Page 14 of 17
საქართველოს მცენარეები
Posted: 13 აპრ 2009, 18:40
by khoteura
წინ რომ შემოკავებული ადგილია იქ ჩემს ბაბუას ვენახი ქონია
ალექსანდროული, მუჯურეთული და ხოტეური. შემოდგომას არ აცდება დამუშავება მაგ მიწას, რაც არ უნდა მოხდეს დრო უნდა გამოვნახო სამაგისოდ.
საქართველოს მცენარეები
Posted: 13 აპრ 2009, 23:24
by khoteura
ჩემი დედულეთი დეიდაშვილის კაკტუსებია მრავალი მათგანი მაქვს მეც
დღესდღეობით კიდევ შეემატა კოლექციას ბევრი სახეობა კაკტუსებისა და ქოთნის ყვავილებისას
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 08:00
by caucasica
khoteura
ამ თემას საქართველოს მცენარეები ქვია, მე როგორც ვიცი კაკტუსები საქართველოს მცენარეები არააა ამიტომ მსგავსი სურათები სეგიძლია ამ თემაში:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=1394&start=90 დადო
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 11:42
by khoteura
caucasica
გასაგებლარია
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 11:47
by khoteura
დათვიხალას სურათი თუ მოეპოვება ვინმეს იქნებ დადოთ
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 13:28
by caucasica
khoteura
დათვისთხილა, ქართული თხილი (Corylus iberica), ტანმაღალი ხე თხილისებრთა ოჯახისა. აქვს მუქი რუხი კორპიანი ქერქი, გრძელყუნწიანი ფოთლები. გავრცელებულია ირანში, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და მცირე აზიაში. საქართველოში უფრო ხშირად მთის შუა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეებში გვხვდება, ზღვის დონიდან 800-1600 მ-მდე. ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და ქარგამძლეა. იზრდება ყტის ჰუმუსიან ყომრალ ნიადაგზე, თუმცა ხირხატიან და კირიან ნიადაგებზეც კარგად ხარობს. მის წვრილშრიანსა და მოწითალო მერქანს ავეჯისა და სახარატო ნაკეთობისათვის იყენებენ ნაყოფის გული გემრიელია, მაგრამ კირკიტია და ამის გამო ნაკლებად იყენებენ.
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 14:54
by burdula
ცაცხვი (Tilia caucasica) ფოთოლმცვენი 35-მდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მ-მდე, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან-ნაცარა, ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.
გავრცელებულია ყველგან წიწვოვანი ტყეების ზონამდე.
მის ქიმიურ შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი. გარდა ამისა ცაცხვის შემადგენლობაში შედის კაროტინი და C-ვიტამინი.
ცაცხვის ყვავილი გამოიყენება ოჯახური ოფლმდენ საშუალებად ცხელი სასმელის სახით, რომელიც მზადდება როგოშრც ჩაი, ხმარობენ აგრეთვე ნაყენს პირში და ხახაში ამოსავლებად, საფენებისათვის და სხვა მიზნით.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ცაცხვის ჩაი.რაღაც უგემრიელესი და სასიამოვნო დასალევია.
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 15:53
by khoteura
caucasica
მე დათვიხალა მუჩქოვანი მცენარე მეგონა თუ შეგიძლია წყარო მომაწოდე
burdula
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ცაცხვის ჩაი.რაღაც უგემრიელესი და სასიამოვნო დასალევია.
გეთანხმები ცაცხვის ჩაი მართლაც განსაკუთრებული და არომატულია
აი რის ჩაის ვსვავ ხოლმე მე ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი
ცაცხვის ხე სოფ. ხოტევი
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 17:32
by caucasica
khoteura
წყარო : ინტერნეტ რესურსები :
http://www.google.ge/search?hl=ka&q=%E1 ... 3%90&meta=
ნებისმიერი დენდროლოგიის წიგნი
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 17:44
by khoteura
აქ რაღაც გაუგებრობაა შენ დაგუგლე დათვიხილა ხოლო მე ვითხოვე დათვიხალა
, რომელიც თვით მეცნიერმა გუგლმაც არ იცის თორემ გუგლს მეც ვხმარობ
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 18:03
by caucasica
khoteura
დათვიხალა
, ხოოო არარ დავკვირვებულვარ დეტალებსსსს, დათვიხალა ალბატ არალიტერატურული (სამეცნიერო) სახელია მცენარის ამიტომ მე ვერ დაგეხმარები,.
ისე შვიტას თუ იცი რას ეძახიან სოფლად? დათვი ფა....
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 18:11
by ttt
caucasica wrote:khoteura
დათვიხალა
, ხოოო არარ დავკვირვებულვარ დეტალებსსსს, დათვიხალა ალბატ არალიტერატურული (სამეცნიერო) სახელია მცენარის ამიტომ მე ვერ დაგეხმარები,.
ისე შვიტას თუ იცი რას ეძახიან სოფლად? დათვი ფა....
კი ვიტყოდი, მაგის სახელს მაგრამ......
არადა შვიტას სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ ( რაღა ეგ გაგახსენდა
) - მუხლა, ჯორის-ძუა, ტრიალა, თოფისახოცელა, ნაძვაბალახა, მაჭყვადური, ვირი ძუა, თუნთიში ჭემი, დემიში ჭემი და კიდევ სხვა.
საქართველოს მცენარეები
Posted: 14 აპრ 2009, 18:23
by khoteura
caucasica wrote:khoteura
დათვიხალა
, ხოოო არარ დავკვირვებულვარ დეტალებსსსს, დათვიხალა ალბატ არალიტერატურული (სამეცნიერო) სახელია მცენარის ამიტომ მე ვერ დაგეხმარები,.
ისე შვიტას თუ იცი რას ეძახიან სოფლად? დათვი ფა....
კი
არადა ეს საინტერესო მცენარეა და სალიტერატურო სახელს მინდა მივაკვლიო
საქართველოს მცენარეები
Posted: 22 აპრ 2009, 21:19
by perwkli
ხომ არ იცით რა ყვავილია??
საქართველოს მცენარეები
Posted: 22 აპრ 2009, 21:31
by caucasica
maikomaiko wrote:
ხომ არ იცით რა ყვავილია??
ეს ყვავილი ორქიდეების ოჯახიდანაა- ჯადვარს ეზახიან (ზოგჯერ შეცდომით გუგულის კაბას )დეტალურად მოგვიანებიტ დავწერ