თახვის მჭრელი კბილები ცალკე აღნიშვნის ღირსია -

თახვს აქვს ოთხი დიდი მჭრელი კბილი. ამ კბილებს იგი ერთმანეთზე წკაპუნით განუწყვეტლივ ლესავს, ვინაიდან დღე-ღამეში კბილები 0,7-0,8 სმ-ით ეზრდება. ასე, რომ ლესვის შეწყვეტას მათი უზომო ზრდა-განვითარება, და, ბუნებრივია ცხოველის დაღუპვა მოჰყვება. სამართებელივით მჭრელი კბილებით თახვს შეუძლია ცერად გაკვნიტოს ნეკა თითისსიმსხო ვერხვის ტოტი ერთი დარტყმით. ამ კბილებით იგი თავისუფლად ჭრის დიდ ხეებსაც. ცნობილია, რომ უძველესი ადამიანი თახვის კბილებს საჭრელ იარაღად იყენებდა.
აი ეს ხე თახვის კბილებითა მოჭრილი
დღეში მას შეუძლია რამდენიმე ასეთი ხე მოჭრას კბილებით
ეს თახვის ჩონჩხია - და აქ კარგად ჩანს რამდენად გრძელია წიან ორი მჭრელი სხვა კბილებთან შერდარებით -
მას აქვს წინა ორი მჭრელი ეშვი-კბილი - რომლითაც იგი ხეებს აქცევს
ეს არის უმტკიცესი კბილები -
მათ თავისუფლად შეუძლიათ ერთი დარტყმით მოკვნიტონ მის ცხვირთან
მიტანილი ადამიანის თითი
თათებზე მას აქვს აპკები - ლასტებივით -
რაც საშუალებას აძლევს სწრაფად იცურაოს მდინარეში -
და მოუხედავად იმისა, რომ იგი მღრღნელია ანუ ხმელეთის ცხოველია -
წყალში თახვი ბევრად სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ხმელეთზე
ეს საცურაო
ლასტი-თათები თახვს უკანა კიდურებზე უფრო გამოხატული აქვს -
