Page 2 of 4

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 18:19
by Gvalva
წყალში ეს ყველაფერი ასე გამოიყურებოდა.

წინა პლანზე თავის დაბანის პროცედურა, შამპუნი არ გადავიღე რეკლამაში რომ არ ჩამთვლოდა :)

Image

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 18:28
by lashas
ძალიან საინტერესოა

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 20:05
by Nika
აუ მაო მაგარი ხარ რა. აი პახოდში ყველაფერი მარა დვიჟოკი ჯერ ნაღდად არა მგონია ვინმეს წაეღოს. :D :D :D

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 20:20
by Mrs. Robinson
გვალვა & მაო!
ძაააააააააააალიან მაგრები ხართ!!!!!!!!!!!!!!!!!!
ფოტოები რა გვალვა! კიდევ ფოტოები!

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 21:02
by Mao
Nika

es paxodi ar aris es seriozuli eqspeditsiaa. damirekes damtxoves rom meshova da chametana :D

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 21:19
by gobe
ეჰ, ჩემო ნიკა, "პახოდში" "დვიჟოკი" წავიღეთ და ხალხმა უსტვინა....? ერთ-ერთი პახოდი შაორი იყო, რომელზეც დღევანდელ მოგონებებში ვწერ, მაგრამ რატომღაც არ ჩავთვალე საჭიროდ გენერატორის ხსენება. მაგრამ,... შაორამდე ერთი წლით ადრე, 2002-ში რომ ვიყავით "პახოდში" ხდის ხეობაში, აი იქ კი ნაღდად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "დვიჟოკი" გვექნებოდა. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მესაზღვრეები მოგვიახლოვდნენ პირველ ღამეს გაოცებისაგან დაჭყეტილი თვალებით - რამდენი ხანია ამ ადგილებს ვდარაჯობთ და დენი აქ არასოდეს გვინახავსო. ერთ-ერთი ლამის ნათურასაც შეეხო, მირაჟი ხომ არ არისო... მერე იყო და იყო ექსკურსიები, ხდის ხეობაში დენი გაიყვანეს ვიღაც "მასტებმაო" - იმ დროს შოთა მირიანაშვილს ყავდა ალპინიადაზე წამოყვანილი უნივერსიტეტელები. :lol:

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 21:46
by Nika
gobe
ხოო. მოკოლედ ნელ-ნელა უფრო და უფრო მაოცებთ.

ფარავნის ტბა

Posted: 31 ივლ 2006, 22:01
by gobe
"დვიჟოკზე" და "პახოდზე" გამახსენდა მოსკოვში რომ იყო ორი ქართველი ჩასული და ერთ-ერთი საავადმყოფოში რომ მოხვდა. რა მოგივიდაო, ჰკითხეს, და უპასუხა, რა ვიცი, ნაღდად ბედი არა მაქვს. მოსკოვში, მე და ჩემი ძმაკაცი ვსხედვართ ტაქსში. მივუტრიალდი ჩემს ძმაკაცს და ვეუბნები "ამ ტაქსის შოფერს რა პრაწივნი როჟა აქვსო"... აბა რას წარმოვიდგენდი, იმ რუს "შოფერს" ქართული თუ ეცოდინებოდაო. :lol:

ფარავნის ტბა

Posted: 01 აგვ 2006, 00:33
by Gvalva
კიდევ ფოტოები

Image

ასეთი დანადგარით ამოქონდათ ნავი წყლიდან. იქ დატოვება არ ურჩიეს, დილას არაფერი დაგხვდებათო

Image

მაო უმასპინძლდება მყვინთავებს ორცხობილით, ზემოთ თოლიები :)

Image

ფარავნის ტბა

Posted: 01 აგვ 2006, 01:04
by Gvalva
და სხვა...

სოფელ ფარვანაში ყოფილა საკმაოდ საინტერესო ქარვასლა, რომელიც ეხლა მთლიანად დანგრეულია და რადგან ირგვლივ სომეხი მოსახლეობაა, სრულიად გაპარტახებულია. თუ არ მეშლება, ორმოცი ბუხარიაო, და IX-XII საუკუნეებიც ახსენეს

Image

სოფელში ასევე იყო მინიმუმ ორი ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის პაწია ეკლესია, რომების სახურავზეც ბალახი იზრდებოდა, ეს მოვლენა უცხო არ იყო იმ მხარეში, სახლებზე, სადაც ხალხი ბავშვებით ცხოვრობდნენ, სახურავზე ბალახი იყო. ასევე მრავლად იყვნენ ყორნები, ეს ყორნის ბახალა ქარვასლის თავზე ცხოვრობდა, სხვათაშორის ბახალაც ისევე ჩხავის თურმე როგორც ზრდასრული ყორანი :)

Image

ფარავნის ტბა

Posted: 01 აგვ 2006, 01:18
by Gvalva
ფარავნის ტბის მეორე ნაპირზე გადაშლილი იყო სამსარის ქედი, მთელი თავისი სილამაზით, ჩვენთან ყველაზე ახლოს იყო გამოყოფილად მდგარი მთა შაორი (რაჭველებს ნუ შეგეშლებათ წყალსაცავში) რომელიც ალბათ სილამაზით არ ჩამოუვარდება შერხოტას

Image

ფარავნის ტბა

Posted: 01 აგვ 2006, 01:26
by Gvalva
ფარავნის ტბის სათიბები

Image

Image

Image

ფარავნის ტბა

Posted: 01 აგვ 2006, 01:44
by Mao
Gvalva

au ADMIN potoebs ro vnaxulob nostalgia maqvs ukve :shock: :shock: :cry:

ფარავნის ტბა

Posted: 01 აგვ 2006, 09:48
by Giorgi Bagrationi
ვისაც გაინტერესებთ რა ადგილასაა და როგორი ფორმის გთავაზობთ ორ სურათს
Image

Image

ფარავნის ტბა

Posted: 01 აგვ 2006, 10:20
by Gvalva
Giorgi Bagrationi

ეს ყველაფერი იმათ ნანახი აქვთ ხო?