Page 1 of 7

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 15:45
by kotetbeli
(ვთარგმნე ფრანგული ჟურნალიდან - Archeologie. მაისი, 2004 წელი.)

ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მაჩუ პიქჩუს აღმოჩენით გამოწვეულ აღფრთოვანებას და ამ ქალაქის სახელს, მის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 10 მილში აღმოჩენილი სხვა ქალაქი - ჩოკ კირაო დაჩრდილავდა...
ახლადაღმოჩენილი ქალაქი ფრანგი და პერუელი არქეოლოგების შესწავლის საგანი გახდა. მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.
პირველადი მონაცემებით, ქალაქის სტრუქტურა და მასშტაბი თითქმის უტოლდება სახელგანთქმულ მეზობელ ქალაქ მაჩუ პიქჩუს.
ჩოკ კირაო, ინკების არქიტექტურულ შედევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახვეწილი და ორიგინალურია. იგი გაშენებულია 3000 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე აპურიმაკის ძალზედ დაქანებულ მიდამოებში. ქალაქი მოიცავს 2000 ჰექტარამდე ტერიტორიას, ხოლო მის სტრუქტურას შეადგენს მრავალრიცხოვანი არქიტექტურული დეტალი: 80 ტერასა, პლატფორმები, ტაძრები, საწყობები, 3 მეტრამდე სიგანის გზები და დაუსრულებლად გადაბმული სარწყავი არხები.
გარშემო 5000 მეტრზე აზიდული თოვლიანი მწვერვალების პეიზაჟი იშლება.
ამჟამად, ჩოკ კირაო მოქცეულია პერუს კულტურის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ დაარსებული უდიდესი პარკის ტერიტორიაზე.
არქეოლოგთა დიდი ინტერესი გამოიწვია განსაკუთრებით კეთილმოწყობილი და დიდი მოცულობის რამდენიმე ნაგებობის აღმოჩენამ. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შენობები სარჩო-სანოვაგის საწყობები უნდა იყოს, რაც შემდეგი მონაცემების საფუძველზე დაასკვნეს: კონსტრუქცია აშენებულია ქალაქის განაპირას, ყველაზე ამაღლებულ და განიავებულ ადგილას, ამ ნაგებობისკენ ქალაქის ყველა მონაკვეთიდან მიდის გზა დ, რაც მთავარია, შენობა უზრუნველყოფილია სავენტილაციო და სადრენაჟო სისტემით...
ჩოკ კირაო მაჩუ პიქჩუზე 20-30 წლით გვიან უნდა იყოს აშენებული, დაახლოებით 1470 წელს.
პირველი ცნობები ამ ქალაქის შესახებ მოცემულია 1710 წლის მანუსკრიპტში, რომლის ავტორია ხუან არიას დიას ტოპეტე. მანუსკრიპტში საუბარია იმაზე, რომ ,,ჩოკ კირაო" ითარგმნება, როგორც ,,ოქროს აკვანი" ან ,,ოქროს ქალაქი". სავარაუდოდ, ქალაქში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ნაკეთობათა ცენტრი იყო, რომელიც 1537-1572 წლებში ესპანელთა ამ ტერიტორიაზე შემოსევის დროს განადგურდა.
1834 წელს, ფრანგმა ეუჟენ დე სარტრიჟმა აღწერა ჩოკ კირაოს ცენტრალურ მოედანზე მდებარე ორსართულიანი შენობა. მისი ცნობით, შენობის იატაკი მოპირკეთებული იყო თიხის აგურებით, ხოლო ზემოდან გადასმული ჰქონდა მუქი ფერის ლაქი.
სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გამოააშკარავებს. არქეოლოგთა თქმით, ქალაქის წყალგაყვანილობა, გზები და მთლიანად შიდა სტრუქტურა, იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ ინკებს საკმარისად ჰყვარებიათ კომფორტი და მისი შექმნის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნაც ჰქონიათ.

