მგლები..

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მგლები..

Post by ARCHILI » 07 ოქტ 2007, 19:41

GOGONA wrote:shatilis asuli

აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ანუ ობსერვატორიის ტერიტორიაზე.
იმ ზაფხულს ტყე დაიწვა და მგლები აიყარნენ, ობსერვატორიის ტერიტორიას შემოეწყვნენ.
შუქები არ იყო. დაკვირვებები არ ტარდებოდა. თოვლი არ იწმინდებოდა.

უცებ ღამის სამსაათზე შუქის მოცემა დაიწყეს.

დამკვირვებლები გვარიანად გამოშტერებულები ვიყავით უსაქმურობით, მაგრამ მგლების შიშით ვერავინ გადიოდა ტელესკოპზე.

მარტო მე დავდიოდი ღამის სამი საათიდან დილის რვამდე. მხოლოდ იმიტომ რომ ბომბორასთან ვმეგობრობდი. ბომბორა - ვეება , წითური ნაგაზი თუ მეცხვარე ძაღლი.
ბომბორას წყალობით შვიდი ძაღლის ესკორტით და ანთებული კვრებით მივდიოდი მენისკური ტელესკოპის შენობამდე და დილამდე კომპიუტერთან ვიჯექი, გათენებულზე უესკორტოდ ვბრუნდებოდი სახლში.

თანამშრომლებს გულით შურდათ ჩემი ესკორტის.
ხოდა ერთხელ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

შენობასთან მისულმა ძაღლები გავუშვი, კვარები გადავყარე, უამრავ ბოქლომზე დაკეტილი რკინის გისოსი, რომელიც რის ვაივაგლახით იღებოდა, გავხსენი, ელექტროგამათბობელი და კომპიუტერი ჩავრთე და...
ნახევარ საათში დენი წავიდა...
ველოდე. არ მოვიდა. ასანთის უკანასკნელი ღერების შუქზე საშინელი გისოსი რის ვაივაგლახით დავკეტე, ჰოლის კარიც გადავკეტე და გარეთ გამოვედი.

ძაღლების მოხმობა ვცადე, მაგრამ ისე შორიდან ისმოდა მათი გააფთრებული ყეფა, რომ ვერაფერს გავხდი.
სახლისკენ დავიძარი და...
კონცერტი დაიწყო, ვიცოდი რომ ქვედა ბილიკზე იყვნენ, ანუ ჩემგან 6-7 მეტრში, წინა ღამით აივნიდან მაგ ადგილზე 17 დავითვალეთ.
ეს ხროვაა.
საზარელი კონცერტი იყო.
გონი რომ დამიბრუნდა გაქვავებული ვიდექი.
მექანიკურად - ზურგისაააკენ.
ჰოლის კარი გავაღე, მაგრამ კომპიუტერების ოთახის კარის გისოსებს უკუნ სიბნელეში ვერაფერი მივუხერხე, არადა ჰოლში მინუს 7გრადუსი იყო, გარეთ -18.
უკუნ სიბნელეში ჰოლის სავარძელს მივაგენი და ჩავჯექი.
ჩამთვლიმა.
ცოტა ხანში გველნაკბენივით წამოვვარდი. ასე ხომ გავიყინები - მეთქი.
მაშინ ვეწეოდი. სიგარეტი ბლომად მაქვს და ასანთი არა.
შენობაში უკუნი სიბნელეა და საშინელი ყინვა, ბუშლატი ვერ მშველის, სავარძელზე ვჯდები თუ არა მეძინება, ამიტომ სავარძელზეც ვეღარ ვჯდები,
არ ვიცი რამდენი ხანი ვბოლთავდი ჰოლში, საოცრად მომენატრა ჩემი თბილი სახლი და ლოგინი, რომელიც იქვე, სულ რაღაც 100 მეტრში იყო.
გადავწყვიტე: გაყინვას მირჩევნია მგლებმა შემჭამონ - თქო და სახლისკენ წავედი.
იმ ადგილს რომ მივუახლოვდი ისევ დასცხეს ყმუილი.
ისევ თავზარი. ისევ წამერთვა გონი და გავშეშდი. მივხვდი რომ წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი, წინ მოკლე, მაგრამ ბმელი ნაძვების ხეივანი იყო გასავლელი, ზუსტად იქ ამოდიოდა ბილიკი მგლების დისლოკაციის ადგილიდან.
ისევ ზურგისაკენ, ისევ გაყინული ჰოლი, უკუნეთი და გაყინვის საშიშროება.
არ ვიცი შიშისგან მგონი შეკავება დამემართა - საოცრად მეძინებოდა.
სასოწარკვეთა.
და უცებ...
მექანიკურად გავიხადე ბუშლატი, გამოვაღე ჰოლის შიდა კარი და სიბნელეში შენობის შიგნით, გუმბათისკენ ამავალ კიბეზე დავიწყე ასვლა. მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა დაუსრულებლად - "არ გაჩერდე!"
რამდენი საათის განმავლობაში ავდიჩავდიოდი კიბეზე არ ვიცი.
ერთი შემიძლია ვთქვა - სულ მალე ყველანაირი შეგრძნება დავკარგე, აზროვნება და მეხსიერება გაითიშა...
გავჩერდი, როცა ერთერთ ჩამოსვლაზე კარის შუშიდან მტრედისფერმა შემოანათა.
დაბადება! აზრის დაბადება! გათენდა!
სახლში!
აი ასე იყო ეს ამბავი :roll:
გოგონა.. მალადეც...

