ვაზი და ვაზის კულტურა

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by khoteura » 14 მაი 2009, 15:55

qvevri wrote:Image
იმერული და თან უნიკალური ვაზის ჯიში "ვერტყვიჭალური თეთრი". ჯიშის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთი სოფლის ჯიშია და არა მთელი იმერეთისა, თუმცა მისი მოყვანა შესძლებელია დასავლეთ საქართველოს ბევრ რეგიონში, მაგრამ ის მაინც პატარა ადგილის ჯიშია. სოფელი ვერტყვიჭალა მდებარეობს რიოკოთის უღელტეხილზე.
ერთ ჩემს ნაცნობ იქაურ გოგოლაძეს აქვს ეგ ჯიში :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 15 მაი 2009, 08:52

khoteura
მერე როგორი ღვინო იცისო რას ამბობს?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ARCHILI » 15 მაი 2009, 11:57

qvevri


ეს ინფორმაცია შეიძლება საინტერესო იყოს შენთვის, დილით მივიღე.

დედოფლისწყაროში ვაზს ტკიპის დაავადება გაუჩნდა

დედოფლისწყაროს რაიონში ვაზს ტკიპის დაავადება გაუჩნდა. როგორც მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, დაზიანებულია ვაზის ფოთლები და ყლორტები. მევენახეები დაავადების მასობრივად გავრცელების აღსაკვეთად დახმარებას ითხოვენ.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის დედოფლისწყაროს სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მერაბ ალადაშვილის განცხადებით, დაავადების შესახებ მევენახეებს სპეციალური შეტყობინებები დაეგზავნათ.

`ტკიპები გადასულია ვაზის მწვანე ნაწილებზე. საჭიროა სასწრაფო ღონისძიებების გატარება მავნებელი ტკიპის წინააღმდეგ. დაზიანებული ფოთოლი უფერულდება, ქლოროფილს კარგავს და შემდეგ სცვივა. აღნიშნულ მავნებელს ვხვდებით როგორც გაზაფხულობით, ასევე ყურძნის სიმწიფის პერიოდშიც. ტკიპებით დაზიანებული ვენახებიდან მიღებული ყურძენი კარგად არ მწიფდება და შაქრიანობას კარგავს~, - განაცხადა მერაბ ალადაშვილმა.

დაავადების გავრცელება შეინიშნება სიღნაღის რაიონშიც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დაავადება კახეთის სხვა რაიონებშიც გავრცელდეს.

ნატალია სარქისაშვილი - კახეთის საინფორმაციო ცენტრი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 15 მაი 2009, 12:25

ARCHILI wrote:qvevri


ეს ინფორმაცია შეიძლება საინტერესო იყოს შენთვის, დილით მივიღე.

დედოფლისწყაროში ვაზს ტკიპის დაავადება გაუჩნდა

დედოფლისწყაროს რაიონში ვაზს ტკიპის დაავადება გაუჩნდა. როგორც მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, დაზიანებულია ვაზის ფოთლები და ყლორტები. მევენახეები დაავადების მასობრივად გავრცელების აღსაკვეთად დახმარებას ითხოვენ.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის დედოფლისწყაროს სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მერაბ ალადაშვილის განცხადებით, დაავადების შესახებ მევენახეებს სპეციალური შეტყობინებები დაეგზავნათ.

`ტკიპები გადასულია ვაზის მწვანე ნაწილებზე. საჭიროა სასწრაფო ღონისძიებების გატარება მავნებელი ტკიპის წინააღმდეგ. დაზიანებული ფოთოლი უფერულდება, ქლოროფილს კარგავს და შემდეგ სცვივა. აღნიშნულ მავნებელს ვხვდებით როგორც გაზაფხულობით, ასევე ყურძნის სიმწიფის პერიოდშიც. ტკიპებით დაზიანებული ვენახებიდან მიღებული ყურძენი კარგად არ მწიფდება და შაქრიანობას კარგავს~, - განაცხადა მერაბ ალადაშვილმა.

