Page 1 of 10

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 06 დეკ 2004, 13:37
by lukrecia
სალამი ხალხსა და ჯამაათს.ანუ სალამი ხალხნო და ჯამაათნო.როგორ ბრძანდებით?პარასკევს გუდაურში სეზონი გაიხსნა და იმისთანა თოვლიაოოოოო.....გადირევი პირდაპირო.ასე რომ დროა სარდაფიდან ამოვზიდო ჩემი აღჭურვილობა.თქვენ რას იტყვით ხალხნო?გუდაურთან,სრიალთან და ზოგადად თოვლთან რა დამოკიდებულება გაქვთ?მართალია ისევ უადგილო ადგილას დავწერე,მაგრამ იმედია გვალვა არ გაბრაზდება.მე პირადად ზამთარი მარტო იმიტომ მიყვარს,რომ სრიალი შეიძლება.
თან რა გზა დაგვიგეს!!!!იფ იფ იფ.......

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 06 დეკ 2004, 14:41
by Gvalva
ლუკრეცია,

იმედია შენც არ გაბრაზდები ეს თემა რომ აქეთ გადმოვიტანე :)

გუდაურთან კარგი დამოკიდებულენბა მაქვს, ყოველშემთხვევაში ვცდილობ მქონდეს ;), მაგრამ უფრო თებერვალ-მარტში დავდივარ ხოლმე, ალბათ გვიან ვაფიქსირებ რომ სეზონია და უნდა მოვასწრო, ისედაც, როგორც ეხპერტებისგან მსმენია, დეკემბერ-იანვარი ვერც ისე კაიაო, ამინდით და თოვლით.

ეკიპიროვკა სარდაფში არ მაქვს, ალბათ იმიტომ რომ თვითონ სარდაფიც არ მაქვს :), (სამაგიეროდ მაქვს სხვენი) მაგრამ მაინც ოთახში მილაგია. ისე განსაახლებელი მაქვს და სულ ვამბობ, კაი ეს სეზონიც ეს იყოს და მერე ვიყიდი-მეთქი.

გზა მართლა მაგარია!!! ამ ზაფხულს რამდენჯერმე ვიყავი ყაზბეგში და ზაფხულში უფრო კაი იყო, თოვლის კორიდორი რომ არ ქონდა.

მოკლედ, გუდაურში მაგარი ტრასებია, როგორც სათხილამურო ისე სამანქანე.
ვიაროთ და მოვუყვეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 08 დეკ 2004, 19:55
by Gvalva
ლუკრეცია,

შაბათს ან კვირას მივდივარ გუდაურში, რას შვრები მოდიხარ? იმედია თოვლი მართლა იქნება, თორემ დღეს ისეთი დღე იყო რაგაც ეჭვი შემეპარა.

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 13 დეკ 2004, 11:23
by Wanderer
lukrecia
ყველაფერში გეთანხმები! მე მაგალითად ზამთარი ალბათ ყველა დროზე მეტად მიყვარს და მიყვარს ალბათ იმიტომ, რომ ზამთარში არის სიცივე და არის თოვლი(თბილისს არ ვგულისხმობ). სრიალი ძალიან კარგი რამეა და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ცოტა არ იყოს და ხარჯიანია :( გუდაური მეც ძალიან მიყვარს, ბაკურიანიც, მაგრამ ზემოთხსენებული მიზეზის გამო ძალიან იშვიათად თუ მოვხვდები ხოლმე მასეთ ადგილებში. მაგალითად, შარშან 1 დღით ვიყავი გუდაურში, ბაკურიანში კი მემგონი 4 წელი არ ვყოფილვარ :cry: წელს დიდი იმედი მაქვს, რომ სადმე მოვახერხებ წასვლას!

Gvalva
გუდაურში მართლაც კარგი ტრასებია. მაგრად ასწორებს მანდ სრიალი. სხვათაშორის მეც მასე გამიგია, რომ თებერვალ-მარტში სჯობია მანდ წასვლა. თუ წავალ, ალბათ მაგ დროისთვის წავალ.

