Page 1 of 2

ვნახოთ ლეპისი

Posted: 01 აპრ 2009, 09:20
by Tamari-ch.
როცა სამცხე ჯავახეთში წავალთ - ეს ვნახოთ -


Image

В Самцхе-Джавахети, недалеко от Вардзия (12 км)
у села Леписи - обнаружен поздемный комплекс, который вероятно был убежищем для местного населения при набегах врага.

In Samtskhe-Djavakheti, 12 km from Vardzia (cave city) near the territory of village Lepisi, the archeologists discovered the house-shelters of subterranean ("Daran") architecture dating middle ages. This unique subterranean complex contains lots of storage space. Its structure and scale exceeds the scientists' expectations.

According to the explanations of Sulkhan-Saba Orbeliani: "Daran" is "a house built in underground or in rocks, in other words a passage through the earth-sheltered house". Already in 1950, academician Niko Berdzenishvili was provoking young historians to investigate the subterranean architecture. For the first time this year, by the initiative of the Ministry of Culture, Monuments Protection and Sport of Georgia and the financial support from the Fund for the Protection and Preservation of Historical Monuments of Georgia, the rehabilitation works of subterranean architecture has started, which will last till the end of this year. In result of advanced observations, the found "Daran" might be a part of a huge complex, which linked one village to the other and in Middle Ages, was used as a shelter, in order to hide from the enemies.

http://www.mcs.gov.ge/?m=publications&p=107

ვნახოთ ლეპისი

Posted: 01 აპრ 2009, 16:48
by Kakha
დარენების ნახვა თუ გინდათ რჩევები ჰკითხეთ სამცხის ათაბაგს კარავზე (იგივე მაკენას).

თამარიჩ ერთი ეს მითხარი კულტურის სამინისტროს გვერდი როგორ გახსენი. უკვე თვეზე მეტია რომ შედიხარ გეუბნება under construction. სხვათა შორის შენი ბმულიც......

ვნახოთ ლეპისი

Posted: 01 აპრ 2009, 16:50
by Tamari-ch.
Kakha
:wink:

ეგ ინფო მე ადრე სხვაგან დავდე -
და ახლა იქიდან დავაკოპირე...

ვნახოთ ლეპისი

Posted: 05 მაი 2009, 20:51
by Truli
Tamari-ch.
გთხოვ დააზუსტე, 12 კმ რა მიმართულებით ვარძიიდან? გზის საწყისი წერტილი სადაა?

ვნახოთ ლეპისი

Posted: 09 მაი 2009, 16:11
by Tamari-ch.
Truli
მეც არ ვიცი...
მოვძებნი - მეც მაინტერესებს.

ვნახოთ ლეპისი

Posted: 25 მაი 2009, 15:03
by Truli
მე ვაპირებ მაქეთ მალე.

ვნახოთ ლეპისი

Posted: 25 მაი 2009, 16:03
by Tamari-ch.
Truli
მეც მინდა -
ოღონდ ზაფხულში -
იქნებ ადგილობრივებს ჰკითხო სადაა ეს ლეპისი?

ვნახოთ ლეპისი

Posted: 25 მაი 2009, 16:24
by Truli
Tamari-ch.
12 კმ სამხრეთ-დასავლეთით ვარძიიდან.

ვნახოთ ლეპისი

Posted: 12 ივნ 2009, 09:20
by tekla
მეც მინდააა

ვნახოთ ლეპისი

Posted: 12 ივნ 2009, 10:47
by Tamari-ch.
ლეპისს აუცილებლად ვნახავთ -
მე ვაპირებ მაქეთ წასვლას -
მაკენა დამპირდა...
:wink:

ვნახოთ ლეპისი

Posted: 12 ივნ 2009, 11:59
by ARCHILI
Tamari-ch.


ჯერ გასაწმენდია მანდაურობა და დავაცადოთ.

:)

მერე უფრო საინტერესო იქნება.

ხიზაბავრაში ყოფილა კიდევ ასეთი ტიპის მიწისქვეშა ნაგებობები, აი, მისი ნახვაც არის საინტერესო, ამ ჯერზე ვერ მოვახერხეთ მე და ტრულიმ.

:)

ვნახოთ ლეპისი

Posted: 12 ივნ 2009, 14:34
by Tamari-ch.
ARCHILI
მე მაინც ჩავძვრები იქ...

:lol:
ხიზაბავრაში ყოფილა კიდევ ასეთი ტიპის მიწისქვეშა ნაგებობები,
აბა ეს სადაა - ზუსტად მითხარი...

ვნახოთ ლეპისი

Posted: 12 ივნ 2009, 23:49
by Tamari-ch.
ხიზაბავრა
ხიზაბავრა - სოფელი ასპინძის რაიონში
ხიზაბავრა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია სამხრეთ საქართველოში. მოძიებული არქეოლოგიური მასალებით სოფლის ხანდაზმულობა განისაზღვრება ენეოლით-ადრე ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. აღ-ის V-IV ათასწლეულებით). სოფლის სახელწოდება, ლეგენდის მიხედვით, მიღებულია ორი სოფლის სახელის – ხიზისა და ბავრის შეერთებით. დღეისათვის ხიზა ნასოფლარია, ხოლო სოფელი უშუალოდ ბავრის ტერიტორიაზეა გაშენებული.
სოფელს მრავალი ღირსშესანიშნაობა გააჩნია. კერძოდ აღსანიშნავია მიწისქვეშა გვირაბები, “რომლებიც ემსახურებოდა მოსახლეობას თავდაცვაში მტრის თავდასხმის დროს. საქართველოში ასეთ ნაგებობას “დარანი” ჰქვია” . დარნებთან დაკავშირებით მრავალმა საინტერესო ლეგენდამ მოაღწია ჩვენამდე.
ხიზაბავრის ტერიტორიაზე (სამხრეთით ქვავნარში) მდებარეობს ბუნებრივი “საცივი”, სადაც გვიან ზაფხულამდე ინახება ყინული და თოვლი, რომელსაც სამკურნალო და სამეურნეო საქმიანობის მიზნით გამოიყენებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ხიზაბავრას უკავშირდება მრავალი ისტორიული მოვლენა. კერძოდ, სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით 841 წელს ტაო-კლარჯეთის (ქართული სამეფო) მეფემ აშოტ კუროპალატმა სასტიკად დაამარცხა არაბი სარდალი ხალილა ხოზაბირში (ხიზაბავრაში). მოგვიანებით კი მეფე ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში (1770 წ. 20 აპრილი) გამარჯვების პარაკლისი ხიზაბავრის ეკლესიაში გადაიხადა, ხიზაბავრელებმა კი დიდი ნადიმი გაუმართეს მეფეს.
ხიზაბავრა იმითაც არის შესანიშნავი, რომ მის ტერიტორიაზე რამდენიმე ნასოფლარია: ვარანტები, ხიზა, გომი, ოსპანაური, სადაც დღემდეა შემორჩენილი ეკლესიათა ნანგრევები. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლი მდებარეობს: ობოლეთის ეკლესია (სოფლიდან 7-8 კმ-ის დაშორებით) იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. თვით სოფელში არის XIII საუკუნის, ლაშა-გიორგის დროინდელი “ღართის” ეკლესია. სოფელს ჰქონდა თავისი ციხე, რომელიც XX საუკუნემდე არსებობდა.

ვნახოთ ლეპისი

Posted: 09 ივლ 2009, 16:09
by saskva
ლეპისის დარნები
წინაქრისტიანული XV-XVI სს.

სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში მრავლადაა მიწისქვეშა საცხოვრებელ-სამალავები - დარნები, რაც შეუმჩნევლად მოწყობილ მიწისქვეშა სახლ-სამალავს ნიშნავს.

მდინარე მტკვრის ზემო წელში, ვარძიიდან 13კილომეტრის დაშორებით, ზღFვის დონიდან 1800 მეტრზე მდებაორებს ლეპისის ნასოფლარი, რომელიც შუა საუკუნეების დროინდელი დასახლებაა და რამდენიმე ჰექტარი ფართობი უჭირავს. ერთ-ერთი ასეთი ჩაქცეული დარნის გვირაბი აღმოჩნდა მის დასავლეთ ნაწილში, რომლის არქეოლოგიური კვლევა-ძიებაც დაიწყო. მიწის ზედაპირიდან ოთხ მეტრამდე სიღრმეში გამოჩნდა გვირაბი, რომელიც ამოვსებული იყო ქვაღორღითა და მიწით. საბოლოოდ გამოიკვეთა ერთმანეთთან დაკავშირებული გვირაბების ერთიანი სისტემა ანუ რთული მრავალსათავსოიანი დარანი, რომელიც მოპოვებული არქეოლოგიური მასალით, სავარაუდოდ, XV-XVI სს თარიღდება. ყურადღებას იქცევს მასიური ბაზალტის ქვის კარი, თავისივე ქვის ქუსლითა და შუაში ამოჭრილი სათვალთვალო ხვრელით.

შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ დარანი წარმოადგენს თიხნარში გამოჭრილ რთულ, ერთიან სამალავ სისტემას, რომელიც შედგება 12 სხვადასხვა სიგრძის, სიმაღლისა და დიამეტრის გვირაბისგან. ექვსი მათგანის ბოლოში დაფიქსირდა ნაგებობებში ასასვლელი, რომლებსაც თავზე ბრტყელი ფილები ჰქონდათ დაფარებული. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო კერამიკის სახით.

დღეისათვის ლეპისის დარნებზე ჩატარებულია ძირითადი სამუშაოები, გადახურულია და დაცულია მთავარი ჩასასვლელი. გაწმენდილი და დამუშავებულია გვირაბების უმეტესობა. მომავალში სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.


წყარო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2007 წლის სახელმწიფო პროგრამა

ვნახოთ ლეპისი

Posted: 09 ივლ 2009, 16:10
by saskva
ფოტოებიც მაქვს ერთი ორი, დავასკანერებ და დავდებ