ცხვირრქოსანი გველგესლა, ჩვეულებრივი მოკვდავისათვის, ჩემი აზრით საინტერესო შეიძლება იყოს ერთი ნიშნის გამო, ესაა რქისებური გამონაზარდი ცხვირზე. სახელიც სწორედ ამიტომ ქვია.
ცხადია რადგან გველგესლაა, ამიტომ შხამიანია. მაგრამ ცხვირრქოსანის ნაკბენისგან მოკლული ადამიანი ჯერ არავის უნახავს.
აქაა სურათი, თუ სად ცხოვრობს ცხვირრქოსანი. 2000 წლამდე ცნობილი იყო მხოლოდ Vipera ammodites. მერე ჭკვიანმა ჰერპეტოლოგმა გაარკვია რომ საქართველოში და თურქეთში ცხოვრობს ცხვირრქოსანი რომელიც სულ სხვა სახეობაა.
ასე რომ შეგვიძლია ვიამაყოთ.
ჰო, მართლა, მსჯელობისთვის შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა - რატომ აქვს ამ გველგესლას ცხვირზე რქა? რაში ჭირდება?