Page 2 of 9

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 12:05
by gobe
ერთადერთხელ მყავს დაჭერილი გიურზა. 1986 წელი იყო. საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი ყაზახეთში, სემიპალატინსკის ოლქში. "მარშ ბრასოკი"-დან ვბრუნდებოდით ბიჭები და გზაზე დავინახეთ გიურზა, პატარა იყო, დაახლოებით 40 სმ. დავიჭირე, ქამარი მოვიხსენი და ქამარზე ვაკბენინე. ძალიან მცირე რაოდენობის შხამი გამოყო... არა და, მცირე ეძახე და ადამიანს კი აგორებს. მერე ბიჭები ატყდნენ, მოდი ტყავი გავაძროთო, მაგრამ აბა მაგის უფლებას როგორ მივცემდი. ჰოდა, მეც იქვე შორიახლოს შევაგდე ბალახებში.
ეს იყო მეორე (მესამეზე ეჭვი მეპარება) უშუალო შეხება შხამიან გველთან.

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 17:38
by kopeina
gobe
გიურზა დაიჭირე, ხელში? და მერე აკბენინე? იცი როგორ უნდა დაიჭირო და ხელი სად უნდა მოჰკიდო?

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 17:49
by gobe
kopeina,
:shock: აბა ისე როგორ დავიჭერდი? თან პატარა იყო, თორე 1.5 მეტრიანს რა დამაჭერინებდა - ნაღდად არ გავრისკავდი.

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 17:51
by kopeina
gobe
ალბათ ორკაპით უნდა დაიჭირო და მერე თავში მოუჭირო ხელი?

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 18:01
by gobe
იმ მომენტში ორკაპს ვერც მივაგნებდი. ჯერ ჯოხით დავაფიქსირე, მერე თავისა და ტანის შეერთების ადგილზე მოვკიდე ხელი და ისე ავიყვანე.

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 18:20
by kopeina
ვაუ, რა საინტერესოა?!

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 19:00
by Guest
ჰოო, შხამის რაოდენობას რაც შეეხება, გიურზას ბევრი შხამის გამოყოფა შეუძლია. თუ ზრდასრული არაა, ცხადია სტანდარტულად დიდ დოზას ვერ გამოუშვებს, (თუმცა პატარა გიურზას შხამი არანაკლებ აქტიურია დიდისაზე). თუმცა დიდ გიურზას 10-40 მლ შხამის გაშვება შეუძლია 1 ჯერზე. ეს ძაან ბევრია (მაგალითად შეიძლება მოკლას 5-10 ადამიანი). კბენისას სხეულში შეშვებული შხამის რაოდენობა კიდევ დამოკიდებულია კბენის ხანგრძლივობაზე. ქამარზე კბენა - წამის მეათედები გაგრძელდებოდა ალბათ. როცა ცხოველს კბენს, 1-2 წამამდე გრძელდება კბენა, და ასწრებს მთელი პორციის ჩაშვებას, ასე რომ თუ გიურზას ნახავთ, ჯობია მისალმებით ან ჰა-ჰა ქუდის მოხდით შემოიფარგლოთ. დაჭერა სახიფათოა.

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 19:21
by guruli
გველს თუ კუდით დაიჭერ და ისე ასწევ ჰაერში, ხელზე ვერაფრით გიკბენს და ტანზე არ უნდა მიიხუტო. თავდაღმა დაკიდებული გველი თას მხოლოდ წელამდე სწევს. ყოველ შემთხვევაში, აქაური გველები ეგრეა და ტროპიკებში, ხიდან ხეზე რომ ფრინავენ, იმათსას ვერ გეტყვით.
P.S. დღეს რუსთავი2-ზე დილის პროგრამაში ვიღაც ნატურალისტი გიურზათი იყო მისული. :lol: :lol:

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 19:53
by Mao
me mxolod michamia :D minda gitxrad priad gemrieli iyo!

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 20:45
by Guest
არსებობს ერთი მრავალგზის გამოცდილი მეთოდი იმისა რომ გველმა არ გიკბინოს თუ ხელში დაჭერა გინდა მისი.
ამისათვის ჯერ უნდა იპოვო გველი
მერე უნდა თვალები მოისრისო რომ დარწმუნდე არ გელანდება
შემდეგ საფეხურზე უნდა წელს ქვემოთ გათიშო(წიფლის ტოტის დახმარებით), თუ თავის ფორმას შეუცვლით (მაგ: გააბრტყელებთ) კიდევ უკეთესი.
ამ პროცედურების შემდეგ გარწმუნებთ რომ გველი უხელფეხო და მუნჯი ცოლივით მორჩილი იქნება.

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 24 იან 2007, 21:16
by kopeina
სტუმარი
შენი მონაყოლიდან ასე გამოდის, რომ აუცილებლად საფეხურთან უნდა მივიყვანოთ გველი, საფეხური ხისა უნდა იყოს თუ ქვისა. მერე აუცილებლად წიფელაც უნდა იზრდებოდეს გვერდზე, რომ ტოტი მოვტეხოთ ან ეგდოს იქვე..... თან გაარკვიო წელი სად აქვს????? :D
ცოლებზე კი მაგარი შედარება მოიყვანე.... :D

ეჰ, მემგონი ასეთ ადგილზე გველს ისევე ვერ მიიყვან როგორც კაცები ვერ ეღირსებით უხელფეხო და მუნჯი ცოლების მორჩილებას...... :lol:

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 25 იან 2007, 14:29
by Guest
kopeina

:D ვერ ვეღირსებით ეგეთ ცოლებს არა?

ისე ტვინს თუ გავანძრევთ მაგს გაკეთება იოლია. ჯერ მოვიყვან ხელფეხიან და თუნდაც გრძელენიან ცოლს (ქალს და არა ცოლს), მერე კი ხელფეხს და ენას რაღაცას მოვუხერხებ თუ არ დამასწრო .. :D

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 25 იან 2007, 14:35
by Guest
თუ მორჩილი არ იქნება, მაშინ ლოგინზე მივაბავ და რაღას იზავს?

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 25 იან 2007, 14:55
by caucasica
სტუმარი
ჯერ მოვიყვან ხელფეხიან და თუნდაც გრძელენიან ცოლს
მეგობარო აქ ფლორა და ფაუნაა ცოლების შესახებ სხვა განყოფილებაში ისაუბრე, თუნდაც რჩევებში :lol:
გაურკვევლობა რომ არ გამოიწვიოს ამ პოსტმა სტუმარი ლამა უნდა იყოს, ტუ არ ვცდები არა? :wink:

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 26 იან 2007, 14:50
by helix
helix-stumari-helix-stumari-helix-stumari
ეს გახლავთ უცნაური და ჯერჯერობით შეუსწავლელი ორგანიზმი, რომელიც ცხოველებს მიეკუთვნება, მცენარეებს, ვირუსებს თუ რას, არ იციან. ამიტომ რამე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ დავდებ.

მართალია, რა დროს ცოლებია.
ვისაუბროთ გველებზე.