Page 1 of 1

ოქროს დისკო

Posted: 10 ივლ 2009, 21:12
by Forest
გამარჯობათ,
ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა ოქროს დისკო იპოვეს აგარაში? ეხლა ყური მოვკარი რაღაცას TV-ში ამბობდნენ...

ოქროს დისკო

Posted: 10 ივლ 2009, 21:18
by Tamari-ch.
აგარაში გათხრები მიდის უკვე დიდ იხანია
შარშან იპოვეს ჯემნეტ ნასრის ფირფიტები
შუმერების დროინდელიაო
ახლა ეს დისკოც.
შარშან ომის დროს შეწყდა გათხრები

ოქროს დისკო

Posted: 10 ივლ 2009, 21:20
by Tamari-ch.
Image


არქეოლოგიური გათხრები გრძელდება
10.07.09 12:05
იგოეთთან არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. კვლევის მონაკვეთზე მეცნიერებმა ძველი წელთაღრიცხვის მე - 4 საუკუნით დათარიღებული ოქროს დისკო იპოვეს. უნიკალურ ნივთს სპეციალისტებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის იმ მონაკვეთზე მიაგნეს, სადაც ძველი ნამოსახლარის გათხრები მიმდინარეობს. პირველადი შეფასებით, ბრინჯაოსა და ოქროსგან შემდგარი დისკო შესაძლოა მეცნიერებისთვის იბერიული საზოგადოების შესახებ სრულიად ახალ ინფორმაციას შეიცავდეს.
http://rustavi2.com/news/news_textg.php ... =main&ct=0

ოქროს დისკო

Posted: 13 ივლ 2009, 11:52
by QEBURIUS
აი ხომ ხედავთ ხალხო რა ხდება! გაუფრთხილდით მონეტებს, დაჟე ლენინის პოსლიკა თავ ამოტვიფრულსაც.. 2-3 ათასი წლის შემდეგ არქეოლოგები რომ გათხრიან ჩვენს ნაახლარებს მონეტები დიდ ინფორმაციას მისცემმს ჩვებს სოციალურ სტრატიფიკასიაზე (SIC!)


ისე სერიოზულად ჯერ რადროის დასკვნებია 2 დღის წინ იპოვეს, სერიოზული დასკვნებისათვის ლაბორატორიული კვლევები, სხვა მასალები მათი ურთიერთკავშირებუ უნდა დადგინდეს, რასაც თვეები დასჭირდება და არა ეს უნიჭო ჟურნალისტური რეპორტაჟი, რაც გადაიცა.

ოქროს დისკო

Posted: 14 ივლ 2009, 23:05
by Tamari-ch.
kurush
რა გაყვირებს?
:lol:

წაიღებენ გერმანიაში -
იქ გაუკეთდება ანალიზიც -
ნებისმიერ არქეოლოგს შეუძლია თქვას წინასწარ ამა თუ იმ
არტეფაქტის მიახლოებითი ასაკი.
ჟურნალისტი იმეორებს მხოლოდ არქეოლოგთა მოსაზრებას.
ეგაა და ეგ.
უნიჭოა თუ ნიჭიერი ეს რეპორტაჟი -
მერე გამოჩნდება.

ოქროს დისკო

Posted: 15 ივლ 2009, 15:48
by QEBURIUS
ვინ ყვირის რო? ერთი ქართველ ქალებს ლოგიკის ტვინი მისცა ალახმა და მე მილიონი კაზინოში გასაფლანგად....

ის დისკო და ჩონჩხი 100-200 წლის წინ რო იყვნენ დამარხული? ან საერთოდ 3000? რატო მიახტდნენ მაინცდამაინც ფარნავაზს? ფარსმან ქველი რითი იყო ვითომ ნაკლები ან სხვები?

ოქროს დისკო

Posted: 15 ივლ 2009, 21:36
by Tamari-ch.
kurush wrote:ვინ ყვირის რო? ერთი ქართველ ქალებს ლოგიკის ტვინი მისცა ალახმა და მე მილიონი კაზინოში გასაფლანგად....