დაავადების გავრცელება შეინიშნება სიღნაღის რაიონშიც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დაავადება კახეთის სხვა რაიონებშიც გავრცელდეს.

ნატალია სარქისაშვილი - კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ბოლოდან დავიწყებ; ვაზის ტკიპა ესაა ვაზის მავნებელი და არა დაავადება. ასევე მაინტერესებს რომელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს მავნებელი სხვა რეგიონებშიც გავრცელდეს??? ვაი მაგათ პატრონს უბედურს, მასეთი სპეციალისტები რომ გვყავს იმიტოა ქართული მევენახეობის საქმე კარგათ... ვაზის ტკიპა მევენახეობის ყველა რეგიონში გვხვდება და იგი ყოველთვისაა მეტ-ნაკლებად გავრცელებული. ეს მავნებელი ერთი რეგიონიდან მეორეში კი არ ვრცელდება, როგორც ეს ჩვენი ვაისპეციალისტები ვარაუდობენ არამედ იგი გვევლინება ერთდროულად ყველა რეგიონში ისე, როგორც მაგალითად სოკოვანი დაავადებები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ვაზის ტკიპას: ეს მართლაც პრობლემატური მავნებელია და მას საკმაო ზიანი შეუძლია მოუტანოს მევენახეს, თუმცა მოსალოდნელი შედეგი გათვლადია და წინასწარი მომზადება შესაძლოა. შესაძლებელია ასევე პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაც, რომელიც ფაქტიურად თავიდან აგვარიდებს ამ მავნებელს. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მაგალითად კოლოიდური გოგირდი კვირტების გაშლის პერიოდში, მაგრამ უკვე შემდეგ პერიოდში დაგვიანებულია.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 15 მაი 2009, 23:17

Image

ეს არის მგონი.
ჭკვიანი ტკიპაა.

ფსიქოლოგი დოქტორ პიტერ პარქერი.
თავის მეურლესთან ერთად ფლობს ვენახებს, რაც მისი ჰობია და თავდაუზოგავად უვლის თავისუფალ საათებში, დრო მცირე რჩება ვენახისთვის ამიტო ღამითაც მუშაობს.
აი კაცი.

Image

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by khoteura » 09 ივნ 2009, 14:58

qvevri
ჭურების მბრძანებელი
რავი მაგის ღვინო მე არ დამილევია და :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 28 იან 2010, 22:23

ასწლოვანი ვაზი სოფელ წინანდალში
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 04 თებ 2010, 14:39

ღრუბელა ქართლის. საკმაოდ კარგი ხარისხის ღვინის მომცემი ჯიშია, თან სასუფრედაც ძალიან კარგია. ინახება, ძალიან ტკბული და გემრიელი ნაყოფი იცის. ღრუბელას კახეთშიც ვხვდებით და მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ეს ორი ჯიში ძალიან გვანან ერთნამეთს ჩვენ საქმე მაინც ორ განსხვავებულ ჯიშთანა გვაქვს... ქართლის ღრუბელას ღვინოს კახური ტექნოლოგიით დაყენება არ უხდება და ქართლური წესით უნდა დამზადდეს.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 04 თებ 2010, 14:45

ვგონებ, რომ თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს ეს რუკა, რომელიც ეხება საქართველოს მევენახეობის სპეციფიკურ ზონებს ანუ მიკროზონებს.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 04 თებ 2010, 14:51

და რადგან საქმე მევენახეობის მიკროზენებზე მიდგა გთავაზობთ სოფელი ხვანჭკარის ამ შემოდგომით გადაღებულ სურათს.
Image
მერე სოფელ ხვანჭკარაში ჩავედი და იქაურობა მოვიარე. ბევრი ვნახე და დავათვალოერე, მაგრამ ერთ მოხუც კაცთან ისეთი ხვანჭკარა და რაჭული თეთრა გავსინჯე, რომ კინაღამ თითები ჩავიკვნიტე...
აგერ ის კარგი მევენახე და მეღვინე რაჭველ-ხვანჭკარელი კაციც
Image
რაჭულ(წულუკიძის) თეთრასა ვწუპამ
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 04 თებ 2010, 14:56

