Page 1 of 4
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 13:22
by guruli
ტრაპიზონის ახლოს არის ბერძნული სამონასტრო კომპლექსი - სუმელა, ვარძიასავით კლდეში ნაკვეთი. გაზაფხულიდან იქაც შეიძლება წასვლა 2-დღიანზე.
1დღე. პარასკევს საღამოს მატარებლით ბათუმში ჩასულები იმავე დღეს გადავდივართ სარფის საბაჟოზე და დაახლოებით სამ საათში ჩავდივართ ტრაპიზონში და პირდაპირ მივდივართ სუმელაში. საღამოს ვბრუნდებით ქალაქში, ვჩერდებით სასტუმროში და მეორე დილით ვბრუნდებით ბათუმში. იქ დღის განმავლობაში ვერთობით ქალაქში და ღამის მატარებლით მოვდივართ თბილისში.
ამაზე რას იტყვით?
P.S. ვფიქრობ კოპეინა ბევრს სასიკეთოს გვირცევს, როგორც სუმელამოვლილი.
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 14:05
by gobe
guruli,
ძალიან საინტერესო იქნება. სავარაუდოდ რამდენი შეიძლება დაჯდეს კაცი - სულ ყველანაირი ხარჯიანად?
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 14:06
by Giorgi Bagrationi
სუმელაში თუ წახვალთ და ალბათ ტრაპიზონში (სუმელა 40 კმ.-შია) გაჩერდებით გირჩევთ ტრაპიზონის აია სოფიის ტაძრის მონახულებას რომელიც ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება (ზოგიერთი მკვლევარის აზრით მის არქიტექტურაში ქართული გავლენაც იგრძნობა).

სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 14:11
by Giorgi Bagrationi
თუ მარტო ტრაბზონის და სუმელას ნახვა გსურთ ხარჯების შემცირების მიზნით ჯობია დილაადრიან გადახვიდეთ საზღვარს პირდაპირ აია სოფია ნახოთ შემდეგ სუმელა (სუმეილა) და ღამე ისევ ბათუმში გაათიოთ.
თუ სავსე ბაკით გადახვალთ საწვავის ავსება თურქეთში არ მოგიწევთ და ღამის თევის ხარჯებსაც აცდებით.
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 14:18
by guruli
Giorgi Bagrationi, დიდი მადლობა რცევისთვის. თქვენი იმედი მქონდა და მჯეროდა, გამომეხმაურებოდით (მეორე ტემაშიც ველი თქვენს რჩევებს

).
gobe, ხარჯები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაცები მიახლოებით შეიძლება - მატარებლის ბილეთი ბათუმამდე და უკან (კუპე) - 46 ლარი (ყველაზე კარგი კუპე 1 ბილეთი 23 ლარი ღირს). საზღვარზე გადასვლა უფასოა. სარფიდან ტრაპიზონში ჩასვლა რა დაჯდება, არ ვიცი. არც ტრაპიზონიდან სუმელამდე ასვლა, მაგრამ უსაშველო არ უნდა ღირდეს. მით უფრო, ჯგუფისთვის. ტრაპიზონში სასტუმროების ფასი ახლა 3$ იწყებაო, ამას წინათ ერთმა მითხრა.

