ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
VICTORIA REGIA
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
Tamari-ch. რა კარგი ფოტოებია teo ეხლა ნამდვილად გაიხარებს
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
იცით, თუა არა რომ, პურის ხე პირდაპირ ქერქზე ისხამს დიდ ნაყოფს, რომელიც წონით 20 კგ–ს აღწევს, ხოლო სიგრძით 50 სმ–ს აღემატება. მცენარე მსხმოიარობს ნოემბრიდან აგვისტომდე. პურის ხის ნაყოფს ჭრიან ფირფიტებად და აცხობენ ან ჯერ ორმოებში დაადუღებენ, მიღებული ცომიდან აკეთებენ კვერებსა და სხვა საჭმელებს. ნაყოფის რბილობს უმატებენ ქოქოსის წვენს ან რძეს, ფორთოხლის წვენს და ასეთი სახით ჭამენ.
ამ მცენარის ბოტანიკური სახელია - ართოკარპუსი ანუ ჟაკ–ხე, თუთისებრთა ოჯახიდანაა. ეს მცენარე მრავლად გვხვდება ინდოეთში, ასევე ზონდის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში.
http://www.youtube.com/watch?v=zbQpqzpEup4
ამ მცენარის ბოტანიკური სახელია - ართოკარპუსი ანუ ჟაკ–ხე, თუთისებრთა ოჯახიდანაა. ეს მცენარე მრავლად გვხვდება ინდოეთში, ასევე ზონდის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში.
http://www.youtube.com/watch?v=zbQpqzpEup4
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
ყველაზე პატარა ფრინველი კოლიბრია. ზოგი მათგანი იმდენად პატარაა, რომ ,,ფრინველ-ბუზს” უწოდებენ. ასეთი ჩიტუნია 2გრამზე მეტს იწონის. კოლიბრს ყველაზე ლამაზ ფრინველად თვლიან დედამიწის ზურგზე. სილამაზის გამო ხალხი მას ხან ,,მზის სხივს” უწოდებს, ხან - ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან - ,,ცეცხლოსანს” და სხვა. ერთ-ერთი კოლიბრის ქოჩორი მუზარადს წააგავს, ამის გამო მას ,,მუზარადიანი კოლიბრი” შეარქვეს. ახლა კოლიბრის ნისკარტი ვნახოთ: ზოგს ისეთი წვეტიანი ნისკარტი აქვს, რომ ნემსი გეგონებათ. ამიტომაა, რომ მტაცებელი ფრინველებიც კი გაურბიან. აბა გაბედონ და თავს დაესხან! იმ წუთში თვალებს გამოკორტნის მტაცებელს. კოლიბრის საკვები ყვავილის ნექტარი, თაფლი, ბუზები, პეპლები და პატარა ხოჭოებია.
კოლიბრი გავრცელებულია ამერიკაში, განსაკუთრებით ბევრია სამხრეთ ამერიკაში.
http://www.youtube.com/watch?v=feHw6xaHt2U
კოლიბრი გავრცელებულია ამერიკაში, განსაკუთრებით ბევრია სამხრეთ ამერიკაში.
http://www.youtube.com/watch?v=feHw6xaHt2U
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
ჰაჰაჰაჰა რა სასაცილოა:) მე ვიგულისხმე რომ რეალურადნახვა მინდოდა, ეგ როგორ იფიქრე რო ფოტოები ნანახი არ მექნებოდაttt wrote:Tamari-ch. რა კარგი ფოტოებია teo ეხლა ნამდვილად გაიხარებს
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
teo
განა არ ვიცი ნანახი რო გექნებოდა უბრალოდ პოსტს მოუხდა

ცოცხალი შუქის ქიმია
ბიოლოგიური შუქის წარმოებისათვის ორი ნივთიერებაა აუცილებელი - ლუციფერინი და ლუციფერაზა.
ლუციფერინი ვიტამინ-k- ს მსგავსი ძალზე რთული ორგანული ნივთიერებაა, და ზოგიერთი მონაცემით, ფოსფორს შეიცავს. იგი ცხოველის მანათობელ ორგანოში წარმოიქმნება ფერმენტ ფოტოგენაზას ზემოქმედებით.