რაჭული თეთრას ვაზი. ნახეთ რა სილამაზეა...
Last edited by qvevri on 09 აპრ 2011, 20:47, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 04 თებ 2010, 14:58

ეს კი უსურვაზი, ანუ ველური ვაზია.
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 04 თებ 2010, 16:12

qvevri
შეიძლება მაგის ჭამა და რა სამკურნალუ ან სხვა თვისება აქვს , ძველად რაში იყენებდნენ უსურვაზს?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 04 თებ 2010, 16:14

ლეონტი wrote:qvevri
შეიძლება მაგის ჭამა და რა სამკურნალუ ან სხვა თვისება აქვს , ძველად რაში იყენებდნენ უსურვაზს?
ჯერ მითხარი რათ გინდა და მერე გეტყვი :!:
და უსურვაზი რო არა ჭამო ისე ყურძენი დაილია მამაძაღლი :?:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 04 თებ 2010, 16:27

ქართველთა სამეურნეო საქმიანობის საფუძველი _ ქრისტიანული ეთიკა კვირა, Jan 17 2010

iberiana 2:42 am

Rate This

Quantcast

ქართველთა სამეურნეო საქმიანობის საფუძველი _ ქრისტიანული ეთიკა

ეძღვნება მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის დაბადებიდან სამოცდამეჩვიდმეტე წლისთავს

“მიხედეთ მიწას; მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ. ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიცვალოს ჩვენი დღევანდელი ყოფა, ამაღლდეს ზნეობა, აყვავდეს ჩვენი მეურნეობა… საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა.”
ილია მეორე

შუმერულად ნამ-ლუ-ულუ _ “კაცობრიობა” _ ჰომო საპიენს-ის ყველა თვისებას გულისხმობს. მრავლისმომცველ ცოდნათა შორის უმთავრესი ხორბლისა და ღვინის ცოდნაა. შუმერულ მითოსში ენქიდუ ნახევრად ადამიანია. მისი გაადამიანურებისთვის საჭირო ხდება მას შეაჭამონ პური და დაალევინონ ღვინო: “პური შეჭამე, ეს სიცოცხლის არის სათავე, დალიე ღვინო, იგი მიწის საჩუქარია”. ეს თვითმყოფადი ხალხი შეგნებით ყველა სხვა ხალხზე მაღლა იდგა. აქედან უნდა გავრცელებულიყო კულტურა და წესრიგი.

შუამდინარეთის სამიწათმოქმედო ყოფა ეფუძნებოდა მიწის ქალღმერთის (“დიდი ღმერთის”) მოსაობას. მიწა ნაყოფიერების ღვთაებად, სასიცოცხლო ძალის შემცვლელად მიაჩნდათ, რისი ანარეკლიც ფშავში და ხევსურეთში მიწაზე დაფენილ თივაზე ქალის მშობიარობის ჩვევაში ჩანს. მიწა, როგორც შუმერთა, ასევე ქართველთა წარმოდგენით, დედურ საწყისს განასახიერებდა. მიწა “შეურყვნელი”, “შეუბღალავი”, “სუფთა” და “წმინდაა”. “წმინდა ნაკვეთი” გაღვთიურებულია წარმართულ საქართველოში. დედა-უფალი, ადგილის-დედა, პროტოქართველურ ქვეყნებში გვევლინებოდა, როგორც ჰერა (არტემიდეს კულტი, სვანეთში დალის კულტის სახით).

მესოპოტამიის, წინა აზიისა და ამიერკავკასიის დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ოლქი სამართლიანად ითვლება სამიწათმოქმედო ცივილიზაციის კერად. აქ თავდაპირველად შექმნილი მეურნეობისა და მეურნეობრიობის ფორმები შემდგომში საფუძვლად დაედო ევრაზიის მთელ ტერიტორიაზე (გარდა სამხრეთ-აღმოსავლეთისა) მოგვიანებით წარმოშობილი აგრარული სამეურნეო-კულტურული კომპლექსების სხვადასხვა ტიპს, რომელიც ძირითადად მარცვლეული კულტურების, მევენახეობა-მეღვინეობის, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებასა და მათგან მიღებული პროდუქტების მოხმარებაზე იყო ორიენტირებული. ეს აგროსამეურნეო-კულტურული კომპლექსი და მასთან დაკავშირებული კვების სპეციფიკური თავისებურებანი გავრცელდა მხოლოდ ევრაზიის კონტინენტებზე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჩრდილოეთ აფრიკის მცირე ნაწილს.

ძველად ევფრატს ბაბა-ნუნუ, ქართულად, პურ-ღვინო ერქვა. პურ-ღვინის ნაკვალევს თუ გავყვებით, საქართველოს აღმოვაჩენთ. პურ-ღვინის ქვეყანამ სიღრმისეულად გაიგო პურითა და ღვინით ქრისტიანული ზიარების საიდუმლო. მეღვინეობისა და ქართული სუფრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქრისტიანობას არ წაურთმევია. ქრისტიანობა იქცა ქართული ზნე-ხასიათის საყრდენ ღერძად, რომლის ირგვლივ ბრუნავს ჩვენი ეროვნული ცნობიერება. ქრისტიანობას სასიკეთოდ შეერწყა უძველესი ქართული ტრადიციები და წარმართულ ჩვეულებათა ის ღირებულებები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს გამოხატავდა. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ყველაზე კონსერვატული ტრადიციის _ კვების გაკეთილშობილებაში. პურ-ღვინით გამასპინძლების უძველესი წესი ქართულ ხასიათში შესისხლხორცებულია, ქართველი დაულოცავად ღვინოს არ შესვამს. ქართული სუფრა _ მოყვასისადმი სიყვარული, პურ-ღვინისა და ჭეშმარიტების თანამოზიარობა, გაცემა და გამასპინძლება, ჭირისა და ლხინის თანამოზიარობა _ ქართული ხასიათის გამოვლენის უძველესი ქრისტესმიერი წესია. ქრისტე არ გმობდა მიწიერ ცხოვრებას, აკურთხებდა მას. იესო მონაწილეობდა საქორწინო ნადიმებში. ადამიანები მასზე ამბობდნენ: “აი, კაცი, რომელსაც უყვარს პურის ჭამაც და ღვინოც.”

საქართველო უძველესი დამოუკიდებელი აგრარული კულტურის, ტრადიციებისა და საკვებმოპოვების მოწინავე გამოცდილების ქვეყანაა. ქართველთათვის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა არა მხოლოდ უბრალო სამეურნეო საქმიანობა, არამედ ერთგვარი ღვთისმსახურება იყო. ტრადიციულ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება ქართველებში გენეტიკურია, იგი ათასწლეულების მანძილზე იხვეწებოდა როგორც გემოვნება და მკვიდრდებოდა როგორც კვების ხასიათი. ყოველივე ამან განაპირობა ქართველთა განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც მიწასთან მარადიული ურთიერთობის თავისებურებებიდან გამომდინარეობს. თეიმურაზ ბაგრატიონი წერს: “უძველესთა შინა, რომელთამე ჩვენთა და ვიეთთამე სხვათაცა მემატიანეთა, აღწერილთა იპოვების მოთხრობანი ესე სახედ, ვინათგან პირველყოვლისა მუშაკობანი მიწისანი შემოღებულ არიან მათგან”.

