,,საყვარელმა" არსებამ ამასწინად ჩემს მეგობარს ტანსაცმელი შემოახია, საერთოდ რატომ ზრდიან ასე აგრესილებს ამ ძარლებს ჩემთვის გაუგებარია, ჩემი ბათურა ისე გავზარდეთ რომ უმიზეზოდ არც არავის უღრენს, კბენაზე არაფერს ვამბობ, თუმცა ტერიტორიას მშვენივრად იცავს და პატრონისიც მოჭრილად ესმის.
საქართველოს ცხოველები
ლეონტილეონტი wrote:ვინმემ არ იცის რატომ აჭრიან ამ საცოდავ ცხოველს ყურებს და კუდს?
ცრურწმენაა თუ რეალური მიზეზი აქვს?
საერთოდ ითვლება რომ ბრძოლაში ყურები ეხევათ თურმე და ამიტომ აჭრიან,მეორეს მხრივ ყურებმოჭრილი უფრო საშიშ იერს იღებსო ესეც მითხრეს, კუდის მოჭრა ჩემის აზრით ძალიან აუშნოვებს ძაღლს, ზოგიერთი არ აჭრიას კუდს უბრალოდ უმტვრევს ისე რო სულ მომრგვალებული დარჩეს, ბარბაროსობაა.
საქართველოს ცხოველები
კეთილშობილი ირემი –Red deer (Cervus elaphus Linnaeus,1758)
საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა Cervus elaphus maral (Ogilby, 1840)
ირმის გავრცელების არეალი საქართველოში მოიცავდა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს; XX საუკუნის დასაწყისისათვის ირმის არეალს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ეკავა , დასავლეთ საქართველოში ირემი არ გვხვდებოდა ენგურისა და ცხენისწყლის აუზის ზემო ნაწილში (სვანეთი), რიონის დელტაში, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო თითქმის ყველგან, სამხრეთ საქართველოში ირემი არ გვხვდებოდა მხოლოდ ჯავახეთის პლატოზე.
ამჟამად ირემი შემორჩენილია სამი იზოლირებული პოპულაციის სახით XX საუკუნის ბოლოსათვის ირემი შემორჩა მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და გარდაბნის აღკვეთილში. ირემი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ჭალებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3100 მეტრამდე.
აქტიურია დილით და საღამოს. ერთიანდებიან მცირე ჯგუფებად, ხშირად არაუმეტეს 10 სულისა, ზრდასრული ხარები წლის უმეტეს პერიოდს ატარებენ ფურებისაგან დაშორებით.
ირემი საკვებს წარმოადგენს ბალახეულობა, ფოთლები, ხეებისა და ბუჩქების ნორჩი ყლორტები. რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მინერეალურ მარილებს.
გამრავლების სეზონი: სექტემბერი-ოქტომბერი. სქესმწიფე ასაკი დგება 2 წლისც ასაკში თუმცა მამრები გამრავლებაში მონაწილეობას 3-4 წლის ასაკში იწყებენ. მაკეობა დაახლოებით 8 თვე გრძელდება. შობს ერთ ან იშვიათად 2 ნაშიერს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელს შეადგენს
რეპროდუქციული სეზონი შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: პირველი ნაწილი არის მომზადების პერიოდი, მეორე კი - მყვირალობის პერიოდი..
ეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც იშვიათი სახეობა. მისი მდგომარეობა რეალურად შეესაბამება საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა კატეგორიას (EN).
ყველაზე ადვილი "ირმის ნახვა" მყვირალობის დროსაა შესაძლებელი. დაახლოების სექტემბრის 20-იდან ოქტომბრის ბოლომდე. ამ დროს ხარირემი არ მოძრაობს ძირითადად ერთ ტერიტორიაზე დგას და "მყვირალობს" პარტნიორს უხმობს. მყვირალობა ხშირად დაბინდებიდან იწყება და თითქმის მთელს ღამეს გასტანს. ამ დროს ხარირემი ძლიერ აღგზნებული და აგრესიულია ამ დროს ადამიანსაც ერჩის. იმ ადგილებში სადაც ხარირემმა გაიარა ძალიან სპეციფიკური "ირმის" სუნი დგას, რაც სპეციალური ჯირკვლების დამსახურებაა. ერთხელ თუ შეიყნოსა ადამიანმა მას ეს აღარაფერსი შეეშლება.
ასე რომ მონდომებული ადამიანის შეუძლია არა მარტო მოუსმინოს ირმის მყვირალობას არამედ თვითონ ირმებიც ნახოს, რადგან ამ პერიოდში თვითოეულ ხართან რამდენიმე ფურიცაა. ამისათვის კი ლაგოდეხში ან ბორჯომში მოხვედრაა იმ დროს საჭირო. ალბატ დაუვიწყარი იქნება სავსე მთვარის დროს ირმის მყვირალობის მოსმენა და თვითონ ქორბუდას ნახვა. მთავარია კარველებმა მოვინდომოთ.
სამწუხაროდ ეს ყოველივე ეს ძალიან კარგად იციან ბრაკონიერებმა და "პირზე ხელის აფარებით", ბევრი ძალისხმევის გარეშე კლავენ ირმებს ამ პერიოდში...
ეს კი ირმის "მყვირალობა" ხმა mp3 ფორმატში:
http://www.unipv.it/webcib/CRV15330.mp3
ეს კი ვიდეოები:
http://youtube.com/results?search_query ... rch=Search
სამწუხაროდ საქართველოში ბუნებაში ირემი ჯერ არ მინახავს..
ეს სურათები ინტერნეტში მოვძებნე და საქართველოში გავრცელებულ ქვესახეობას არ გავნან მაგრამ...
ეს კი ძალიან შორსაა საქართველოში გავრცელებული ირმისგან მაგრამ სურათი მომეწონა...

Last edited by caucasica on 01 სექ 2007, 13:19, edited 1 time in total.