ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by saskva » 08 ივლ 2009, 12:57

lomikata wrote:tiko_r

სასკვამაც გაიცნო ბელიკო გუდუდი. დღეს დილით ბელიკოს ცოლთან,მოლიკოსთან ერთად ვსეირნობდით, ჰოდა, გუდუდუ სასკვას ეუბნებოდა, მოლიკოს ხელი არ ახლოოო:))) თუ ჩემი არ გჯერა, სასკვას კითხე:))))))))))))

აუ თიკოოოოოოოოო იცი რა ხალისი იყო??? იპოდრომზე ვიყავი უკვე ტრიბუნაზე ვიყავი ასული ვვარჯიშობდი, რომ დავინახე მოლი მინდორს კვეთდა. ჩამოვედი მაშინვე ეგებ მივუსწრო და გავიცნოთქო მოლის მეუღლეთქო. გავიცანი კიდეც ბელიკო, უუუუუუუუუსაყვარლესია. მოლი ყოველთვის დიდი და პუტკუნა მეგონა და ბელიკოს ფონზე პაწუკინად ჩანდა. მოლი მიცნობს და მეთქი გემრიელად მოვეფერებითქო მოვკიდე თუ არა ხელი ბელიკომ ხელი არ ახლო, არ მიწყენინოო. ისეთი სახალისო იყოოოოოოოოოოო. ბელიკოს რომ ვეფერებოდი პირიქით ძალიან კმაყოფილი სახით მიყურებდა :) უუუუუუუუუუსაყვარლესი ძაღლები არიან, ისედაც ყოველთვის მიყვარდა ეგ ჯიში და ბელიკოს და მოლიკოს მერე ხომ საერთოდ. ჩემი ორი გიჯი ძაღლი და 2 გიჟი კატა რომ არა ერთ ლეკვს აუცილებლად წავართმევდი მოლიკოს

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by tiko_r » 08 ივლ 2009, 21:48

saskva
უფ... ერთი ეზოიანი სახლი და მეც წავართმევდი ლეკვს :P

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by tiko_r » 08 ივლ 2009, 21:52

lomikata
ვაი
დაბადების დღე რომ არ მივულოცე ეგ ცუდია :oops:
ფოტოსესიას შემდეგ კვირაში ჩავუტარებ და იმედია მხიარულად იქნება :P

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by Linda » 09 ივლ 2009, 01:43

ბელიკო , მოლიკო, ბენდუ, კარდონა და ა.შ... რომელი ჯიშია?

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by Ninukala » 09 ივლ 2009, 11:09

lomikata
მადლობა.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული


User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by lomikata » 09 ივლ 2009, 11:41

Duckling


მეც ეგ ორი ჯიში მომწონს განსაკუთრებით, ნაგაზი და მალამუტი. ეზოიანი სახლი რომ მქონდეს, ნაგაზს უთუოდ ვიყოლიებდი,მაგრამ კორპუსში მეცოდება.