ქართველი ერის გენეტიკური ქმნადობის ევოლუციურ პროცესში ყალიბდებოდა მეურნეობის გაძღოლისა და ბუნებათსარგებლობის პრინციპებიც, მისი მოვლა-პატრონობის უნიკალური წესები. საქართველოს გეოგრაფიული გარემო, მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობა განაპირობებდა მთისა და ბარის ეკონომიკური ზონების ფორმირებას, სოფლის მეურნეობის გაძღოლის სპეციფიკურ თავისებურებას, რომელიც ბუნებათსარგებლობის პრინციპებს, ნიადაგდაცვით მიწათმოქმედებასა და ბუნებრივ-კულტურულ მეცხოველეობას ეფუძნებოდა.
ქართველები მამულის ერთგული, მიწაზე დამკვიდრებული ერია; ქართველის მიწასთან უღალატო კავშირშია ქვეყნის სიძლიერე. “ჩვენებური გლეხი ბინადარი კაცია, საცა დაბადებულა, იქ მკვიდრად ფეხ-მოკიდებულია და ღრმად ფესვგადგმული. იგი თავის მამა-პაპეულ ბინაზედ დამოკიდებულია მარტო საეკონომიო ანგარიშით კი არა, არამედ სულითაც და გულითაც, ესე იგი ზნეობითაც შემსჭვალულია. მისი სოფელი სამკვიდროა, თვითონ “მკვიდრია” თავის სოფლისა და სხვა თავ-მოსაწონებელი სახელი არ იცის”, _ წერდა ილია ჭავჭავაძე.

ქართველი ერის სპეციფიკა, მომდინარე მისი გენეტიკური კოდიდან, ასახვას პოულობს ტრადიციებში, რომელიც განსაკუთრებული თავისებურებებითა და რაციონალურობით წარმართავს ცხოვრების სამეურნეო სფეროს და რამაც უზრუნველყო ქართველთა უძველესი და უმთავრესი საქმიანობის _ სოფლის მეურნეობის გადაქცევა ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის საფუძვლად. ქართული სახელმწიფო უძველესი დროიდანვე ხასიათდებოდა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური ინტეგრაციით (დ. მუსხელიშვილი). საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურ-ეკონომიკური და ეთნო-კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება.

კულტურული ვაზის ასაკის ზუსტი დადგენა არ ხერხდება. პ. ჟუკოვსკი ვაზის გამოყენების ასაკს 7-9 ათასი წლით განსაზღვრავს. რ. ვაინჰოლდი წიგნში “გაუმარჯოს ბახუსს” ავითარებს აზრს, რომ ვაზის ნაყოფს (ტყის ვაზი Vitis silvestris) საკვებად იყენებდნენ ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის ადამიანები ხმელთაშუა ზღვის აუზში, კავკასიონის სამხრეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევროპაში. ა. ნეგრული აბორიგენული ვაზის ჯიშების შესწავლის საფუძველზე გამოყოფს სამ ძირითად ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. პონტოს ჯგუფში შედის საქართველო, მცირე აზია, საბერძნეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, მოლდავეთი (ბესარაბია); დასავლეთის ჯგუფში _ საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია; აღმოსავლეთის ჯგუფში _ შუა აზია, ავღანეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი. პ. ჟუკოვსკის შესაძლებლად მიაჩნია საქართველოში მევენახეობის დასავლური (კოლხეთის) და აღმოსავლური (იბერიის), ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კერების წარმოშობა. ა. ნეგრული თვლის, რომ დაახლოებით 5-7 ათასი წლის წინ ვაზი კულტივირებული იყო ამიერკავკასიაში, მესოპოტამიასა და ეგვიპტეში. მისი ვარაუდით, საბერძნეთიდან ვაზის კულტურა გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, დასავლეთით, ჯერ რომში (იტალიაში), შედარებით გვიან კი _ საფრანგეთში. პ. ჟუკოვსკი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულში შუმერში განვითარებული მევენახეობა ნასესხები უნდა იყოს ამიერკავკასიიდან და ინდოეთიდან. “გილგამეშიანში” ვაზი “სიცოცხლის ხედ” მოიხსენიება. მას ხელოვნურ ტერასებზე აშენებდნენ, ამ კულტურის დასანერგად ყოველ ღონეს ხმარობდნენ. როგორც ძველ შუმერს, ვაზი ქართველსაც “სიცოცხლის ხედ” ჰქონდა მიჩნეული.

