მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

მიმდინარე და ადრინდელი არქეოლოგიური გათხრები

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ele » 06 ნოე 2008, 17:58

N67

მინიშნება ნამდვილად არის, მე როგორც მახსოვს. . .

წიგნსა და ფილმს შორის განსხვავებები კი როგორც ყოველთვის შეინიშნება. . .

ძირითადად ფილმი სანახაობრივადაა დატვირთული. . .



დედამიწის ცენტრისკენ მოგზაურობა ნამდვილად არაა ცუდი. . .

მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება რომ დინოზავრები დარბოდნენ. . .

:roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ლეონტი » 06 ნოე 2008, 19:27

ele
ეჭვი ცუდია, რწმენის ანტიპოდია.
ჩვენ აქ გვქონდა საუბარი-თემა ხევსურეთში უძირო ტბის შესახებ, რომელშიც გადმოცემით გველეშაპი ცხოვრობს და ტბას ძროხები ან სხვა ცხოველი არ ეკარება.
განა დინოზავრი რა ვერ იცხოვრებს 2 კილომეტრი სიღრმის და ვეებერთელა მიწისქვეშა ტბის პირობებში, რომელსაც მუდმივი კლიმატი აქვს და ზედაპირზე მიმდინარე გამყინვარებაან სხვა კატაკლიზმები არ შეხებია?
ტბასი რომელიც ალპურ ზონასია, თბილი წყლის ტროპიკული წყალმცენარეები საიდან მოვიდა?
ჰოდა არსებობს ისიც , რაც არ შეიძლება არსებობდეს.

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by N67 » 06 ნოე 2008, 21:30

rusuls jerjerobit ver vxsni..
inglisurshi ki mgoni mivageni. rogorc chans rom chavlen, im dros ert-erti did momologs ambobs da dzalian bevr rameze saubrobs. mgoni eg adgilia,
tumca zustad ver gavixsene. vnaxav rusulsac, tu igirsa gaxsna...

Image
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ele » 06 ნოე 2008, 21:38

ლეონტი



მე რისიც მწამს მასში ეჭვი არასდროს მეპარება. . . :roll:


კაცია და ბუნება, სანამ ჩემი თვალით არ დავინახავ დაახლოებით ასე სულ ცოტა 2000 კ.მ.-ის წიაღში დინოზავრს ვერ დავიჯერებ და მომკალით. . . :D




და კიდევ ისე როგორც ფილმებშია ცხოვრებაში ყველაფერს ბედნიერი დასასრული არ აქვს ხოლმე. . .


ასე რომ ”კატამ თხარა თხარა”-ო . . . სასრული გეცოდინებათ. . .
არ მინდა მასე გამოვიდეს. . .

:roll:



საერთო ჯამში კი არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. . . :D
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ლეონტი » 06 ნოე 2008, 22:04

N67
გმადლობ რომ მოძებნე, თუმცაღა აქ მიწისქვეშეთზე არაა საუბარი არამედ გიგანტურ ბიოლოგიურ ინდივიდზე.

ele
დინოზავრები არა მაგრამ რაღაც მსგავსები, გაიხსენე ლოხნესის ტბის საიდუმლო, მაგრამ ამ არსებებს ცოტა მისტიური ელფერი დაჰკრავთ.
მაგალითად იეტი.
რომელიც არსებობს მაგრამ სადღაც ქრება.

აი აქ არის ნეიშნლ ჯიოგრაფიქის რამდენიმე ფოტო:

http://ngm.nationalgeographic.com/ngm/0 ... media.html

Voronya Cave, Krubera, Georgia : Deepest Cave on the Earth

Image
Last edited by ლეონტი on 06 ნოე 2008, 22:45, edited 2 times in total.

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ele » 06 ნოე 2008, 22:15

ლეონტი



მთვარეზე ფეხის დადგმაც მისტიური ამბავი იყო ერთ დროს მაგრამ. . .


იეტებს რაც შეეხება თქვენც ერთერთი მათგანი ხართ. . . :D


მოუთმენლად ველოდები სიღრმისეულ გამოკვლევებს, მეტ და მეტ ინფორმაციებს. . .

