Page 1 of 9
25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 19 თებ 2007, 14:31
by guruli
არის იდეა, რომ მომავალ შაბათს - 24 თებერვალს წავიდეთ ფიტარეთში. მცოდნე ხალხნო, დაგვაკვალიანეთ, ნუ დაგვზარდებით რჩევებით.
1). ძეგლის ზუსტი ადგილმდებარეობა?
2). შესაძლებელია თუ არა გამვლელი ტრანსპორტით წასვლა თუ აუცილებლად უნდა ვიქირაოთ?
3). თუ დაქირავებაა საჭირო, რამდენი კილომეტრია იქამდე?
4). ბევრია თუ არა ფეხით სასიარულო?
5). როგორ ამინდებია მოსალოდნელი კვირის ბოლოს, კონკრეტულად - 24-ში?
მოკლედ, ველოდებით რჩევებს. ამხანაგებსაც.

25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 19 თებ 2007, 15:15
by paata_
მოსალოდნელია თოვლი და წვიმა

+ 9-10 გრადუსი

ქარი 8 კმ/წმ
სამაგიეროდ იქითა კვირაში გამოდის ამინდი

25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 19 თებ 2007, 15:49
by Kakha
guruli
ეს ნახე
http://www.karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=143 კარვის ერთ-ერთი პირველი გასვლაა. მაგ დროს მე კარვის წერვრი არ ვიყავი.
ფიტარეთი ქვემო ქართლიშია. ხარმის ხეობასთან.
ფიტარეთისკენ ორი გზით შეიძლება მოხვდეთ
ა) ხულუტის ციხის გავლით, მანდ მათავრი სურთUლე ხრამზე გასვლაა. არა მგონია ამ ტემპერტურაზე დიდი სიამოვნება იყოს დასვლება.
ბ) სოფელ ალექსეევკიდან. მდინარეზე გადასვლა არ მოგიწევეთ.
ორივე ვარიანტში ფეხით საკმოად მოგიწევთ სიარული და თანაც თოვლში. არა მგონია რომ ერთ დღEში მოასწროთ.
ჰო, კიდევ ნახე გიორგი ბაგრატიონის დისკი.
25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 19 თებ 2007, 16:46
by guruli
უი, უი, უი - გასწით, გაგვაშორეთ ქარიც, წვიმაც, თოვლიც და ამ ყიამეთში ხრამში გატოპვ-გამოტოპვაც!!! დიდი მადლობა
paata_ და
Kakha დროული რჩევებისთვის. ისე ვატყობ, მოგვიწევს მაგ გასვლის გვიან გაზაფხულზე გადატანა. შესაბამისად, თემისთვის სათაურის შეცვლაც.
და კეთილო ხალხნო, სანაცვლოდ რამეს ხომ არ შემოგვთავაზებთ, იოლს, 1-დღიანს და წყალში გაუტოპავ-დაუსველებელს?
კიდევ ერთხელ წინასწარ დიდი მადლობა მოსალოდნელი რჩევებისთვის.
25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 19 თებ 2007, 16:51
by paata_
guruli wrote:
და კეთილო ხალხნო, სანაცვლოდ რამეს ხომ არ შემოგვთავაზებთ, იოლს, 1-დღიანს და წყალში გაუტოპავ-დაუსველებელს?
კვირას თუ იქნება მეც წამოვიდოდი
შაბათობით არ მცალია

25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 19 თებ 2007, 17:25
by popins
ბეთანიაში ხომ არ წავსულიყავით.

ოღონდ პატარა ბალღი რომ ვიყავი მაშინ ვიყავი და.........დანარჩენი ვინც იცის იმან თქვას

25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 19 თებ 2007, 18:34
by guruli
popins
ბეთანიაში ხომ არ წავსულიყავით. ოღონდ პატარა ბალღი რომ ვიყავი მაშინ ვიყავი და.........
ბეთანიაში საერთოდ არა ვარ ნამყოფი და იყოს, მანდაც სიამოვნებით წამოვალ.
paata_
კვირას თუ იქნება მეც წამოვიდოდი
შაბათობით არ მცალია
ვაფშეტა, მე კვირას ვმუშაობ (თუმცა არც შაბათს მასვენებენ, ჩვენში რომ დარჩეს), მაგრამ თუ სასტავს კვირა აწყობს, მეც თანახმა ვარ. მით უფრო, კვირას სამსახურში გვიან ვარ საჭირო. ასე, 8 საათიდან. იმედია, მანამ ჩამოვალთ...
25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 19 თებ 2007, 21:53
by Nika
guruli
მისვლა ორი გზით შეიძლება. ალექსეევკიდან ან ტანძიიდან. მეორე უფრო ახლოა მარა ხრამზე გადასვლა მოგიწევთ. ზაფხულისკენ ალექსეევკიდან წესით მანქანაც უდნა ჩადიოდეს.
25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 20 თებ 2007, 00:58
by Archil
guruli wrote:popins
ბეთანიაში ხომ არ წავსულიყავით. ოღონდ პატარა ბალღი რომ ვიყავი მაშინ ვიყავი და.........
ბეთანიაში საერთოდ არა ვარ ნამყოფი და იყოს, მანდაც სიამოვნებით წამოვალ.
ბეთანიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ზაფხული იყო, კარგი ამინდი. მისასვლელი სამანქანო გზაა, მაგრამ რამოდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაიარო, მანქანისთვის რთული სავალია და სალაშქრო პონტია. მაშინ რაღაც ადგილამდე მარშუტკებიც დადიოდნენ, ეხლა როგორაა არ ვიცი. მდინარე ვერეს ხეობაშია. ლამაზია ბეთანია, საინტერესოა ზამთარში როგორ გამოიყურება. ერთდღიანი ლაშქრობისთვისაა ზედგამოჭრილი
25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 20 თებ 2007, 01:00
by Archil
ისე ბეთანიაში ფეხითაც შეიძლება თურმე წასვლა, ვერეს ხეობის გაყოლებით, მაგრამ ზამთარში არა მგონია გვესიამოვნოს დასველების ალბათობა. ისევ გზით ჯობია.
25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 20 თებ 2007, 08:57
by popins
ვაააააააა, მიხარის

აიტაცა სასტავმა

მარხულებისთვის ცეცხლში კარტოშკა ,ვინც არ მარხულობს მათთვის მწვადი

25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 20 თებ 2007, 09:00
by popins
ძალიან ადრე წავიდეთ რა

გურული საქმეს რო არ მოსცდეს.

ამიტომ საგზალი წინა დღით რა

ჰა? თუ ვერ გამოვა?

25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 20 თებ 2007, 09:50
by paata_
გამოვიყვანოთ

25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 20 თებ 2007, 11:03
by guruli
Archil wrote:ისე ბეთანიაში ფეხითაც შეიძლება თურმე წასვლა, ვერეს ხეობის გაყოლებით, მაგრამ ზამთარში არა მგონია გვესიამოვნოს დასველების ალბათობა. ისევ გზით ჯობია.
მეც გამიგონია, რომ ულამაზესია ვერეს ხეობა. ზაფხულში წავიდეთ ეგრე მდინარით დასაშვებად. თბილისში პაპანაქება რომ იქნება, მაშინ.

გაასწორებს მდინარეში ტოპვა.

25 თებერვალს... ფიტარეთი გამოირიცხა. სხვაგან სად შეიძლება?
Posted: 20 თებ 2007, 11:24
by popins
კაცები როგორც იტყვით ისე გავაკეთოთ