ვამაყობ შენით და სენი ნაამბობით...

მალადეც..

ჩემი მონაყოლი გამახსენდა მგლებზე.. ხევში ზამთარში ჩვენც შეგვივლია თვალი მგლისათვის ღამისთევის წირვიდან რომ ვბრუნდებოდით, დილის 7 საათზე, ჯერ კიდევ სიბნელისას...

ერთი კია.. ახლა, როგორც ვიცი, ქართული მგლის ჯიშები თითქმის გადაშენების პირასაა.. მით უმეტეს ახლა, რაც ე.წ. "წითელი მგლები" შემოვიდნენ საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან..

რამდენადაც ვიცი, ფრიად არიან გამრავლებულები და არასასურველია, რადგან სოფლებთან ახლოს ბინადრობენ, ებრძვიან შინაურ ცხოველებს და ა.შ.

ისე.. მგელში, მართლაც არის რაღაც, ასე ვთქვათ, საიდუმლოსებური.. და მაგარი ვინმეცაა.. მისტიურიც...

მოკლედ.. მაგარი ტიპია-რა.. თუმცა, მგლებთან მეგობრობას არც თუ მაინცდამაინც გირჩევთ..

:wink: :wink: :wink:

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
მგლები..

Post by GOGONA » 07 ოქტ 2007, 20:47

ARCHIL_i
ჰოოო, მგლებთან მეგობრობა კაია, მაგრამ როგორ გინდა ???

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
მგლები..

Post by ლობო » 23 ოქტ 2007, 04:14

ჰოდა ჰალჰო გავისინეტ გავისინეტ და გვეკოს ეჰლა

მომილოოოოცეეეეეეეეეტ!!!! :D

უნდა გაგიზიაროტ ტკვენც სჰემი ბავსჰვობის ოცნების ასრულების სიჰარული : )

:oops:


აი სჰემი სულ აჰალი მეგობარი :) დაგლივიტ სულელი :)

Image
Image

ესე ესჰმაკურად მეპრანსჰება ჰოლმე ჰეჰეჰე

Image


:roll:

:უსერ: ისე კველაფერი ცინაა და ტუ მოულოდნელად სჰევცკვიტე პოსტვა :roll: :lol:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მგლები..

