ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by pauna » 21 იან 2008, 23:23

ლობო
magari fotoebia maladec
ImageImage

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by ლობო » 22 იან 2008, 02:58

pauna
მადლობა :D

უბრალოდ მე ბალუ და კოტე ვერტობოდიტ უსაქმურობისას :lol:

Image

აი ნიმუსჰი ჰერჰი სჯობია გონესაო :wink:

ოგონდ ბალუ ნიცჰიერი მოსცავლეა და ეჰლა ფეჰის გამოკვრის მცდელობაზე კარგად დაამუგამა უკან გაცევა :twisted:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by ZVIOSULI » 22 იან 2008, 16:38

es mgoni qarTveli ar aris magram magri aris.....
Image
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by Mao » 22 იან 2008, 16:53

რა საყვარელია...რამვინმეააააა................ :D :D :D ტატებიიი....
together on the top!!

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by ლობო » 22 იან 2008, 19:06

ZVIOSULI
აუუ მაგარია

ზაან სასაცილოა მაგრამ დატვებმა პრანცჰვა იციან :lol:

ტატებსჰი კოფენ ცჰვირს და ოდნავ გამოსჰენილი ტვალებიდან გიკურებენ საკვარლად :lol:

და მეოციები ეტკობატ ჰოლმე ტვალებზე :shock:

ოგონდ ეგ არიპრანსჰებსა ეჰლა მგონი მარტლა ეგრეა :D
"ETOT QABAB NASH!!!"


User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by ლობო » 04 აგვ 2009, 10:37

ჰეჰ ეს რა ვიპოვე.. ამ დატვმა სურატებსჰი რომ ვეცჰიდავებოდიტ მერე სხვა სჰეცჰამა.. ოგონდ სჰვენ გაგვიმარტლა და კაციცჰამიობა ჯერ სხვა დატვიტ დაიცკო :?

ჰოდა რაგაც საკვარელი ფოტოები ვიპოვე სხვა დატუსჰებზეც :D

Image

Image

Image

ეს კველაზე მსუბუკი სჰედეგი რაც ვიპოვე :D სჰვები ისეტია რომ ტავსსჰევიკავებ.. ჰეჰ

Image

ეს კიდევ კველაზე ცნობილი ფოტო მგონი.. ამ საცკალი ფოტოგრაფის ამბავი ალბატ გეცოდინებატ ვინმეს :?

Image

:roll:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by ლობო » 04 აგვ 2009, 10:40

ჰო ნუ უკანასკნელი ფოტოა.. მერე სჰეცჰამა :?
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
dato_notwendig
ბილიკზე მოარული
Posts: 31
Joined: 21 ივნ 2009, 21:46
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by dato_notwendig » 06 სექ 2009, 12:20

დათვის ეკოლოგიური საკითხების სპეციალური შესწავლისათვის საველე-სამეცნიერო გამოკვლევები საქართველოში 1977-1985 წლებში ჩატარდა ზოოლოგ ალ.არაბულის თაოსნობით
საქართველოს ტყეების 38 %-მდე ფართობი დათვის სამონადირეო სავარგულს უჭირავსამ სავარგულებსი იგი მეტ-ნაკლები რაოდენობით თითქმის ყველგან ბინადრობს.სარეწაო თვალსაზრისით ამ ცხოველს,მიუხედავად მის მიერ მეცხოველეობისათვის მიყენებული ზარალისა,უდიდესი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.
საქართველოსი გავრცელებული მურა დათვის ცხოველმოქმედება უმეტესად დაკავშირებულია საკვების მოპოვებასთან,ზამთრის ძილქუშთან ,გამრავლებასთან და ადამიანისაგან თავდაცვასთან.მათ სორის ყველაზე საინტერესო დათვის ძილქუშთან დაკავშირებული ქცევაა.
დათვი საქართველოს ბუნებრივ პირობებში მუდმივად მობინადრე ცხოვრებას ეწევა.იგი თავის ადგილსამყფელს არ იცვლის,თუ მას საკმარისი საკვები გააჩნია და ადამიანი ნადირობით არ აწუხებს.მუდმივ საბუნაგე ადგილსაც თაქვისებური ინსტიქტით ირჩევს.ამიტომ ხსირად "ბუნაგი დათვის მახეა"
დათვი იკვებება მრავალნაირი საკვებით,მაგრამ მისი ძირითადი მაინც ტყის ნაYოფია:წიფელი,წაბლი და რკო,რომელიც დიდხანს ინახება,მაღალკალორიულია და მალე ასუქებს.ამ მცენარეთა ნაყოფმსხმოიარობა კი ცვალებადია,მეწლეა.იცვლება ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით,ხშირად კი ხეობათა მიხედვითაც.ამასთან დაკავსირებიტ დათვი ახდენს ვერტიკალურ და სორეულ ადგილგადანაცვლებას.საკვებს დაეძებს,რომ დაზამთრებისათვის მოასწროს გასუქება და ზამთრის ძილქუშს მომზადებული შეხვდეს.საკვების ძებნისას დათვი ზოგჯერ დროებით ტოვებს თავის ადგილსამყოფელს ,ბუნაგს,შორს მიდის და ზოგჯერ თუ საკმარისად ვერ გასუქდა სადაც თოვლი მოუსწრებს იქ რჩება ზამტარშიც.ასეთ შემტხვევაში ახალ ბუნაგს მონახავ ან ხის ფუღუროში შედის დროებით.ჯოგური ცხოვრება დათვს არ ახასიათებს,ბინადრობს ცალკეულად,ოჯახურად ადგილგადანაცვლებასაც მარტო ახდენს.დედა ყოველთვის ბელებთანაა და ერთ-ორ წლამდე მათზე ძრუნავს.ბუნაგს თავისი ნებით არ ტოვებს და არ ივიწყებს,თუ მოკვდა კარგად მოწყობილ ბუნაგს სხვა დათვი ადვილად აგნებს და იკავებს.
ხვადი ოჯახიდან განცალკევებულია,მხოლოდ გამრავლების პდასაწყისში მცირე ხნით უერთდება ოჯახს.ამ დროს მეტოქე თუ შეხვდა სამკვდრო-საციცოცხლო ბრზოლა იმართება.ხვადები ხშირად ერთმანეთსაც ფლეთენ.დათვები საკვების მოპოვებისას მსხმოიარე ხის ძირებში უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ,მაგრამ ამ დროს ერთმანეთს არ ებრძვიან,ძლიერს კი ყველა მორიდებით ეპყრობა,ჭამის დროს ერთმანეთს დიდ ყურდღებას არ აქცევენ,თითქოს ამისთვის ვერც იცლიან.ყველას ერთი მიზანი აქვს-საკვების ძებნა და გაძღომა,შემდეგ კი დაწოლა და დასვენება
:)

