კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!
Posted: 15 ნოე 2011, 14:38
წარმომავლობა
კავკასიური ნაგაზი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში წარმოიშვა, მრავალი საუკუნის წინ. გამოიყენება საქონლის და სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. ერთგულია პატრონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, უყვარს ბავშვები. კავკასიური ნაგაზი კარგად ეგუება ყველა კლიმატს.
ჯიშის აღწერა
ქართული ნაგაზი არის დიდი ზომის, ძლიერი აგებულების მქონე, უცხოსადმი უნდო და ყოველთვის საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი. თავი- დიდი და განიერი, ზედმეტი ნაოჭებისა და დანაკეცების გარეშე. თავის ქალა მასიური აქვს, კარგად განვითრებული. შუბლი დაბალი და განიერი. ცხვირი განიერი, ნესტოები ძირითადად შავი ფერის. დინგი თავის ქალის სიგრძეზე ოდნავ ნაკლები, განიერი. ტუჩები კარგად განვითარებული, ელასტიკური და ყბებზე კარგად აკრული, ტუჩების კუთხე- მშრალი. კავკასიური ნაგაზის კბილები და ყბები ძლიერია, ყბები კარგად აქვს განვითარებული, დიდი ზომის, თეთრი ფერის, ძლიერი, ერთმანეთთან ახლოს ჩასმული კბილებით ყოველგვარი სიმეჩხერის გარეშე. თვალები საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, ღრმად ჩასმული. პროპორციულად განლაგებული სახის არეზე. ძირითადად მუქი ფერის. ღია ფერის თვალი დასაშვებია მხოლოდ თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის. კავკასიური ნაგაზის ყურები ჩამოყრილი, საკმაოდ მაღლა დასმულია, დასაშვებია მოკლედ კუპირებული. კისერი მოკლე, განიერი და მძლავრი, კარგად დაკუნთული. კორპუსი-მძლავრი. ზურგი-განიერი, სწორი და კუნთოვანი. წელი ძლიერი, მოკლე და განიერი. კრუპი ოვალური ფორმის, ოდნავ დახრილი. მკერდი-განიერი, ოვალური, მაგრამ არაკასრისებური ფორმის, ღრმა. კუდი-მაღლა დასმული, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში წვდება სახტომ სახსარს. სიარულის დროს კუდი დააქვს ნებისმიერ მდგომარეობაში. დასაშვებია კუდის კუპირება. კავკასიურ ნაგაზს აქვს მასიური, კარგად განვითარებული და გამოხატული ძვალი, ძლიერი კუნთოვანი სისტემა. დამახასიათებელია სქელი და ელასტიკური კანი. კიდურები. წინამხარი სწორი და მძლავრი. მაჯა-მოკლე, მძლავრი და ვერტიკალური. სახტომი სახსარი-ძლიერი, განიერი, საკმაოდ ღია კუთხით. ტერფი-ვერტიკალური, მძლავრი, საშუალო ზომის. თათები დიდი ზომის, კომპაქტური, ოვალური ფორმის, კარგად შეკრებილი. ხვადი გაცილებით მასიური, დიდძვლიანი და მძლავრია. აქვს უფრო მასიური თავი, კარგად გამოხატული ყვრიმალებით. ძუ, ისევე როგორც ხვადი, ძლიერი, უხეში კონსტიტუციის მქონე ძაღლია. კავკასიური ნაგაზის ბეწვი სწორია და უხეში, კარგად განვითარებული თივთიკით, კარგად მომჯდარი სხეულზე. შეფერილობა-ნებისმიერი ყველანაირი კომბინაციით.
ხასიათი
კავკასიური ნაგაზი ფხიზელი, ყურადღებიანი, ძლიერი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლია. უნდო და აგრესიული უცხოს მიმართ, ერთგული, გულადი, მოსიყვარულე მფლობელებისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. არის კარგი კომპანიონი.
დანიშნულება
კავკასიური ნაგაზი გამოიყენება საქონლის, სხვადასხვა ობიექტების დასაცავად. კავკასიური ნაგაზი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, მისი ძირითადი ფუნქცია რაიმეს დაცვაა (საქონლის ან ტერიტორიის).
როგორც ჯიში პირველად ნახსენები ყავს სულხან-საბა ორბელიანს (1658-1725) "სიტყვის კონა"-ში. ასევე ცნობილია, რომ 1765 წელს თურქეთის არმიაში კავკასიურ ნაგაზებს იყენებდნენ შენობების დასაცავად, მას ასევე იყენებდნენ ციმბირში ციხეების დასაცავად.
კავკასიური ნაგაზი ხელოვნურად მიღებული ჯიში არ არის. არსებობს ვარაუდი, რომ კავკასიური ნაგაზის წინაპარი ტიბეტური მასტიფია, თუმცა საუკუნეების განმავლობაში თავისებურ კლიმატურ პირობებში ჩამოყალიბდა უნიკალური თვისებების მქონე ჯიში. იგი უძლებს -40-45 გრადუს ყინვას, შეუძლია თოვლში ცხოვრება და მინიმალურ საკვებზე გადავლა.
მისი სამშობლო კავკასიაა. არსებობდა კავკასიური ნაგაზის მრავალი ტიპი, თუმცა მათ შორის საუკეთესო იყო კავკასიური ნაგაზის ქართული ტიპი. თანამედროვე კავკასიური ნაგაზის სტანდარტიც ქართულ ტიპზეა დაწერილი და ამას აღიარებენ რუსი კინოლოგებიც. აი რას წერს რუსული კინოლოგიის "მამა" ა.პ მაზოვერი: Лучшие кавказÑкие овчарки раÑпроÑтранены в ГрузинÑкой ССР, где Ñобаки отличаютÑÑ Ð¼Ð¾Ð³ÑƒÑ‡Ð¸Ð¼ коÑÑ‚Ñком и ÑвлÑÑŽÑ‚ÑÑ Ñамыми крупными из вÑех отродий кавказÑкой овчарки.