Post by Naia » 23 ოქტ 2007, 12:29

ლობო
:lol: :lol: :lol:

ძალიან საყვარელი ვინმეა :) მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი: პრანჭიაობის დროს შემთხვევით კბილი არ გაგკრას ;) :)

პს. სხვებისადმიც ეგრე მეგობრულადაა განწყობილი?

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
მგლები..

Post by ლობო » 24 ოქტ 2007, 01:28

ზოგადად მეგობრულია მაგრამ სხვების მიმარტ ესე არა გაურბიტ უფრო..
პატარაა ჯერ ტანიტაც.. :)
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
მგლები..

Post by GOGONA » 24 ოქტ 2007, 11:05

ლობო
სად გაჩითე?
რა ხნისაა და სად ინახავ?

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მგლები..

Post by Mao » 24 ოქტ 2007, 12:45

ლობო
midi zooparkshi zura gurielidzestan.dagagzakvalianebs! zooprkis direqtoria
together on the top!!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მგლები..

Post by lama » 24 ოქტ 2007, 12:59

ლობო
ესსაა ხომ რომ გლოკა და გლოკა???????? :D:D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
მგლები..

Post by tiko_r » 24 ოქტ 2007, 15:24

ლობო
ძალიან საყვარელია... ფოტო მინდა მაგასთან :shock: :lol: :lol:

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
მგლები..

Post by ლობო » 24 ოქტ 2007, 23:11

GOGONA
სჰემი არაა ზოოპარკელი სუბელაა :) ზუსტი ასაკი არ ვიცი, ჯერ ზრდასრული არაა..
Mao
ზურასტვის ვიგებ :)
სჰემი ბავსჰობის ოცნების ტანამდეობაზეა ეგ კაცი და ტუ კარგად ისნობ არ დამიტმობს? :lol:
lama
ეგაა ეგ რო მ სჰევუკვარდი მაგრამ ალოკვიტ დატვები მლოკამენ ეგ არა ჰეჰე და ბოლოს რომ ვიკავი სასჰმელს სჰამდა ეს და გავებუტე, დალიან ცოტა კურადგება დამიტმო სჰამის დროს:D სჰენი ზემლიაკია ისე სუბელა :D
tiko_r
იმას ტუ უნდა ეგაა საკმე ეგრე მარტივადაც არ გამოვა:D

ისე მოდელებტან ერტადაც პაპირებ გადავიგო ცჰოველები და პიტონისტვის ვედებ მოდელს და ერტი პრობლემაა მოდელი მინდა მახრსჰობელა პიტონს ვინც სჰემოიხვევს ტანზე :lol: :roll:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მგლები..

Post by Mta Mkvarebia » 26 ოქტ 2007, 17:26

Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
მგლები..

Post by ketuna4 » 30 ოქტ 2007, 19:55

Mta Mkvarebia

ესენი ძაღლებს უფრო გვანან. არა?

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
მგლები..

Post by PINKY » 15 ნოე 2007, 02:46

ადა..

იმდგესვნახემგელყ..

ადაშემეშინდა..

დამერედავაკვირდყ..

დალეკსაკაFილა..

ვავა..

აჯაჰთანერთადიკა..

ადარავისყ..

მე მუკრებატსაგიკვანდა შეგიკვანა..

მარრა არა..

არვიზომაგასმე..

ზაანგემრიელყ ვარმე..

დავშიშაბ..

მაშ,,
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
მგლები..

Post by ლობო » 15 ნოე 2007, 09:45

PINKY
ოჯაჰისაჰლობელია მეტკი ვიტივი ნუსჰისჰობ :lol:
მტავარია იერარქიასჰი არ სჰასჰრა :P :roll:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მგლები..

Post by Mao » 15 ნოე 2007, 12:53

PINKY
ლობო
:D :D :D :D :D :D etyoba kargad igebt tqven ertmanetis postebs :D :D :D :D :D
together on the top!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]