ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
3 ივლისს 101 წელი გახდა კუნძულ კრეტაზე ფესტოსის დისკოს აღმოჩენიდან. იტალიელი არქეოლოგის ლუიჯი პერნიეს მონაპოვარმა მეასე წლისთავზე თავდაყირა დააყენა ევროპის უძველესი ისტორია. 16 სმ დიამეტრის მქონე 380-გრამიან ფირფიტაზე ტექსტი დაწერილია პროტოქართული ენით, ანბანის შემოღებამდე არსებული პიქტოგრაფიული დამწერლობით, ნახატ-ნიშნებით.
ფესტოსის დისკო დაახლოებით ძვ. წ. 1850-1600 წლებით თარიღდება. ფირფიტაზე საგალობელია ამოტვიფრული. დისკოს ავტორები უძველეს დედაღვთაება ნენა-ნანას უგალობდნენ. გამოდის, ქართველთა უძველესი ლიტერატურული ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის "შუშანიკის წამება" კი არა, 4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელია. დისკოს გაშიფვრით მტკიცდება ცნობილი ევროპელი მეცნიერების თეორიები, რომ პროტოქართველები და მათი მონათესავე ტომები მესოპოტამიის, წინა აზიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიებზე სახლობდნენ და ჰქონდათ მაღალი კულტურა, დამწერლობა და ხელოვნება. შედეგად, ევროპული კულტურის საფუძველი არა უძველესი ბერძნული კულტურა, არამედ მასზე უფრო ძველი, პროტოქართული კულტურა გამოდის.
ფესტოსის დისკოს იდუმალებით მოცული ტექსტის ამოხსნას საუკუნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ევროპელი მეცნიერები. მხოლოდ ავსტრიელმა დოქტორმა ჰერბერტ ძებიშმა აირჩია კვლევის განსხვავებული მიმართულება, - შექმნა კომპიუტერული პროგრამა (პც), რომელშიც ნებისმიერი ენის ჩასმა შეიძლება და შემდეგ ხდება მათი შედარება დისკოს ნიშანთა განაწილებისთვის. პროგრამას ერთადერთმა, პროტოქართველურმა ენამ უპასუხა. ძებიშმა გადაწყვიტა, ძველი ქართული ენა შეესწავლა, მაგრამ არ დასცალდა, 1993 წელს გარდაიცვალა. როგორც ჩანს, უძველესი ქართული ენით შესრულებულ ტექსტს ისევ ქართველის ხელით ეწერა ახსნა. ძებიშის ნაშრომებმა 19 წლის წინ ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეს, ამჟამად ცნობილ მეცნიერ გია კვაშილავას დაუკარგა მოსვენება და ფესტოსის დისკოს შესწავლა დაიწყო. შედეგმა ევროპა გააოცა.
2008 წლის 1-ელ ნოემბერს, ლონდონში, ბერლინგტონის სასახლეში, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ქართველმა მათემატიკოსმა სამეცნიერო საზოგადოებას ამცნო, რომ თიხის ფირფიტაზე ნახატ-ნიშნებით დატანილი ტექსტი უძველესი ქართული ენით არის დაწერილი და საგალობელი "ნენანა" პელაზგურ-კოლხური ნაყოფიერების დედაღვთაება ნანას ეძღვნება. მასში გამოყენებულ სიტყვებს კი დღემდე ხმარობენ სვანეთში, სამეგრელოსა და ლაზეთში.
გია კვაშილავას არგუმენტირებულმა ლინგვისტურმა თეორიამ ჩიხში მოაქცია პროტოქართველური კულტურის აღიარებისადმი ყველაზე რადიკალურად განწყობილი მეცნიერებიც კი და ფესტოსის დისკოს საიდუმლო ამოხსნილად აღიარეს.
აღნიშნულ დისკოზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია შემდეგ ვებ გვერდებზე:
ქართულად:
http://burusi.wordpress.com/2009/05/04/ ... %E1%83%93/
ინგლისურად:
http://en.wikipedia.org/wiki/Phaestos_Disc

ძალიან საინტერესო აღმოჩენაა, მაგრამ ცოტა მეტი კვლევა ჭირდება უფრო, რომ გამყარდეს დისკოს წარწერების კოლხური წარმოშობა.
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
avtokh
ძალიან საინტერესოა. ამ თემაზე რეპორტაჟიც გადაიცა ტელევიზიით. გამიხარდა ეს თემა რომ გახსენი. მართალია დიდი ტექსტების კითხვა მეზარება მაგრამ ეგ არაფერი, ასეთ საინტერესო თემებზე თუ დაწერ, გპირდები შენი ერთგული მკითხველი ვიქნები

...და რაო მეცნიერებმა, ეგ დისკო კრეტაზე როგორ აღმოჩნდაო?
...........
...ჰოო, ამ კითხვაზე პასუხი საჭირო აღარ არის

