სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 12:35

ძვირფასო კარაველებო, მოკლედ არ ვიცი ეს თემა არის თუ არა გახსნილი და თუ არის მაპატიეთ და მიმითითეთ,
ძალიან მინდა სოკოებზე ინფორმაცია, იმ სოკოებზე რომლების საქართველოში ხარობს, რომელი იჭმევა, რომელია შხამიანი და ა.შ
და თუ ვინმეს რაიმე ლიტერატურა გაქვთ იქნებ ატვირთოთ სადმე და აქ დადოთ,
ძალიან გთხოვთ ტექსტს სურათებიც მოაყოლეთ
აბა ველი თქვენს გამოხმაურებას, მადლობა წინასწარ

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:02

საინტერესო ინფორმაცია ვნახე ნეტში, ვფიქრობ ავტორი არ მიწყენს აქ თუ ჩაქვწერ

მადლობა ochopitre.ge-s
Last edited by Hereti on 10 აპრ 2010, 14:07, edited 1 time in total.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:02

რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ


1. სოკოების შეგროვება აქტიური დასვენების საუკეთესო საშუალებაა, ხშირად მას "მესამე ნადირობას" უწოდებენ

2. ახალბედა სოკოსმოყვარულებს სოკოზე "ნადირობისას" გვერდში აუცილებლად უნდა ჰყავდეთ გამოცდილი სოკოსმოყვარული

3. სოკოს შესაგროვებლად უნდა გამოვიყენოთ მოწნული კალათები, თან ვიქონიოთ მჭრელი დანა, სოკოები უნდა მოვჭრათ ძირში, გავასუფთავოთ ტყის ნარჩენებისაგან და მხოლოდ შემდეგ მოვათავსოთ კალათაში.

4. არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან და ტრასებთან ახლოს, სოკოში მძიმე მეტალების აკუმულირების გამო.

5. თავიდან აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ რამდენიმე სოკოს და შევაგროვოთ მხოლოდ ისინი. უცნობი სოკო კალათაში არ უნდა მოხვდეს!

6. უნდა ვერიდოთ გადაბერებული საჭმელი სოკოების შეგროვებას.

7. სოკო სასურველია მომზადდეს იმავე დღეს, ანდა შეიძლება 1-2 დღით მაცივარში შენახვა.

8. არ შეიძლება უცნობი ან შხამიანი სოკოების ფეხით გასრესა-განადგურება

9. ხალხში გავრცელებული შეხედულებები სოკოს შხამიანობის გამორკვევისა (ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის ხარშვისას გაშავება და ა.შ.) მცდარია!

10. 5 წლამდე ბავშებისათვის სოკოს ჭამა არ შეიძლება, 5-10 წლამდე კი ძალიან მცირე რაოდენობით.

11. სოკოები ძირითადად იზრდება, მაშინ როცა ამისათვის იქმნება გარკვეული პირობები; საკმაო ტენიანობა და უქარო ამინდი. ასეთი პერიოდია ხანგრძლივი წვიმებისა და თბილი ღრუბლიანობის დროს

12. სოკოები შეიძლება დაიყოს 4 ჯგუფად: ა) საჭმელი სოკოები - საკვებად გამოიყენება, როგორც მოხარშული, ასევე შემწვარი, ზოგიერთი მათგანი უმადაც იჭმება. ბ) პირობითად საჭმელი სოკოები - საჭმელად ვარგისია წინასწარი თერმული დამუშავების შემდეგ. გ) საჭმელად უვარგისი სოკოები - მათი საკვებად გამოყენება შეუძლებელია, ზოგი ძალიან უგემურია, ზოგი უხეში-კორპისებური და ა.შ. დ) შხამიანი სოკოები - საკვებად მათი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია! (შხამები არ იშლება თერმული დამუშავებით, გახმობით და ა.შ.)

13. კარგად მომზადებული სოკო ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იგი ხსნის მადას, იწვევს კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას და აუმჯობესებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას.

14. სოკოსაგან დამზადებული კერძის მცირე რაოდენობით ჭამის დროსაც კი ადამიანს დანაყრების გრძნობა ეუფლება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის განტვირთვისთვის.

15. თუ ადამიანს დაავადებული აქვს კუtჩნაწლავის ტრაქტი, თირკმელები , სოკოს ჭამა რეკომენდირებული არ არის.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:07

ყურა სოკო (კაცისყურა, გარდამრიდი იუდას ყური)

hirneola judae
Image
Image

ნაყოფსხეული - მჯდომარეა სუბსტრატზე, 12სმ-მდე დიამეტრისაა და ადამიანის ყურს ჰგავს,ნაოჭიანია, ელასტიური, ლაბისებრი, გარედან მოყვითალო-ყავისფერია, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო-მურა, წვრილხავერდოვანი ზედაპირით; შიგნითა მხრიდან ნაცრისფერ-იისფრიდან ნაცრისფერ-წითლამდე, ტიტველი.
სპორები - 11-15(23)X5-7(8) მკმ. ცილინდრულია, მოხრილი.
იზრდება ცოცხალდიდგულა ტოტებზე, ზოგჯერ გამხმარი მურყნის მერქანზედაც გაზაფხულ-შემოდგომით.
შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საჭმელად ხმარობენ. საქართველოში საჭმელად არ გამოიყენება

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:16

ჩაგა
inonotus obliquus (fr.) pil. sterlis (van.) nikol.
Image
Image

ნაყოფსხეული - ვითარდება ხნიერ ცოცხალ არყის ხეზე ამობურცული ამონაზარდის სახით გახევებული სხეული, რომლის ზედაპირი უსწორმასწოროდაა დახეტქილი, შავია, ადგილ-ადგილ მუქ-მურაა. გაჭრისას შიგნიდან მურაა, მოთეთრო ჩანართებით. სოკოს ნაყოფსხეული ვითარდება არყის ხის გახმობის შემდეგ ამობურცული სხეულის მოპირდაპირე მხარეს; ნაყოფსხეული ბრტყელია და ხანგრძლივად დაფარულია არყის ქერქით, ჯერ ღია მურაა, შემდეგ კი მუქდება.
იზრდება მხოლოდ ხნიერ არყის ხეებზე, მრავალწლიანია.
გამოყენება - ხალხურ მედიცინაში ჩაგას ექსტრაქტი გარკვეული ტექნოლოგიითა და დოზით გამოიყენება კუtჩნაწლავის დაავადებათა და კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:22

ძერანა
poluporus squamosus
Image
Image

ქუდი - 5-60 სმ, იზრდებაერტეულებად ან შეერთებულია რამდენიმე ეგზემპლარი ერთად, დასაწყისში მომრგვალოა და ელასტიურ-ხორცოვანია, შემდეგ - თირკმელისებრი, მარაოსებრი. ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ყავისფერ და მუქმურა ზედაპირზე გაკრული ქერცლებით, ღია-მოყვითალოა, ჟანგმიწისფერია და მომწიფებისას თითქმის მურაა, ჰიმენოფორი დასაწყისში თეთრია, შემდეგ მოყვითალო. მილები დაღმავალია, ფორები მსხვილი კუთხოვანი, უსწორმასწოროდ დაკბილული კიდეებით.
ფეხი - მოკლეა 1-3 სმ, ჩVეულებრივ გვერდითი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური, ძირში გაგანიერებული მუქმურა ან შავია. ზედა ნაწილში თეთრია ან ღია-მოყვითალო, ბადისებრფოროვანი, სქელი და მკვირივი.
რბილობი - თეთრია ან მოყვითალო, ჯერ წვნიანი, მსუბუქი, ხორციანი, შემდეგ მაგარი - კორპისებური.
სპორები - 10-14X4-5 მკმ. წაგრძელებულ-ელიფსისებურია, უფერული. სპორების მტვერი - თეთრი.
იზრდება მკვდარ და დაზიანებულ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელსა და თელაზე, მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საქართველოში ყველგან გვხვდება.
გამოყენება - საჭმელია ნორჩობაში, წინასწარი გათუთქვის შემდეგ. სიმწიფეში კორპდება და საჭმელად არ გამოიყენება.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:27