ამგვარი ბიო-ნათების წარმოებაში მონაწილეობს კიდევ ერთი ნივთიერება ჟანგბადი, რომლის გარეშეც სინათლე არ წარმოიქმნება, ვინადან ბიოლუმინესცენცია ნელა წვაა ანუ მაღალპროდუქტიული საწვავის - ლუციფერინის ჟანგვის პროცესი. ,,ასანთის" მაგივრობას სწევს ფერმენტი ლუციფერაზა (ცილა, რომელიც, როგორც ჩანს, სისხლის ჰემოგლობინის მსგავსად, მძიმე ლითონს შეიცავს). ლუციფერინის, ლუციფერაზას და ჟანგბადის ურთიერთქმედება ფოტოფორის მასაში ხდება.
მართალია, სინათლის წარმომქმნელ ნივთიერებებს ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილები გამოიმუშავებენ, მაგრამ მათი შემდგომი გარდაქმნები, რომელთა შედეგადაც სინათლე იქმნება, წმინდა ქიმიური პროცესებია.
ფოტოფირების ნათება ზოგჯერ მკვდარ ცხოველებზეც შეუნიშნავთ. მანათობელი ორგანოებიდან ამოღებული და გამომშრალი ფოტოგენური ნივთიერება ოდნავ დაასველოთ წყლით, სინჯარაში ნათებას დაიწყებს.

ttt
ლუციფერინი და ლუციფერაზა
აშკარად ლუციფერული მოვლენაა.ფოტოფირების ნათება ზოგჯერ მკვდარ ცხოველებზეც შეუნიშნავთ
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
ხოოო, პირიქით უკუნ სიბნელეში ანათებენ ლუციფერულია განააა
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
ისევ ნაირ-ნაირებიიიიი
* ლიმონი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი;
* სირაქლემას კვერცხის მოსახარშად სულ ცოტა 40 წუთია საჭირო;
* ჭიანჭველები არასოდეს იძინებენ;
* თახვი ჟანგბადის გარეშე 45 წთ ძლებს;
* იაგუარებს ძაღლების ეშინიათ;
* ზღვის ცხენები განაყოფიერებისას მუსიკალურ ბგერებს გამოსცემენ;
* ვაშლის თესლი მცირე რაოდენობით ციანიდს შეიცავს, რაც მას ოდნავ მომწარო გემოს აძლევს;
* გველები სიცოცხლის ბოლომდე იზრდებიან;
* ზარმაცას ერთხელ მიღებული საკვების მოსანელებლად ორი კვირა სჭირდება;
* ბაყაყები წყალს არასოდეს სვამენ, საჭირო წყალს სხეულის ზედაპირიდან შეიწოვენ;
* იგუანა წყალში ნახევარ ისაათი ძლებს;
* სიტყვა კენგურუ აბორიგენების ენაზე ,,არ ვიცის" ნიშნავს;
* ლოკოკინა სისცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წყვილდება;

იცით, რომ კივი ფრინველიცაა და ხილიც????
კივი – ქათმისოდენა ფრინველია. მას ფრთები არა აქვს და ამიტომაც ფრენა არ შეუძლია. არა აქვს კუდი, მაგრამ აქვს ღონიერი ფეხები, წვრილი, მოღუნილი და მოხერხებული ნისკარტი. იგი 45სმ და 4კგ-ია.
კივი ცხოვრობს ახალი ზელანდიის ნოტიონ ტყეებში . მთელი დღე იმალება, ღამე კი საჭმელს დაეძებს.
კივის ბუდე სოროშია, ის ერთ ან ორ კვერცხს დებს, რომლის წონა 500გრ-მდეა. ეს მისი საერთო წონის 1/8–ია.თავის ზომა–წონასთან შედარებით ასეთ დიდი ზომის კვერცხს არცერთი სახეობის ფრინველი არ დებს. კრუხობს მამალი კივი და კრუხობის ხანგრძლივობა 45-77 დღეა.
