ვაზი და ვაზის კულტურა

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 13 აპრ 2009, 09:42

ყმაწვილებო ეს გახლავთ ერთობ საინტერესო ჯიში, ვარდისფერი რქაწითელი. ეს ჯიში ცალკე ჯიში არ არის, არამედ არის ჩვეულებრივი რქაწითელის კლონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივ რქაწითელზე აღმოაჩინეს ესეთი ფერის მტევანი, ჩვეულებრივის პარალელურად. ამის შემდეგ იგი აჭრეს და მისი თესლიდან მიიღეს აღმონაცენი და ამრიგად გაჩნდა ვარდისფერი რქაწითელი, რომელიც პრაქტიკულად იგივე რქაწითელია. ჯიში არის ძველი ქართული ჯიში და არა სახეობათა შორის ჰიბრიდი, იგივე უწამლი. გემოთი იგრძნობა ოდნავი განსხვავება. ასევე ღვინო გამოდის გაცილებით მუქი ჩვეულებრივთან შედარებით.
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 13 აპრ 2009, 11:39

პატივცემულო თქვენთან შეკითხვა მაქვს.
მინდა ქოთანში ჩავრგო ვაზის ნერგი, მერე გადავსხლა ხოლმე ისე. რომ ღერო გაუმსხვილდეს, როგორც ხეს, იდგეს ვერტიკალურად , როგორც ხე და თავზე ბუჩქს იკეთებს და კაი ბლომადაც ისხავს.
და ეს ყველაფერი დიდ ქოთანში.
არა, სხვანაირად არ გამიგოთ რომ მე მოსავლის მიღება მინდა ან ტრადიციების აღრევა და მოშლა.
ჩემი ჭია მინდა გავახარო, თვალი მინდა გავახარო, გული მინდა გავახარო, და კარგა გულიანად გავერთო.
კონკრეტულ შეკითხვაზე მიპასუხეთ, თუ შეილება.
სხვა განყენებულ რჩევებს არ ვღებულობ.
სად ვიყიდო ეგეთი ნერგი? სანამ გაზაFხულია?
მიტო რო სწორად უნდა გაიზარდოს ძირიდანვე.

გზადაგზა(პახოდუ) ეს ნახეით სახე(როჟა) რას კაიფობს:

http://www.russianriverchalet.com/food_wine/

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by guruli » 13 აპრ 2009, 12:54

qvevri - პატივცემულო, ერთი ამიხსენით, სანთლის არაყს რას ერჩით და მეორეც - ორონას ნერგებს სადანა შევიძენ?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 13 აპრ 2009, 12:58

ლეონტი
გთავაზობ ერთ კარგ ვარიანტს: ზოგადად ვაზის მასე ფორმირებას არა სპეც-ჯიში არამედ კლიმატური პირობები განაპირობებს, იგულისხმება სიცხე, ნიადაგი და სხვ(ასევე ზამთრობით დიდი სიცივეები). ამ შემთხვევაში ერთ-ერთ კარგ ვარიანტს წარმოადგენს სარგავი მასალის ისეთი ადგილიდან მოტანა სადაც სწორედ ასეთი პირობებია. მე ჩვენმა კარველებმა ეს ესაა ჩამომიტანეს ვაზის ნერგები ტაოდან, რომელიც დიდი ხანია მიუხედავი იყო და გარკვეულწილად გაველურებულიც კია. ეს ვაზის ლერწები არის ძველი ქართული ჯიშები და არის საღვინე მიმართულების, თუმცა ისე, როგორც უმეტესობა ქართლის (ტაო-კლარჯეთი ქართლია) ვაზის ჯიშებისა სასუფრედაც ვარგობს. მოკლედ ერთ ლერწს გიწილადებ თუ გინდა, ჯერ არ დამირგვია. ვფიქრობ, რომ ეს სწორედ რომ ის ჯიშებია რაზეც თქვენ თქვენსავე ზემორე წერილში საუბრიბთ. რაც შეეხება ვაზის სწორედ გაზრდას, ეს ტექნიკური საკითხია და დამოკუდებულია იმ პირზე ვინც მას აძლევს ფორმირებას. ვიტყვი ერთს, რომ ასეთ შემთქვევაში ვაზს დიდი სიცხეები ესაჭიროება. ამისათვის შეიძლება მას ძირში დავუწყოთ მაგალითად ქვები, რათა ეს ქვები მზეზე გახურდეს და ა. შ. დანარჩენ კონსულტაციებს ადგილზე გავცემ!
და ერთი რამე მაინტერესებს ყველაზე მეტად, ეს ვაზი რომ მოგცე რას კისრულობ???

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 13 აპრ 2009, 13:00

guruli wrote:qvevri - პატივცემულო, ერთი ამიხსენით, სანთლის არაყს რას ერჩით და მეორეც - ორონას ნერგებს სადანა შევიძენ?
ორონას ნერგების შეძენა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. აი შემოდგომით თუ შემახსენებ მაში ხო. და სანთლის არაყი რაო?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 13 აპრ 2009, 13:49

qvevri
ყოვლადპატივცემულო, თუ მაგეთ სიკეთეს მიკეთებ ბარემ უსასყიდლოდ გამიკეთე, შენ უსასყიდლოდ მიგიღებიეს და გამორჩენას რად ელი?
თანახმა ვარ მაჩუქო კარველების ჩამოტანილი ლერწი და ჩამიტარო ინსტრუქტაჟი გლეხურ ენაზე.
შემდგომი ზედამხედველობით.
აი თუ გაიხარა და ყველაფერი კარგად წავიდა დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 13 აპრ 2009, 14:12

