სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:15

უნაგირა სოკო
helvella lacunosa

Image
Image

ქუდი - 2-8 სმ დიამეტრისაა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს. ქუდის კდეები თავისუფალია ან ოდნავ შეზრდილი ფეხთან; ნაცრისფერია ან მურა ნაცრისფერი.
ფეხი - 2-5 სმ სიგრძისაა და 1-1,5 სმ სისქისა, სიგრძივ დაღარულია; ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს რამდენიმე მილია ერთად შედუღებული; ნაცრისფერია ან მოშავო.
სპორები - ელიფსური 15-17X10-12 მკმ ზომისა, გლუვზედაპირიანი. ჩანთები ცილინდრულია 400 მკმ სიგრძისა და 12-15 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგზე ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე წინასწარ წყალში უნდა მოიხარშოს 20-30 წთ, ნახარში წყალი კი გადაიღვაროს.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:25

ნაოჭა სოკო
gyromitra esculenta

Image
Image

ქუდი - 2-10 სმ დიამეტრისაა; ტალღოვანი, ტვინისებურად დანაოჭებული ზედაპირით. კიდეები ნაწილობრივ ფეხთანაა შეზრდილი; მუქი ყავისფერი ან წაბლისფერია.
ფეხი - 3-9 სმ სიგრძისა და 1,5-4 სმ სისქისაა; ცილინდრულია ან ბოლქვისებური, სიგრძივ ნაოჭიანი, ფუყე; მოთეთრო ან მოყვითალო, ზოგჯერ მოწითალო ფერის.
სპორები - ელიფსურია, 16-25X8-13 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 200-300X12-16 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში, გზებთან ახლოს, გაზაფხულზე.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, იხმარება მხოლოდ წყალში 20-30 წთ დუღილის შემდეგ, წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლა გარდაუვალია. სხვა ქვეყნებში ნაოჭა სოკოთი მოწამვლის მრავალი სასიკვდილო შემთხვევაა აღნიშნული. ჩვენში საჭმელად არ ხმარობენ.
Last edited by Hereti on 10 აპრ 2010, 14:41, edited 1 time in total.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:29

კონუსური ხარისფაშვა
morchella conica

Image
Image

ქუდი - 8 სმ-მდე სიმაღლისა და 5 სმ-მდე სიგანისაა; კონუსის ფორმისა, ზოგჯერ კვერცხისებრიც. ზედაპირი დაფარულია მოგრძო ფიჭისებრი ნაოჭებით, რომელთა შიგნითაც მეორადი ტიხრებია განვითარებული, კიდეები მთლიანად შეზრდილია ფეხთან. მოყვითალო-მურაა, უფრო მუქი ან იმავე ფერის ნაოჭებიბიანი კედლებით. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრული ზომის 200-250X15-20 მკმ ჩანთებისაგან, თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა.
ფეხი - ცილინდრულია, ფუყე. მოთეთრო.
სპორები - ზომით 18-20X10-15 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, უფრო ხშირად ერტეული ეგზემპლარების სახით ფიჭვნარებში, ნაძვნარებსა და შერეულ ტყეში გაზაფხულობით.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, მოხარშვამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და მდუღარე წყალში გათუთქვა 5-10 წთ-ის განმავლობაში. წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:35

საჭმელი ხარისფაშვა
morchella esculenta

Image
Image
ქუდი - 3-10 სმ სიმაღლისა და 2-4 სმ სიგანისაა;კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, სიგრძივ და განივ ნაოჭიანი, რის გამოც ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგმიწისფერ-მურა ან მურაა.
ფეხი - 3-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებულია, ფუყე; მოთეთროა ან მოყვითალო.
სპორები - ელიფსური ფორმის ზომით, 18-24X10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგებაცილინდრული ჩანთებისაგან ზომით 300-350X15-17 მკმ. თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგსა და ღია ადგილებზე ფოთლოვან ტყესა და პარკებში ზაფხულობით.
გამოყენება - პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და5-10 წთ მდუღარე წყალში გათუთქვა, წყალი უნდა გადაიღვაროს.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:39

საჭმელი ტრიუფელი
tuber aestivum

Image
Image
ნაყოფსხეული - მიწისქვეშაა, 3-10 სმ დიამეტრისა, კარტოფილის ტუბერისებური ფორმისაა, ზედაპირზე ახასიათებს მეჭეჭისებური წარმონაქმნები; ყავისფერ-შავია.
რბილობი - ჯერ თეთრია ან ნაცრისფერი, შემდეგ კი - მურა თეთრი ჩანართებით.
სპორები - 24-45X17-30 მკმ. სპორების მტვერი -მუქყავისფერი; ჩანთები 5 სპორიანია, ცილინდრული.
იზრდება ნიადაგში ზედაპირულად, ფოთლოვან ტყეში.
გამოყენება - ითვლება ძვირფას საჭმელ სოკოდ, საქართველოსათვის იშვიათი სოკოა.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:43