და საქართველო თუ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გასახარი იქნება ნამდვილად. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .


User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by mzevinari » 07 ნოე 2008, 19:38

ჩემი ბავშვობის დროს,დიდი ხნის წინ :D იყო გადაცემა "ირაო",სპალეოლოგიურ ექსპედიციებს აწყობდა ჯგუფი, სადაც ჩემი მოგვარე სახელაშვილი იყო ჯგუფის ხელმძღვანელი.სამწუხაროდ ნათესავი არაა :(
ასეთ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღებაჩემი ოცნებაა ,1 კარგი მღვიმე ჩემს სოფელში მეგულება,ჯერ კიდევ გამოუკვლელია :D ........
ამ სახელაშვილს თუ მიაკვლევთ მეც გამაცანით :oops:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ლეონტი » 07 ნოე 2008, 19:49

mzevinari wrote:1 კარგი მღვიმე ჩემს სოფელში მეგულება,ჯერ კიდევ გამოუკვლელია :D ........
სადაა სოფელი?

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by mzevinari » 08 ნოე 2008, 15:19

ტყიბულიდან 10 კმ-ში არის სოფელი მუხურა,მთის თავზე არის ტბა რომელიც როგორც ამბობენ გამოქვაბულიდან იკვებება,ტბიდან წყალი ჩანჩქერის სახით გადმოდის,მეორე მხარე ნამდვილად არ მინახავს :oops:
შესაძლოა მღვიმეშიც გამდინარე წყალი გადადის,არ ვიცი..........
ნახვა უნდა,ძალიან ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაციაა :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ლეონტი » 11 ნოე 2008, 15:01

mzevinari
მაგ ჩანჩქერის სურათს დავდებ, ეხლა კი მიწისქვეშეთთან დაკავშირებული კიდევ 1 ინფორმაცია:


