უი, ჩემს კლასელს ჰყავდა დათვი, აშკარად და ნამდვილად მახსოვს, მამამისმა ნადირობის დროს ბელი დაიჭირა რაღაცნაირად და სახლში მოიყვანა... მთელი კლასი შატალოზე მაგათთან მივდიოდით დათუნიას სანახავად
რაღაც შემაღლებულ ადგილზე ჰყავდათ დამწყვდეული, კიბეებით ადიოდა ჩემი კლასელი, დიდი ქვაბით აზელილი საჭმელი რომ შეეცურებინა დათვისთვის, ეს კიდე ისეთი ეშმაკი იყო, გამოწევდა თათს და თავზე გადმოამხობდა კახას მთელ ქვაბს

დიდი ცირკი იმართებოდა ხოლმე... მერე მგონი ზოოპარკს ჩააბარეს, გაუმაძღარი ვინმე აღმოჩნდა, რაც უფრო იზრდებოდა, ოჯახის ბიუჯეტს გვივიწროვებსო, მამამისი ჩიოდა.
ხო, ჩემი კლასელის ბაბუა 109 წლისა სრულიად შემთხვევით გარდაიცვალა. რა არის მისი ჯანმრთელობის საიდუმლოო, რომ ვეკითხებოდით, მთელი ცხოვრება დათვის ნაღველს ლოკავდაო, შვილიშვილები აცხადებდნენ. გაიგე ეხლა რა იყო...