Page 20 of 23

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:29
by Makena
Toma
როგორც გავიგე პროგრესირებ, აბა რითი გააუმჯობესე სრიალი? 8)

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:31
by Toma
პარალელური ფეხებით ვსრიალებ და სიჩქარეს მოუმატე საგრძნობლად. ძალიან მაგარი იყო ალბათ შემდეგ შაბათ კვირასაც წავალთ.

15 მოვასწარი ჩამოსრიალება. :D

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:33
by Makena
თოვლის საქმე როგორ არის? შუადღისით აქაშდა თუ მყარად იყო?

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:35
by Toma
არა არაფერი არ აქაშდა ზალიან კარგი იყო. ეხლა ალბათ მთელი თბილისი შეესევა და თუ არ დაამატა თოვლი ალბათ აქაშდება. :(

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:35
by Makena
Toma wrote:პარალელური ფეხებით ვსრიალებ და სიჩქარეს მოუმატე საგრძნობლად. ძალიან მაგარი იყო ალბათ შემდეგ შაბათ კვირასაც წავალთ.

15 მოვასწარი ჩამოსრიალება. :D
Toma
ყოჩაღ, სიჩქარის მომატება დიდი წინსვლაა, ეხლა უკვე კანტებს უნდა დააწვე და ფხოჭიალი უნდა ავლაგმოთ :wink:
ჯოხების ხმარება თუ დაიწყე?
საძელე მაინტერესებს, ტრასაც და ხედიც, მყინვარი მოჩანს თურმე კარგად :)

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:39
by Toma
კი ჯოხების ხმარებაც დავიწყე, მოკლედ ბავშვი ერთბაშად რომ აიდგამს ფეხს ისე დამემართა. ზურას არ დაეზარა და ბოლომდე აიღო თავის თავზე ჩემი "ტრენერის" ფუნქცია, კარგადაც გამოუვიდა.

ზურამ თქვა საზელეზე ცინა კვირას ვიყავი და ძალიან კარგი არისო. მეტი ექსტრიმიაოოო უფრო დამრეცია და ერთ ადგილას ძალიან ვიწროაოო.


ხედები არაჩვეულებრინია და კობში შეიძლება უკანა მხრიდან დაშვებაო.

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:43
by Makena
იმედია წელს საძელეზე მოვახერხებთ ასვლას.
ჰო, პროგრესსაც შეგიმოწმებ, მართალი გითხრა წინა ასვლაზე უკვე გეტყობოდა რომ პროგრესი გექნებოდა, კარგია რომ ზურა დაგეხმარა, შენ ასე თუ გააგრძელე მომავალ წელს უკვე ახალი თხილამური გექნება საყიდელი, უფრო ექსტრემალური 8)
შემდეგ გასვლაზე ვეცდები რომ შემოგიერთდეთ.

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:44
by Makena
Toma
ჰო მართლა შენი ჯოხები, გვალვას რომ ათხოვე ხომ გახსოვს, ჩემთან არის სახლში, გვალვას დარჩა მანქანაში.

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 12:46
by Toma
Makena
ეგ ბატი ეგა რაზე ფიქრობდა :D

ვაჩუქე და საჩუქარს ესე დაუდევრად ექცევა? :evil: კიდევ ვაჩუქებ არ უნდა?????????? :D

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 13:43
by zura N.
Makena
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=210

აქ არის ხედები საძელედან... :) :wink:

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 13:46
by zura N.
Makena wrote:zura N.
საძელეზე არ ასულხართ? როგორი ტრასაა?
როგორც ტომამ თქვა საძელე დაკეტილი იყო ქარის გამო... თუმცა კუდებზე რო ავედით და იქედან გავხედე ტრასა არ ჩანდა, მგონი რაც მოთოვა არ გაუწმენდიათ საძელეზე უკანა ტრასა... მე ვერ დავინახე რავი... :roll: :oops:
ხედები კი მართლაც არაჩვეულებრივია... კუდები ვერ შეედრება!
დაბლა ტრასები ძალიან კარგი, ქაშა საერთოდ არ ყოფილა... ალბათ მცირედი ქარის დამსახურებაცააა ამაში... მიწა არსად არ ჩანდა არც პირველ საბაგიროზე, ანუ თოვლი ბლომად არის ჯერ-ჯერობით :D :wink:

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 16:55
by Wanderer
ამ კვირაში არ ვჰქმნათ რამე? ;)

ზურამ(დიდმა) მითხრა ცოტანიც რომ შევიკრიბოთ არაუშავს, წავიდეთ მაინცო. რა თქმა უნდა რაც მეტნი ვიქნებით მით უკეთესი ჩვენთვისაც და ზურასთვისაც. ისიც მითხრა რომ შუა კვირაში წასვლაც არაა პრობლემაო.


Toma
ეგ ბატი ეგა...
სულ წახდა ეს კარავი რა. როგორ მოიხსენიებენ დიდ ადმინს! :D

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 17:03
by Toma
Wanderer
მე თაბათს მზად ვარ და წავიდეთ, ალბათ შაბათს ჯობია შედარებით ცოტა ხალხია

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 17:06
by Toma
Wanderer
http://www.gismeteo.ru/city/daily/11050/4/
თან მაგარი ამინდია :D

სეზონი 2008-2009 (?? დეკემბერი)

Posted: 23 მარ 2009, 17:28
by Toma
მოკლედ ეხლა ვნახე ყველა სარწმუნო საიტი და შაბათი დღე ჯობია, კვირას თოვლია ნავარაუდევი.