მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 17 მარ 2010, 23:57

სამწუხაროდ მართალია.ფუტკარი წარმოადგენს პატარა ელექტრომაგნიტური ნავიგაციის მოწყობილობას. საკმარისია ძლიერ ველში მოხვდეს და კარგავს ორიენტაციას.


User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 10 მაი 2010, 21:35

ეს ალბათ თურქი ქართველიაა? :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 11 მაი 2010, 09:48

ან ლაზიიი? :)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 11 მაი 2010, 20:57

ერთ ფორუმზე ასეთი შეკითხვა შემხვდა:

მოგესალმებით მეგობრებო.
ვპიკრობ პუტკარში ინვესტიცია გავაკეთო.
1.მომგებიანია თუ არა ?
2.რა ღირს ერთი სკა ?
3.რა რისკია ?
და საერთოთ ნებისმიერი ინფორმაციისთვის ვიკნები მადლობელი.


იქ გაწევრიანებული არ ვარ და ვერ დავწერე, მაგრამ ეს კითხვები ბევრისგან მსმენია, ამიტომ აქ პასუხს დავწერ:

1. მომგებიანი არის, ინვესტიციას გააკეთებ უნდა მოგება მოგცეს, თუ ნამეტანი არ დაიქცა ამინდი.
2.ერთი სკა 200- 250 ლარი ღირს.
3.რისკი ისეთივეა, როგორც ნებისმიერი დამწყები ბიზნესმენის, რომელსაც ამ ბიზნესის არაფერი არ ესმის.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by Mrs. Robinson » 26 აგვ 2010, 22:49

qvevri wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:გირჩის თაფლი რას ნიშნავს?
რა შეხება აქვს ფუტკარს მათთან?
ამის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრითა მაქვს გაგებული და ამიტომაც ვერაფრით გაგახარებთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ გირჩისაგან(მოუმწიფებელი, სანამ ჯერ რბილია) დიასახლისები ამზადებენ მურაბასაც კი და გოგორც ამბობენს ფრიად გემრიელი რამააო. ამგვარი რამ ბორჯომისკენ უნდა ვეძიოთ.
შევიძინე გირჩის თაფლი წაღვერისკენ, უუუგემრიელესია!
მაგრამ ასეთი თხელი თაფლი სხვაგან და სხვა დროს არ შემხვედრია. ხოდა ეჭვი გამიჩნდა გირჩის მურაბის წვენი ხომ არ გაურიეს-თქო. ისე მურაბაც გამასინჯეს და მართლა ძალიან გემრიელი იყო...
თუ სწორად გავიგე წინა გვერდებიდან, გამოდის რომ დაბეჯითებით ვერც ვერავინ გამარკვევს თაფლის სისუფთავესა თუ ნამდვილობაში.
აბა უგულავიათ თაფლის გამყიდველებს და ეგაა............. :roll: :?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ARCHILI » 26 აგვ 2010, 22:58

Mrs. Robinson


მეც შევიძინე და ისე არ მომეწონა, რომ ძალიან, არადა ჩემი ფილტვებისათვის მისწრება უნდა იყოს წესით...

:)

მაგრამ...

მე მაგის მჭამელი არ ვარ!

არა!

კიარადა ვერ!

:)
Image

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by Mrs. Robinson » 26 აგვ 2010, 23:32

ARCHILI
უიჰ!!!! :wink:
ნაძვის არომატი და სურნელი რომ აქვს, მაინც არ მოგწონს??
აბა ერთხელაც გასინჯე....

თქვენი ნაყიდიც მურაბის წვენივით თხელია??

კომოთისუბნის მამაოებს სკები აქვთ, ადრე მინახავს რომ ყიდიდნენ. ახლა არ ქონდათ და მომერიდა კითხვა. ამდენი ეჭვი ხო აღარ გამიჩნდებოდა....


