qvevri wrote:
ასურეთული
ასურეთული (ასურეთული შავი) ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ჯიში ახლო წარსულში ასურეთის ტყეებში იქნა აღმოჩენილი, საიდანაც მიიღო ეს სახელწოდება. სამეურნეო დანიშნულებით ასურეთული საღვინე მიმართულებისაა. უხვმოსავლიანობისა და წვენის მაღალი გამოსავლიანობის გამო მისგან მზადდება ღია წითელი ფერის ორდინარული სუფრის ღვინო, რომელსაც ახასიათებს შედარებით დაბალი ალკოჰოლი, ხალისიანი სიმჟავე და კარგი გემური მაჩვენებლები. გარდა ამისა მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება ყურძნის უალკოჰოლო წვენის დასამზადებლადაც. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. იგი მასიურ მწიფობაში სექტემბრის 15-20-დან შედის. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. ასურეთელის ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია.
ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა. ზოგჯერ დიდი. ცილინდრულ-კონუსურია, ხშირად უფორმო. განტოტვილია და მხრიანი. მტევანი მკვრივია ან ძლიერ მკვრივი, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა და მომრგვალო, რომელიც სრულ სიმწიფეში იღებს მუქ იისფერს, გარდამავალს შავ ფერში. თხელკანიანია. საკმაოდ ხორციანია და მომეტებულწვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ვაზი და ვაზის კულტურა
Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica
ვაზი და ვაზის კულტურა
თანაკარველის ქვევრის დახმარებით უამრავი რამ შევიუტყვეთ ვაზის და ზოგადად ვაზის კულტურის შესახებ:მოვლა, მოყვანა,ჯიშები ამა თუ იმ სასმელის დაყენების ტექნოლოგია და სხვა. სამწუხაროდა უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვადასხვა თემაშია გაბნეული იქნებ მოვახერხოთ და ერთ თემაში მოვუყაროთ თავი
Last edited by caucasica on 08 დეკ 2009, 20:06, edited 2 times in total.
ვაზი და ვაზის კულტურა
ფრიადი მადლობა ესოდენ დიდი ნდობისათვის. მინდა გითხრათ, რომ ამ თემაში გავმართოთ კითხვა-პასუხი ქართული ვაზის შესახებ და თუ ვინმეს აინტერესებს რაიმე ამ თემის გარშემო დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ და გავუზიარებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას. ამ თემაში მე შიგა და შიგ დავაწყობ ქართული ვაზის ჯიშების სურათებსა და ტექსტებს, მაგრამ თუ რომელიმე თქვენთაგანი კონკრეტულ შეკითხვას დასვავს მაშინ უფრო მეტი ინტერესითა და სიამოვნებით გავცემ პასუხს დასმულ შეკითხვას.
ვაზი და ვაზის კულტურა
გადავინაცვლოთ გურიისაკენ
ორონა
ორონა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას შემოჭრამდე იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული როგორც ზემო, ისე შუა გურიაში მაღლარების სახით. გადმოცემით ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ამზადებდა საკმაოდ ხარისხოვან მუქ ვარდისფერ ღვინოებს.
ორონას მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრია. მეტად მკვრივია. მარცვლები თითქმის შავი ფერისაა და საშუალო სიდიდის. იგი სქელკანიანი და ხრაშუნაა, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი ცვილით უხვად არის დაფარული.
ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოდან და მასიურ სიმწიფეში შედის ნოემბრის პირველი რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ორონა საკმაო გამძლეობას იჩენს. ჯიშს ყვავილცვენა არ ახასიათებს. ორონა, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად მაღალ პროდუქციას იძლევა სამხრეთისაკენ მიმართულ არა მძიმე და კალციუმის კარბონატების შემცველ ნიადაგებზე.
ჭაჭაზე დადუღებული ორონას ღვინო მუქი მოვარდისფრო და ექსტრაქტულია, ამავე დროს საკმაოდ სხეულის მქონე და ხალისიანი სასმელია.
ორონა მიეკუთვნება საკმაოდ ხარისხოვან პროდუქციის მომცემ ღვინის ჯიშთა ჯგუფს.

ქართული ვაზის ჯიში "მხარგრძელი"
ვაზი და ვაზის კულტურა
qvevri
დიდი სიამოვნებით "ვიყოლიებდი" "მხარგრძელს" ჩემს ვენახში.
და ერტი ვაზის ჯიში მაინტერესებს ზეიმბერიი რა ინფორმაცია გააქვს ამ ჯიშზე და მისგან დაყენებულ ღვინოზე.
და კიდევ სულ კამათი მომდის ხოლმე ერთ ტემაძე კერძოდ ჩემთვის ცნობილია რომ ე.წ. "თეთრი ადესა" დაბალი საღვინე ღირებულების ყურძენია.

caucasica
რაც შეეხება თეთრ ადესას: ეს გახლავთ ამერუკული ჰიბრიდი "ნიუ"-- ქართულად "ახალი" რომელსაც თეთრ ადესას ეძახიან, ასევე ეძახიან ნოეს ვაზსაც და ნოასაც. ეს ვაზი ნოერთან არაფერ შუაშია და ეს სახელი მან შეიძინა თავისი ამერუკული სახელიდან "ნიუ" (ისე ნოეს კი გავს მართლაც ეს სახელი...). მოკლედ ჰიბრიდია და მისი ღვინო -კანონით ვაზისა და ღვინის შესახებ იკრძალება. ცოტა კრიტიკული შეფასება გამომივიდა, მაგრამ ესეა და მე რა ვქნა?