Last edited by Ledi on 01 დეკ 2010, 23:20, edited 1 time in total.
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
აღნიშნულ დისკოზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია შემდეგ ვებ გვერდებზე:
ქართულად:
რათა ბურუსი?
აგერ თავად კვაშილავას საიტი
http://www.kvashilava-gia.com/geo/
ქართულად:
რათა ბურუსი?
აგერ თავად კვაშილავას საიტი
http://www.kvashilava-gia.com/geo/
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
არქეოლოგიის განყოფილებაში გადავათვალიერე და რომ ვერ ვიპოვე მიტომ გავხსენი ახალი თემა რაც შეეხება რატომ ბურუსი? რადგანაც სადაც მე წავიკითხე იქ ეგ წყარო იყო მითითებული და თან ბმული თავად გაშიფვრის ავტორის, გია კვაშილავას კვლევაზე გადადის.
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
მე მგონი ფესტოსის დისკო ბევრს არ აძლევს მოსვენებას და ცდილობენ გაშიფრონ თავისებურად და ისეთ დასკვნებამდე მივიდნენ, რომელიც სახეზე ღიმილს მოგგვრის და ჩაგაფიქრებს, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ფანტაზია. ფანტაზიამ რუსი "მეცნიერები და მკვლევარები" მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დისკო შეიძლება წინარესლავურ ენაზე იყოს დაწერილი და რომ თითქმის ნახევარი მსოფლიო კულტურა სლავურიდან მოდის, მათ შორის კრეტა-მიკენის კულტურულ პერიოდში მოსახლეობა წინარესლავურად საუბრობდა, ან კიდევ ეტრუსკები, ან დისკო ავსტრალიური წარმოშობის იყოს. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ბმულში წაიკითხავთ და პატარა ვიდეოს უყურებთ ამ სლავურ "აღმოჩენებზე".
ესეც ბმული: http://tainy.net/12877-festskij-disk.html
ესეც ბმული: http://tainy.net/12877-festskij-disk.html
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
პროტოქართული სულაც არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე.
რადგანაც პროტოქართულის პროტო ენაზე მთელი კაცობრიობა საუბრობდა ერთ დროს.
და თუ რომელიმე ერი დაიჩემებს რაიმეს, მათ უდევთ წილი, ანუ მათიც იყო უხსოვარ დროში ეს ენა.
მოგგვარათ ღიმილი?
და აქვე ავღნიშნავ:
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა...
რადგანაც პროტოქართულის პროტო ენაზე მთელი კაცობრიობა საუბრობდა ერთ დროს.
და თუ რომელიმე ერი დაიჩემებს რაიმეს, მათ უდევთ წილი, ანუ მათიც იყო უხსოვარ დროში ეს ენა.
მოგგვარათ ღიმილი?
და აქვე ავღნიშნავ:
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა...
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
ნება მიბოძეთ ბატონო ლეონტი -პროტოქართული სულაც არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე.
რადგანაც პროტოქართულის პროტო ენაზე მთელი კაცობრიობა საუბრობდა ერთ დროს.
არ დაგეთანხმოთ...
არასწორედ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი
პროტოქართული კი არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე
პირიქითააა...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
ლეონტი
Tamari-ch.
აზრზე არა ხართ თქვენ!
ფესტოსის დისკოზე მეგრულად წერია და არა პროტორომელიღაც ენაზე.
ასეა ეს

ვერ გავიგე რას გულისხმობ, მაგრამ გარწმუნებ კოლხურს რასაც უწოდებთ და მეგრულს გულისხმობთ აქ არაფერ შუაშია.და ეს ჩემი აზრი არაა.Tamari-ch. wrote:ნება მიბოძეთ ბატონო ლეონტი -პროტოქართული სულაც არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე.
რადგანაც პროტოქართულის პროტო ენაზე მთელი კაცობრიობა საუბრობდა ერთ დროს.
არ დაგეთანხმოთ...
არასწორედ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი
პროტოქართული კი არ მიანიშნებს კოლხურ წარმომავლობაზე
პირიქითააა...
იყო ენა რომელზეც მთელი დუნია მეტყველებდა და უხსოვარ დროში გარკვეული მოვლენების გამო ეს ენა დაიშალა.
თუმცა ამავე პირველი ენის მატარებელი ჯგუფი მოსცილდა იმ ადგილებს სადაც ენების დაშლის პროცესი გამოვლინდა და განსახლდა ვრცელ ტერიტორიაზე კავკასიიდან ესპანეთის ნახევარკუნძულის ჩათვლით.
შემდგომ მოხდა მათი დაქსაქსვა ასიმილაცია სხვა ენებტან და ტომებთან.
ესენი იყვნენ ებერები იგივე იბერები.
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
მეგრული საერთოდ წარმოიშვა შუა საუკუნეებშივერ გავიგე რას გულისხმობ, მაგრამ გარწმუნებ კოლხურს რასაც უწოდებთ და მეგრულს გულისხმობთ აქ არაფერ შუაშია.და ეს ჩემი აზრი არაა.
შეგვიძლია ვისაუბროთ ზანურ დიალექტზე, რომელიც ამავ დროს იყო კოლხურიც
მაგ ენას ეწოდება პროტოიბერიულიიყო ენა რომელზეც მთელი დუნია მეტყველებდა და უხსოვარ დროში გარკვეული მოვლენების გამო ეს ენა დაიშალა.
თუმცა ამავე პირველი ენის მატარებელი ჯგუფი მოსცილდა იმ ადგილებს სადაც ენების დაშლის პროცესი გამოვლინდა და განსახლდა ვრცელ ტერიტორიაზე კავკასიიდან ესპანეთის ნახევარკუნძულის ჩათვლით.
შემდგომ მოხდა მათი დაქსაქსვა ასიმილაცია სხვა ენებტან და ტომებთან.
ესენი იყვნენ ებერები იგივე იბერები.
და სამყაროს კი მედიტერანული
http://forum.ge/?f=9&showtopic=34177932&st=0
ფესტოს დისკო როცა შეიქმნა, ზანური - კოლხური უკვე არსებობდა
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
ერთი მაგალითი, ამონარიდი და მისი გაშიფრული თარგმანი სად შეიძლება ვნახოთ?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ფესტოსის დისკო– კოლხური ოქროდამწერლობა
http://www.kvashilava-gia.com/geo/index ... =7&lang=enkotetbeli wrote:ერთი მაგალითი, ამონარიდი და მისი გაშიფრული თარგმანი სად შეიძლება ვნახოთ?