კივის ჭამს ჭიაყელებს, მატლებს, კენკრას და სხვა. წყალს ძალიან სასაცილოდ სვამს – ნისკარტს ბოლომდე ყოფს წყალში და შემდეგ ქვედა და ზედა ნისკარტებს ერთმანეთზე ატყაპუნებს და თან ,,ღრუტუნებს”, შემდეგ ნისკარტს ზევით სწევს და ასე ყლაპავს წყალს.
ამჟამად კივის რაოდენობა ძალზე შემცირებულია და მას ყველგან საგულდაგულოდ იცავენ.
კივი– სასარგებლო ხილი
კივს სხვადასხვა სახელით იცნობენ, მას ჩინურ ხურტკმელს, ცხვრის, მაიმუნისა და ვაშლის ატამსაც უწოდებენ. მისი ნამდვილი სახელი ჩინური აქტინიდიაა. ჩინეთის მმართველებს საუკუნეების განმავლობაში ზურმუხტისფერი ჩინეთის რბილობითა და უჩვეულო გემოთი ხიბლავდა. ერთ დროს მხოლოდ წარჩინებულთა სუფრას ამშვენებდა. ისეთ ბაღებში კრეფდნენ, რომლებშიც მხოლოდ იშვიათი მცენარეები იზრდებოდა.
1847 წელს ბრიტანელებმა თესლი სამშობლოში ჩამოიტანეს, მაგრამ კივის სიცივის ეშინია და ბრიტანეთში ვერ გაიხარა. 1904 წელს ამერიკელებმა წამოიღეს. დღეს კივი მთელ მსოფლიოში მოჰყავთ და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
რა სიმდიდრეს ფლობს კივი?
ამ პატარა ხილს შეუძლია C ვიტამინზე 24-საათიანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. იმდენივე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ორი ფორთოხალი და იმდენივე უჯრედისს, რამდენსაც ნახევარი გრიფრუტი; ბანანზე მეტ კალიუმს, ვიტამინ E-ს და მაგნიუმს. იმდენად ბევრ კალიუმს შეიცავს, რომ მაღალი წნევის დროს შეუცვლელია. გაციების პირველი ნიშნების გაჩენისას ორი ცალი კივი გრიპისგან თავდასაცავად სრულიად საკმარისია.

ესეც ვიდეო ანიმაცია
http://www.myvideo.ge/?video_id=277764
http://www.myvideo.ge/?video_id=277764
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
გაერთეთ......, თვითმფრინავის გაკეთება ხომ იცით, ხოდა სხვა რამეც სცადეთ
ცოტა რამ ორიგამის ისტორიიდან
ორიგამი (იაპონურად 折り紙, სიტყვა სიტყვით - "დაკეცილი ქაღალდი") — არის დაკეცილი ქაღალდისგან ფიგურების გაკეთების უძველესი ხელოვნება. მისი ფესვები ძველ ჩინეთში მიდის, სადაც გამოგონილი იყო ქაღალდი.
თავდაპირველად ორიგამი გამოიყენებოდა რელიგიურ რიტუალებში, ამის შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მაღალი ფენის პრივილეგია იყო, მაშინ ორიგამის ტექნიკის ცოდნა კარგ ტონად ითვლებოდა. მთელ მსოფლიოში კი ორიგამი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა და თავისი მიმდევრებიც მოიპოვა.
კლასიკური ორიგამი მზადდება 1 კვადრატული ქაღალდისგან ყოველგვარი მაკრატლისა და წებოს გარეშე, თუმცა კი თანამედროვე ხელოვნები ხშირად არ ითვალისწინებენ ამ ერთ ერთ უმთავრეს კანონს.
არსებობს გარკვეული ჯგუფი პირობითი ნიშნებისა, რომელთა მეშვეობით ყველაზე რთული ორიგამის სქემით გადმოცემა შეიძლება. ამ ნიშნების უმეტესობა ორიგამის ცნობილმა ოსტატმა, აკირა იოშიზავამ შექმნა.