ე. კაგაროვის მოსაზრებით, “მევენახეობისა და მეღვინეობის აკვანი აზიაში უნდა ვეძიოთ. შესაძლოა, კავკასიაში, მის დასავლეთ ნაწილში და, საზოგადოდ, შავი ზღვისპირა ქვეყნებში, სადაც ვაზი უაღრესად კარგად ხარობს, ადის რა მაღალ ხეებზე”. მრავალ ენაში “ღვინო” შესულია ერთი საერთო ძირით: ბერძნული _ ოინოს, ლათინური _ ვინუმ, ხეთური _ ვიანა, სომხური _ გინი, რუსული _ ვინო, გერმანული _ ვაინ; ებრაული _ იაინ, ასურული _ ინუ და სხვა. აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა ქართველური, სომხური და სემიტური ენების მონაცემთა შედარების საფუძველზე დაასაბუთა, რომ მთელ მსოფლიოში ქართულიდან გავრცელდა “მაღალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მაჩვენებელი ისეთი სიტყვა, როგორც არის ღვინო”.

მცირე აზიაში მევენახეობის გავრცელების პიონერებად ხეთები ითვლებიან. ხეთები ტელეფინუსს ბუნების გაცოცხლებისა და ნაყოფიერების ღმერთად მიიჩნევდნენ. ივრიზის კლდეზე ნაკვეთ რელიეფში ტელეფინუსს ერთ ხელში პურის თავთავები უჭირავს, მეორეში _ ყურძნის მტევნები.

ვაზი ებრაელი ხალხის სიმბოლური გამოხატულებაა: “რადგან უფალ ცაბაოთის ვენახი ისრაელის სახლია” (ეს. 5,7). წმინდა პროდუქტებია პური, ღვინო და ზეთი: “მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში” (იოანე 2,19). ბიბლიის მეტაფორული აზროვნებით, ყოველი მშვენიერი და ამაღლებული გაიგივებულია ღვინოსთან, ხოლო ყოველი დამდაბლებული და ცოდვილი _ ძმართან. ძველ ისრაელში ღვინოს მეტაფორულად “ყურძნის სისხლს” უწოდებდნენ.

მითი ვაზისა და ღვინის შესახებ მევენახეობის გავრცელების არეალში უნდა წარმოშობილიყო. მეცნიერები ასეთად მცირე აზიასა და კავკასიას მიიჩნევენ. შუამდინარეთში ვაზი მეორეული მოვლენაა. მხოლოდ შუმერულმა მითოლოგიამ შემოინახა ვაზისადმი ადამიანის დამოკიდებულების მთელი სამყარო, რაც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის აუზების ხალხთა მითოლოგიურ აზროვნებაში. ბერძნულ პანთეონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღმერთი მევენახეობა-მეღვინეობის მფარველი ღვთაება დიონისე, იგივე ბახუსია. დიონისეს შესახებ არსებული მითები და ნიშან-თვისებები არ მიუთითებს მის ბერძნულ წარმოშობაზე (ბახუსი _ ბერძნული სიტყვა არ არის). მითი დიონისეს შესახებ აღმოსავლური წარმოშობისაა. თავდაპირველად დიონისე თავისი ცხოველური არსით ხარის კულტთან იყო გაიგივებული. დიონისეს ხარის კულტთან გაიგივება _ ხთონიურობა ამ კულტის უძველეს წარმოშობაზე მიგვანიშნებს. იგი მცენარეულობის ღვთაებად ითვლებოდა, მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი ბუნების ღმერთადაც მიიჩნევდნენ (შევადაროთ დიონისე ოსირისს). დიონისესადმი მიძღვნილი ზეიმები, დიონისიები, იმართებოდა წელიწადში ოთხჯერ: შემოდგომაზე (მაჭრის დაყენება), ზამთარში (დაღვინება), ზამთრის დასასრულს (ახალი ღვინო) და გაზაფხულზე (ვაზის გაფურჩქვნა, ვაზის ყვავილობა).

