Page 12 of 17

საქართველოს მცენარეები

Posted: 03 მარ 2009, 12:41
by Truli
კავკასიკა ჯან, ეს რა ხეა? რატომ აქვს ამხელა ფესვები?
Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 03 მარ 2009, 22:55
by caucasica
Truli
ტუ არ ვცდები ნეკერჩხალია,
ამხელა ფესვები კი ალბატ იმიტო,მ ააქვსხ რომ ტენიანი და ნაკლებადმკვრივი ნიადაგი იქნება და უკეტ რომ სჰეიკავოს ტავი.

საქართველოს მცენარეები

Posted: 06 მარ 2009, 12:47
by ლეონტი
ღანძილი
ალლიუმ ურსინუმ
Image

რას მიდის მარხვაში , ჰოჰოჰო.
მისწრებაა.

ძველქართული სახელია ჯიშკილა, სულხან საბა წერს ღანზილი სომხურადა ჰქვიანო.

სვანურად შიშგილ.

ქართლში დიშლასაც ეძახდნენ.


Image

რა ჯობია გაზაფხულს ჰა?
სანამდის გაიშლება ღანძილი, მანამ უნდა მოიტანოთ და ძირები შემოაცალოთ, გარეცხოთ, წყალი აადუღოთ და შიგ ჩაყაროთ. როდესაც ორჯერ წამოდუღდეს, თუშფალანგაში გადმოსწუროთ და ცივი წყალი გადაავლოთ, შემდეგ კიდევ ქვაბში ცივი წყალი ჩაასხათ და შიგ ჩაყაროთ; სამ საათს მერმე ამოწუროთ მუჭაში ისე, რომ წყალი აღარ შეჰყვეს და ჯამფილაში ანუ ბადიაში ჩაყაროთ. მოაყარეთ მარილი, დაასხით ძმარი და როდესაც გენებებათ მიირთვისთ, თუ გსურთ, ცოტა ზეთიც უყავით.

ბარბარე ჯორჯაძე

აი ეხლა ღანძილის ხინკალს შევჭამდი.

საქართველოს მცენარეები

Posted: 06 მარ 2009, 13:33
by qvevri
Truli
caucasica
დიდათ ვბოდიშობ, მაგრამ ეს ხე ჭადარია... :wink:

საქართველოს მცენარეები

Posted: 21 მარ 2009, 23:20
by QALDEA
ხომ არავინ იცის რა მცენარეა - "ლაპჩატკა პოლზუჩაია" (რუსულად)

საქართველოს მცენარეები

Posted: 23 მარ 2009, 22:23
by ლეონტი
Image

ამ მცენარის სახელია:მარწყვაბალახა
, მრავალი სახეობაა, ყვითელი ყვავილით.
თეთრყვავილიანს ქვია:
"potentula alba-რუსულად лапчатка белая,ეს მცენარე სხვადასხვა სახეობისაა და ახდენს ბევრ საოცრებებს,კერძოდ არჩენს ჩიყვის დაავადებას.

დიდი ხნის განმავლობაში ეს მეთოდი მკურნალობისა,მკაცრ საიდუმლოებას წარმოადგენდა და როცა გაიხსნა,თურმე ძალიან ადვილი ყოფილა მისი გამოყენება.

ამ მცენარის ბალახი და ფესვი უნდა აირიოს ერთმანეთში.იღებენ 3 სადილის კოვზს ნარევისას და ასხავენ 1 ჩ.ჭ. ადუღებულ წყალს.ადუღებენ ნელ ცეცხლზე 5 წთ-ის განმავლობაში და ათავსებენ თერმოსში 4-5 სთ-ით,რათა გამოიყოს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები,რითაც ამ მცენარის ფესვი ძალიან მდიდარია. იღებენ 1 სადილის კოვზს 4-5 - ჯერ დღეში. თუ ავადმყოფი იტანს ალკოჰოლს,მაშინ უკეთესი იქნება არყით ნაყენის დამზადება.კონცენტრაციის დოზა შეიძლება გადიდდეს ,ან შემცირდეს,გააჩნია ავადმყოფის მდგომარეობას.

პრაქტიკულად უკვე მრავალი წელია იყენებენ ამ მცენარეს სახალხო მედიცინაში,როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალებას ჩიყვისთვის.როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დაავადება,ინკურნება ბოლომდე.

მოვიყვან ასეთ შემთხვევას;ავადმყოფს,რომელსაც ჰქონდა დიფუზოტოქსიკური ჩიყვი (მე-3,მე-4 სტადია),დაუნიშნეს ოპერაცია.გაიგო რა ამ მცენარით მკურნალობის შესახებ,სინჯა მისი ნაყენით რამოდენიმე დღე ემკურნალა.შეამჩნია,რომ გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს.განაგრძო მკურნალობა და განიკურნა ბოლომდე.გადარჩა ოპერაციას და შეინარჩუნა ისეთი საჭირო ორგანო,როგორიც ფარისებრი ჯირკვალია.

ასეთ მკურნალობას საუკეთესო შედეგები აქვს არა მარტო ტირეოტოქსიკოზის დროს,არამედ ჩიყვის დასუსტებული ფუქციის დროსაც(გიპოტირეოზი). "

Image
შავი ტექსტი ტექსტი დავაკოპირე კარიბჭის ფორუმიდან.