User avatar
dato_notwendig
ბილიკზე მოარული
Posts: 31
Joined: 21 ივნ 2009, 21:46
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by dato_notwendig » 06 სექ 2009, 12:28

დათვი საკვებად გამოდის როგორც დღისით,ისე ღამით,მაგრამ სადაც ადამიანის ეშინია,საღამოთი 6-8 საათიდან გამოდის და ხშირად საკვების ძებნაში ათენებს,დღისით კი მიუდგომელ ბარდებში ან კლდიან ადგილებსი შედის და იქ ისვენებს.ზამთრის დამდეგს ნაკლებად მოძრაობს,მზიან ადგილებში მზეზე თბება,თუ საკვები უხვადაა მალე ძღება,ნაკლებ აქტიურია.შუადღეს და შუაღამისას იქვე ისვენებს სადაც იკვებება.
20 ნოემბრიდან მურა დათვი ტყის ზედა საზღვრისკენ იწყებს გადანაცვლებას.ბევრს აგარ მოძრაობს,ფერდობზე 1-2 კილომეტრს გაივლის,იკვებებადა მზიან ადგილებში წვება დასაძინებლად.ასე ნელ-ნელა ადის წინასწარ შერჩეულ საზამთრო ბუნაგთან.შემდეგ ასუფთავებს ბუნაგს,ტუ საჭიროა - აფართოებს კიდეც(ბელებიანი დათვი),ბუნაგიდან ძველ დამპალ ფოთლებს და ბალახს გამოყრის და ახალი შეაქვს.თუ ბუნაგი ღრმა არაა ფიჩხები და ხეები მოაქ კარის ამოსაქოლად.ამ სამუშაოს დროს შორს არ მიდის,ახლო-მახლო ტრიალებს.უმეტესად სორიახლოს წევს მთელ ორ კვირაზე მეტ ხანს,თითქოს თოვლის მოსვლას გრძნობს და ელოდება.თოვის დაწყებისთანავე შედის ბუნაგსი,ისე რომ თოვლი მის კვალსა და ბუნაგს მტლიანად დაფარავს.დათვს ბუნაგსი ღრმად არ სძინავს,ადამიანის მიახლოვებას ყოველთვისი იგებს,მაგრამ ბუნაგიდან ადვულად არ გამოდის.თუ შეაწუხებს,უცბად გამოვარდება,გარბის და ბუნაგს აღარ უბრუნდება.

User avatar
dato_notwendig
ბილიკზე მოარული
Posts: 31
Joined: 21 ივნ 2009, 21:46
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by dato_notwendig » 06 სექ 2009, 12:34

ყველა დიდი და გამოცდილი მურა დათვი თუ დროზე გამოიკვება და ქონის საკმარისი მარაგი დააგროვა 10-20 დეკემბრისათვის უკვე ბუნაგშია შესული.ამის შემდეგ დათვის ნაკვალევს ტყეში იშვიათად შეხვდებით.გვიანობამდე მხოლოდ პატარა სამხრეთული ფორმის დათვები დახეტიალობენ.სირიული დათვი ზოგჯერ მთელი ზამთარი დადის,მცირე ხნით შედის მოუწყობელ კლდეების ლოდების ძირში თავშესაფარად,ან ხის ფუღუროში ძვრება.ამ ფორმის დათვები დიდთოვლობის დორს ერთხელ ორი,ერთხელ სამი ერთად შემძვრალი ნახეს ხის ფუღუროში,კახეტის კავკასიონზე - სტორისა და ილტოს ტყეებში გამოკვლევების დროს.
ბელებიანი დათვი ჩვეულებრივ დიდ საბუნაგე ადგილს ძებნის,აფართოვებს და ერთად შედიან ბუნაგში.მეორე წელს ბელები ტანით უკვე დიდებია და ბუნაგში ვიწროდ არიან.ასეთ შემთხვევაში შთაბეჭდილება იქმნება,რომ ბუნაგში დიდი დათვებია.გამოსვლისას პირველი დედა გამოდის.

User avatar
dato_notwendig
ბილიკზე მოარული
Posts: 31
Joined: 21 ივნ 2009, 21:46
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by dato_notwendig » 06 სექ 2009, 12:37

ბელებიანი დედა ხვადს ახლოს არ იკარებს,პატარებს უფრთხილდება,იცის რომ ხვადს კანიბალიზმი ახასიათებს.ისინი მხოლოდ მძუნაობის დასაწყისში არიან ოჯახურად.დედა ბელებს მეორე წელს მძუნაობისას ტოვებს,მაგრამ ამ დროს ბელები ისევ დედასთან არიან.ისინი ზამთარში ბუნაგსი ერთად რჩებიან.ახალი ბელების დაბადებისას დედა მოზრდილ ბელებს ბუნაგიდან გამოყრის შიგ აღარ უშვებს,ისინი უბინაოდ რჩებიან და ხშირად მონადირის მსხვერპლნი ხდებიან.დროებით თავშესაფარში იმალებიან.

User avatar
dato_notwendig
ბილიკზე მოარული
Posts: 31
Joined: 21 ივნ 2009, 21:46
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by dato_notwendig » 06 სექ 2009, 12:41

საფრთხის დროს დედა ბელებს ბუნაგში ტოვებს,თვითონ კი გარეთ დარაჯობს.უკიდურეს შემთხვევაში ბელებს ტოვებს და გარბის.ბელებიანი დათვთან მისვლა საშიში არაა,როგორც დაჭრილ დათვთან შეხვედრა.საერთოდ დათვი მშიშარა და ფრტხილია.ადამიანს ყოველთვის ერიდება და გაურბის,მაგრამ დაჭერილი ან სხვა რაიმე სატკივრისაგან(ფუტკრებისაგან,გველისგან დაკბენილი,კბილის ტკივილიტ ან ასოს ძვლის მოტეხილობით) გაბოროტებული უშიშარია,ძლიერი და საშიშო ადამიანისათვის.გამოკვლევების დროს საირმის ტყეში ნანახი იქნა დათვის თათის დარტყმით ხერხემალში დატეხილი ხარები

User avatar
dato_notwendig
ბილიკზე მოარული
Posts: 31
Joined: 21 ივნ 2009, 21:46
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by dato_notwendig » 06 სექ 2009, 12:45

კვლევის პერიოდში აღრიცხული იქნა დათვის მიერ პირუტყვის შეჭმის 30 შემტხვევა,თხისა და ცხვრის - 15, ღორის - 45, ცხენის - 2, კამეცის - 3 და ირემის - 1.ცხინვალის რაიონში სოფელ კეხვში ნაადრევ მსხალზე მიჩვეულმა დათვმა თავის ეზოში მოხუცი ქალი შეჭამა,ასეთივე შემთხვევა იყო თიანეთის რაიონის სოფელ ყუდროში.ეზოში მსხალზე ასულმა ქალმა მშიერ დათვს გაგდება რომ დაუპირა ,იგი დაგლიჯა.აქვე სოფელ ვერონაში მშიერი დათვი ღამით სოფელში შევიდა და ღორი შეჭამა.აღსანიშნავია,რომ ასეთი შემთხვევები ამ ადგილებში სამხრეთული დათვის გავრცელების შემდეგ მოხდა

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ქართული დათვი ან დათვი საქართველოში

Post by teo- » 06 სექ 2009, 13:26

საქართველოს ტერიტორიაზე სამასამდე დათვია გალიებში, უფრო ხშირად რესტორნების მეპატრონეებს ყავს, საშინელ პირობებში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]