თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

ზამთრის სპორტი - თხილამურები, სნოუბორდი და სხვა

Moderators: Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by Makena » 08 მარ 2010, 17:08

Gvalva wrote:თამაზ,

ძალიან კარგი ვიდეო დადე, რაღაცნაირად თვალი ამიხილა მუხლების როლზე. ეხლა მივხვდი რომ თხილამურის კანტზე დაყენებას ვცდილობდი არა მუხლების ხარჯზე, არამედ... მოკლედ არ ვიცი რის ხარჯზე, მეშინია ვთქვა კოჭების მეთქი :), მაგრამ შიდა მუხლს კიდე ვაქცევდი ყურადღებას და აი გარე მუხლი სულ არ გამხსენებია. ალბათ უფრო ქუსლს ვაწვებოდი.

იქვე ვიპოვე მეორე ვიდეო სადაც უფრო დეტალურადაა მუხლების მოძრაობაზე ყურადღება გამახვილებული. ეს ვიდეო ყველამ უნდა ნახოს!!!

http://www.youtube.com/watch?v=vlzIkIQa ... re=related
გვალვა, ძალიან კარგი ვიდეოა, მუხლებია მთავარი, არავითარი ტერფები და თითის წვერები :wink: რათქმაუნდა ცოტა მეტი სიჩქარეა საჭირო და მუდმივი ყურადრება მასზედ რომ წვივვებით მუდმივად წინ უნდა მივაწვეთ ბათინკს.
ამ ვიდეოზე ეს კაცი იდეალურად აჩვენებს სპორტულად, ორივე კანტით მოხვევის ტექნიკას და ეს ყოველივე მუხლების კონტროლით ხორციელდება, თხილამურების ფხოჭიალის გარეშე.
Last edited by Makena on 08 მარ 2010, 17:23, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by Makena » 08 მარ 2010, 17:13

Toma wrote:გვალვა, მაკენა

აბა ეს ბმულიც ნახეთ, როგორ პარალელური ფეხებით მოსრიალებს

http://www.youtube.com/watch?v=itGgTmMs ... re=related
Toma
გვალვას ბმული ნახე, იქ ძალიან კარგად არის ნაჩვენები 2 კანტზე სრიალი.
აქ შენ რაც დადე, ძირითადად მოკლე მოხვევებია ნაჩვენები და თანაც ეს კაცი აშკარად აცურებს თხილამურს, რადგან ასეთი შეტყუპებული ფეხებით სხვაგვარად შეუძლებელია.

აი თვით ბოდი მილერი გვასწავლის:
http://www.youtube.com/watch?v=41llqEmmlQI&NR=1

User avatar
Skier
ბოდიალა
Posts: 220
Joined: 22 ნოე 2009, 15:28
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by Skier » 08 მარ 2010, 18:30

ესეც ჩვენი Freeride :]

http://www.youtube.com/watch?v=K_Rai9ni ... r_embedded
FreeStyle Skier, Bike Lover & OverClocker

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by teo- » 08 მარ 2010, 20:19

ზურა მასწავლიდა რომ ყოველი მოხვევისდროს ფეხი უნდა ავწიო და მივადგა:) მანამდე არასოდეს მისრიალია ეგრე და ესე ვერც დავამუღამე იმიტო რო მძიმეა ფეხი:) თუ უხვევთ ვინმე ესე?
არა ექსკურსიას! Image

User avatar
baqo
მაწანწალა
Posts: 341
Joined: 01 ივნ 2009, 20:57
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by baqo » 08 მარ 2010, 20:28

თუ კანტზე გინდა სრიალი ფეხი არასდროს არ იწევა

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by Wanderer » 09 მარ 2010, 16:25

teo-
კი, ბევრი გეტყვის მასე. საქმე იმაშია, რომ თუ შედარებით დამწყები ხარ და თან ნელა სრიალებ, მაშინ კარგი იქნება თუ მასე ასწევ ხოლმე ფეხს და ისე მოუხვევ. ძაან აწევა არ არის საჭირო. სულ ოდნავ აწევა უკვე გიადვილებს მოხვევას.

მერე რომ დაამუღამებ და თან სიჩქარესაც მოუმატებ აღარ დაგჭირდება ფეხის აწევა. ტანის სწორი გადახრა საკმარისი იქნება მოსახვევად. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
baqo
მაწანწალა
Posts: 341
Joined: 01 ივნ 2009, 20:57
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by baqo » 09 მარ 2010, 16:58

მაგ შემთხვევაშიც არ უნდა აწიოს მხოლოდ უნდა მიუცუროს.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by Makena » 09 მარ 2010, 17:45

teo-
ფეხი არ უდა ასწიო, თუ ერთხელ მიეჩვიე აწევას მერე ვეღარ გადაეჩვევი, თხილამურებზე სრიალს ვგულისხმობ. 8)
შიდა თხილამურზე ამცირებ დაწოლას და ოდნავ წინ უშვებ, გარე თხილამურზე წონის გადატანის დროს, შესაბამისად შიდა თხილამური უნდა მიაცურო გარესთან ისე რომ თხილამურები პარალელურად დადგნენ.
Last edited by Makena on 09 მარ 2010, 19:17, edited 1 time in total.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by teo- » 09 მარ 2010, 18:34

Makena
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ოდნავ ისედაც იწევა მარა რო ავწიო და მერე მივადგა ეგეთი რამე არ შემიძძლია და არც მინდა..

მოხვევას რაც შეეხება ვუხვევ ისედაც ზურა
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თხილამურებზე სრიალის ტექნიკა

Post by Gvalva » 22 მარ 2010, 11:39

თხილამეურებზე სრიალის ტექნიკის დასახვეწად რამდენიმე წესი დავადგინე.

ახალს არაფერს ვამბობ, თუ ლიტერატურას კითხულობთ ეს ყველაფერი ამოკითხული გექნებათ, მაგრამ საკუთარ ტყავზე რომ გამოცდი და დარწმუნდები რომ საჭიროა მერე უფრო დაბეჯითებით მოითხოვ რომ ამ წესებს მიაქციოს ყურადღება იმანაც, თუ ვინმე ჯერ კიდევ არ იცავს.

1. ისრიალე ყველანაირ ამინდში! ცუდი ხედვა (!), თოვა, ქარი - ისრიალე მთელი დატვირთვით.

2. ტრასა ჩაიარე გაჩერების გარეშე. აუ, რა კაია! რა საშინლად სრიალებს ის ვიღაც, ანეგდოტები დაბლა საბაგიროს რიგში, რიგი დიდია. დაივიწყე შუალედური ტუსოვკები! დალოდება და პატივისცემა.

3. გადაიღეთ ერთმანეთის სრიალის ვიდეო! შეარჩიეთ კარგი ფერდი და ერთმანეთს გადაუღეთ თუნდაც ტელეფონით. სახლში ნახეთ დეტალურად, ეძებეთ შეცდომები. გააჩერეთ კადრი და შეადარეთ youtube-ზე ნანახ ვიდეო გაკვეთილებს. დაინახავთ დგომის და თხილამურების განლაგების უამრავ შეცომას. დამიჯერეთ, ღირს გადაღებაზე დროის დაკარგვა!

P.S. GOM Player-ის გაჩერებული კადრების jpg-დ შენახვას რაღაც ვერ ვახერხებ და იქნებ მასწავლოთ :roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]