განავარდება აჭარაში
Posted: 26 იან 2007, 13:03
წინა კვირას მივლინებით ვიყავი აჭარაში და იმ მარშრუტის სავარაუდო დეტალებიც დავზვერე, შარშან რომ ვერ განვახორციელეთ - ბეშუმი-დამარხული ტყე-მახუნცეთის ჩანჩქერი-გონიოს ციხე.
ვფიქრობ, დროის რაციონალურად განაწილების შემთხვევაში ეს ყველაფერი ორ დღეში მოესწრება. პარასკევს საღამოს აქედან თუ წავალთ ღამის მატარებლით, იქ დილითვე გადავჯდებით მარშუტკაში და პირდაპირ წავალთ ბეშუმისკენ. მარშუტკებთან წინასწარ მოლაპარაკებას მე მოვაგვარებ და ვიძლევი გარანტიას, რომ ტრანსპორტი მახინჯაურში, მატარებლის სადგურში დაგვხვდება. მოკლედ, შაბათს ავალთ ბეშუმში, იმ გაქვავებულ ტყესაც ვნახავთ, მიდამოსაც დავათვალიერებთ და იმავე საღამოს დავბრუნდებით ბათუმში. კვირას მოვივლით გონიოს და ზვისპირეთს თავის ჩანჩქერიანად, ზღვაშიც ვიბანავებთ და კვირა საღამოს წამოვალთ თბილისში. ორშაბათს დილიდანვე მივალთ სამსახურებში.
ჰო, ზღვაში ბანაობა შაბათ საღამოსაც შეგვიძლია, ბეშუმიდან ჩამოსვლის მერე. მართალია, ღამე იქნება, მაგრამ პარლამენტის სპიკერი თუ ბანაობს ღამ-ღამობით, ჩვენ თეთრი შაშვები ვართ?
ბათუმში მარშუტკის ფასები გავიკითხე და დავადგინე, რომ ბეშუმში 100 ლარად ყველა წაგვიყვანს. მე არც იქაური გზები ვიცი და არც ფასები და ვერ გეტყვით, ძვირია თუ იაფი, მაგრამ 100 ლარი ისე ვიკითხე, გრუბად. თუ ძვირია, ვაჭრობაც შეიძლება.
ამ მარშრუტში პატარა კორექტივიც შეიძლება, ოღონდ მაშინ გონიო და ზღვისპირეთი ამოვარდება და ორივე დღე ბეშუმს დაეთმობა. ბეშუმოდან 12 კილომეტრში ყოფილა "მწვანე ტბა", მაგრამ სულ ფეხითაა სასიარულოო და იქ თუ წავედით, არა მგონია, იმავე დღეს მოვასწროთ უკან დაბრუნება.
ჰა, რას იტყვით, არ გავინავარდოთ სადღაც ივლისისთვის (მანამ ხულოსკენ თოვლია) ბეშუმ-ზღვისპირეთში? იქნებ დასახელებულ მარშრუტზე სხვა ღირსშესანიშნაობებიც იყოს და მცოდნე ხალხმა მოგვაშველეთ იდეები.