ისე წაბლის თაფლი მიყვარს, მომწარო და.... რა ვიცი ეტყობა გემოვნება არ მივარგა..... :oops:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 აგვ 2010, 10:38

Mrs. Robinson
მეც ვიყიდე წაღვერში გირჩის მურაბაც და თაფლიც და ძნ მომეწონა.
ყიდვა ხლაც შეიძლება. პატარა ქილა 10-15 ლრის ფარგლებშია.
ძირითადათ, თაფლი და მურაბა გასაყიდად ზამთარში ბაკურიანში გამოაქვთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 27 აგვ 2010, 13:05

სტალინური ეპოქის მეფუტკრეები გადაცებული იყვნენ სხვადასხვა ნახშირწლების შემცველი წვენების თაფლის დამზადებით:
მაგალითად სტაფილოს თაფლი, გაწურავდნენ სტაფილოს, დაამატებდნენ შაქრის სიროფს , მისცემდნენ ფუტკარს და გამოდიოდა ფრიად არომატული და გემრიელი სტაფილოს თაფლი.
წიწვოვანი ხეები ნექტარს არ გამოყოფენ, სამაგიეროდ უხვად გამოყოფენ მტვერს, რასაც ფუტკარი ბარტყის გამოსაკვებად ხმარობს.
ამის გარდა იგივე მცენარეებზე მცხოვრები ქინქლები გამოყოფენ ტკბილ ექსკრემენტს, რასაც ცხოველური წარმოშობის მანანა ქვია.
მისგან დამზადებული თაფლი ფუტკარს ვნებს, ადამიანს კი არა.
მოკლედ ქორფა გირჩებისგან თუ მოხარშავთ შაქრიან სიროფს და მისცემთ ფუტკარს , გექნებათ გირჩის თაფლი.
ასევე მურაბის მოხარშვაც შეიძლება.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by Mrs. Robinson » 27 აგვ 2010, 20:39

....მოკლედ ქორფა გირჩებისგან თუ მოხარშავთ შაქრიან სიროფს და მისცემთ ფუტკარს , გექნებათ გირჩის თაფლი.
ლეონტი მადლობა განმარტებისთვის.
GOGONA wrote:გოგა, შენ აკეთის თაფლი გაგისინჯავს? :) უუუუუჰ, მართლა საოცრებაა :D
თაფლი არანორმალურად მიყვარს და როგორც მომხმარებელი კარგადაც ვერკვევი, ჩემი პრიორიტეტები ყოველთვის ჯავახეთი, ხევსურეთი, რაჭა და მაღალმთიანი აჭარა იყო, თუმცა აკეთის თაფლმა მართლა განმაცვიფრა. :)
ძალიან დავინტერესდი აკეთის თაფლით და ხომ ვერ დამაკვალიანებთ??
ნუთუ აკეთში უნდა წავიდე?? :wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 სექ 2010, 14:18

თურმე, ნასვამი პირის ფუტკართან მისვლა არაფრით შეიძლება.
ამასწინათ 1 ოჯახში სტუმრად ვიყავი.
მასპინძელმა თავი გადადო, თაფლი უნდა ამოვიღო და ვერ დავლევ, ფუტკრებთან ნასვამი მისვლა არ შეიძლებაო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 13 ოქტ 2010, 11:53

ფუტკარი ძლიერ ღიზიანდება ფილტვებიდან ამოორთქლებული ალკოჰოლის შემცველი გაზების სუნზე.
და თუ ვინმეს უნდა ფუტკრების გაცოფება , ნასვამი უნდა მივიდეს.
სამაგიეროდ გამოფხიზლდება.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 იან 2011, 00:32

თაფლის ღვინო არსებობს?
აქამდე არ გამეგო.
თურმე, მუსლიმები სვამენ, რადგან ვაზის ან ხორბლის ღვინის სმა მათ ეკრძალებათ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 15 იან 2011, 09:33

GAMARJOBA SAKARTVELO
ესაა იგივე "მედავუხა", "პიტევოი მიოდ" და სხვ. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. ამ სასმელის კულტურა ძირითადათ პოლონეთშია განვითარებული და მთელი ინდუსტრია მუშაობს ამაზე. თაფლი წყალში უნდა გაზავდეს და შენდეგ თბილ ალაგას დაიდგას და დაიწყებს დუღილს ისე, როგორც მაგაკითად მაჭარი. სასმელად ვერაფერი სასმელია.. თუმცა რავიცი, მავანთ მოსწონთ. ტკბილია და აქვს თაფლის სუნი და გემო. ალკოჰოლის შემცველობა ამ სახის სასმელში დაახლოებით 5-დან 8%-მდეა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]