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 15:47
by lama
kotetbeli
ძალიან საინტერესოა ველით გაგრძელებას :)


თუ არის საშუალება :)

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 15:56
by kotetbeli
lama
ფოტოებიც დავასკანერე და დავდებ ახლავე :wink:

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 16:03
by ARCHILI
kotetbeli wrote:
1. იგი გაშენებულია 3000 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე აპურიმაკის ძალზედ დაქანებულ მიდამოებში. ქალაქი მოიცავს 2000 ჰექტარამდე ტერიტორიას, ხოლო მის სტრუქტურას შეადგენს მრავალრიცხოვანი არქიტექტურული დეტალი: 80 ტერასა, პლატფორმები, ტაძრები, საწყობები, 3 მეტრამდე სიგანის გზები და დაუსრულებლად გადაბმული სარწყავი არხები.

2. პირველი ცნობები ამ ქალაქის შესახებ მოცემულია 1710 წლის მანუსკრიპტში, რომლის ავტორია ხუან არიას დიას ტოპეტე. მანუსკრიპტში საუბარია იმაზე, რომ ,,ჩოკ კირაო" ითარგმნება, როგორც ,,ოქროს აკვანი" ან ,,ოქროს ქალაქი". სავარაუდოდ, ქალაქში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ნაკეთობათა ცენტრი იყო, რომელიც 1537-1572 წლებში ესპანელთა ამ ტერიტორიაზე შემოსევის დროს განადგურდა.
-- 1. საკმაოდ სოლიდური ყოფილა....
მე-2. რაღაცას არ გაგონებთ?.... ამ კონკრეტულის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლია რაიმე გვითხრა მისტერ კოტე?..

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 16:04
by paata_
ვასო

მაგარი საინტერესოა

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 16:04
by kotetbeli
Image

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 16:19
by kotetbeli
abaldui
თარგმანია და უფრო კონკრეტულად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჟურნალი ძალიან საინტერესოა, კარგი ხარისხისაა და აღნიშნული სტატიის ავტორია პატრის ლეკოკი... უფრო დაწვრილებით, მე რომ ჩავალ და თავად რომ ვნახავ ჩოკ კირაოს, მერე მოვყვები :D

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 16:21
by kotetbeli
Image

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 16:24
by ARCHILI
kotetbeli wrote:abaldui
თარგმანია და უფრო კონკრეტულად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჟურნალი ძალიან საინტერესოა, კარგი ხარისხისაა და აღნიშნული სტატიის ავტორია პატრის ლეკოკი... უფრო დაწვრილებით, მე რომ ჩავალ და თავად რომ ვნახავ ჩოკ კირაოს, მერე მოვყვები :D

-- გაიხარე!!!!


ოღონდ.. რომ ჩახვალ (თუ ახვალ) არ დაგავიწყდეს...

:wink:

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 05 ივლ 2007, 16:50
by kotetbeli
abaldui
ოკ. თუ წასვლა დავაპირე, სამომავლო გეგმებში დავპოსტავ... :wink:

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 07 ივლ 2007, 15:48
by kotetbeli
კარველებო, ისე, მართლა ხომ არ წავსულიყავით პერუში?.. მოუცლელობას რა ვუთხარი, თორე... :roll: :D :wink:

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 07 ივლ 2007, 18:12
by Toma
ალბათ ძვირიც არ იქნება, და მაინც იქნებ დრო გამოვძებნოთ? :D კოჯრის მარშუტკების ბოლო გაჩერებაზე დგება ხოლმე პერუს ავტობუსი და ოთხშაბათობით გადის :D

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 07 ივლ 2007, 20:07
by UnaN
მეც მოვდივარ პერუში. სანტექნიკა მაინტერესებს და ჭერის სიმაღლე. პირადად უნდა ვნახო :lol:

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 07 ივლ 2007, 23:43
by ARCHILI
kotetbeli wrote:კარველებო, ისე, მართლა ხომ არ წავსულიყავით პერუში?.. მოუცლელობას რა ვუთხარი, თორე... :roll: :D :wink:
== პერუში მამიდა მყავს...

ბაბუაჩემი იყო 60 წლის წინ და....

:wink:

ჩოკ კირაო-ახალი მაჩუ პიქჩუ?

Posted: 08 ივლ 2007, 03:06
by UnaN
kotetbeli
cavidet :D da orive unda vnaxot :lol: Choquequira (daakliket) da Machu Picchu'c.
ai kide ramodenime linki:
http://www.incatrailmachupichu.com/chokekiraw.html
http://www.inka-trail.com/treks_photos_ ... photos.htm