მცენარეების და ცხოველების შესახებ
Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 07 ივლ 2009, 17:23
ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი...
ხაშმში რომ წავიდე კაწრეთის სამებაზე ასვლა მინდა და
მგლები ხომ არ დაგვესხმიან?
ან პისტოლეტი უნდა ვიყიდო
ან ბებუთი...

-
teo-
- იეტი
- Posts: 5269
- Joined: 19 მარ 2008, 21:06
- Location: myinvari
-
Contact:
Post
by teo- » 07 ივლ 2009, 20:54
Makena wrote:guruli
არ ვიცი რამ გადარია კახეთში ეს მგლები(თუ რაღაც სხვა), მთიულეთში აგარაკი მაქვს და 20 წელია იქ დავდივარ, ჩემი სახლის უკან უსიერი ტყეა და მგლები, დათვები და მელიები ბინადრობენ, მგლის ყმუილიც მომისმენია, სოფელში ისიც მითხრეს რომ იქვე ახლოს ბუნაგი აქვს და პატარა ლეკვებიც ჰყავსო, არავის არასდროს თავს არ დასხმიან აქ მგლები, მხოლოდ დიდთოვლობის დროს შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, თუმცა ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა ძალიან იშვიათია, ეხლაც ვიკითხე და არაფერი ხდება იქეთ, მგლის არანაერი აქტიურობა არ აღინიშნება, რა დასკვნა გავაკეთო? კახეთში გააქტიურდნენ და ხალხს ჭამენ მგლები, მთიულეთსა და ხევში არაფერი ხდება... ხომ არ იცი რა ხდება თუშეთსა და ხევსურეთში? სვანეთში?
გეთანხმები ჩემსკენაც ეგრეა ყაზბეგში, სამი მგელი ვნახეთ საკმაოდ ახლოდან სამნი ვიყავით და მოშორებით გაჩერდნენ და გვაკვირდებოდნენ სანამ თVალს არ მივეფარეთ, თან Mთებში ვიყავით სადაც ტყე არა და ცხოველი არაა , წესით ყველზე მშივრები იქ უნდა ყოფილიყვნენ
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 08 ივლ 2009, 01:14
Makena, ხევსურეთ-სვანეთისას ვერაფერს გეტყვი, მაგრამ თუშეთში მგლის თარეში არასოდეს გამიგონია, რაც სულ მიკვირდა.

არადა, გურიაში, მაღალმთიან სოფლებში, სადაც მოსახლეობა ცოტაა, ზამთარში მგლები, პრაქტიკულად, კომენდანტის საათს აცხადებენ

- შებინდდება თუ არა, მთელი სოფელი სახლებში იკეტება და მეზობლები ერთმანეთთან გადასვლას ვერ ბედავენ.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 08 ივლ 2009, 01:16
შებინდდება თუ არა, მთელი სოფელი სახლებში იკეტება და მეზობლები ერთმანეთთან გადასვლას ვერ ბედავენ.
ისა და -
ვისაც ტუალეტი ეზოში უდგას -
ისინიც ვერ ბედავენ სახლიდან გამოსვლას?

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 08 ივლ 2009, 01:21
Tamari-ch.
ვისაც ტუალეტი ეზოში უდგას -
ისინიც ვერ ბედავენ სახლიდან გამოსვლას?
ბოდიში, მაგრამ ეგ საკითხი არ შემისწავლია.

-
teo-
- იეტი
- Posts: 5269
- Joined: 19 მარ 2008, 21:06
- Location: myinvari
-
Contact:
Post
by teo- » 08 ივლ 2009, 01:33
guruli
კაი რა ეგეთი აარაფერი გამიგია რას ამბობ

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 08 ივლ 2009, 11:05
teo- wrote:guruli
კაი რა ეგეთი აარაფერი გამიგია რას ამბობ

ადი სუფსის ხეობაში - სურებში და გაიგებ.
ან ჩვენს საერთო ნაცნობს ჰკითხე თქვენს სოფელზეც კი ბევრს მოგიყვება - დარწმუნებული ვარ. კომენდანტის საათისასა არა, მაგრამ მგლებისას თარეშისას - კი. მეც რომ ჩავდივარ სოფელში, მამაჩემი სულ მეჩხუბება, ღამე ნუ დადიხარო. მე მაინც დავდივარ, მაგრამ თოფი თუ არა, მინიმუმ, ნაჯახი მაქვს ქამარში გაჩრილი.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 08 ივლ 2009, 11:09
ტელევიზორში უჩვენებიათ, გურიაში ქალაქში დაესხა თურმე მგელი თავს კაცს, ამ კაცს უთქვამს ინტერვიუში რომ ყურადღება არ მივაქციეთ რადგან ძაღლი გვეგონაო... ძაღლის და მგელის გარშჩევა საკმაოდ ადვილი საქმეა, მართლა გაველურებულ ძაღლებთან ხომ არ გვაქვს საქმე?
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 08 ივლ 2009, 15:57
Tamari-ch.
ვისაც ტუალეტი ეზოში უდგას -
ისინიც ვერ ბედავენ სახლიდან გამოსვლას?
ითმენენ დილამდე ან სვანივით გადაჩვევას ცდილობენ.
შეიძლება ზოგი უკვე გადაეჩვია კიდეც...

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 08 ივლ 2009, 16:20
ისე ძნელი წარმოსადგენია დღისით, მზისით, ოზურგეთში მოსეირნე მგელი... ყურადღება რომ არ მიაქციეს გაბრაზდა და კბენაზე გადავიდა

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 08 ივლ 2009, 16:43
Makena
ლაშქრობა– ნადირობა მოვაწყოთ გურიაში
გურულთან მგლებზე

-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 08 ივლ 2009, 17:13
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 08 ივლ 2009, 17:21
Tamari-ch.
გურიაში ნადირობა არ დაგვჭირდება როგორც ვატყობ, რომ გაიგებენ იქაური მგლები ჩვენს ჩასვლას თვითონ მოვლენ სანახავად