არყის სოკო
piptorus betulinus

Image
Image
ნაყოფსხეული - ბალიშის ფორმისაა ან წაგრძელებულია, 20-სმ-მდე დიამეტრისა; ჯერ მოთეთროა, შემდეგა - მოყვითალო ღია მურამდე. მილები მსხვილია, სქელგარსიანი. გამხმარ ნაყოფსხეულს კორპისებური აგებულება აქვს.
სპორები - ცილინდრულია, მოხრილი, უფერული 4,5-6X1.25-1.4 მკმ
იზრდება გამხმარ, იშვიათად ცოცხალ არყის ხეზე.
გამოყენება - საჭმელად უვარგისია. წარსულში საქართველოს მოსახლეობა გამხმარი არყის სოკოსგან სათამაშო ბურთებს თლიდა.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:31

ყვითელი აბედა
laetiporus sulphureus
Image
Image
ნაყოფსხეული - 10-40 სმ დიამეტრისაა და 1-4 სმ სისქისა, ნახევარწრისებრი; ნარინჯისფერი ან გოგირდოვან-ყვითელი, ხშირად ვარდისფერი ელფერით, შემდეგ უფერულდება ღია მოყვითალომდე. ფორების შრე გოგირდოვან-ყვითელია.
რბილობი - რბილია, ხორცოვანი, მოყვითალო-მოთეთრო.
სპორები - 5-7X3,5-5 მკმ ფართო ელიფსისებრია, სადა; სპორების მტვერი ღია-ყვითელია.
იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე ზაფხულ-შემოდგომით. იწვევს მერქნის ლპობას.
გამოყენება - საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში იხმარება, რადგან ზრდასრული სოკოების ნაყოფსხეული გახევებულია.


ძველად საქართველოში ნამდვილი აბედა სოკოსაგან - fomes fomentarius - აბედს ამზადებდნენ, რომელიც გამოიყენებოდა ცეცხლის დასანთებად (კვეს-აბედი)

ესეც ნამდვილი აბედა სოკო
Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:33

ირმისტუჩა
hydnum repandum

Image
Image
ქუდი - ჯერ ამობურცულია, შემდგე - შუაში ჩაზნექილია, 4-10 სმ დიამეტრისა; ხშირად არასწორია; მოყვითალო, თეთრი ან მოვარდისფრო-ხორცისფერია. ქუდს ქვედა მხარეს განვითარებული ეკლები ფეხის მიმართ დაღმავალია, მყიფე მოვარდისფრო.
ფეხი - ექსცენტრულია, მოკლე, ცილინდრული, თეთრი ან მოყვითალო, ძირში ღია ჟანგისფერია.
სპორები - თითქმის სფეროსებრია, გლუვი ზედაპირით 7-8 მკმ, უფერული.
იზრდება ნიადაგზე ნაძვნარებში, შერეულ და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში, ახალი.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:36

ირემა სოკო
sarcodon imbricatus
Image
Image
ქუდი - ბრტყელია, შუაში კი ჩაღრმავებული, კიდეები შეკეცილია, 4-20 სმ დიამეტრისაა და ზედაპირი დაფარულია სქელი, წაწვეტილი, კონცენტრულად განწყობილი მუქყავისფერი ქერცლებით. ჰიმენიალური (ეკლების) შრე ფეხის მომართ დაღმავალია, ნაცრისფერია.
ფეხი - 2-8 სმ სიგრძისაა და 1-2 სმ სისქისა; ცილინდრული, ქუდისაკენ თეთრი, ძირისაკენ ყავისფერი.
რბილობი - მკვრივია, მოთეთრო, გადატეხისას წითლდება.
სპორები - სფეროსებრია, 5-6 მკმ დიამეტრისა, ზედაპირი ხორკლიანი მუქი ყავისფერია.
იზრდება - ნიადაგზე ნაძვნარებში, ფიჭვნარებში და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში, ახალი.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:39

