Page 1 of 31
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 19:33
by ლეონტი
ბუნებაში მრავალი ფრინველი გვხვდება.
მაგრამ სამწუხაროდ ქალაქში გაზრდილებს არ გვესმის ბუნების ენა, ვერ ვცნობთ მათ და არ ვიცით მათი სახელები.
აქ გთავაზობთ შემეცნებით-პოპულარულ თამაშს ფრინველთა ამოცნობაზე, და მათი თავისებურებების დახასიათებაზე.
ვისაც რაიმე ფოტო გადაგიღიათ ან იცნობთ რომელიმე ფრინველს, სხვასაც გააცანით.
24 საათში თუ ვერავინ ამოიცნობს, ავტორი თავად გაგვიმხელს ფრინველის სახელს და ზნეს.
პირველ ძალიან ადვილ გამოცანას გთავაზობთ.
ეს რა ფრინველია?

ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 19:34
by ლეონტი
გამოიცნო ქვევრმა:
qvevri wrote:როჭო

ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 19:35
by ლეონტი
მართალია, ეს არის კავკასიური როჭო.
ლათ:Tetrao mlokosiewiczi.
ინგ:Caucasian Black Grouse.
წითელ წიგნშია და თუ შეგხვდათ., იცოდეთ რომ უიშვიათესი ფრინველი გინახავთ.
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 19:36
by qvevri
ხოდა ეხლა ჩემი ჯერია, ოღონდ სურათები სამსახურში მაქვს და ხვალამდე რამენაირად მოვითმინოთ და...
თუმცა თუ ვინმეს დადება უნდა პაჟალუსტო.

ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 19:37
by ლეონტი
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 19:48
by ლეონტი
ამასაც ქვევრმა გასცა პასუხი:
qvevri wrote:
მაშ ასე ეს არის გაგეცინებათ და ფასკუნჯი. ეს ფრინველი მცხეთასთან ახლოს, ერთ გამოქვაბულში ცხოვრობს, მე მინახია და ახლოსაც მივსულვარ.
მართლა იშვიათი და მისტიური ფრინველია, ტყვილად ხომ არ გამოსახავდნენ ტაძრის ბარელიეფებზე.
ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს.
ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.
ფასკუნჯი გახლავთ ლეშიჭამია მტაცებელი.
ლათ. Neophron percnopterus
ინგ: Vulture
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 20:28
by ლეონტი
სანამ ქვევრი დასვამს შეკითხვას მე გეკითხებით ეს რა ფრინველია?

ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 20:41
by qvevri
ყვავი

ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 20:45
by ლეონტი
დასტოვა(ატსტავიწ)
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 20:48
by qvevri
კარგი მაშინ ერთ მინიშნებას გავაკეთებ, ამ ჩიტის სახელი ბე- ზე იწყება და ღურა- ზე მთავრდება

ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 21:26
by Kakha
ლეონტი
გვაშაყირებ? თუ ბეღურას ისეთი ნაირსახეობაა, რომ ცალკე სახელი აქვს ქართულადაც და ლათინურადაც?
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 21:39
by Kakha
აბა ეს რა ფრინველია - საქართველოში გვხვდება, პოეტებიც მოიხსენიებენ ხოლმე

ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 21:41
by qvevri
რაღაც წაიგნოლებს თუმცა უფრო კაკაბია
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 21:45
by Kakha
qvevri
გნოლსაც და კაკაბსაც პოეტები მართლაც ხშირად მიმართავენ, მაგრამ ეს სხვა ფრინველია
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?
Posted: 11 თებ 2008, 21:46
by qvevri
დედალი ხოხობი