რაც შეეხება მალამუტს, მაგისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს რამხელა ფართი ექნება, რადგან თუ პატრონი არ დადის, ეგეც გუდასავით აგდია. 1000 ჰა ეზო რომ გქონდეს და შემოღობილი იყოს. ერთი-ორჯერ შეამოწმებს მაგ ეზოს, შეისწავლის და მერე სულ გაგორებული იქნება ძირს. ძირითადად 3 წლამდე ასაკში მოსწონთ ცელქობა, დამოუკიდებლად სირბილი და ცეტობა.მერე დინჯდებიან და თუ შენ არ დადაიხარ, ეგც არ დადის.
ფორუმ.გე-ზე მქონდა დაპოსტილი ინფორმაცია და აქაც დავპოსტავ :ვისაც მალამუტი უნდა, თუ ზოგადად ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვა არ ეზარება იმ ფაქტორმა არ უნდა შეგაშინოთ, რომ ზაფხულში გაუჭირდება. მთავარია გრილ ოთახში გყავდეთ, დილით ადრე და საღამოს გვიან ასეირნოთ და ალერსი არ მოაკლოთ, თბილისის სიცხეს კი არა, საჰარას გაუძლებს. მისთვის მთავარი პატრონის დამოკიდებულებაა.
აქ (ფორუმ-გეზე) ერთს ეწერა, რომ მალამუტი "დურაკიაო" , რადგან ერთ პატრონს არ ირჩევსო. უკაცრავად, მაგრამ ეს შეხედულებაა აბსურდული. ის პატრონს უთუოდ ირჩევს და ამის დასადასტურებლად ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა შემიძლია მსურველებისთვის. რაც შეეხება მის კეთილ დამოკიდებულებას ადამიანებისადმი, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ზოგადად მალამუტი თავის თავს თვლის ყველა ადამიანის პატრონად, იმას კი, ვისაც ვითომ პატრონად ირჩევს, აღიქვამს როგორც ბელადს. მალამუტი მხოლოდ ბელადს ემორჩილება, მეტს არავის. ასე, რომ ის ადამიანთან აიგივებს თავს. შეუძლია ზუსტად ის თვისებები გამოავლინოს, რაც ადამიანებს ახასიათებთ ერთმანეთთან ურთიერთობის დროს. არიან განსაკუტრებით მგრძნობიარეები და მათთვის ერთგულება უმტავრესი პრინციპია, რასაც არამარტო პატრონთან, ანუ ბელადთან, "ცოლთანაც" იცავენ. დედალ-მამალი მალამუტი (მით უფრო, თუ დედალი მაკედ არის) საოცარი სანახავია. ვერ აგიღწერთ ამ დროს როგორ უმტკიცებს ერთგულებას ხვადი ძუს. ან ძუ როგორ ემორჩილება ხვადის " ოჯახურ ტრადიციებს". არაფერს ვამატებ) მსურველებს ჩემი "ბიჭი" შეუძლიათ გაიცნონ და დარწმუნდებიან მალამუტი რა მაგარი ვინმეც არის (და არა რამე)

მოკლედ, მალამუტი უბრალოდ ძაღლი კი არა, ფილოსოფიაა. მის გვერდით გამუდმებით აღმოჩენებს აკეთებ და მაგარ რამეებს სწავლობ.
ყველაზე სასიამოვნო მათი ლაპარაკის მანერაა, წკმუტუნის, ყმუილის და ყეფის ნაზავით შეუძლია მთელი ამბავი მოგიყვეს. გისაყვედუროს, ან მოგეფეროს. თუ სულ შენს გვერდით არის და ღამე არ აიძულებ სახლს გარეთ, უშენოდ დაიძინოს, არ ყმუის. როგორც კი მიტოვებულად იგრძნობს თავს, მაშინვე იწყებს ყმუილს პროტესტის ნიშნად. მოკლედ, ეჭვი არ უნდა შეეპაროთ თქვენს ერთგულებაში, თორემ შესაძლოა ავადაც კი გახდეს იმისათვის, რომ როგორმე თქვენი გადამეტებული ყურადღება მიიქციოს.

