Page 1 of 2

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 11 აპრ 2008, 23:07
by Mrs. Robinson
გვალვას და მიკას საბაგირო გზის მოწყობის მშუენიერი იდეისთვის!

ნაწყვეტი ჩემი უსაყვარლესი წიგნიდან:
Image

ეს მეტად იოლი მეთოდია. თუ თქვენ სოფელში ან აგარაკზე ისეთი ფერდი გეგულებათ, სადაც თხილამურებით სრიალი შესაძლებელია და მანქანით მისასვლელიც არის, თავად შეგიძლიათ ამგვარი რამ გააკეთოთ.....

დაგჭირდებათ ორი ღარიანი გორგოლაჭი, ერთი მანქანის ბორბალზე დასამაგრებელი სპეციალურად უნდა დაამზადოთ, მეორე, სრულიად ჩვეულებრივია, დიასახლისები ასეთ გორგოლაჭიან მოწყობილობას სარეცხის გასაფენად ხმარობენ... დაგჭირდებათ თქვენი სასრიალო ფერდის სიგრძის შესაბამისი თოკი და თქვენი საბაგიროც მზადაა...

თუ რაიმე ტექნიკური პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ ჩვენ მოგვაკითხოთ, შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით................

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 11 აპრ 2008, 23:15
by Mrs. Robinson
..........................
თბილისის შემოგარენში სლალომისათვის გამოსადეგი ფერდობების ძიებაც დაიწყეს. თუ თბილისში თოვლი დადო, კუს ტბის თავზე, ბულბულების ჭალაში აუცილებლად დიდხანს შეინახება. მაგრამ იქ მისვლა ძნელია.

ამიტომ სამადლოზე, კიკეთის გადასახვევთან არსებული ფერდი აირჩიეს....
ახლა იქ გავაკეთეთ საბაგირო.

მანქანა ფერდს უკნიდან მივაყენეთ, უკანა ბორბალი ავწიეთ, ბორბალზე სპეციალური ღარიანი გორგოლაჭი დავამაგრეთ, ღარზე მაგარი, თითს სიმსხო თოკი გადავკიდეთ, მეორე გორგოლაჭით თოკი გავჭიმეთ, ხევში ხეზე გამოვაბით და საბაგიროც გაიმართა.
ბავშვები აიხუნძლებოდნენ და ტყვიასავით მიჰქროდნენ ზემოთ....

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 11 აპრ 2008, 23:20
by Mrs. Robinson
სულ ეგაა თურმე!
მაგრამ არც მასე მარტივად უნდა იყოს საქმე.......... :wink:

თუ ვერ გაიგეთ მოგვაკითხეთ-დაგეხმარებითო!
ხოდა თუ ვერ დაგვეხმარებიან, იმედია კაი ლუდს მაინც გაგვასინჯებენ :wink:

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 12 აპრ 2008, 00:09
by გვალდა
ვაიმე. როგორ მიყვარს ეს წიგნი 8)
მახსოვს, დედულეთს ვეწვიე და დამტვერილ ოთახებში ასევე დამტვერილ კარადაში ვიქექებოდი... იქ ვიპოვე 3 ცალი :lol:

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 12 აპრ 2008, 00:50
by Mrs. Robinson
გვალდ
ხო გემრიელი წიგნია......
პატარა საბაგიროს მოწყობაზე რას ფიქრობ?
თითქოს რტული არ უნდა იყოს.............
:wink:

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 12 აპრ 2008, 00:55
by გვალდა
Mrs. Robinson
ამ წუთამდე ამაზე არ დავფიქრებულვარ :) პატარა საბაგირო პატარა სასრიალო ფერდობისთვისაა ალბათ და... ჩემი სოფლის ტერიტორიაზე ისეთი სიმჭიდროვეა, თხები და ცხვრები მორჩილად უთმობენ ერთმანეთს გზას :lol:

სადაც მართლა სათხილამურო ბაგირგზების გაკეთება შეიძლება, იქ კიდე... :(

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 12 აპრ 2008, 01:51
by Gvalva
Mrs. Robinson

ეგ წიგნი არ გამიგია :(

აღწერაში რაღაც ვერ გავიგე, მანქანის ბორბალზე მიმაგრება ორივეჯერ ნახსენები იყო. ანუ მანქანის ძრავის წყალობით მიქრიან ბავშვები ზევით??

და სადაც მანქანა ვერ მივა იქ ეგ სისტემა არ იმუშავებს?

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 12 აპრ 2008, 14:21
by asusena
2 წელი ვსცავლობ თხილამურზე დგომას და მაინც ვერ გავქაჩე

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 21 დეკ 2008, 01:04
by anano
სად შეიძლება ამ წიგნის შოვნა ხომ ვერ მეტყვით?

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 21 დეკ 2008, 01:20
by Gvalva
anano

ეს წიგნი მე მათხოვა მისის რობინსონმა, რამდენადაც მახსოვს, თვითონაც სხვისგან ითხოვა... ჯერ არ დამიბრუნებია :oops:

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 21 დეკ 2008, 12:00
by z g a r b i
Mrs. Robinson

ანუ მანქანა სულ იქ უნდა იდგეს? :?:

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 21 დეკ 2008, 12:13
by Wanderer
Gvalva
ანუ მანქანის ძრავის წყალობით მიქრიან ბავშვები ზევით??
კი.
და სადაც მანქანა ვერ მივა იქ ეგ სისტემა არ იმუშავებს?
ტრასის ძირში მაინც უნდა მიდიოდეს.

z g a r b i
ანუ მანქანა სულ იქ უნდა იდგეს?
კი. :)

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 16 იან 2009, 12:40
by Makena
Mrs. Robinson
მანქანის გამოყენებით საბაგიროის გამართვა ძალიან საინტერესოა ჩემთვის, მე აგარაკი მაქვს გუდაურამდე არ მისული და იქვე გვერდით საკმაოდ გრძელი ტრასის მოწყობა შეიძლება, ამ წიგნშია აღწერილი როგორი გორგოლაჭი უნდა იქნას გამოყენებული ? ვის უნდა მივაკითხოთ და სად?? 8)

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 16 იან 2009, 13:01
by ilia
:roll: რაღაცნაირად ვერ წარმოვიდგინე, როგორი იქნება ეს საბაგირო

მარტივი საბაგირო გზა

Posted: 16 იან 2009, 15:26
by Wanderer
Makena
მანქანის გამოყენებით საბაგიროის გამართვა ძალიან საინტერესოა ჩემთვის, მე აგარაკი მაქვს გუდაურამდე არ მისული და იქვე გვერდით საკმაოდ გრძელი ტრასის მოწყობა შეიძლება, ამ წიგნშია აღწერილი როგორი გორგოლაჭი უნდა იქნას გამოყენებული ? ვის უნდა მივაკითხოთ და სად??
ვა. ეს ძალიან საინტერესოა. :) მისის რობინსონი ძალიან იშვიათად შემოდის ხოლმე და ვეტყვი შენს ჰაზრებს. :)