საზვერეები

მონაზონ სერგიას (კლიმენკო) მოგონებებიდან



1923-24 წლის ზამთარში ფილტვების ანთება დამემართა. 8 დღის განმავლობაში ტემპერატურა 40,8 გრადუსი მქონდა. დაახლოებით მე-9 დღეს მე დიდმნიშვნელოვანი ხილვა მქონდა.
ჯერ კიდევ დასაწყისში, ნახევრადუგონო მდგომარეობაში, როდესაც ვცდილობდი იესოს ლოცვა შემესრულებინა, მე გამიტაცა მშვენიერმა ბუნების სურათებმა, რომელთა თავზეც თითქოს თავად მე დავფრინავდი. როდესაც რაიმე მშვენიერი მუსიკა დამატკბობდა ან სურათი მომხიბლავდა და ლოცვას შევწყვეტდი, რაღაც ბოროტი ძალა თავიდან ფეხებამდე დამივლიდა და მე ვაგრძელებდი ლოცვას. დროდადრო გონს მოვიდოდი და ვხედავდი საკუთარ მდგომარეობას.
უცებ ჩემს საწოლთან გაჩნდა ჩემი სულიერი მოძღვარი, მღვდელმონაზონი სტეფანე. მან შემომხედა და მითხრა: „წამოდი“. მთელი გულით გავიხსენე ეკლესიის სწავლება, რომელიც შეეხება ყოველგვარი გამოცხადებისადმი ნდობა-არნდობის საკითხს და დავიწყე კითხვა ლოცვისა: „აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი“. მან წყნარი ღიმილით მოისმინა ლოცვა და თქვა „ამინ!“ და სადღაც წამიყვანა.
ჩვენ აღმოვჩნდით მიწის წიაღში, ღრმა მიწისქვეშეთში. შუაგულში შავი მდინარის ამღვრეული წყალი მღელვარედ მოედინებოდა. მე იმაზე ვფიქრობდი, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. და ჩემი ფიქრების პასუხად მამა სტეფანემ ასევე უსიტყვოდ - აზრობრივად გამცა პასუხი: „ეს განკითხვის საზვერეა, განკითხვა არავის ეპატიება“.
ღრმა ტალღებში მე დავინახე ერთი ნაცნობი, რომელიც იმ დროს ჯერაც ცოცხალი იყო. შეშინებულმა მისთვის ლოცვა წამოვთქვი და იგი თითქოს მშრალი გამოვიდა იქიდან. ნახულის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ თუ იგი იმავე მდგომარეობაში მოკვდებოდა, რომელშიც იმჟამად იმყოფებოდა, მას დაღუპავდა განკითხვის ცოდვა, თუკი მონანიებას ვერ შესძლებდა (ზოგჯერ მას ასეც უთქვამს: იმისათვის, რომ ბავშვებს ცოდვისადმი სიძულვილი ჩამოუყალიბდეთ, უნდა ვასწავლოთ ისეთი ადამიანების საქციელის განსჯა, რომლებიც ცუდად იქცევიანო). მაგრამ, რადგანაც სიკვდილის საათი მისთვის ჯერაც არ დამდგარიყო, შესაძლებლობა ჰქონდა, დიდი მწუხარებით ცოდვა გამოესყიდა. ჩვენ ამ დინების სათავესთან მივედით და ვნახეთ, რომ ის უზარმაზარი, ბნელი და მძიმე კარის ქვემოდან გამოედინებოდა. ვგრძნობდი, რომ ამ კარის მიღმა წყვდიადი და საშინელება მეფობდა... „- ეს რა არის?“ - გავიფიქრე. „- ეს მომაკვდინებელ ცოდვათა საზვერეებია“. - ფიქრით მიპასუხა ჩემმა წინამძღოლმა. (ჩვენს შორის სიტყვები არ ყოფილა. ფიქრზე უშუალოდ ფიქრით პასუხობდა).
ამ საშინელი, ყრუდ დაკეტილი კარიდან უკან დავბრუნდით და ზემოთ ასვლა დავიწყეთ (სამწუხაროთ, ყველაფრის თანმიმდევრულად დალაგება არ შემიძლია, თუმცა ნახულს ზუსტაად გადმოვცემ).
