Page 9 of 15

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 13 იან 2010, 22:35
by lama
maare
ეგ ფუტკარი არ არის
ეგ სხვა მწერია
სახელად:

plucsus spermus defikus

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 13 იან 2010, 22:48
by ლეონტი
maare
შენ მე გადამრევ, ფუტკარს ვერა ცნობ და მეფუტკრეობის მაღალპროფესიონალურ ნიუანსებზელექციას მაკითხებ?
:lol:

LAMA
მაგარი ხარ საიდან გამოიცანი რო ეგ ბუზფუტკარაა?--plucsus spermus defikus

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 13 იან 2010, 22:49
by qvevri
ლეონტი
მაგას რა გამოცნობა უნდა?

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 13 იან 2010, 23:18
by maare
რა იყო კაცო...?! გითხარით ეს ფუტკარია მეთქი? :?
ლამა დიდი მადლობა. შეიძლება კითხვა მეც ვერ დავსვი სწორად.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 13 იან 2010, 23:27
by ლეონტი
maare
გეხუმრე, რამდენიც გინდა მკითხე ყველაფერზე გიპასუხებ.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 13 იან 2010, 23:44
by maare
რატომ ჰქვია ბუზფუტკარა? გარეგნული მსგავსებით მარტო?

პ.ს. ამ მწერის სახელი შეიძლება არასწორად გიწერიათ ლათინურად? გუგლში ვაკოპირებ და არაფერს მაჩვენებს. :(

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 14 იან 2010, 00:10
by ლეონტი
maare
ესეც ხუმრობა იყო.
მაგ მწერის რამდენიმე სახეობაა და თუმცა ჰგვანან ფუტკარს და ნექტარითაც იკვებებიან, ბუზები არიან.

http://www.chicagonow.com/blogs/chicago ... arden.html

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 14 იან 2010, 00:31
by maare
ხოო, ახლა ნამეტანი პროფესირი ნუ გეგონებით. სულ ოციოდე წლის ვარ, და ფუტკრით ჩემი დაინტერესებაც ერთ წელს ვერ მოითვლის. გერმანიაში გავიარე პრაქტიკა და აქედან ისეთი დილეტანტი წავედი სკა როგორ იხსნებოდა არ ვიცოდი.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 14 იან 2010, 19:52
by lama
maare სვანურად კაცს ნიშნავს და
რამხელა ამბავია თუ მარე ხარ

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 14 იან 2010, 20:30
by maare
ხოო... საინტერესოა :roll: კაი სახელი მრქმევია... :roll:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 17 იან 2010, 21:26
by ლეონტი
lama wrote:maare სვანურად კაცს ნიშნავს და
რამხელა ამბავია თუ მარე ხარ
ჰო ლამა ეგ სიტყვა ძველქართულშიც ფიგურირებდა და უფრო მეტიც შუმერულში.
მარ//მარუმ შუმერულად ვაჟიშვილია.
სვანურში მარე ზოგადად კაცს ქვია მაგრამ მდედრობითი სქესის მიმართაც იხმარება, მაგალითად:"ზურალ-მარე". ისე როგორც ქართულში დედა-კაცი.
ხოლო "ღოჟ-მარე" მამა-კაცი.
ბაბილონშიც გვხვდება ეს სიტყვა: "მარ ატ" რაც კაცის ასულს ეწოდება.
ქართულში მარ ფუძიდან შემოგვრჩა სიტყვა სამარე, რაც კაცის ადგილს , სამარხს ნიშნავს. ასევე : ქმარი, ანუ ქალის კაცი, მეუღლე.
ნ.ბერძენისვილი წერს რომ სიტყვა სა-მარე და სა-ფლავი უნდა იყოს იმ დროის როცა კაცი ქვევრში იმარხებოდაო.(საქართველოს ისტორიის საკითხები).
სადაა ქვევრი დაადასტუროს.
ასევე მარ-ანი , ანუ კაცების( დასამარხი) ადგილი .
სამაროვანი.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 17 იან 2010, 21:51
by qvevri
დასტურს ვიძლევი :!:
სამარე, მარანი, ქვევრი, მარხვა, ქმარი, სამარხი და სხვ. თითქმის ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვებია. თავად სიტყვა მარანი სვანურ ენაში იშიფრება ყველაზე ზუსტად. აღნიშნავს მრავლობით სიტყვას, რომელიც საუბრობს ადგილზე სადაც ბევრი "მარ" ებია. ამ თავსართით თუ ბოლოსართით დიდათა ვარ დაინტერესებული და როდესმე ერთ კარგ მოზრდილ თემასაც დავწერ.

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 17 იან 2010, 22:05
by maare
qvevri wrote:დასტურს ვიძლევი :!:
თავად სიტყვა მარანი სვანურ ენაში იშიფრება ყველაზე ზუსტად. აღნიშნავს მრავლობით სიტყვას, რომელიც საუბრობს ადგილზე სადაც ბევრი "მარ" ებია.
რას აღნიშნავს? ვერ გავიგე. :roll:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 17 იან 2010, 22:24
by qvevri
maare
ზუსტი განმარტება არ არის, მაგრამ ეს სიტყვა სვანურმა ენამ შემოგვინახა. სიტყვა წარმოადგენს კომპოზიტს.
საინტერესო საკითხია და შორს წაგვიყვანს თუ გავყევით :wink:

მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Posted: 17 იან 2010, 22:27
by Nephros
ლეონტი
რა საინტერესოა! აი, ქართულ ენას ძველ ცივილიზაციებთან კავშირის დამადასტურებლად როგორი ძირეული სიტყვა შემოუნახია. აი მესმის სელექციის მეთოდი! ნამდვილად ძლიერების, ე.ი. მამაკაცების მხარეს არის ევოლუციის სელექციური მიდგომა!

ხუმრობა იქით იყოს და "მარ"-ის ევოლუციამ და სხვა სიტყვებში (თან როგორ სიტყვებში!) მისმა ასეთმა გამოვლინებამ ფრიად მომხიბლა!