იგივე საიტიდან

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:44

შხამიანად ითვლება ყველა ის სოკო, რომელიც შეიცავს შხამიან ნივთიერებას და იწვევსმოწამვლას. არსებობს პირობითად საჭმელი სოკოები, რომლებიც აგრეთვე შეიცავენ შხამიან ნივთიერებებს, მაგრამ მათი ტერმული დამუშავების შემდეგ (წყალში წამოდურება 10-20 წუთს, ნახარშის გადაღვრა) შეიძლება მათი გამოყენება.
შხამები რომელთაც შეიცავენ სოკოები, თავიანთი მოქმედების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს განეკუთვნება ის შხამები, რომლებიც მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვეენ. მათი მოქმედება ჭამიდან, ჩვეულებრივ, 1-2 საათის შემდეგ ვლინდება და გამოიხატება გულისრევასა და ღებინებაში, მუცლის ტკივილში, ოფლიანობაში, დასუსტებასა და ფაღარათში. ამ სახის მოწამვლას იწვევს შხამიანი ქამა, ჭრელი ქამა, მოუხარშავი მანჭკვალა, გაუთუთქავი ბღავანა, არყა და ზოგიერთი სხვა.
მეორე ჯგუფის შხამები მოქმედებენ ნერვულ ცენტრებზე. მოწამვლის ნიშნები ვლინდება 0,5-4 საათის შემდეგ და გამოიხატება ძლიერი გულისრევასა და ღებინებასი, ფაღარათში, თავბრუსხვევაში, გონების დაკარგვაში, ძლიერ ოფლიანობაში, ისტერიულ სიცილსა და ტირილში, ჰალუცინაციაში. ამ სახისმოწამვლას იწვევს ძირითადად ცადამყვანა და თავჭედილა, რომლებიც შეიცავენ შხამებს- მუსკარინსა და მუსკარიტონს. ასეთსავე მოწამვლას იწვევს პატუირას ბოჭკოვანა, თეთრი კოლტოციბე, მოთეთრო კოლტოციბე და ზოგიერთი სხვა.
მესამე ჯგუფის შხამებით მოწამვლის ნიშნები სოკოს ჭამიდან 8-70 საათის შემდეგ ვლინდება, ხოლო თვით მოწამვლა 15 დღემდე გრძელდება და თითქმის მუდამ სიკვდილით მთავრდება. კუჭში მოხვედრილი შხამები პირველ ხანებში არ იწვევს შესამჩნევ მოწამვლას; მოწამვლის ნიშნები შეიმჩნევა მხოლოდ მაშინ, როდესაც შხამი მიაღწევს ტვინამდე და მოქმედებს ნერვულ ცენტრებზე, რომლებიც არეგულირებენ შინაგან ორგანოთა ფუნქციებს. ამის სემდეგ იწყბა კუჭის წვენის და ლორწოს ინტენსიური გაოყოფა, რასაც მოსდევს გულისრევა და ფაღარათი. ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობასა და დაუოკებელ წყურვილის გრძნობას, სქედება სისხლი, ავადმყოფს ულურჯდება ტუჩები და ფრჩხილები, უცივდება ხელფეხი, ეწყება კრუჩხვები. შემდგომში შხამი ადამბლავებს ნერვებს, რომლებიც აწესრიგებენ სისხლძარღვთა მუსაობას, რის შედეგადაც ძარღვებში ხდება სისხლის შეკავება, ეცემა წნევა. ამ დროს ხდება ღვიძლის თირკმელის და გულის ცხიმოვანი გადაგვარება. ავადმყოფის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება და თითქმის მუდამ სიკვდილით თავდება. ასეთ მოწამვლას იწვევს შხამა, მანჭკვალას მატყუარა, ცრუმანჭკვალა, აბლაბუდა (კორტინარიუსი) და ინობეს გვარების ზოგიერთი წარმომადგენელი, აღნიშნული შხამიანი სოკოები შეიცავენ ძირითადად ფალოტოქსინებისა დაამოტოქსინების შხამების ჯგუფის, როგორიცაა ფალოდინი, ფალოინი, ფალინი, ფალისინი, ფალიცინი ფალიზინი და სხვ.
საჭმელი სოკოები - სილიო, მუხისძირა, მგლის სოკო და ზოგიერთი სხვა, სპირტიან სასმელებთან ერთად იწვევს მოწამვლას, რაც გამოიხატება შემდეგში: 0,5-2 საათის შემდეგ იწყება სახის გაწითლება, შემდეგ სხეულის უმეტესი ნაწილი იისფერი ხდება, ცხვირის წვერი და ყურის ბიბილოებიუფერულდება, სხეულის ტემპერატურა მატულობს, ჩნდება წყურვილის ძლიერი გრძნობა, გულისრევა და ფაღარათი, მაჯისცემა ჩქარდება, ავადმყოფს უჭირს ლაპარაკი, მხედველობა აკლდება. გარკვეული ხნის შემდეგ ყველა ეს მოვლენა გაივლის, მაგრამ, თუ მოწამლული მეორე დღეს სპირტიანი სასმელი კიდევ დალია, მოწამვლის აღწერილი ნიშნები განმეორდება.
სოკოთი მოწამვლის ინტენსივობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საჭმლად მიღებული შხამიანი სოკოს რაოდენიბას, ადამიანის ჯანმრთელობას (განსაკუთრებით, საჭმლის მომნელებელი აპარატის, ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობას), რა სახით შეჭამა სოკო (ახალი, ნედლი სოკო ყოველთვის ტოქსიკურია, ვიდრე მოხარშული ან სხვაგვარად დამზადებული). მძიმე შედეგები მოსდევს შხამიანი სოკოთი ბავშვების და მოხუცების მოწამვლას.
სოკოთი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად უეჭველად უნდა გვახსოვდეს, რომ საჭმელად უნდა შეგროვდეს მხოლოდ ის სოკოები, რომლებიც ჩვენთვის არის კარგად ცნობილი, როგორც საჭმელი სახეობები; მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი თავი უნდა შევიკავოთ მათი საჭმელად გამოყენებისაგან

