Page 22 of 23

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 01 მაი 2009, 21:52
by Giorgi Bagrationi
დღეს დილით გუდაურის ტრასების და მარკო პოლოს დირექტორს ველაპარაკე და მითხრა, რომ შაბათს და კვირას ჩავრთავთ საბაგიროებსო. თოვლი საკმარისიაო. 9 საათიდან იმუშავებსო. ეს ალბათ "ბოლო ბანაობა" იქნება და მართალია ჩემი მანქანა სავსეა, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ამ ინფორმაციას და შეძლებთ წამოსვლას, მე მგონი არ ინანებთ :wink:

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 01 მაი 2009, 22:00
by Wanderer
ეხ. მე არ ვიტყოდი უარს. :)

თუ ვინმე აპირებს მანქანით წასვლას ადგილს დავუკავებ. :D :D

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 02 მაი 2009, 19:38
by Giorgi Bagrationi
მშვენიერი ამინდი იყო. თოვლიც საკმარისია და კუდებზე და საძელეზე ვსრიალებდით. საბაგიროები 8.45 ჩართეს და 13.30-მდე ვისრიალეთ, რადგან მოგეხსენებათ დათბა (მაისია უკვე) და თოვლიც ძალიან "დამძიმდა". თითქმის 5 საათი სრიალი ნამდვილად გვეყო და თბილისშიც ადრე ჩამოვედით. ხვალაც ასე იქნება, ოღონდ მე ვერ მივდივარ. თქვეს, რომ თუ ხალხი ივლისო კიდევ 2-3 კვირა ვამუშავებთო. :wink:

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 03 მაი 2009, 00:18
by Wanderer
Giorgi Bagrationi
მაგარია! მაისია და სეზონია ჯერ კიდევ.

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 21 ივლ 2009, 13:51
by Juni
;(

მენატრება

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 21 ივლ 2009, 17:33
by Wanderer
Juni
ეჰ...

ისე ეხლა ტობავარჩხილზე მივდივარ და იქ ვნახავ თოვლს აუცილებლად.:)

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 16 დეკ 2009, 19:57
by Skier
დღეს გაიხსნა სეზონი გუდაურში ხვალ დილით მივდივარ, ჩამოგიტანთ ახალ ამბებს :)

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 16 დეკ 2009, 22:08
by Wanderer
Skier
იქნებ დააკვირდე რომელი საბაგიროები იქნება გახსნილი და რომელი ტრასები გაკვალული. ძალიან მაინტერესებს. :)

თოვლის მდგომარეობაც საინტერესოა. :)

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 17 დეკ 2009, 16:49
by Naia
ხვალ ბაკურიანის სეზონი იხსნება

http://internet.ge/v2/index.php?action= ... news=63079

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 17 დეკ 2009, 20:02
by Skier
Wanderer

ეხლა ჩამოვედით.

მე Skiller და Lester :)

ყველა საბაგირო ჩართული იყო და გაკვალული, უბრალოდ კუდებზე ნისლი იყო და არ ავსულვართ 1 ის გარდა ყველგან კარგი სასრიალოა პირველ ტრასაზე არ ისრიალება ანუ არ არის კარგი თოვლი. საერთო ჯამში კარგი იყო სულ 20 კაცი ვსრიალებდით... იმედია მალე მოთოვს :/

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 17 დეკ 2009, 20:29
by teo-
:კანკალ:

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 17 დეკ 2009, 21:31
by Skier
Image Image Image Image Image

ესეც დღევანდელი დღე :]

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 17 დეკ 2009, 21:42
by lama
Skier
მაინც არ არის საკმარისი თოვლი

:)

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 17 დეკ 2009, 22:10
by Skier
არ არის პირველზე, მაგრამ მეორეზე და ზემოთ იმდენად კარგი სასრიალოა შუა სეზონზე არ იყო შარშან. თან ცოტა ხალხია დღეს Max 20 კაცი ვსრიალებდით და არ ფუჭდება ტრასები

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 17 დეკ 2009, 23:32
by Moqandake
რას მირჩევთ დამწყებთათვის სადაა კარგი თხილამურები კარგ ფასში ?