ჩვენ აღმოვჩნდით თითქოსდა მზა ტანსაცმლის მაღაზიაში. საკიდებზე ირგვლივ უამრავი ტანსაცმელი ეკიდა. შეხუთულობა და სიცხე იგრძნობოდა. და აქ მე მივხვდი, რომ ეს ტანსაცმელი არის მთელი ჩემი სიცოცხლის სურვილები - კარგ ჩაცმასთან დაკავშირებით. აქ მე ვნახე ჩემი სულიც, თითქოს ჯვარცმული, კოსტუმივით ჩამოკიდებული ერთ-ერთ საკიდზე. ჩემი სული კაბად გადაქცეულიყო და მოწყენილობით დათრგუნული თითქოს იღრჩობოდა. გაწამებული სულის მდგომარეობა მანეკენის სახით იყო წარმოდგენილი, რომელიც გალიაში იჯდა და უკიდურესად მოდურად გამოწყობილიყო და ეს სული იმ ამაო, პატივმოყვარული სურვილების სიცარიელისა და უაზრობისაფან იხრჩობოდა, რომლითაც თავისი შეგნებული ცხოვრეიბს ჟამს ერთობოდა.
მე მივხვდი, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში აქ დავიტანჯებოდი და აქ დაიფერფლებოდა ჩემი სული.
მაგრამ მამა სტეფანემ ჩემთან ერთად განაგრძნო გზა. მე ვნახე სუფთა თეთრეულის სავაჭრო. ჩემს ორ ნათესავ ქალს (იმ დროს ცოცხლები იყვნენ) დაუსრულებლად ადგილიდან ადგილზე გადაჰქონდა თეთრეული. - თითქოსდა ეს სურათი განსაკუთრებულად საშინელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ჩემი სული წარმოუდგენელი მოწყენილობით აავსო და სულიერად დამთრგუნა. მე მივხვდი, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ნათესავების საიქიო ხვედრი, ისინი რომ ამ სულიერი მდგომარეობით გარდაცვლილიყვნენ. მათ მომაკვდინებელი ცოდვები არ ჰქონდათ, ქალწულები იყვნენ, მაგრამ გადარჩენისთვის არ ზრუნავდნენ, უმიზნოდ ცხოვრობდნენ და ეს უმიზნობა მათ სულებს მარადიულობაში გადაჰყვებოდა.
ამის შემდეგ მე დავინახე საკლასო ოთახი, რომელიც ჯარისკაცებით იყო სავსე. ისინი საყვედურით მიმზერდნენ. და გამახსენდა ჩემი დაუმთავრებელი სამუშაო. ერთ პერიოდში მე მომიწია ხეიბარ ჯარისკაცებთან მუშაობამ, მაგრამ შემდეგ წავედი, მათ წერილებსა და კითხვებს ვერ ვუპასუხე, ბედის ანაბარა მივატოვე ისინი რევოლუციის მძიმე, გარდამავალ ხანაში.
შემდეგ ღატაკების ბრბო შემომერტყა გარს. ისინი ხელს მიწვდიდნენ და მხოლოდ გონებით, უსიტყვოდ მეუბნებოდნენ: „მომეცი, მომეცი“. მე მივხვდი, რომ ღატაკი ადამიანებისათვის დახმარების გაწევა სიცოცხლეში შემეძლო, მაგრამ ეს რატომღაც არ გავაკეთე.
ჩვენ გზა გავაგრძელეთ (მე ვნახე, ჩემი კიდევ ერთი ცოდვა, რომელზედაც არასოდეს დავფიქრებულვარ - უმადურობა ჩემი მოსამსახურის მიმართ, კერძოდ ის, რომ მე მის შრომას, როგორც რაღაც ბუნებრივს ისე ვიღებდი. ნანახი დამავიწყდა, მაგრამ ხსოვნა იმჟამინდელი შეგრძნებისა შემომრჩა).
მინდა ვთქვა, რომ რაც ვნახე, იმის გადმოცემა ძალიან მიჭირს, სიტყვებით აღწერა მოუხერხებელი, უხეში და უფერულია.
აი, გზა გადაგვიღობა სასწორმა. მის ერთ პინაზე დაუსრულებელ ნაკადად ჩემი კეთილი საქმეები იღვრებოდა, ხოლო მეორეზე კი ხმაურით ცვიოდა და აქეთ-იქით იფანტებოდა ცარიელი კაკლები. ეს იყო ჩემი პატივმოყვარეობის, მაღალი თვითშეფასების სიმბოლო. როგორც ჩანს, ამ გრძნობებმა ყველაფერ დადებითს ფასი დაუკარგა, იმიტომ, რომ ცარიელი კაკლებით სავსე პინამ გადასწონა. კეთილი საქმეები ცოდვის დანამატების გარეშე არ აღმომაჩნდა. საშინელება და მწუხარება დამეუფლა, მაგრამ უცებ საიდანღაც პინაზე დავარდა ღვეზელი თუ ტორტის ნაჭერი და პირველმა მხარემ გადაწონა (მომეჩვენა, რომ ვიღაცამ ჩემი კეთილი საქმისთვის სამაგიერო დამიბრუნა).
აი, ჩვენ მთის წინ შევჩერდით, მთისა, რომელიც ცარიელი ბოთლებით იყო აშენებული და შეძრწუნებული მივხვდი, რომ ეს ჩემი ამპარტავნების სახეა, - ჩემი ცარიელი, გამაძღარი ბრიყვული ამპარტავნების სახე. ჩემმა წინამძღოლმა აზრობრივად გადმომცა, რომ ახლა რომ მოვმკვდარიყავი, ამ საზვერეზე მომიწევდა გამეხსნა ყველა ბოთლი, რაც თავისთავად ძალიან ძნელი, მაგრამ ამავე დროს უნაყოფო გარჯა იქნებოდა.
მაგრამ აქ მამა სტეფანემ თითოს რაღაც გიგანტური კორპსაძრობი დაიქნია, რომელიც მის მადლს წარმოადგენდა და ყველა ბოთლი ერთად გაიხსნა, მე კი - გათავისუფლებულმა გზა გავაგრძელე. მინდა დავამატო, რომ მე მონაზვნური სამოსით მივდიოდი, თუმცა იმ დროისათვის ის იყო აღკვეცისათვის ვემზადებოდი მხოლოდ.
ვცდილობდი, მოძღვრის კვალზე მევლო, თუ ოდნავ გვერდს ავუქცევდი, გველები გამოძვრებოდნენ და ჩემს დაგესლვას ცდილობდნენ. მოძღვარი თავდაპირველად ბერულად იყო შემოსილი, მაგრამ მისი სამოსი შემდეგ მეწამულ სამეფო მანტიად იქცა.
აი, ჩვენ აბობოქრებულ მდინარესთან მივედით. მასში იდგნენ ვიღაც ბოროტი, ადამიანისმაგვარი არსებები, ისინი ერთამენთს სისხლისმსმელი გაბოროტებით ესროდნენ მსხვილ მორებს. როდესაც დამინახეს, რაღაც გაუმაძღარი სიბოროტით აღრიალდნენ, თვალებით მჭამდნენ და ცდილობდნენ, თავს დამსხმოდნენ. ეს მრისხანების საზვერე იყო, - გამომჟღავნებული, თავშეუკავებელი მრისხანებისა. როდესაც მივიხედე, შევნიშნე, რომ უკან მობობღავს დორბლი - ადამიანის სხეულის სიდიდისა, მაგრამ უფორმო - ქალის სახით. არანაირი სიტყვით არ გადმოიცემა ის სიძულვილი, რომელიც ანათებდა მისი თვალებიდან, მოუშორებლად რომ მიმზერდნენ. ეს გახლდათ ჩემი გულფიცხობის ვნება, რომელიც მრისხანების ეშმაკის ორეული იყო. უნდა ითქვას, რომ იმ ვნებებს, რომელთაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვკვებავდი და ვაძლიერებდი, იქ განვიცდიდი, როგორც - რაღაც იგივეობას იმ ეშმაკთან, რომელთაც ისინი აღძრავდნენ.
ამ დორბლს გამუდმებით ჩემზე შემოხვევა და დაღრჩობა სურდა, მაგრამ მოძღვარმა განაგდო იგი და ფიქრით უთხრა: „- ის ჯერ არ მომკვდარა, შეუძია მოინანიოს“. თვალმოუშორებელი, არაადამიანური მზერით იგი ჩემს კვალზე მოფორთხავდა ბოლომდე, ვიდრე საზვერეებს გავივლიდით.
შემდეგ ჩვენ მივედით საგუბართან თუ კაშხალთან, რომელიც ჰგავდა მიწაყრილს - გაყვანილობის მეტად რთული სისტემით, რომლის მილებიდანაც წყალი გადმოდიოდა. ეს იყო ჩემი შეკავებული, შინაგანი რისხვის სახე, - სხვადასხვაგვარი ბოროტი აზრობრივი მსჯელობის სიმბოლო, რომელიც მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს. მე რომ მოვმკვდარიყავი, მომიწევდა ისეთი განცდის გადატანა, თითქოს ამ მილებიდან მოვედინები, აუტანელი ტანჯვით ვიწურები. კვლავ დანაშაულის საშინელმა, უპასუხო გრძნობამ შემიპყრო. „ჯერ არ მომკვდარა“. - გაიფიქრა მამა სტეფანემ და იქაურობას გამაშორა. დიდხანს მდევდა თან მრისხანების მდინარის ვაება და მისი ცოფიანი შხეფები.