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 14:44

პირველადი დახმარება სოკოთი მოწამვლისას

აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმის გამოძახება. ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ ლოგინში და მცირე ყლუპებით დავალევინოთ ცივი მარილწყალი (ეს ცოტათი შეუმსუბუქებს გულისრევას); რეკომენდებულია დავალევინოთ ცივი მაგარი ჩაი ან ყავა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპირტიანი სასმელის მიცემა, რადგან ალკოჰოლი ხელს უწყობს სოკოს შხამის შეწოვას ორგანიზმის მიერ. თუ ექიმი იგვიანებს, მაშინ შესაძლებელია მიეცეს 4-5 ჭიქა და მეტი (2 ლიტრამდე) ოთახის ტემპერატურის მქონე ადურებული წყალი, რომელშიც უნდა გავხსნათ საჭმელი სოდა (ერთი ძაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე) ან კალიუმის პერმანგანატი (ვარდისფერამდე). ამის შემდეგ უნდა გამოიწვიოთ ღებინება კოვზის ტარის ან თითის დაჭერიტ ენის ძირზე (სასაზე); ეს უნდა გავიმეოროთ 5-6-ჯერ. ნაწლავებიდან საწამლავის გამოსარეცხად უნდა დავალევინოთ ინგლისური მარილი (ერთ ჭიქა წყალში იხსნება 2 სუფრის კოვზი, სკოლამდელი ბავშვებისთვის ეს დოზა ორჯერ მცირდება). ყოველი ღებინების შემდეგ დავალევინოთ სასაქმებელი ზეთი და გაუკეთდეს ოყნა 1,2 ლიტრა წყლით (სკოლამდელებს 1 ჭიქა). ამ დროს ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობას, ამიტომ ავადმყოფს უნდა მიეცეს ცივი მაგარი ჩაი, ყავა ან ოდნავ მლაშე წყალი. ფეხის ტერფებზე და მუცელზე უნდა დაედოს სათბურები.
საჭმლის ნაწილი კუჭიდან (ამონაღები) და სოკოს კერძიდან უნდა შევინახოთ. ეს გააადვილებს მიზეზის დადგენას და სათანადო ღონისძიების ჩატარებას.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by qvevri » 13 აპრ 2010, 19:06

