Page 1 of 3
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 08 დეკ 2006, 20:38
by Mrs. Robinson
ძვირფასებო კი არა, ძალიან ძვირფასებო!

რა დროს ახალი წელია, და თან ძველით, მაგრამ ზედმეტად გულისამაჩუყებელი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის და სიტყვასიტყვით გიგზავნით:
პირველად საქართველოში ყველას, ვისაც უყვარს ექსტრემალური სიტუაციები და თოვლი, 2007 წლის 13-14 იანვარს ძველით ახალი წლის შეხვედრა მყინვარწვეზე 3600 მ სიმაღლეზე შეეძლება. (აქ მეტეო იგულისხმება უდაოდ)
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს თხილამურზე და სნოუბორდზე სრიალის ელემენტარულ წესებს და გადაიხდის 179 ლარს.
ღონისძიებაში მონაწილეთა უსაფრთხოებაზე კვალიფიციური სამთო-სათხილამურო გიდები იზრუნებენ.
კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ "მოგზაურთა კლუბს".
არ იცით როგორ მინდა წასვლა, მაგრამ მე ჩემი ნატკენი ფეხით ვაი, რომ ვერ გავქაჩავ, თქვენ გიგულშემატკივრებთ შორიდან, საუკეთესო შემთხვევაში გუდაურიდან!
აბა თქვენ იცით! წარმატებებს გისურვებთ!

მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 09 დეკ 2006, 01:47
by gobe
Mrs. Robinson,
რახამც შენ გამოჩნდი, აღარაფერს ვჩივით. წინადადება მართლაც დამაფიქრებელია - იდეააააა ... იდეის მოუსმენელს გაგხდის!
გაიხარე!!! ეგრე უნდა მოგვანატრო(თ) თავ
ი(ები)?

მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 09 დეკ 2006, 12:18
by Giorgi Bagrationi
როგორც განცხადებიდან მივხვდი მეტეოზე ვერთმფრენით დაჯდებით და იქიდან ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ თხილამურებით დაეშვებით, ასე რომ ბევრი სასიარულო არ იქნება; თუ კარგად სრიალებთ 1 საათში ყაზბეგში იქნებით.
ოღონდ თხილამურებს რაც შეეხება უნდა იცოდეთ "ყამირზე" სრიალი და სასურველი იქნება თუ სპეციალურად დიდ თოვლში სასრიალო თხილამურები გექნებათ.
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 10 დეკ 2006, 14:27
by Juni
აუ აუ აუ აუ ა
დეტალურად სად გავიგო ინფორმაცია?
ან საიტი ან ტელეფონი , აუ აუა აუაუაუაუაუაუა
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 11 დეკ 2006, 00:19
by Mao
Juni
me getyvi
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 11 დეკ 2006, 12:05
by Juni
Mao
მობრძანდებით?
ხომ ძაან მაგარი იქნება?
მე მინდა, ძაან მინდა და სავარაუდოდ წამოვალ

მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 12 დეკ 2006, 13:24
by გვალდა
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 12 დეკ 2006, 13:37
by Juni
მე ვარ და ჩემი ერთი მეგობარი და ორივე ვკანკალებთ

მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 12 დეკ 2006, 17:19
by Mrs. Robinson
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 13 დეკ 2006, 10:01
by Juni
Mrs. Robinson
გმადლობ დავუკავშირდი და ახლა ზარს ველოდები რომ დამირეკონ და დეტალურად გავიგო რა ხდება

დავაზუსტებ და აქაც ვიტყვი

მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 13 დეკ 2006, 12:08
by Juni
ვიყავი
ვესაუბრე და გავარკვიე დეტალები.
ესე იგი
180 ლარში შედის
ყაზბეგი - მეტეო - ყაზბეგი
ყაზბეგამდე ყველა თავისი "ხოდით" მიდის.
სასურველია 12 ში საღამოს ყველა იყოს ყაზბეგში, 13 ში დილაადრიან გავდივართ ფეხით. აუცლებელია საძილე ტომარა, ტურში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც მოთხილამურეებს, ასევე "SNOWBOARD-ისტებს და ასევე ფეხით მოარულთაც !
ძველით ახალწელს ვხვდებით იქ თავის ყველაფრით, მენიუში არ შედის ალკ.სასმელები (ანუ ეს ჩვენ უნდა ვიქონიოთ).
და დილით 14 ში ვეშვებით
ყაზბეგამდე თუ ამინდმა ძაან არ დაგვთოვლა
მაშ ასე, მგონი გენიალურია.
ხო მთელი ამუნიცია ჩვენით უნდა ავიტანოთ, როგორც ამიხსნეს არანაირი პრობლემა არ იქნება.
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 13 დეკ 2006, 12:26
by dat
მოგესალმებით ყველას...
მე გახლავართ ,,მოგზაურთა კლუბის" წარმომადგენელი
შემიძლია გაგარკვიოთ ყველაფერში.
მე თვითონ ვხელმძღვანელობ ამ პროექტს.
დამიკავშირდით მეილზე ან ტელეფონზე 893629677; ოფისი; 921060, 921166
დავით ალანია
www.travelclub.ge ნახეთ ნიუსები,
არის საიტის ქართული ვერსიაც,
http://www.travelclub.ge/g_index.html
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 13 დეკ 2006, 13:32
by გვალდა
დავით ალანია
უი, მე თქვენ გიცნობთ
დღეს დილას რადიო სინდიკატმაც დაარეკლამა ეს ტური. ალბათ ბევრი მსურველი იქნება.
ესე იგი უნდა მოვამზადოთ 180 ლარი, რუგზაკი, საძილე ტომარა, თხილამურები და ა.შ. აღჭურვილობა.
მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 13 დეკ 2006, 13:59
by Juni
dat
ბატონო დავით მე თქვენ დღეს გელაპარაკეთ

მყინვარწვერზე ძველით ახალ წელს!
Posted: 13 დეკ 2006, 15:42
by Nika
აფსუს რა დროს მოვიტეხე თითი. წარმატებებს და კარგ ამინდს გისურვებთ. და ველით მაგარ ფოტოებს.