საქართველოს მცენარეები

Posted: 23 მარ 2009, 22:40
by QALDEA
ძალიან დიდი მადლობა...

როგორც ვიცი ამ მცენარეს სხვა ზებუნებრივ ძალებსაც მიაწერენ.

საქართველოს მცენარეები

Posted: 24 მარ 2009, 14:01
by Makena
Truli
caucasica
ნეკერჩხალის რა მოგახსენოთ...ჭადარია ჭადარი :wink:

საქართველოს მცენარეები

Posted: 31 მარ 2009, 17:08
by optimisti
ეგებ ვინმემ "ქუჩი"-ს სურათი დადოს, მაინტერესებს როგორ გამოიყურება

საქართველოს მცენარეები

Posted: 31 მარ 2009, 20:03
by qvevri
optimisti
ვაჟ ფშაველას ეცოდინება ნამდვილად :wink:

საქართველოს მცენარეები

Posted: 31 მარ 2009, 20:34
by ლეონტი
qvevri
ვაჟამ ბევრი რამე იცოდა ისეთი რაც ბეჩავმა დღევანდელობამ აღარ იცის.

ინდე ქუჩი ანუ წივანაი ეს არის, სხვადასხვა სახეობებია და მე ლიჩნად ზლიერ ალერგიას აძლევს.



Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 31 მარ 2009, 20:55
by qvevri
ლეონტი
შენ პირიმზეც გეცოდინება :?: :?: :?:

საქართველოს მცენარეები

Posted: 31 მარ 2009, 21:07
by ლეონტი
qvevri wrote:ლეონტი
შენ პირიმზეც გეცოდინება :?: :?: :?:
პირიმზე - Phelypaea coccinea
პირველ გვერდზე კავკასიკამ დადო.
რატომ არ კითხულობ ყმაწვილო ანუ ჯეელო?

საქართველოს მცენარეები

Posted: 02 აპრ 2009, 13:38
by optimisti
დიდი მადლობა ლეონტი ქუჩის სურათისათვის.

კიდევ მაინტერესებს, როგორ გამოიყურება შოთხვი

საქართველოს მცენარეები

Posted: 11 აპრ 2009, 00:21
by ttt
ცოტა რამ სოკოების შესახებ. :D
პირველ რიგში გეტყვით რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია სოკოები წალკე სამეფოდ შეისწავლება. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ არის გაერთიანებული მცენარეებში და შესაბამისად მათ შეისწავლიან არა ბოტანიკოსები, არამედ მიკოლოგები. სოკოები შუალედურ რგოლს წარმოადგენენ მცენარეებსა და ცხოველებს შორის. მთელი რიგი ნიშნებით ისინი ემსგავსებიან ცხოველებს: მათ არ აქვთ ქლოროფილი და შესაბამისად საკვებად მზა ორგანულ ნივთიერებებს იყენებენ, ე.ი. ჰეტეროტროფები არიან. კიდევ ნივთიერებათა ცვლაში შარდოვანა ახასიათებთ, უჯრედის გარსი ქიტინს შეიცავს, სამარაგო ნივთიერება გლიკოგენია და არა სახამებელი. მთელი რიგი ნიშნებით კი ისინი მცენარეებს ემსგავსებიან:ახასიათებთ განუსაზღვრელი ზრდადა საკვებს შეიწოვენ ჰიფების მეშვეობით
დღემდე მსოფლიოში აღწერილია 100 000-მდე სახეობა. საქართველოში მათი რიცხვი 6000-ზე მეტია, აქედან ე.წ. თვალხილული(მაკრომიცეტები) 1000 სახეობამდეა.
გავიცნოთ ზოგიერთი მათგანი: სოკო – წერეწო(წეროსწვივა)
Image
საკვებად ვარგისი სოკოებიდან ყველაზე მაღალია. ნორჩობაში კვერცხის ფორმა აქვს, შემდეგ კი თანდათან იშლება და ქოლგას ემსგავსება. ქუდი მონაცრისფრო–რუხია, ზოგჯერ მოყავისფრო – განსაკუთრებით ცენტრში. მისი დიამეტრი 5–50სმ–მდეც კი იზრდება. კანი დაფარულია მუქი ფერის ქერცლებით,დახეთქილია, კიდეები დაკბილულია.

რბილობი თეთრი აქვს, მსხვრევადი; შემდეგ თანდათან მკვრივი ხდება. აქვს სოკოსთვის დამახასიათებელი სუსტი სუნი.

ფირფიტები თავისუფალი, ფართო, რბილი, ძირში შეერთებულია რგოლით(ქმნიან კოლარიუმს). ფეხზე აქვს თეთრი საყელო იგი მოძრავია ფეხის მიმართ.

იზრდება ნიადაგზე ველზე, მდელოზე, ტყის პირას, ბაღებში და ა.შ. ზაფხულ–შემოდგომობით. საჭმელად ვარგისი სოკოა, გამოიყენება მარტო ქუდი. ნორჩობაში უფრო გემრიელია. წეროსწვივა თითქმის არ ჭიანდება. ხშირად ახმობენ კიდეც.