ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

Post by Kakha » 01 ივლ 2008, 11:48

კაუკასიკა,

ეს პოსტი გავაკეთე აბუდელაურის ლარშქრობის აღწერაში. მაგარმ მირე ვიფიქრე შეიძლება ფლორა-ფაუნისათვის უფრო შესაფერისი იყოს-თქო. სხვებმაც დაწერეთ ამ თამაში თუ რამ საინტერესოს შესწრებიხართ. კაუკასიკა თუ კომენტარს გაუკეთებ ჩემს ნანახს და მეტს გვეტყვი თუ როგორ იგერიებს ნახირი მგელს ხომ მთლად კარგი...

ერთ საინტერესო ამბავს შევესწარით როცა აბუდელაურის ტებებიდან როშკისკენ ვბრუნდებოდით - მგელი როგორ მოიგერიეს ბუღებმა/ხარებმა.

პატარა მდინარე რომ იწყება ტბებიდან, იმ წყალს ჩვენ მარჯევნა, ძირითადი ბილიკით ავყევით და ჩემოვყევით ტბებამდე. ჰოდა, უკან რომ ვბრუნდებოდით, სადღაც როშკასა და ტბებს შორის, შუა წელზე, ჩვენს მოპირდაპირე ნაპირზე, წყალს გაღმა საქონელი ბალახობდა. ვინც არ იცით, როშიკის მიდამოიებში საქონელს მენახირე არ დაყვება, ისეა გაშვებული. კიდევ მეტი, სოფელში ერთმა იქაურმა კაცმა გვითხრა, რომ საქონელი იქვე რჩება, სოფლეში არ ჩამოდისო. ჰოდა აი რა დავინახეთ - უცბად ნახირს ბუღები/ხარები გამოეყვნენ და აგრესიულად გაიქცნენ ერთი მიმართულებით. თურმე ნუ იტყვით და მგელს შეუტიეს. უნდა გენახათ რას გარბოდა მგელი, შეგეცოდებოდა კაცს. იქვე მეორე ჯოგიც ბალახობდა, ამ პირველი ჯოგის ხარებმა რომ დაიწყეს შეტევა მგელზე, მეორე ჯოგიდანაც გამოენთნენ ხარები და მათაც მგელს შეუტიეს. ორი მხირდან უტევდნენ ახლა უკვე მგელს. ჰოდა რუხს მეტი რა დარჩენოდა კუდამოძუებული გარბოდა მთებისკენ.

სამწუხაროდ სურათები ვერ გადავიღე - ერთი რომ შორი იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მაგრა წვიმდა და აპარატი აღარ ამოვიღე. თუმცა ეს ყველაფერი კარგა ხანს გაგრძელდა - მგელი გარბოდა, კარგად რომ მოშორდებოდა თავდამსხმელებს ჩერდებოდა, ხარებიც დრო და დრო ცოტათი გაჩერდებოდნენ, შეისვენებდნენ და მერე ახალი ენთუზიზმით უტევდნენ მგელს. ასე რომ მოასწრებდა კაცი ფოტოს გადაღებას წვიმა რომ არ ყოფილიყო.

სოფელში იქაურ კაცს რომ მოვუყევით ეს ამბავი, თქვა რომ მგელი ზრდასრულ საქონელს, განსაკუთრებით ხარებს ვერაფერს აკლებსო, აი ერთ-ორწლიან საქონელს კი გვიჭამსო. ცდილობს ხოლმე რომ როგორმე პატარები დაიმარტოხელოსო. ამ წელს სამი სული შეგიჭამა მგელმაო.

აი ასეთ საინტერსო რამეს შევესწარით. ჩემზე ნამდივილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხარების მწყობრმა შეტევამ მგელზე და მგლის კისრისტეხით გაქცევამ.

User avatar
BioHazard
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 16 ივლ 2007, 10:31
Contact:
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

Post by BioHazard » 01 ივლ 2008, 11:59

ვაჰ...

რატომარგადაიგეტ...

წვიმარასდაგაკლებდატ...

Image
Starless...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

Post by ლეონტი » 12 მარ 2009, 00:02

ნეტა ეს რა საქციელია ყველაზე მძვინვარე ცხოველისა?

http://www.youtube.com/watch?v=JE-Nyt4Bmi8

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

Post by ttt » 13 აპრ 2009, 02:23

მშვენიერი სანახავია!!! :arrow: ჩემი აზრით მგონი ეთამაშება :)

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

Post by ttt » 13 მაი 2009, 01:50

უდავოდ ნიჭიერია :) აბა ნახეთ
http://www.myvideo.ge/?video_id=486268

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

Post by GIRA » 13 ნოე 2009, 03:55

ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია ხოოოდა სულ ვეუბნები: რომ დათვრები, ნუ ჩაიხდი მეთქი............
ვერ გადავაჩვიე ეს ჩათლახი რაააააააააა Image

Image

არადა რა განცხრომაშია ეს ჩემისა...
ვერც ვერაფერს ვეუბნები Image
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

Post by GIRA » 13 ნოე 2009, 04:07

ლეონტი wrote:ნეტა ეს რა საქციელია ყველაზე მძვინვარე ცხოველისა?

http://www.youtube.com/watch?v=JE-Nyt4Bmi8
ამოუხსნელია

მართლა :!:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი

Post by GIRA » 14 ნოე 2009, 02:44

ერთხელ, გაზაფხულზე ნადირობისას, ჩასაფრებაში ვიჯექი და მგლის ლეკვი დამადგა თავზე, ეტყობა ბუნაგიდან ახალი გამოსული იყო და მიმდებარე ტერიტორიას სწავლობდა.
რომ შემამჩნია უკვე ხელის გასაწვდომზე იყო და დაიბნა, მე გავუცინე......
უნდა გენახა, როგორ გამიცინა დაბნეულმა(პირველად ვანახე ნადირის მსახიობობა). ხელი წავიღე ჯიბისკენ, მეთქი საგზალს შევთავაზებ თქო, ტიპმა მოძუძგააააა................... :lol:
თან უკან იყურებოდა ყოველ ხუთ მეტრში, რატომ არ მომდევს ნეტავიო.
არასდროს დამავიწყდება მისი შეშინებული, მსახიობური სიცილი :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]