აბა სცადე ბაყაყის ახტუნავებაააა

უცნაური კუნძულია ახალი ზელანდია! აქ ხარობს სხვაგან უკვე გადაშენებული გვიმრი ტყეები- ქვანახშირის პერიოდის მემკვიდრეობა.
ახალზელანდიელ ფრთოსანთა ბევრმა სახეობამ უზრუნველი არსებობის გრძელი ისტორიის მანძილზე დაკარგა ფრენის უნარი. ისინი სამუდამოდ დაემშვიდობნენ ფრთებს - რაღაში ჭირდებოდათ, როცა ირგვლივ საშიში მტაცებელი არ იყო?
ახალი ზელანდიის ერთერთი გასაოცარი ფრინველი მოა იყო - უზარმაზარი უფრთო გიგანტი, - რომელიც ტლანქად დაბაჯბაჯებდა მასიური ,,სპილოს" ფეხებით.
1839 წელს იპოვეს ამ გიგანტური ფრინველის ძვალი. თავდაპირველად ხარის ფეხი ეგონათ, თუმცა პალეონტოლოგების კვლევების საფუძველზე დამტკიცდა, რომ ეს ძვალი გიგანტ ფრინველს ეკუთვნოდა. პალეონტოლოგმა რიჩარდ ოუენმა 45 წელი მიუძღვნა გოლიათი ჩიტების შესწავლას. კვლევებისთვის მხოლოდ ძვლები კი არა კვერცხის ნაჭუჭებიც გამოიყენეს. მან აღწერა მოას ბევრი ნაირსახეობა და მუზეუმისთვის გიგანტური ფრინველის ჩონჩხიც კი დაამზადა.
გასულ საუკუნეში გამოჩნდებოდა ხოლმე კაცი, ვისაც ვითომ საკუთარი თვალით ყავდა ნანახი ცოცხალი მოა.
მეორედ, უკვე 1960 წელს, მიწის ნაკვეთების მზომელებმა ერთ დილით შეამჩნიეს უზარმაზარი ჩიტის ფეხის ანაბეჭდი, რომლის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 27 სმ იყო. კვალი ტყისპირა ბარდებში იკარგებოდა.
ზოგიერთი ოპტიმისტი ზოოლოგი დღესაც არ კარგავს იმედს, რომ ახალი ზელანდიის მთიან ტყეებში იპოვის ცოცხალ გიგანტს.
ეს ფრინველები ამოწყდნენ არც თუ ისე დიდიხნის წინ.
ამბობენ, ბაკაპუნკას მთაზე ერთი გადარჩენილი მოა იმალებაო. იგი მხოლოდ ჰაერით იკვებება და ორი უზარმაზარი ხვლიკი იცავსო. სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ ლეგენდა.

მთავარია გაჩნდეს კითხვა. კითხვა, რომელიც მოსვენებას არ იძლევა და მეცნიერების დაუღალავი შრომა და საოცარი მოთმინება ნაყოფს გამოიღებს. ეს ის ნაყოფია, რომელიც კიდევ ერთხელ გაააზრებინებს კაცს ცოცხალი სამყაროს მშვენიერებას, რომელიც მის თვითმყოფადობაში ავლენს ხოლმე თავს. - და აი, ზოგიერთი კითხვა, რომელიც პასუხს საჭიროებს: – რატომ ყვავის მცენარე წლის თბილ სეზონში, რატომ გრძნობს ადამიანი ძილის მოთხოვნილებას ღამით და ფხიზლდება დილით, რატომ ტოვებენ ფრინველები ზამთრის სიცივეში საცხოვრებელ ადგილებს და გაზაფხულზე უკან რატომ ბრუნდებიან? ამ კითხვებზე პასუხი ერთი აღმოჩნდა, მეცნიერები სხვადასხვა კვლევების შედეგად ერთ დასკვნამდე მივიდნენ – ცოცხალ არსებათა მიერ დროის განსაზღვრის უნარი რიტმულ პროცესებთან არის დაკავშირებული.
რიტმულობა ორი ურთიერთდაკავშირებული – აქტიური და პასიური – ფაზის ერთობლიობა და განმეორებაა. მაგ: ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, აგზნება-შეკავება, ძილი-სიფხიზლე და სხვა.
ცოცხალი ორგანიზმებისთვის დამახასიათებელ რიტმებს, ანუ დროის გაზომვის ბიოლოგიურ ფორმას, ,, ბიოლოგიური საათები” ეწოდება.
მაშ ასე, რითი დაიწყეს? ბიოლოგიური საათების შესწავლის პირველი ცდა ფრანგმა ასტრონომმა დე მერანმა ჩაატარა. 1729წელს გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ლობიოს ფოთლების მოძრაობის რიტმულობას მიუძღვნა. საინტერესო გამოკვლევები ჰქონდათ ამერიკელ მეცნერებს გარნერსა და ალარდს ( 1920-1924წწ), რომლებიც სწავლობდნენ მცენარეთა რეაქციებს დღის ხანგრძლივობაზე.
მე-18 საუკუნის გამოჩენილმა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინეიმ კი ქ. უფსალაში, პატარა ნაკვეთზე ,,ყვავილების საათი” შექმნა. ამისთვის მან გამოიყენა შემდეგი მცენარეები: ფამფარა, ვარდკაჭაჭა, ხარნუყა, კიჭკიჭა, ღიჭა, ნეგო, ყაყაჩო და შროშანი და სხვა. ისინი ისეთი თანმიმდევრობით იყვნენ განლაგებულნი, რომ მათი ყვავილების გაშლა-დაკეცვა სინქრონულად ხდებოდა. ,,ლინეის საათები”, როგორც მას უწოდეს, აჩვენებდა დროს დილის 4 საათიდან (როცა პიველად იშლებოდა ფამფარაა ყვავილები) ღამის 12 საათამდე (როცა იკეცებოდა ღამის დედოფლის ყვავილები). ყოველი ყვავილი ამ მხოლოდ მათი ,,მორიგეობის” დროს იშლებოდა.
დილის 6-7 საათზე იშლება ვარდკაჭაჭას, ასკილის, ყაყაჩოს ყვავილები, უფრო გვიან – სალათის ყვავილები და, თუ ცა მოწმენდილია, ვირისტერფაც. მათი ყვავილები მოღრუბლულ ამინდში დღისითვე იკეცება, ხოლო ნათელ ამინდში – საღამოობით.
არიან მცენარეები, რომელთა ყვავილები შებინდებისას იშლებიან. ასეთებია ენოთერას, გულისაბას, ზოგიერთი მიხაკის და სხვა მცენარეთა ყვავილები.
როგორ გგონიათ, რატომ იშლებიან და იკეცებიან ყვავილები?
დაკეცვა მცენარის მტვრიანას იცავს ღამის სიცისვისა და ჭარბი ტენისაგან. დღისით გაშლისას კი იქმნება პირობები მათი დამტვერვისტვის.
ცოცხალ არსებათა დღე-ღამურ რიტმს ცირკადულს უწოდებენ. გარდა ცირკადული რიტმებისა, არსებობს მოქცევა- უკუქცევასთან, მთვარის ცვლასთან დაკავშირებული რიტმები.
მოქცევა-უკუქცევა, როგორც ცნობილია მსოფლიო ოკეანისთვის დამახასიათებელი თვისებაა და იგი გარკვეულ, პერიოდულ ხასიათს ატარებს.
ცხოველთა შორის არიან დღის განმავლობაში აქტიურნი, ღამით აქტიურნი და შერეული აქტივობის. ცხადია ასეთი დაყოფა პირობითია. დღისით აქტიურია ხვლიკის ზოგიერთი სახეობა, ქათმები, წინწკლებიანი თრია და სხვა. 82-98% მათი აქტიურობისა დღეზე მოდის. ტიპობრივ ღამის ფორმებს მიაკუთვნებენ ღამურებს, ბუებს, ზოგიერტ გველს, ტარანტულებს და ა.შ. მტაცებელი ცხოველები სანადიროდ იმ საათებში გამოდიან, როცა მათი მხვერპლი თავშეფარებული არ არის.