Last edited by qvevri on 04 თებ 2009, 09:44, edited 1 time in total.
ვაზი და ვაზის კულტურა
ეს ჯიში არც გამიგია... ისე კი ხშირად ხალხი თვითნებურად არქმევს სახელებს ვაზს, ასე მაგალითად რატომღაც ყურძნის ჯიშს "მოლდავანკას", რომელის არის საღვინედ გამოუსადებარი შეარქვეს ალადასტური და ვისაც არ ეზარება ყველა ალადასუურს გაიძახის ამ ჯიშის მიმართულებით. ეს ვაზი (მოლდავანკა) ძალიანაა გავრცელებული საქართველოში, რომლის გავრცელებაც ბოლო ათი წლის წინ დაიწყო და თვით კახეთშიც კი მოიკიდა ფეხი. მე პირადად ასეთ ჯიშებს უჯიშო ჯიშებს ვეძახი ხოლმე.caucasica wrote:qvevri
დიდი სიამოვნებით "ვიყოლიებდი" "მხარგრძელს" ჩემს ვენახში.
და ერტი ვაზის ჯიში მაინტერესებს ზეიმბერიი რა ინფორმაცია გააქვს ამ ჯიშზე და მისგან დაყენებულ ღვინოზე.
და კიდევ სულ კამათი მომდის ხოლმე ერთ ტემაძე კერძოდ ჩემთვის ცნობილია რომ ე.წ. "თეთრი ადესა" დაბალი საღვინე ღირებულების ყურძენია.
ვაზი და ვაზის კულტურა
ეხლახანს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანამ" გამოსცა 2009 წლის კალენდარი, სადაც ქართული ვაზის 24 ჯიშია აღწერილი. გაეცნობით გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქართულ ვაზის ჯიშებს,. შემდგომში იგეგმება სხვა გამოცემებიც
1. ხოფათური
2. ავშილური
3. ხუშია
4. კახური ჭროღა
5. ასურეთული შავი
6. ჭიჭიბერა
7. ორონა
8. ხარისთვალა თეთრი
9. ამლახუ
10. ჩიტიკვერცხა
11. ღვანურა
12. ოქროულა
13. საფენა
14. მგალობლიშვილი
15. ჭუმუტა
16. ჭნორის თეთრი
17. ბუერა
18. საწურავი
19. ალმურა
20. კახური ღრუბელა
21. ჭვიტილური
22. შავთხილა
23. ტაგიძურა
24. ინგილოური
1. ხოფათური
2. ავშილური
3. ხუშია
4. კახური ჭროღა
5. ასურეთული შავი
6. ჭიჭიბერა
7. ორონა
8. ხარისთვალა თეთრი
9. ამლახუ
10. ჩიტიკვერცხა
11. ღვანურა
12. ოქროულა
13. საფენა
14. მგალობლიშვილი
15. ჭუმუტა
16. ჭნორის თეთრი
17. ბუერა
18. საწურავი
19. ალმურა
20. კახური ღრუბელა
21. ჭვიტილური
22. შავთხილა
23. ტაგიძურა
24. ინგილოური
ვაზი და ვაზის კულტურა
ttt
უი რა საინტერესოა... სად შეიძლება მაგ კალენდარის შოვნა. შემთხვევით ერთი ცალი ზედმეტი ხომ არა გაქვთ?

ბოდიში უტაქტო ჩარევისტვის, სანამ თთთ გიპასუხებთ მე გეტყვით, ამას წინათ შემთხვევით ვნახე მეორადების მაღაზიაში 20 ეგზემპლარიღა იდო პერეხადნოი ხიდზე, თუ იჩქარებთ მიასწრებთ.

შეგიძლიათ თვით ,,ელკანაში" შეიძინოთqvevri wrote:ttt
უი რა საინტერესოა... სად შეიძლება მაგ კალენდარის შოვნა. შემთხვევით ერთი ცალი ზედმეტი ხომ არა გაქვთ?
მისამართი: გაზაფხულის ქუჩა #16 ( დელისთან საბაგიროს გვერდზე ასხვევი ქუჩაა)
0177, თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 536487
ფაქსი: (+995 32) 536487
ელ. ფოსტა: biofarm@elkana.org.ge
www.elkana.org
სამწუხაროდ მე ზედმეტი არ მაქვს
ვაზი და ვაზის კულტურა
paata_
თუ იშოვე ჩემთვისაც გაითვალისწინე რა ერთი ცალი...