Page 1 of 1

google. da bagineti

Posted: 18 ივნ 2005, 21:46
by mika

google. da bagineti

Posted: 20 ივნ 2005, 09:32
by Kakha
მიკა,

რაც მანდ გამოუდიათ, ერთი წარმართულ ტაძარში მდგარი ქანდაკების პედესტალია. თუ კარგად დააკვირდები ჩანს, რომ ერთი საყრდენი ფეხი იყო, მეორე კი ოდნავ მოხრილი უნდა ყოფილიყო. ასეთ ქანდაკებებს ბერძენ-რომაელები აკეთებდნენ.

წარწერა კი ბაგინეთის საზოგადოებირვ აბანოებთან მიაგნეს. დააკვირდი იწყება სიტყვით არმენია (მგონი ამაზეც ვილაპარაკე).

ისე რამდენს ვლაპარაკობ არა. დარჩა ჩემში რაღაც ლექტორის.

google. da bagineti

Posted: 20 ივნ 2005, 13:00
by Gvalva
mika

კარგი რამეები გიპოვია, მომეწონა.

Kakha

ჩვენდა საბედნიეროდ, დარჩა :)

google. da bagineti

Posted: 20 ივნ 2005, 13:56
by mika
gamikvira rom vipove...
thx

didi madloba kaxas!!!!!!!!! yelafrisaTvis

google. da bagineti

Posted: 19 ნოე 2011, 23:05
by Ketevan Guliashvili
ბაგინეთი გეგმა.

Image

"ლეონტი მროველის გადმოცემით ფარნავაზ მეფე არმაზის კერპის ქვეშ დაასაფლავეს: „მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.“

ანუ ბაგინეთზეა საუბარი?

google. da bagineti

Posted: 22 ნოე 2011, 12:44
by Kakha
ქეთი, მაგ ბაგინეთის გეგმას დიდი სიფრთხილით მოეკიდე. ესაა ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს ანდრია აფაქიძის წიგნში გამოქვეყნებული გეგმა. მას შემდეგ ეს გეგმა მრალაგზის გამოქვეყნეს სხვადასხვა გამოცემებში. არადა დააკვირდი გეგმის მარცხენა მხარეს გამოსახულ ნაგებობას - იგი ანდრიას მიხედვით განეკუთვნება არმაზციხე II სამშენებლო ფენას, რომელიც წელთაღრიცხვების მიჯნითაა განსაზღვრული. არადა ეს შენობა ეკლესიაა, ადრექრისტიანული პერიოდის, და დანამდვილებით არაა წელთაღრისცვების მიჯნის. მხოლოდ ახლან, ამ ბოლო წლების გამოცემებში აღარ საუბრობენ არმაზციხე II-ზე. იმის თქმა მინდა რომ მაგ გეგმაზე მითითებული პერიდები არმაზციხე I, არმაზციხე II და III მთალდ იმ საუკნეებს არ მიეკუთვნება, როგორც ეს ბატონმა ანდრიამ დაწერა თავის დროზე.

რაც შეეხება ფარნავაზის საფლავს, ივარაუდება, რომ არმაზის კერპი მთა ქართზე იდგა, დაახლოებით იქ სადაც ახლა ბაგინეთის ბორცვის თავზე ჯვარია აღმართული და ფარნავაზიც აქვე უნდა ყოფილიყო დასაფლავებული. თუმცა ფენება მანდ გადარეცხილია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე იყოს გადარჩენილი.

google. da bagineti

Posted: 22 ნოე 2011, 20:43
by Ketevan Guliashvili
Kakha


ანუ 2 არმაზციხე ჩვ-tსაღ II ან I საუკუნისაც შეიძლება იყოს, სწორედ მივხვდი? დანარჩენი 2 კი ახალი წელთაღრიცხვით სშესაძლოა დათარიღდეს? ბატონი ანდრია აფაქიძის ნაშრომს ბუნებრივია არ ვიცნობ...:)

ფარნავაზის დროს საქართველოში რა ტიპის სამარხები კეთდებოდა? რას აყოლებდნენ მეფეებს?

google. da bagineti

Posted: 25 ნოე 2011, 10:21
by Kakha
პირიქით, იმას ვწერ, რომ არმაზციხე 2 არაა სწორედ დათარიღებული ბატონი ანდრიას მიხედვით, რაც ამ ბოლო ხანებში საკამთო აღარაა მეცნიერთა შორის. საერთოდ ამ ტერმინზე უფრო და უფრო უარს ამბობენ. თავად ბატონია ანდრია რასაც არმაზციხე 2-ს უწოდებდა ადრექრისტიანული პერიოდისაა.

რაც შეეხება ფარნავიზის დროინდელ სამარხებს. სამწუხაროდ ადრეელინისტური ხანის სამეფო სამარხები აღმოსავლეთ საქართველოში არაა აღმოჩენილი ჯერ-ჯერობით. თუმცა საირხისა და ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხებით და ასევე არმაზიხევის (არაა ადრეელინისტური, უფრო გივნდელია, მაგრამ მაინც შეიძლება წარმოდგენა შეგვიქმნას) სავარაუდოდ ეს იქნებოდა მდიდრული ინვეტარით დახუნძლული სამარხი. შესაძლოა ყოფილიყო გამართული აკლდამა.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ უფლისციხე "მკვართა ქალაქს" წარმოადგენდა და იქ გამოკვეთილი წინარექრისტიანული პერიოდის ქვაბულები აკლდამები იყოო. მე ამ ჰიპოთეზას არ ვემხრობი, თუმცა არიან მისი მომხრეებიც ცხადია.

იმის თქმა მინდა, რომ ცალსახა და მარტივ პასუხს ვერავინ მოგცემს. ჯერ მრავალი რამეა შესასწავლი.