შესანიშნავი თემაა! სოკოებში სასტიკად არაკომპეტენტური ვარ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ძალიან კარგად ვერკვევი, მაგალითად კეცში შემწვარ ქამა სოკოზე, რომელზეც სულგუნია გადამდნარი (მოზრდილნერწყვგადაყლაპვისსმაილიკი). მაგრამ მიუხედავად ამისა გასულ თვეს გერმანიიდან საკმაოს კარგი კატალოგი ჩამოვიტანე სოკოებზე. კავკასიკას აქვს ძალიან კარგი ინფორმაცია საქართველოს სოკოებზე და თუ გვიწყალობა ამ თემას ძალიან გაამდიდრებს.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by Hereti » 13 აპრ 2010, 19:08

qvevri
გაიხარე, რამოდენიმე დღეა ეს თემა გავხსენი და გამიკვირდა ხალხის პასიურობა, იმედია გვიწყალობებს კავკასიკა, ძალიან მინდა სოკოებში კარგად გავერკვე, რადგან უზომოდ მიყვარს და ეგეც რომ არ იყოს კარაველები "ხეტიალის" დროს ხშირად შევხვდებით და რომ ვიცოდეთ რომელი იჭმევა და რომელი არა ამას რა ჯობია, :wink:


User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by ლეონტი » 13 აპრ 2010, 19:36

qvevri wrote:შესანიშნავი თემაა! სოკოებში სასტიკად არაკომპეტენტური .
მართლაც კაი თემაა, ყოჩაღ, თორე კარაველები საქართველოს რესტორნებსი გაცილებით კარგად ერკვევი.. უჰ ბოდიში ვერკვევით, ვიდრე საქართველოს სოკოებში.
მე მაგრად მიყვარს და ვაგროვებ, იმ დონეზე რომ ხსირად პირჯვარი გადამიწერია და ისე შემისანსლავს, ტუმცა ევროპული სარჩევების მიხედვით რაც მოგეხსენებატ მეტ ნაკლებ სხვაობას იძლევა სოკოს გამოცნობაში.
მაგრამ მაქსიმუმ გამიმართლა მწვავე გასტრიტით დამთავრებულა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by qvevri » 13 აპრ 2010, 20:44

ლეონტი wrote:
qvevri wrote:შესანიშნავი თემაა! სოკოებში სასტიკად არაკომპეტენტური .
მართლაც კაი თემაა, ყოჩაღ, თორე კარაველები საქართველოს რესტორნებსი გაცილებით კარგად ერკვევი.. უჰ ბოდიში ვერკვევით, ვიდრე საქართველოს სოკოებში.
მე მაგრად მიყვარს და ვაგროვებ, იმ დონეზე რომ ხსირად პირჯვარი გადამიწერია და ისე შემისანსლავს, ტუმცა ევროპული სარჩევების მიხედვით რაც მოგეხსენებატ მეტ ნაკლებ სხვაობას იძლევა სოკოს გამოცნობაში.
მაგრამ მაქსიმუმ გამიმართლა მწვავე გასტრიტით დამთავრებულა.
აააა ყველაფერი გასაგებია...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by ლეონტი » 13 აპრ 2010, 21:43

qvevri wrote:აააა ყველაფერი გასაგებია...
აა გასაგებია ყველაფერი ხომ?
ეეჰ, გასაგებია, გასაგები.

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Post by ttt » 18 აპრ 2010, 23:52

როგორ გგონია რა სარგებლობა აქვს სოკოს ადამიანისთვის?
სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქუდიანი სოკოების უმეტესობას ადამიანი საკვებად გამოიყენებს. საჭმელი სოკოების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს.
ერთუჯრედიანი საფუარი სოკოები ეფექტურად გამოიყენება კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში. საფუარი სოკოები საპროფიტი ორგანიზმებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკვებისა და ენერგიის წყაროდ არაცოცხალი ბუნების ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.
ღვინის წარმოება ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს.
ასეთივე წესით მზადდება სიდრი _ ვაშლის წვენისგან, აიპონური საკე – ბრინჯისგან, ხორბლისგან არაყი და ა.შ.
პურის ცხობაში იყენებენ სპეციალურად გამოყვანილსაფუარის სოკოს, რომელიც ნახშირწყლების დაშლის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და იწვევს ცომის გაფუებას. ამ პროცესისას გამოყოფილი მცირე რაოდენობით სპირიტ ცხობისას ორთქლდება.
ყველის წარმოებაში სოკოები ბაქტერიებთან ერთად გამოიყენება. ზოგიერთი ცნობილი ყველის სახეობა _ როკფორი, კამამბერი, ლურჯი დანიური და იტალიური გორგონცელა ,,მწიფდება” სხვადასხვა ობის სოკოს ზემოქმედებით.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ობის სოკო – პენიცილიუმი. მას სპეციალურად ამრავლებენ, რომ ანტიბიოტიკი _ პენიცილინი.


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]