ის დისკო და ჩონჩხი 100-200 წლის წინ რო იყვნენ დამარხული? ან საერთოდ 3000? რატო მიახტდნენ მაინცდამაინც ფარნავაზს? ფარსმან ქველი რითი იყო ვითომ ნაკლები ან სხვები?
ამის განსაზღვარ საკმაოდ მარტივია
არსებობს არქეოლოგიური ფენის განსაზღვრება
ანუ როცა რაღაცას თხრიან -
სხვა სამარხების მიხედვით ადგენენ რა არქეოლოგიურ ფენასთან
აქვთ საქმე

ოქროს დისკო

Posted: 16 ივლ 2009, 10:17
by QEBURIUS
ტაში!

ეგრე ბატონ შლიმანს ეგონა მიკენში გათხრისას აგამემნონის 2900 წლის სიძველის საფლავს მიაგნო, (ცნობილია მისი დეპეშაც "მე თვალებში ვუყურებდი აგამემნონს") მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 800 წლით ადრინდელი, მანამდე უცნობი კულტურა იპოვა... მე რაც ვნახე მარტო ერთი არქეოლოგი აკეთებდა კომენტარს, მანდ არც გეოლოგი და არც გეო-ფიზიკოსი არ ყოფილან... ასე, რომ მოცდა ჯობია

ოქროს დისკო

Posted: 16 ივლ 2009, 11:42
by Tamari-ch.
kurush wrote:ტაში!

ეგრე ბატონ შლიმანს ეგონა მიკენში გათხრისას აგამემნონის 2900 წლის სიძველის საფლავს მიაგნო, (ცნობილია მისი დეპეშაც "მე თვალებში ვუყურებდი აგამემნონს") მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 800 წლით ადრინდელი, მანამდე უცნობი კულტურა იპოვა... მე რაც ვნახე მარტო ერთი არქეოლოგი აკეთებდა კომენტარს, მანდ არც გეოლოგი და არც გეო-ფიზიკოსი არ ყოფილან... ასე, რომ მოცდა ჯობია
შლიმანი არქეოლოგი არაა.
ეს ერთი.
მეორეც,
ერთი არქეოლოგის კომენტარი საწყის ეტაპზე საკმარისია.
და გააგზავნეს უკევ გერმანიაში ლაბორატორიაში -
ეს მესამეც.
უაზრო კამათია.

სხვათაშორის ზუსტად მაგ ადგილას შარშან იპოვეს ჯემნეტ ნასრის ფირფიტაც -
ისიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე -
მაგრამ წინასწარი ვარაუდით 4 -3500 წლისაა

ოქროს დისკო

Posted: 16 ივლ 2009, 14:53
by QEBURIUS
Tamari-ch. wrote: შლიმანი არქეოლოგი არაა.
რაო? ერთი ეს წაიკითხე: http://en.wikipedia.org/wiki/Heinrich_Schliemann



ჩემი აზრი თუ გინდა ეგ ფირფიტა 15-17 საუკუნეების უნდა იყოს ახალი წელთაღრიცხვის.
1) ძვ.წ. აღ. 4 საუკუნით დათარიღებული იბერიული კოლტურის ოქრო რაც აქამდე უპოვიათ (ლომი, ქალის სამაჯური და სხვა) სუფთა ოქროა და ბრინჯაო მასში სერეული არ არის. თუ ფუფუნების საგანს სუფთა ოქროთი ამზადებდნენ სამეფო ხელისუფლების ატრიბუტს მითუმეტეს სხვა ლითონით არ გააფუჭებდნენ.
2) ვინაიდან ნახევარი ბრინჯაოა ე.ი. გაჭირვების ხანაშია დამზადებული ეს 15-17 საუკუნეა, შეიძლება მე-18ც.
3) იბერიულ სამეფოში და იმ პერიოდში, მოგვიანებითაც, სხვა ქვეყნებშიც განსაკუთრებით ირანში, რომლის გავლენაც იბერიაზე აშკარა იყო, სამეფო ძალაუფლების სიმბოლო, როგორც წესი კვერთხი, არგანი იყო.


თუმცა ჯობია ლაბორატორიას დაველოდოთ. მანამდე მარჩიელობას აზრი მაინც არ აქვს

ოქროს დისკო

Posted: 16 ივლ 2009, 18:21
by Tamari-ch.
kurush
შლიმანი არ იყო არქეოლოგი.
ის იყო მოყვარული არქეოლოგი.
მას არ გაუვლია არქეოლოგიის სკოლა
და არ დაუმთავრებია რაიმე უმაღლესი
მან მოისმინა ლექციების კურის სორბონაში
ეგ იყო და ეგ.
ის იყო პროფესიით ბიზნესმენი.

Иога́нн Лю́двиг Ге́нрих Ю́лий Шли́ман (нем. Johann Ludwig Heinrich Julius Schliemann; 6 января 1822, Нойбуков, Мекленбург-Шверин — 26 декабря 1890, Неаполь) — немецкий предприниматель и археолог-любитель, прославившийся своими находками в Малой Азии, на месте античной Трои

ოქროს დისკო

Posted: 16 ივლ 2009, 19:18
by Tamari-ch.
ჩემი აზრი თუ გინდა ეგ ფირფიტა 15-17 საუკუნეების უნდა იყოს ახალი წელთაღრიცხვის.
1) ძვ.წ. აღ. 4 საუკუნით დათარიღებული იბერიული კოლტურის ოქრო რაც აქამდე უპოვიათ (ლომი, ქალის სამაჯური და სხვა) სუფთა ოქროა და ბრინჯაო მასში სერეული არ არის. თუ ფუფუნების საგანს სუფთა ოქროთი ამზადებდნენ სამეფო ხელისუფლების ატრიბუტს მითუმეტეს სხვა ლითონით არ გააფუჭებდნენ.
2) ვინაიდან ნახევარი ბრინჯაოა ე.ი. გაჭირვების ხანაშია დამზადებული ეს 15-17 საუკუნეა, შეიძლება მე-18ც.
ისე ეს საიდან მოიტანე?

ორიქალკზე (орихалк) გაგიგია რამე?

In numismatics, orichalcum is the golden-colored bronze alloy used for the sestertius and dupondius coins.

ოქროს დისკო

Posted: 17 ივლ 2009, 15:10
by QEBURIUS
საიდან მობვიტანე და ვწერ ჩემი აზრიათქო. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანებს შეიძლება ქონდეთ თავიანთი აზრები...

მერედა ორიქალკებს როდის იყენებდნენ იბერიაში?

შლიმანი რასაკვირველია (მიუხედავად იმისა რომ 13 ენაზე საუბრობდა, პარალელურად იყო იურისტი, აღმოაჩინა მანამდე საერთოდ უცნობი ტროას და მიკენის ცვლილებები, გათხარა კრეტა, ღარიბი მავშვობიდან მუტტიმილიონერად გარდაიცვალა) დილიტანტია, აბა რა? რაც მაგრები ვართ მარტო ქართველები ვართ, ჩვენ ყველაფერი ვიცით, კაცობრიობის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელო რა თქმა უნდა ქართველები ან მათი ნაბიჭვრები არიან და ალბათ ზვიადიც ცოცხალია და მალე დაბრუნდება... ეგრე გააგრძელეთ ქალბატონო და შორს მიხვალთ. მე ამ თემაში მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ...

ოქროს დისკო

Posted: 17 ივლ 2009, 17:36
by Tamari-ch.
მერედა ორიქალკებს როდის იყენებდნენ იბერიაში?

შლიმანი რასაკვირველია (მიუხედავად იმისა რომ 13 ენაზე საუბრობდა, პარალელურად იყო იურისტი, აღმოაჩინა მანამდე საერთოდ უცნობი ტროას და მიკენის ცვლილებები :?:, გათხარა კრეტა, ღარიბი მავშვობიდან მუტტიმილიონერად გარდაიცვალა) დილიტანტია, აბა რა? რაც მაგრები ვართ მარტო ქართველები ვართ, ჩვენ ყველაფერი ვიცით, კაცობრიობის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელო რა თქმა უნდა ქართველები ან მათი ნაბიჭვრები არიან და ალბათ ზვიადიც ცოცხალია და მალე დაბრუნდება... :lol: ეგრე გააგრძელეთ ქალბატონო და შორს მიხვალთ.
ნდაა....
:roll:
მძიმე სიტუაციაა...

ოქროს დისკო

Posted: 04 აგვ 2009, 15:30
by arcivi9
ზვიადიც ცოცხალია და მალე დაბრუნდება
32 იანვარს