რა ნიჭები მქონია და როგორ ვცდებოდი ამდენ ხანს?!
4-ჯერ დავეცი სულ რაღაც! თავიდან კედელ-კედელ 3 წრე დავარტყი, მერე მაომ სურათების გადაღება დაიწყო და სიღრმეში რომ შევცურდი, ავიწყვიტე! ერთი რომ გავუბედე, ვეღარც მაჩერებდნენ! დაცემაც სასიამოვნო განცდაა და არ უნდა დაიძაბო, ვაი, არ წავიქცეო!!!!
მოკლედ ილიას დიდი მადლობელი ვარ! უღალატო, ჯიგარი, გაბედული და უშიშარი კაცია! პირველად იდგა და არ წაქცეულა!
ფოტომასალა უფრო კარგად გადმოსცემს ჩვენს "საჩვენებელ გამოსვლებს"!
სამომავლოდ, მე გირჩევთ არ გამოტოვოთ! ბევრს დაკარგავთ!
ამდენი წლის მერე ვამატებ ამ ფოტოებს! ვარვარას სიყვარულით კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს თემა და მომინდა სურათები დამედო!
მაოს ტელეფონით გადაღებულია!


[
