Page 3 of 11

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 28 სექ 2006, 21:44
by chuna
რა მაგარი იყო, ვერ გადმოგცემთ!
რა ნიჭები მქონია და როგორ ვცდებოდი ამდენ ხანს?!
4-ჯერ დავეცი სულ რაღაც! თავიდან კედელ-კედელ 3 წრე დავარტყი, მერე მაომ სურათების გადაღება დაიწყო და სიღრმეში რომ შევცურდი, ავიწყვიტე! ერთი რომ გავუბედე, ვეღარც მაჩერებდნენ! დაცემაც სასიამოვნო განცდაა და არ უნდა დაიძაბო, ვაი, არ წავიქცეო!!!!
მოკლედ ილიას დიდი მადლობელი ვარ! უღალატო, ჯიგარი, გაბედული და უშიშარი კაცია! პირველად იდგა და არ წაქცეულა!
ფოტომასალა უფრო კარგად გადმოსცემს ჩვენს "საჩვენებელ გამოსვლებს"!
სამომავლოდ, მე გირჩევთ არ გამოტოვოთ! ბევრს დაკარგავთ!


ამდენი წლის მერე ვამატებ ამ ფოტოებს! ვარვარას სიყვარულით კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს თემა და მომინდა სურათები დამედო!



მაოს ტელეფონით გადაღებულია!


Image


Image
[

Image

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 28 სექ 2006, 21:47
by chuna
gobe
ასწავლე რა მაოს ეგ პროცედურა!
ხეზე ასვლას არ ასწავლი ხომ!!!

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 28 სექ 2006, 21:57
by gobe
chuna,
მაგ ყველაფერს უნდა ერთად დაჯდომა 30-იოდე წუთით. სამწუხაროდ, ალბათ მაოც გაქაჩულია დროის მხრივ, თუმცა სწავლის დრო ყოველთვის არის. მომავალში ვნახოთ!
უბრალოდ, მე კი დავდებ ფოტოებს, მაგრამ ალბათ კომენტარების გარეშე, თუმცა ვნახოთ, ვნახოთ... :wink:

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 28 სექ 2006, 22:17
by chuna
gobe
კომენტარებიც ისე კარგად გამოგდის, არ გამოტოვო!


ჩემს ოჯახს დავათვალიერებინე შენი საიტი! კაკტუსებზე გაგიჟდნენ და გადაწყვიტეს ჩვენი კოლექციიდან 4 ქოთანი გაჩუქონ-გაზრდილი, კარგი კაკტუსები!
როცა ისურვებ საზეიმო ვითარებაში გადმოგეცემა პრიზის სახით!!!!!
ხომ დაგპირდი, პრიზი სურპრიზიათქო!

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 28 სექ 2006, 23:56
by meko
ვააა მანდ დღეს მეც ვიყავი, საღამოს, ესე 6 სკენ :D :D
ოღონდ ჯერჯერობით მარტო დასაზვერად. მაგრად მომეწონა და ვინანე რომ შესაფერისად არ მეცვა, მაგრად მომინდა დადგომა.

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 09:29
by gobe
chuna,
ჩემს ოჯახს დავათვალიერებინე შენი საიტი! კაკტუსებზე გაგიჟდნენ და გადაწყვიტეს ჩვენი კოლექციიდან 4 ქოთანი გაჩუქონ-გაზრდილი, კარგი კაკტუსები!
როცა ისურვებ საზეიმო ვითარებაში გადმოგეცემა პრიზის სახით!!!!!
ხომ დაგპირდი, პრიზი სურპრიზიათქო!
ვაააა, ეს რა მესმის... ყურებს არ ვუჯერებ...
ვაააა, ამას რას ვხედავ... თვალებს არ ვუჯერებ...
ვაააა, რისი თქმა მინდა... ვერ ვამბობ - მხოლოდ ამ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებამ დამღალა რა - ჩამირთეთ მე-7 მიკროფონი, მე-7 მიკროფონი...

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 09:47
by Varvara
აუუუუუუუ, რა პონტი ავაგდე და როგორ ვერ წამოვედი :(

სასწრაფოდ ველით სურათებს

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 09:55
by ilia
Varvara
თუ გინდა დღესაც წავიდეთ :wink:

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 10:11
by Varvara
ilia
აუ, დღესაც ვერა, sorry

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 11:17
by ilia
ხალხოო! თუ ვინმეს გინდათ დღესაც წავიდეთ ასე 7 საათისთვის.

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 11:19
by Varvara
დაწერეთ რა ფასები. ერთი საათი გასაგებია რომ 10 ლარი ღირს. ტრენერი რა ღირს 1 საათი და ციგურების ქირაობა 1 საათით.

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 11:23
by gobe
ჰოკეის ჯოხებამდე ჯერ არ მისულხართ, არა? :wink:

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 11:27
by Varvara
gobe
ჰოკეის ქართულად არ იცი რა ქვია?

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 16:10
by ilia
ეეეჰ,......... :( , ნიკტო ნი ხოჩეტ?

ახალი საციგურაო მოედანი

Posted: 29 სექ 2006, 17:30
by gobe
Varvara,
შენ რომ wrote:gobe
ჰოკეის ქართულად არ იცი რა ქვია?
რამოდენიმე ვარიანტი მაქვს:
1. "დიახ, გასაღები"
2. "ჰ, კი ბატონო"
3. "ციხე, ეი..."
...