ძალიან ეჭვიანიც არის, საკმარისია სახლში ახალი ცხოველი მიიყვანო, თუნდაც მისი ლეკვი, დარდისგან კვდება. მაგალიტად ჩემმა ბელიკომ ვერ აიტანა მისი ბიჭი რომ მოვიყვანე სახლში. მან იფიქრა, რომ კონკურენტი გამოუჩნდა და ის აღარ გვინდოდა, არადა, თავს ვადნებოდით ბელიკოს. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა, რომ მოკვდეს და სანამ ლეკვი სახლში გვყავდა, სამი დღე შიმშილობა გამოაცხადა, სვამდა მხოლოდ წყალს, არ ჭამდა, უმ ხორცსაც კი, რომელზეც გიჟდება. კუდი დამარცხებული ლაშქრის დროშასავით დაუშვა ძირს და ისეთი უბედური გახდა, რომგული მიკვდებოდა. ამიტომაც ლეკვი სასწრაფოდ გავყიდე:))) როდესაც დარწმუნდა, რომ ის უცხო ობიექტი სახლშI აღარ გამოჩნდებოდა, ბელიკომ ისევ იბრუნა პირი ცხოვრებისკენ:)) მაგრამმე კარგა ხანს ვერ მაპტიობდა, რომლეკვი ჩემს ოთახშI მყავდა, იქ არ შEდიოდა პროტესტის ნიშნად. ერთ დღEსაც შევიდა, იატაკი კარგად დაყნოსა. როგორც ჩანს ლეკვის სუნი ისევ აიღო. ვოო, ვოოო საყვედურით მითხრა და ოთახიდან გამოვიდა. ავდექი და ფხვნილით მოვწმინდე იატაკი. დავამთავრე თუ არა, ბელიკო ისევ შევიდა ოთახშI, დასუნა იატაკი, კუდი მაღლა აწია და უუუუ, მითხრა კმაყოფილმა და ჩემს საწოლთან გაგორდა. მოკლედ, არაფერს ვამეტებ. მალამუტი საოცრებააააა. ისევე, როგორც თავისებური საოცრებაა ნაგაზი. ამ ჯიშებს ათასზე მეტი წლის გენეტიკა აქვს და ამიტომაც აქვთ ასე გამოკვეთIლი ინდივიდუალური ხასიათი და გამაჩერეთახლა, თორემ ძაღელბზე თუ დავიწყე ლაპარაკი, ენაზე ბოლი ამივა :D :D :D ზომას ვეღარ ვგრძნობ ამ დროს.

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by lomikata » 09 ივლ 2009, 11:44

Linda


ალიასკის მალამუტები არიან ეგ ქალბატონი და ბატონები.

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by lomikata » 09 ივლ 2009, 11:45

Ketis



მაგარი ლომები გყავს, ულამაზესები არიან.:)

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by lomikata » 09 ივლ 2009, 12:08

ეს მაგარი ბიჭი გუშინ ვნახე "დეზერტირების ბაზართან", "კიდობანის" წინ. ვინმე მერაბი, პატრონი ყიდდა 300 ლარად. დავიწვი ლეკვის საცოდაობით, თაკარა მზის ქვეშ ძალიან უჭირდა ყოფნა. ჰოდა, გადავწყვიტე, როგორმე ახალი პატრონის პოვნაში დავხმარებოდით. როგორც გამყიდველმა პატრონმა მითხრა, თვენახევრის არის, მაგარი ტიპია. საბუთები არ აქვს. მაგრამმაგარი მშობლები ჰყავსო და მსურველს ვაჩვენებო. 300 ლარად ყიდის. თუ ვინმე დაინტერესდებით, დაურეკეთ და ეგებ მორიგდეთ. მადლია ამ გუდასთვის კარგი პატრონი.
345461 დარეკეთ და იკითხეთ მერაბი.
Image

Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by Ninukala » 09 ივლ 2009, 12:18

Ketis
რა მაგრები გყავს... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by Naia » 09 ივლ 2009, 12:21

Ketis
გადავირიე, რამხელები არიან!!!

ძალიან საყვარლები არიან :)

მეც მყავდა კავკასიური ნაგაზი, დიდი იყო, მაგრამ ამხელა არა :)

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by saskva » 09 ივლ 2009, 12:45

აშკარად დააკლდა ამ თემას ჩემი გიჟების ფოტოები, გადავუღებ კიდევ ახლებს და დავდებ ამ დღეებში :D:D:D:D:D:D:D:D:D

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by ჩიტუციო » 09 ივლ 2009, 19:40

Image

Image

Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სურათები

Post by Makena » 10 ივლ 2009, 00:14

lomikata wrote:
Makena wrote:ესეც ბათურა, ნახეთ რამხელა გახდა, 75 კილოა უკვე :)
Image

რა მაგარიააა. როგორი თვალები აქვს, ჭკვიანი, მებრძოლის.:)
lomikata

აი როგორი იყო ბათურა წელწადნახევრის წინ

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]