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 13 დეკ 2004, 12:36
by Gvalva
გუშინ ვიყავი გუდაურში არაჩვეულებრივი თოვლი და ასეთივე ამინდი იყო. უკან მიმაქვს ჩემი ნათქვამი დეკემბერ-იანვარზე. ალბათ გამართლებაც იყო. წინა საღამოს მოთოვლილი, მთელი გზა თოვლი კი იდო მაგრამ უპრობლემდ ავედით. ტრასა იყო რბილი და მორჩილი, ოღონდ რამე გეთქვა, მაშინვე ყველაფერს გისრულებდა :), ხალხი შედარებით ცოტა იყო და სიჩუმეში თოვლის ხრაშუნი ისმოდა, საბაგიროზე ციოდა საკმაოდ, კიდევ კარგი მზე იყო. ერთადერთი რასაც ვნანობ ის არის რომ ფოტოაპარატი არ წავიღე, თითები ისეთი გაყინული მაქვს საბაგიროდან რომ გადმოვდივარ, ხელთათმანის გახდა წარმოუდგენელია ხოლმე. არადა რამდენი კარგი კადრი გამოვიდოდა. ჯერ თოვლი არც ისე მაღალია და ირგვლივ მთებზე კლდეები ისევ ჩანდა ადგილ-ადგილ. მოკლედ ეხლა გადაუღებელი სურათების აღწერას არ დავიწყებ, მე თვალით დამახსოვრებული მაქვს და თქვენ კიდევ მოყოლით მაინც ვერ დაინახავთ.

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 27 დეკ 2004, 14:22
by lukrecia
სალამი კარ ხალხს!!!უდროობისდა გამო ხშირად ვერ შემოვდივარ,რადგან ვიცი,რომ შემოვდივარ ვეღარ გავდივარ 3 საათი.გუდაური მომენატრა მაგრად.იანვარი იმირომ ითვლება უარყოფითად,რომ ცივა-ხოლმე მაგრად.შარშან ვიყავი და თავი თოვლის დედოფალი მეგონა.ნისლი იყო ისეთი,სად ცა იყო და სად მიწა ვერ გაარჩევდი და რომ მივსრიალებდი ასე მეგონა რძეში მივცურავდი.წარმოიდგინეთ,სიჩუმეა და გარშემო სულ სულ თეთრი ყველაფერი.საკუთარ თხილამურს ვეღარ ხედავ უფფ......როდის წავალ...ალბათ ახალი წლის მერე.აპარატს რაც შეეხება,ერთხელ გულზე მეკიდა აპარატი და ისე დავეძნეყვე საკუთარ ზენიტს,რომ მგონი დღემდე ნეკნი მაქვს გატეხილი და არც კი ვიცი.ამიტომ თუ აპარატს წაიღებთ ზურგზე გადაიკიდეთ ზურგზეეეეეე

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 23 მარ 2005, 12:52
by tio74
ეეეეეეეეჰ...
შაბათს ვიყავი გუდაურში და ....
აბა რა ... ცუდი ფეხი ჩავიტანე თუ რა .... :mrgreen:
მოკლედ, მაგრად დაგვანამქერა თოვლმა... სუხიაც კი გადაიდო ...
ისე კი ... ძალიან კარგად დავისვენე მაინც! ;) :)
...
აბა, ამ შაბათ-კვირას ვინ მიდის გუდაურშიიიიიიიიი!? .... :)
.....

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 23 მარ 2005, 16:10
by გვალდა
ыыыыыыыы!!!!

20-ში გზიდან მოვბრუნდით, უამინდობის გამო.

კვირას ისევ წავალ. ამინდო, ო, ამინდოოო, ფლიზ, ფლიზ დუ ას ე ფევა :roll:

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 24 მარ 2005, 08:32
by Guest
სალამი ხალხნო.გამიხარდა თქვენი ხმის გაგონება. შაბათს მეც ვიყავი გუდაურში.მართალია თოვდა და ქარი იყო,მაგრამ მაინც ძალიან ვისიამოვნეთ.კიდევ კარგი კვირას არ დავრჩით და შაბათსვე წამოვედით.ამ შაბათ-კვირას ისევ ავალ.იმედია კარგი ამინდი იქნება.ამ სეზონზე რაღაც არ მიმართლებს,მაგრამ ცუდ ამინდსაც აქვს თავისი დადებითი მხარეები.აი შაბათს,კანატკაზე რომ ძაან დათოვლილი ვიჯექი,ვიგაც 2 ბიჭიც იჯდა და თერმოსით გლინტვეინი გაჩითეს.ცხელი.ანუ მოხარშული წითელი ღვინო სუნელებით.მაგგგგგარი იყო ძაან.თან ცუდ ამინდში გაასწორა.შაბათს ავალ ალბათ ისევ.იმედია კარგი ამინდი იქნება.

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 24 მარ 2005, 08:53
by lukrecia
ეს სტუმარი მე ვარ.
კიდევ დამავიწყდა LOGIN.
ისე ერთხელ ყველანი რომ იქნებით გუდაურში შევთანხმდეთ და დავენახოთ ერთმანეთს.არა,თქვენ კი იცნობთ ერთიმეორეს,მაგრამ მე არავის გიცნობთ.
ხოდა ასე.რას იტყვით?