ამის შემდეგ ჩვენ თითქოსდა ისევ ზევით ავედით და რაღაც დაწესებულებაში მოვხვდით. კუთხეში თითქოს გამიჯნულად იდგნენ ურჩხულები: უსახურნი, ადამიანისსახედაკარგულნი. შინაგანად ნაკვებნი და გარედანაც დაფარულნი საშინელი სიბინძურით. და მე მივხვდი, რომ ეს იყო საზვერე უხამსობისთვის, ბოლწი ანეკდოტებისთვის, უწესო სიტყვებისთვის. შვებით გავიფიქრე, რომ აქ მაინც ვიყავი უცოდველი, მაგრამ უცებ გავიგონე, რომ ამ საშინელმა ურჩულებმა საზარელი ხმით დაილაპარაკეს: „ჩვენია, ჩვენი“... და მე განსაცვიფრებელი სიმკვეთრით წარმომიდგა, თუ მე - ათი წლის გიმნაზიელი გოგონა - როგორ ვწერდი მეგობარ გოგონასთან ერთად კლასში ათასგვარ სისულელეს ქაღალდის ფურცელზე. და მაშინათვე დანაშაულის გრძნობასთან ერთად ამომიტივტივდა უღრმესი შეგრძნება იმისა, რომ პასუხის მიგება არ შემეძლო. მაგრამ ჩემმა წინამძღოლმა ისევ ფიქრში გასცა მათ პასუხი: „- იგი არ მომკვდარა“... და იქაც გამატარა. იქვე ახლოს, იმ შესახვევიდან გამოსვლისთანავე ჩემი სული დავინახე მინის ქილაში მომწყვდეული ფიგურის სახეით, ეს იყო მკითხაობის საზვერე. მე ვიგრძენი, როგორ აკნინებს და ამცირებს უკვდავ სულს მკითხაობა, თითქოსდა უსიცოცხლო ლაბორატორიულ პრეპარატად აქცევს მას.
კიდევ უფრო წინ, მოპირდაპირე კუთხეში, როგორც ფანჯარაში, რომელიც მეზობელ ქვემო დაწესებულებაში გადიოდა, დავინახე საკონდიტრო ნაწარმის აურაცხელი სიმრავლე, - რიგებად იყო განლაგებული. ეს იყო ჩემს მიერ მირთმეული ტკბილეულობა. თუმცა აქ ეშმაკები არ მინახავს, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში გემოთმოყვარეობის ყველა გამოვილინების ხილულ ნიშნებს იქედნური ეშმაკეულობის სუნი უდიოდა. მე იძულებული ვიყავი, ყოველივე ეს ხელახლა გადამეყლაპა, მაგრამ - არა სიამოვნებით, არამედ - საშინელი ტანჯვა-წამებით.
ამის შემდეგ ჩვენ ჩავუარეთ აუზს, რომელშიც დაუსრულებლად ბრუნავდა სიმხურველისაგან გამდნარი, ოქროსფერი სითხე - ეს იყო გარყვნილი, ავხორცული ფიქრების საზვერე. სასტიკი სატანჯველის ოხშივარი ასდიოდა ამ გამდნარ და მოძრავ სითხეს.
ამის შემდეგ ჩემი ერთი ნაცნობის სული დავინახე (იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო). - საოცარი ფერის და უცნაური ფორმის ყვავილის სახით. იგი მშვენიერი ვარდის ფურცლებისგან შედგებოდა, რომლებიც გრძელ მილაკს ქმნიდნენ. არც ღერო და არც ფესვი არ ჰქონდა. მოძღვარი მივიდა, ფურცლები მოჭრა და ღრმად ჩარგო მიწაში. „- ისინი ახლა გამოიღებენ ნაყოფს“. - თქვა მან.
ახლოსვე იდგა ჩემი ბიძაშვილის სული. ერთიანად საომარი ამუნიციებით განმსჭვალული, თითქოსდა სული, როგორც ასეთი, არც არსებობდა. ამ ბიძაშვილს ძალიან უყვარდა სამხედრო საქმე, მიჯაჭვული იყო მასზედ და არანაირ სხვა საქმიანობას საკუთარი თავისთვის არ სცნობდა.
