Page 1 of 2

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 01:18
by Tamari-ch.
თურქეთში - ანატოლიაში -იპოვეს ყველაზე ძველი ქალაქი მსოფლიოში - რომელიც მდებარეობს მთა -ჰებეკლი - თებეზე, და იგი 11000 წლისაა.

Image

ამ ქალაქში იპოვეს საკულტო ნაგებობები - რაც უჩვეულოა იმ პერიოდისათვის - რადგან 11000 წლის წინ დედამიწაზე ნეოლითის ხანა უნდა ყოპილიყო
- ეს კი მონადირეების და მომთაბარე ტომების ეპოქაა -

და რაც ყველაზე საინტერესოა - ამ საკულტო ქალაქში იპოვეს დამწერლობის ჩანასახები - კრიპტოგრამები - ეს კი უკვე ცივილიზაციაა...

ამ აღმოჩენამდე ითვლებოდა რომ ყველაზე ძველი ქალაქი იყო იერიქიონი - რომელიც პალესტინაში მდებარეობდა და ასაკით 9000 წლის არის...

http://www.smithsonianmag.com/history-a ... c=y&page=3#

გათხრებს აწარმოებს გერმანელი არქეოლოგი კლაუს შმიდტი

Image

Image

Image

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 01:20
by Tamari-ch.
Image

გიგანტურ სვეტებზე - რომლების წრიულადაა განლაგებული -
გამოსახულია ცხოველები

ეს უდაოდ საკულტო ნაგებობა იქნებოდა.


Image

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 01:26
by Tamari-ch.
Image

ეს ნიანგს ჰგავს -
და თურქეთში ადრე ნიანგები არსებობდნენ?
:roll:

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 01:32
by Tamari-ch.
მორიელი, სვავი, მტრედი -
სხვაგან არის ხარის რქები,

ყველა ეს ცხოველი თუ ფრინველი მოგვიანებით კულტურებში და ცივილიზაციებში საკულტო ცხოველები იყო...
ძველ ანატოლიაში სვავი მიაჩნდათ გადრაცვლილთა სულების თანამგვაზრები იმქვეყნიურ ცხოვრებაში.
მორიელი როგორც საკულტო ცხოველი გვხვდება ეგვიპტეში.
მტრედი - კრეტაზე.
Image


ეს უეჭველი კატისებრთა ოჯახიდანაა - საინტრესო ისაა რომ ლეოპარდის გამოსახულებას ვხვდებით სხვა ანატოლიურ კულტურებში მოგვიანებით - კერძოდ კი ჩათალ ჰუიუკში -
ალბათ მაშინ თურქეთში ლეოპარდები ბინადრობდა.
Image


ეს უკვე სამარხია
Image

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 01:38
by Tamari-ch.
ეს სავარაუდოდ წეროებია -
და ზიგზაგები სტელაზე კი წყალს უნდა ნიშნავდეს


Image

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 01:41
by Tamari-ch.
ეს, ჩემი აზრით, ხარია

ხარის კულტზე კი ცალკე დისეტაციის დაწერა შეიძლება იმდენად ძველი და საინტერესო კულტია მთელს მსოფლიოში -

ლომისობაც ხომ ხარის კულტთანაა დაკავშირებული


Image

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 01:42
by Tamari-ch.
გათხრები ამ უძველეს ქალაქში გრძელდება...

Image


გერ კლაუს შმიდტი- მისი არქეოლოგიური აღმატებულება.
Image

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 01:51
by Archil
ქალაქის ასაკი რის მიხედვით განსაზღვრეს?

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 02:05
by Tamari-ch.
Archil
რამდენიმე მეთოდი არსებობს -
ნიადაგის ფენებს მიხედვით
კულტურის თავისებურების მიხედვით -
რადონუკლიდური (რადიონახშირბადის) მეთოდი კი ყველაზე ხშირად ხმარებადი და პოპულარული მეთოდია დღეს.
საინტერესო ისაა, რომ ჰებეკლი თეპეს ნანგრევები ადრე ეგონათ ბიზანტიური ხანის.
როცა ბოლო წლებში აქ სერიოზული გათხრები დაიწყო -
დადგინდა მისი ასაკიც ჩავიდნენ რა ღრმა ფენებში.
როგორ და რანაირად ხდება - დეტალურად ეს ალბათ ბატ კახამ უკეთ იცის.
მუშაობდა არქეოლოგებთან.

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 15:56
by Naia
Tamari-ch.
ამ გათხრებზე მეც წავიკითხე ინტერნეტში. ოღონდ იქ 11-ის ნაცვლად 12,000 წელი ეწერა. ძალიან დავინტერესდი და სიამოვნებით მოვინახულებდი. ნეტავ ტურისტებისთვის ღიაა იქაურობა?

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 05 მაი 2009, 16:45
by Tamari-ch.
Naia
ალბათ არ იქნება დახურული

საერთოდ ძველი ანატოლია ჩემი სუსტი წერტილია -
იმდენი საინტერესოა იქ.....
თუ წავედი თურქეთში ისე წავალ რომ ტროასაც ვნახავ, ლიმან თეპესაც
ჩათალ ჰუიუკსაც, ჰაჯილარსაც და რა ვიცი რა გამოლევს სანახავს!
ტაო და კაპადოკიაზე აღარაა საუბარი..
1 თვით უნდა წავიდე - არა! 1 თვე არ მეყოფა...
:lol:

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 23 სექ 2009, 15:57
by arcivi9
ერთი ამ ქალაქების ასაკს როგორ ადგენენ ის მაინტერესებს, რადიონახშირბადით ვითომ?

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 23 სექ 2009, 23:21
by Tamari-ch.
arcivi9
რამდენადაც მე ვიცი
არქეოლოგიური შრეების მიხედვით ადგენენ...

რადიონახშირბადითაც, მაგრამ ეს მეთოდი
მეტად ცდომილიაო

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 24 სექ 2009, 02:48
by lama
ძალიან საინტერესოა :)

ნიანგი წმინდა ცხოველად ითვლებოდა ძვ. ეგვიპტეში

ის გამოსახულება არაა ნიანგი მხოლოდ არამედ რაღაცა ნარევი ცხოველია

ზოომორფული ღვთაების გამოსახულებაც შეიძლება იყოს

შესაძლოა

ზვიანგია

ყველაზე ძველი ქალაქი - 11 000 წელი ხუმრობა არაა!

Posted: 24 სექ 2009, 09:29
by Tamari-ch.
შესაძლოა

ზვიანგია
უი - ჩვენი ზვიო?
:lol: