
რა დროს ახალი წელია, და თან ძველით, მაგრამ ზედმეტად გულისამაჩუყებელი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის და სიტყვასიტყვით გიგზავნით:
პირველად საქართველოში ყველას, ვისაც უყვარს ექსტრემალური სიტუაციები და თოვლი, 2007 წლის 13-14 იანვარს ძველით ახალი წლის შეხვედრა მყინვარწვეზე 3600 მ სიმაღლეზე შეეძლება. (აქ მეტეო იგულისხმება უდაოდ)
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს თხილამურზე და სნოუბორდზე სრიალის ელემენტარულ წესებს და გადაიხდის 179 ლარს.
ღონისძიებაში მონაწილეთა უსაფრთხოებაზე კვალიფიციური სამთო-სათხილამურო გიდები იზრუნებენ.
კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ "მოგზაურთა კლუბს".
არ იცით როგორ მინდა წასვლა, მაგრამ მე ჩემი ნატკენი ფეხით ვაი, რომ ვერ გავქაჩავ, თქვენ გიგულშემატკივრებთ შორიდან, საუკეთესო შემთხვევაში გუდაურიდან!
აბა თქვენ იცით! წარმატებებს გისურვებთ!