ნუ სეზონზე ცოტას აიწევსო, მაგრამ რამდენით უნდა მოიმატოს? ხოფაში ჩვენ 15$-ში ვიყავით. ერთი ღამის გასათევად ძაან ნორმალური იყო და იქ დასახლებას არც ჩვენ ვაპირებთ.
კაცი დაახლოებით 150 ლარში ჩავეტევით. მე ასე ვფიქრობ და ისე შევეცდები, თურქეთში ნაცნობ ქართველებში დავადგინო დეტალები. მსნ-ში ერთ ორდუელს ვიცნობ და თუ დავიჭირე, ვკითხავ.
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 14:24
by guruli
Giorgi Bagrationi wrote:თუ მარტო ტრაბზონის და სუმელას ნახვა გსურთ ხარჯების შემცირების მიზნით ჯობია დილაადრიან გადახვიდეთ საზღვარს პირდაპირ აია სოფია ნახოთ შემდეგ სუმელა (სუმეილა) და ღამე ისევ ბათუმში გაათიოთ.
თუ სავსე ბაკით გადახვალთ საწვავის ავსება თურქეთში არ მოგიწევთ და ღამის თევის ხარჯებსაც აცდებით.
ეგრეც შეიძლება, მაგრამ მე უფრო საზტრანსპორტით წასვლა ვფიქრობდი - იქ რომ გვექირავა ტრანსპორტში და ისე ავსულიყავით სუმელაზე. თუ იმ ღამესვე დავბრუნდებით ბათუმში, ალბათ, უფრო იაფი მართლაც იქნება. ტან, მტელი დღე დაგვრცება ქალაქში და სეგვიძლია, რაღაცეები იქაც ვნახოთ, ახლო-მახლო.
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 21:01
by kopeina
guruli
სუმელასა და ტრაპიზონის აია სოფიის ტაძრის მონახულებაც შეიძლება და არა მგონია ძვირი დაჯდეს. ჩვენ ტრაპიზონში ადვილად დავიქირავეთ მარშუტკა და ისე ავედით სუმელაში..... შესაძლებელია..... მაგრამ 3 დოლარიან სასტუმროში ღამის გათევა არა მგონის კარგი იდეა იყოს!!!! მაგრამ არც ძალიან ძვირი იქნება....
მაგრამ ტრაპიზონში რომ ჩახვიდეთ და ტაო-კლარჯეთს გვერდი აუაროთ გული არ გაგისკდებათ???? მე ამას ვერ გადავიტან!!!!!
ისე ტაო-კლარჯეთის შემდეგ სოფიის ტაძარი არც ისე საინტერესო მეჩვენა!!!! სუმელას არაუშავდა მაგრამ მაინც ...... ეჰ.... ტაო..... კლარჯეთი......
ცოტა იქით რომ გაუხვიოთ და ტაოში წავიდეთ??????

ჰა..... ტაოში მინდა ძალიან?????!!!!!!
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 21:33
by guruli
kopeina
მაგრამ 3 დოლარიან სასტუმროში ღამის გათევა არა მგონის კარგი იდეა იყოს!!!!
3$-იანი სავარაუდოდ ვთქვი, თორემ ისე 15$-იანზე მქონდა საუბარი. ვფიქრობ, ცოტა იაფადაც იქნება, 4-5$ თუ ასე მნიშვნელოვანი ხარჯი აღმოჩნდება.
და რაც შეეხება ტაოს, ის გაცილებით რთული და მრავალდღიანია, მე კი მოკლე გასვლაზე გავაკეთე აქცენტი.
და თქვენ რამდენად დაიქირავეთ ის მარშუტკა, თუ გახსოვთ? ჩვენ არტანუჯში 100 $ ვიქირავეთ და ამფასში დოლისყანა, ხანძთა, ოპიზა და შატბედრი მოგვატარა, რაც 40 კილომეტრზე ბევრად მეტია.
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 26 იან 2007, 21:45
by kopeina
guruli
ჩვენ 120 დოლარი გამოგვართვა ტრაპზონიდან აგვიყვანა სუმელაში ჩამოგვიყვანა და აია სოფიას ტაძრამდე მიგვიყვანა......
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 31 მაი 2007, 18:29
by guruli
ამ მარშრუტზეც შეიძლება ფიქრი, რამე რომ იყოს.

2-დღიანი გამოვა.
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 31 მაი 2007, 21:33
by meko
მეც თქვენთან ვააარ

ძალიან მაგარი იდეაააა
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 31 მაი 2007, 22:40
by Bocho
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 31 მაი 2007, 23:21
by guruli
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 01 ივნ 2007, 08:28
by natalia
guruli
ჩემი მეგობარი იყო ეხლა ერთი დღით გადასული ტრაპიზონში, და 11 დოლარი ხირს ავტობუსი სარფიდან ტრაპიზონამდე. დილით გადავიდა და საღამოს დაბრუნდა.
ზაფხულში რომ მივდიოდი მაშინ ვიკითხე და 3 სააათი უნდა გზა + საბაჟოზე ალბად დაახლოებით 1 საათი, ამდენი არც დაგჭირდებათ.
15$ ერთი კაცი იხდიდით სასტუმროში? თუ ოთახი ღირდა ეგრე?
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში
Posted: 01 ივნ 2007, 15:42
by guruli
natalia
15$ ერთი კაცი იხდიდით სასტუმროში? თუ ოთახი ღირდა ეგრე?
არა, კაცი ღირდა 15 $ დოლარი. აი, 11 დოლარი სარფიდან პირდაპრი ტრაპიზონში ჩასვლა კი არაფერია - იაფია.