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 24 მარ 2005, 15:46
by გვალდა
არაა, სულაც არ ვიცნობ არავის გარდა თიოსი, მაგრამ თიომ არ იცის მგონი რომ ეს მე ვარ აქ


ამონარიდი:
კანატკაზე რომ ძაან დათოვლილი ვიჯექი,ვიგაც 2 ბიჭიც იჯდა და თერმოსით გლინტვეინი გაჩითეს.ცხელი.ანუ მოხარშული წითელი ღვინო სუნელებით
ძალაინ, ძალიან მაგარიააააააააა
თერმოსი რა კარგი გამახსენე, გუშინ ვფიქრობდი ეს ნივთი როგორ მესაჭიროება-თქო და შესაძენი მაქვს. შავღვინიან ჩაის წავიღებ ცხელ-ცხელს. აუ, იმედია წავალ, მანქანამ რომ მიმტყუნოს, ერთ ადამიანს დავკარგაააავ ს კანცამი

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 28 მარ 2005, 17:52
by Gvalva
რა ქენით იყავით შაბათ-კვირას გუდაურში?

მე ვიყავი შაბათს და ისეთი წკრიალა ამინდი იყო, სამხრეთ საქართველოს თოვლიანი მთები ჩანდა დილას. ასევე დავინახე ე.წ. "სოლნეჩნოე გალო" რომელიც პირველად ახალწლებზე შევამჩნიე თბილისში ჩემი ფანჯრიდან, და ახლა მეორედ ვნახე. ფოტოაპარატი არ მქონდა, მარა სახლში რომ მივალ ჩემი ფანჯრიდან გადაღებულ სურათს დავდებ, რომ განვმარტო "გალო"-ს რას ვეძახი.
შუადღისას ისე აცივდა, ტრასებზე ხალხი შემცირდა, მარა მალევე ისე დათბა და ისეთი სასიამოვნო იყო სრიალი, კინაღამ ბუნტი ავტეხეთ 4-ზე რატომ კეტავთ საბაგიროსო:)

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 29 მარ 2005, 11:45
by გვალდა
მეც ავტეხე ბუნტი საბაგიროს 4-ზე დაკეტვის გამო :) , მაგრამ მერე მივხვდი ეგენი ჩემზე დიდი ჭკუისანი რომ არიან :) :) მესამე სულ ზედა დაკეტეს 4:15-ზე და კუდებზე რომ ავაღწიეთ ხუთი თითქმის სრულდებოდა. მეორემდე კი ჩამოვედით ხალისიანად მაგრამ მზემ რომ დაიწყო ჩასვლა ცოტა არ იყოს "დაგვერხა". სად გაკვალული, სად გასაკვალი, სად ტრასა და სად მთა ვეღარ ვარკვევდით :oops: სათვალეში ყველაფერი ერთ ფერში, გადატკიცინებული თეთრი იყო, მოვიხსნიდი და ცისფერი რგოლები დაფრინავდნენ ირგვლივ :roll:
მაგრამ მაინც ძალიან ძალიან ძალიან კარგი იყო. 8)

კვირას მიდიხართ? იქნებ იქ მართლა გვენახა ერთმანეთი?

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 29 მარ 2005, 13:30
by lukrecia
რატომ კეტავენ ოთხზე ვა!საათიც გადაწიეს და დღეც გაიზარდა.არ მომეწონა ეს.
მე მარტო შაბათობით დავდივარ.კვირას ვმუშაობ.ამ შაბათს თუ ასეთი წვიმა-თოვლები არ იქნება აუცილებლად წავალ.მოვასწრო სანამ დადნება,თორემ მერე ელოდე 1 წელი.......
და ისე მაგარი რა არის იცით?კანატკასთან რომ ქინძური ჰოთ-დოგები იყიდება,იმას ხომ ასი წელი აქ რო ქუჩაში შემხვდეს არ ვიყიდი.გუდაურში კიდევ ჰოთ-დოგი მეფური საჭმელია.სულ ვსკდები.ავდივარ თუ არა ეგრევე ჰოთ დოგიიიიიიიიიიიიიიი.დაჟე მარხვის დროსაც.პროსტა სასისკს არ ვადებინებთ.მაგარია გუდაურის ჰოთ-დოგი,ბაკურას მწვადები და ფასანაურის ხინკალი.

გუდაურში სეზონი გაიხსნა

Posted: 29 მარ 2005, 14:11
by გვალდა
კანატკასთან რომ ქინძური ჰოთ-დოგები იყიდება,იმას ხომ ასი წელი აქ რო ქუჩაში შემხვდეს არ ვიყიდი.გუდაურში კიდევ ჰოთ-დოგი მეფური საჭმელია
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: მაგარია.