ლეონტი
ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი...
რა კარგი ნათქვამია არა? :wink:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 13 აპრ 2009, 14:51

qvevri
მარანი შენი სავსე ღვინითა...
ამასაც არაუშავს.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 13 აპრ 2009, 15:08

ლეონტი
მაშინ: მეზობელო კარისაო მარნის კარი გიჭრიალებსო... ეს როგორიღაა?
ხვალ წამოგიღო ვენახი?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 13 აპრ 2009, 15:27

ხვალე წამოიღე, სადმე შევხვდეთ და 1 კაი განსხვავებული ჩაი დავლიოთ
მე ეხლა ბეგქონდარათი და ზამბახის ჩაით ვარ გატაცებული.

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 21:24

qvevri wrote:
khoteura wrote:Tamari-ch.
ვა რამდენი ჯიშები გვქონია და ზოგიერთები კიდენა ადესის პახმელიაზე ინტერვიუებს წერენ :P :P :P
რატომ მარტო ადესის? სანთლის არაყის, მწვანის, ლუდისა და ადესის პახმელიაზე! ამდენი უწვალია კაცს და რატომ უკარგავთ ღვაწლს? :wink:
:lol: :lol: :lol:

აი სწორედ მაგიტომაც უკვირს გურულს :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 14 აპრ 2009, 09:14

ჩამოვიტანე

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 14 აპრ 2009, 14:24

ვ ა ზ ი. სავენახე არს ორ გვარი: დობილო და სავენახე. დობილოდ უწოდებენ ვაზთა მათ აშვებულთა მაღალთა ხეთა ზედა, რომელთაცა აშვებიდგან ხეზედ არღა გასხვლენ ათ-თორმეტი წლის და ადგილ-ადგილ ათ-თუთხმეტის წლისაც განმავლობაში და მერმე გადაჭრიან რტოთა რომელნი ნამეტნავათ აღორძინებულ იქნებიან და დამაჩრდილობელ ვაზთა და თვით ვაზთაცა გასხვლენ და მესამეს წელს კვალადვე ნასხლევი იგი და ადგილთა მათზედა დასთესენ მას წელიწდს ღომს თუ სიმინდს და ესრეთითა სახითა ისხვლების მარადის ვაზი და ესრეთ ყოფენ ამას, რამეთუ კერძო ქვემოისა მეგრელიისა არს დაბლობი და ქვემდებარე სარწყულობათა და ამათ ძლით ნამოახთა ბუღთა, რომელსაც დაღათუ უმაღლეს ძლეირისა ბუღისა ამოორთქლილის ჭენჭყობთაგან არა იქნა: ისურში (?) ერთიან გაშავჭანყდებიან და მით დასნეულებულ ჩამოცვივდებიან, მაგრამ რა მაღლობზედ იქნება მტევანი ვაზისა მას მზე და ქარი უადვილესად გააშრობს და მის ძალით დაცამწიფდის ჟამსა თვისსა, სხვები, ყურძენი ექვემდებარება ყოველსა გვარსა სნეულებასა ვითარცა ვეროპასა შინა და სხვათა მხარეთა.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 14 აპრ 2009, 14:26

ვ ე ნ ა ხ ი ეწოდების მას, სადაც ქვემდებარება ადგილი უმცირესსა სინესტეს და არს ჰაერი მშრალი, მუნ დაბალს ვენახს აშენებენ ვითარ იგი ზემო მეგრელიაშიდ ლეჩხუმს უმეტეს ნაწილში ადგილებთა ბანძისათა ქვემო მეგრელიაშიდ და მას წელს, რომელსაც გვალვა იქნების საკამაო მოსავალი მოიწევის და უპირველესნი ღვინო არს ოჯალეშისა, რომელიცა მოდის სალხინოს მაღალს ხურმის ხეებზედ შეშვებულს ვენახის ნაყოფთაგან. აგრეთვე სხვა ღვინოებიც კარგი ზოგ-ზოგ ალაგს და ზოგ-ზოგ ალაგს მფარე, გარნა ყოველგან მრავალი და სყიდიან იმერეთს და შავს ზღვის ნაპირას ციხეებში და შინაგან სამთავროისა მცხოვრებელნიცა დიდძალსა სმენ, ასე რომ არცა დიდი, არცა მომცრო მოხუცებამდის ყმათაგან არ არიან დარჩენილი რომ ყველანი არა სვამდენ საკამოდ, აგრეთვე მთხილსა და ჭაჭისაგან ხდიან ოტკას, რაოდენობა გასასყიდელისა და მოსავლისა განსაზღვრა შეუძლებელია, ხოლო სთელვენ ყურძენს ოჯალეშისა დეკემბერს პირველს რიცხვში სხვა ყურძენთა უადრეს ვითა და სად რა ჟამს მოიწევის, არიან კვალად თეთრი ღვინოცა ნაქები: ჭკვიშური, წალენჯიხური, ჭაქვიშური და ჭვიტილოური.

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/ionameu ... rlebi.html

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by khoteura » 14 აპრ 2009, 15:43

მე რაღაცა მაქვსო ბევრს კი არა აქვსო :lol: :lol: :lol:

გაიხაროს ქვევრმა იმრავლოს და დღეგრძელი იყოს მთელი ცხოვრება, ამინ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]