ამის შემდეგ სხვა - მომცრო დაწესებულებაში მივედით. აქ იყვნენ მახინჯები: გიგანტები - თოჯინის, ხოლო ჯუჯები - უზარმაზარი თავებით. აქვე ვიდექი მე - უზარმაზარი მკვდარი მონაზვნის სახით, თითქოს გახევებული. ყველა ესენი იმ ადამიანების სიმბოლოები იყო, რომლებიც თვითნებურ მოღვაწეობრივ ცხოვრებას ეწევიან, მორჩილების და სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე: ერთნი ხორციელი ღვაწლით არიან დაკავებულნი, მეორე ნაწილს გონებრივი განსჯის უნარი აქვთ მეტისმეტად განვითარებული. ჩემთან დაკავშირებით მე გავიგე, რომ დადგება დრო, როდესაც სულიერი მოძღვრის მორჩილებას მივატოვებ და სულიერად მოვკვდები (ეს ასეც მოხდა, როდესაც 1992 წელს მე მამა სტეფანეს რჩევები არ გავითვალისწინე, სქიზმაში წავედი, არ მსურდა, მეცნო მიტროპოლიტი სერგი - ამჟამინდელი პატრიარქი; სიცოცხლის ხისგან მოწყვეტილი სულიერად ნამდვილად გავხმი, მოვკვდი და მხოლოდ ყოვლადწმიდა დედოფლის, ღვთისმშობლის მეოხებით დავუბრუნდი ეკლესიის წიაღს). ფეხები თითქოს იატაკზე მიმელურსმა, მაგრამ ღვთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვის წარმოთქმის შემდეგ კვლავ მომეცა წინსვლის და მამა სტეფანესთან უკან მიდევნების შესაძლებლობა. ეს იყო არა საზვერე, არამედ ჩემი მართლმადიდებლობის, ცხონების გზიდან სამომავლო გადახვევის წინასახე.
შემდეგ უზარმაზარი ცარიელი ტაძრების მთელი რიგი გაიჭიმა, რომელთა შორის ჩვენ მომქანცველად დიდხანს მივდიოდით. მე ფეხებს ძლივს ვადგამდი და ფიქრებში ვკითხე მამა სტეფანეს, თუ როდის დამთავრდებოდა ეს გზა. მან ფიქრითვე მომიგო: „ეს ხომ შენი ოცნებებია, რატომ ოცნებობდი ამდენს?“ ის ტაძრები, რომელთა შორისაც მივდიოდით, მაღალი და ლამაზი იყო, მაგრამ - ღვთისთვის უცხო. ტაძრები - უღმერთოდ...
დროდადრო გვხვდებოდა ანალოგიები, რომელთა წინაშეც მუხლზე ვდგებოდი და აღსარებას ვამბობდი, ამ დროს კი ჩემი მოძღვარი გვერდზე იდგა და მელოდა. პირველი მღვდელი, ვისთანაც აღსარება ვთქვი, იყო მამა პეტრე (ჩვენი ეკ

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ele » 12 ნოე 2008, 23:42

ლეონტი



სიმართლე გითხრა შემეშინდა. . .

რა დავწერო რა ვთქვა. . .


ყველა სიტყვა ყოველი ფრაზის ზედმეტია. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by legenda » 13 ნოე 2008, 09:58

წავიკითხე....

მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ....

ძალიან საინტერესოა :roll:


გმადლობ ლეონტი :wink:


და აი საზვერეებს რაც შეეხება.... დამბურძგლა :o

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by ele » 13 ნოე 2008, 17:04

legenda



დამბურძგლა ის სიტყვა არაა. . .


ისე ვკითხულობდი რომ ვერ ვსუნთქავდი და რაც შეიძლება მეტი მინდოდა წამეკითხა ერთბაშად. . .


ის კიდევ სხვა საკითხია როდესაც საკუთარ თავს წარმოვიდგენდი მსგავსად. . .

უკვე დაფიქრების დროა! ! !
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ ანუ დასაბამისეული აღმოჩენა.

Post by mzevinari » 02 დეკ 2008, 22:42

ლეონტი
სადაა შეპირებული ჩანჩქერი? :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]