კეთილშობილი ირემი –Red deer (Cervus elaphus Linnaeus,1758)
საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა Cervus elaphus maral (Ogilby, 1840)
ირმის გავრცელების არეალი საქართველოში მოიცავდა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს; XX საუკუნის დასაწყისისათვის ირმის არეალს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ეკავა , დასავლეთ საქართველოში ირემი არ გვხვდებოდა ენგურისა და ცხენისწყლის აუზის ზემო ნაწილში (სვანეთი), რიონის დელტაში, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო თითქმის ყველგან, სამხრეთ საქართველოში ირემი არ გვხვდებოდა მხოლოდ ჯავახეთის პლატოზე.
ამჟამად ირემი შემორჩენილია სამი იზოლირებული პოპულაციის სახით XX საუკუნის ბოლოსათვის ირემი შემორჩა
მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და გარდაბნის აღკვეთილში. ირემი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ჭალებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3100 მეტრამდე.
აქტიურია დილით და საღამოს. ერთიანდებიან მცირე ჯგუფებად, ხშირად არაუმეტეს 10 სულისა, ზრდასრული ხარები წლის უმეტეს პერიოდს ატარებენ ფურებისაგან დაშორებით.
ირემი საკვებს წარმოადგენს ბალახეულობა, ფოთლები, ხეებისა და ბუჩქების ნორჩი ყლორტები. რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მინერეალურ მარილებს.
გამრავლების სეზონი: სექტემბერი-ოქტომბერი. სქესმწიფე ასაკი დგება 2 წლისც ასაკში თუმცა მამრები გამრავლებაში მონაწილეობას 3-4 წლის ასაკში იწყებენ. მაკეობა დაახლოებით 8 თვე გრძელდება. შობს ერთ ან იშვიათად 2 ნაშიერს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელს შეადგენს
რეპროდუქციული სეზონი შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: პირველი ნაწილი არის მომზადების პერიოდი, მეორე კი - მყვირალობის პერიოდი..
ეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც იშვიათი სახეობა. მისი მდგომარეობა რეალურად შეესაბამება საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა კატეგორიას (EN).
ყველაზე ადვილი "ირმის ნახვა" მყვირალობის დროსაა შესაძლებელი. დაახლოების სექტემბრის 20-იდან ოქტომბრის ბოლომდე. ამ დროს ხარირემი არ მოძრაობს ძირითადად ერთ ტერიტორიაზე დგას და "მყვირალობს" პარტნიორს უხმობს. მყვირალობა ხშირად დაბინდებიდან იწყება და თითქმის მთელს ღამეს გასტანს. ამ დროს ხარირემი ძლიერ აღგზნებული და აგრესიულია ამ დროს ადამიანსაც ერჩის. იმ ადგილებში სადაც ხარირემმა გაიარა ძალიან სპეციფიკური "ირმის" სუნი დგას, რაც სპეციალური ჯირკვლების დამსახურებაა. ერთხელ თუ შეიყნოსა ადამიანმა მას ეს აღარაფერსი შეეშლება.
ასე რომ მონდომებული ადამიანის შეუძლია არა მარტო მოუსმინოს ირმის მყვირალობას არამედ თვითონ ირმებიც ნახოს, რადგან ამ პერიოდში თვითოეულ ხართან რამდენიმე ფურიცაა. ამისათვის კი ლაგოდეხში ან ბორჯომში მოხვედრაა იმ დროს საჭირო. ალბატ დაუვიწყარი იქნება სავსე მთვარის დროს ირმის მყვირალობის მოსმენა და თვითონ ქორბუდას ნახვა. მთავარია კარველებმა მოვინდომოთ.
სამწუხაროდ ეს ყოველივე ეს ძალიან კარგად იციან ბრაკონიერებმა და "პირზე ხელის აფარებით", ბევრი ძალისხმევის გარეშე კლავენ ირმებს ამ პერიოდში...
ეს კი ირმის "მყვირალობა" ხმა mp3 ფორმატში:
http://www.unipv.it/webcib/CRV15330.mp3
ეს კი ვიდეოები:
http://youtube.com/results?search_query ... rch=Search
სამწუხაროდ საქართველოში ბუნებაში ირემი ჯერ არ მინახავს..
ეს სურათები ინტერნეტში მოვძებნე და საქართველოში გავრცელებულ ქვესახეობას არ გავნან მაგრამ...


ეს კი ძალიან შორსაა საქართველოში გავრცელებული ირმისგან მაგრამ სურათი მომეწონა...