მესოპოტამიის ხალხთა კულტურის ამსახველი ვაზისა და ხარის კულტის ნიშან-ელემენტები კარგად ჩანს ბასკეთის პროვინციის ეჩალარის მოედანზე აღმართულ “ეჩალარის ჯვრის” სახელწოდების ქვის სვეტზე. ყურძნის მტევნებს შორის ამოკვეთილია ხარის თავი (შევადაროთ საქონლის მფარველ და ვენახის გამხარებელ ქართულ წარმართულ ღვთაება ბოსელს). მართალია, ქრისტიანობამ ცეცხლს მისცა ვაზისა და ღვინის წარმართულ ღვთაებათა კულტები, მაგრამ “სიცოცხლის ხედ” გაცნობიერებული ვაზი ქრისტეს სიმბოლოდ აქცია. ქრისტე ამბობს: “მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახე” (იოანე 15,1). “მე ვაზი ვარ, თქვენ კი _ ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს “ (იოანე 15, 5-6). ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია _ “ღვინო სხვა არაფერია, გარდა ვენახის მიერ შეცვლილი წყლისა”, ამგვარად, ქრისტე ვენახია.

მევენახეობა-მეღვინეობა იქცა ეროვნულობის, ქართველობის დაცვისა და შენარჩუნების მძლავრ სტიმულად. “ჩვენებურ გლეხკაცს ვენახი და ხილნარი მარტო გამორჩომის წყაროდ კი არ მიაჩნია, არამედ იმ წმინდა აუზადაც, სადაც მის მამა-პაპას თავისი ოფლი მოუდენია და მიუბარებია საშვილიშვილოდ.…ჩვენში რომ გლეხკაცმა თავი დაანებოს თავის ადგილს, ჯერ უნდა გულიდამ ამოიღოს თავისი თემი, თავისი ოჯახის წარსული, თავისი მამა-პაპა, რომელთა ნაშთი, ძეგლი თვითოეული ვაზია, თვითოეული ხეა, მამა-პაპის ხელით დარგული და ოფლით მორწყული, და რომელსაც იგი სამკვიდროს ეძახის. ყოველ ამის გულიდამ ამოღება ძნელია”, ბრძანებდა ილია.

წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით ხელში შემოსვლა საქართველოში დასტური იყო იმისა, რომ მან იცოდა, რაოდენ მაღალგანვითარებულ (იგულისხმება მევენახეობა) ქვეყანაში შედიოდა განმანათლებელი. რაც შეეხება ქართულ საგალობელს “შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული…”(მეფე დემეტრე პირველი), მან საუკუნეებს გაუძლო და ერის მუსიკალური საგანძურის მშვენებადაც იქცა.

იოანე პეტრიწი საუბრობს ქალდეველთა ვარსკვლავურ სიბრძნეზე და მიანიშნებს, რომ ყოველივე ეს არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ, ბიბლიურ სიბრძნეს. ქართველობას ქრისტიანობა არ მიუღია თავისი კოსმიური და კაცობრიული წარმოდგენებისგან მოწყვეტით. იოანე პეტრიწი ამბობს, რომ კაცობრიული სიბრძნე, (წარმართული, ანტიკური, ორფიზმი, ქალდეველთა მოძღვრება, პლატონიზმი, ნეოპá

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]