ირმისბაწარა
hericium coralloides

Image
Image
ნაყოფსხეული - ძლიერ დატოტვილია და მოგვაგონებსაწეწილ ბაწრის გორგალს; თეთრია ან მოყვითალო. "ეკლები" გრძელი, წაწვეტებული და მრავალრიცხოვანი აქვს. ყველა მიმართულია ქვევით, თეთრია ან ღია მოყვითალო.
რბილობი - თეთრია, ოდნავ მომწარო გემოთი.
სპორები - სფეროსებრია, 3-5 მკმ დიამეტრისა, უფერული.
იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი წიფელზე; გვხვდება აგრეთვე ცოცხალი ხეების ფუღუროში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად ახალი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:41

გულა სოკო
hericium erinaceum

Image
Image

ნაყოფსხეული - გულის ფორმისაა ან უფრო მომრგვალო 5-18 სმ დიამეტრისა, ფეხის გარეშეა; ჯერ მოვარდისფროა, შემდეგ თეთრი, მურა ან ჯანგისფერი ელფერით.
რბილობი - თეთრია, ხორცოვანი " ეკლები" გრძელია დამიმართულია ქვემოთ.
სპორები - ელიფსისებურია ან კვერცხისებრი 5-7X4,5-6 მკმ.
იზრდება ერთეულებად, უმთავრესად მუხაზე.
გამოიყენება საჭმელად ახალი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:47

წითელი ლამბაქა
aleuria aurantia

Image
Image

ნაყოფსხეული - ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ დიამეტრის, შიგნითა ზედა ნაწილში კაშკაშა მონარინჯისფრო-წითელია, გარედან უფრო ღია ფერისაა, მოყვითალო ელფერით.
რბილობი - თხელია, ცვილისებრი, მყიფე.
სპორები - ელიფსისებრია 15-20X8-12 მკმ, მარცვლოვან-ხორკალიანი, შემდეგ კი - ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, ღია ადგილზე, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გამოყენება - ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ. ადვილად შესამჩნევი სოკოა.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 13:52

მურა ჯამა სოკო
plicaria badia
Image
Image

ნაყოფსხეული - 1-6 სმ დიამეტრისაა. ჯერ ბურთისებრია, შემდეგ იხსნება და მოგვაგონებს ღრმა ჯამს, შიდა ზედაპირი წაბლისფერ-მურაა, გარედან უფრო ღია ფერისაა, მარცვლოვანი ზედაპირით.
სპორები - ელიფსისებრი 15-18X7-10 მკმ ზომით, მარვცვლოვან-ხორკლიანი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია 300X12-15 მკმ, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება დიდ ჯგუფებად (10-20 და მეტ ეგზემპლარამდე) ნიადაგზე ტყეში, პარკებში, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
გამოყენება - ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:05

ხუჭუჭა უნაგირასოკო
helvella crispa

Image
Image

ქუდი - 2-4 დიამეტრისაა, არასწორი ფორმისა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს, ტალღოვანი ან ხუჭუჭი კიდეები აქვს, მოთეთროა ან ღია მოყვითალო.
ფეხი - სიგრძით 3-7 სმ, სიგანით 1-1,25 სმ-ია, სიგრძივ წახნაგოვანდარარული, ცილინდრული, ძირში უფრო მსხვილია, მოთეთრო.
სპორები - ელიფსისებრი სადა 15-20X10-2 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 300 მკმ-მდე სიგრძისა და 14-18 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე უნდა იხარშოს 20 წთ-ის განმავლობაში, რის შედეგადაც წყალი გადაიღვრება. საჭმელად იხმარება ახალი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]