განავარდება აჭარაში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
განავარდება აჭარაში

Post by guruli » 26 იან 2007, 13:03

წინა კვირას მივლინებით ვიყავი აჭარაში და იმ მარშრუტის სავარაუდო დეტალებიც დავზვერე, შარშან რომ ვერ განვახორციელეთ - ბეშუმი-დამარხული ტყე-მახუნცეთის ჩანჩქერი-გონიოს ციხე.
ვფიქრობ, დროის რაციონალურად განაწილების შემთხვევაში ეს ყველაფერი ორ დღეში მოესწრება. პარასკევს საღამოს აქედან თუ წავალთ ღამის მატარებლით, იქ დილითვე გადავჯდებით მარშუტკაში და პირდაპირ წავალთ ბეშუმისკენ. მარშუტკებთან წინასწარ მოლაპარაკებას მე მოვაგვარებ და ვიძლევი გარანტიას, რომ ტრანსპორტი მახინჯაურში, მატარებლის სადგურში დაგვხვდება. მოკლედ, შაბათს ავალთ ბეშუმში, იმ გაქვავებულ ტყესაც ვნახავთ, მიდამოსაც დავათვალიერებთ და იმავე საღამოს დავბრუნდებით ბათუმში. კვირას მოვივლით გონიოს და ზვისპირეთს თავის ჩანჩქერიანად, ზღვაშიც ვიბანავებთ და კვირა საღამოს წამოვალთ თბილისში. ორშაბათს დილიდანვე მივალთ სამსახურებში.
ჰო, ზღვაში ბანაობა შაბათ საღამოსაც შეგვიძლია, ბეშუმიდან ჩამოსვლის მერე. მართალია, ღამე იქნება, მაგრამ პარლამენტის სპიკერი თუ ბანაობს ღამ-ღამობით, ჩვენ თეთრი შაშვები ვართ? :wink:
ბათუმში მარშუტკის ფასები გავიკითხე და დავადგინე, რომ ბეშუმში 100 ლარად ყველა წაგვიყვანს. მე არც იქაური გზები ვიცი და არც ფასები და ვერ გეტყვით, ძვირია თუ იაფი, მაგრამ 100 ლარი ისე ვიკითხე, გრუბად. თუ ძვირია, ვაჭრობაც შეიძლება.
ამ მარშრუტში პატარა კორექტივიც შეიძლება, ოღონდ მაშინ გონიო და ზღვისპირეთი ამოვარდება და ორივე დღე ბეშუმს დაეთმობა. ბეშუმოდან 12 კილომეტრში ყოფილა "მწვანე ტბა", მაგრამ სულ ფეხითაა სასიარულოო და იქ თუ წავედით, არა მგონია, იმავე დღეს მოვასწროთ უკან დაბრუნება.
ჰა, რას იტყვით, არ გავინავარდოთ სადღაც ივლისისთვის (მანამ ხულოსკენ თოვლია) ბეშუმ-ზღვისპირეთში? იქნებ დასახელებულ მარშრუტზე სხვა ღირსშესანიშნაობებიც იყოს და მცოდნე ხალხმა მოგვაშველეთ იდეები.
Last edited by guruli on 01 თებ 2007, 15:26, edited 1 time in total.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
განავარდება აჭარაში

Post by kopeina » 26 იან 2007, 21:12

guruli
აჭარაში კი დიდი სიამოვნებით წამოვალ. გავინავარდებ....
მე მოვდივარ..... პარასკევს საღამოდან კვირა საღამომდე.....

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
განავარდება აჭარაში

Post by gobe » 26 იან 2007, 23:40

guruli,
საინტერესოა. მე მხოლოდ გონიოში და მახუნცეთში ვარ ნამყოფი. მახუნცეთში შარშანწინ ვიყავით მეგობრები ოჯახებითურთ.
შენ გაიხარე! ეხლა ვზივარ და მახუნცეთის ამბებს ვიხსენებ. დავწერ და ჩემს მოგონებებში ჩავსვამ მოგვიანებით.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
განავარდება აჭარაში

Post by Gvalva » 27 იან 2007, 14:38

კარგი იდეაა, გონიოს და სპიკერის მიბაძვას მე მწვანე ტბა მირჩევია :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
განავარდება აჭარაში

Post by guruli » 27 იან 2007, 21:15

Gvalva wrote:კარგი იდეაა, გონიოს და სპიკერის მიბაძვას მე მწვანე ტბა მირჩევია :)
მაგ შემთხვევაში მახუნცეთის ჩანჩქერიც ამოვარდება, მაგრამ თუ მთაა, ბარემ ბოლომდე მთა იყოს. :lol: იმავე საღამოს ღამის გასათევად ისევ ბეშუმში დავბრუნდებით და მეორე დილითვე დავეშვებით ბათუმისკენ.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
განავარდება აჭარაში

Post by Archil » 27 იან 2007, 22:45

კიდევ კარგი ივლისი თქვი, თორემ მე მეგონა იანვარში აპირებდი ზღვაში ბანაობას და ცოტა არ იყოს დავფიქრდი :)

გასულ ზაფხულს მახინჯაურში ვიყავი. ადგილობრივი მარშუტკით გონიოში რომ წავედი ბათუმიდან, როგორც მახსოვს ლარნახევარი ღირდა თუ რაღაც მაგდაგვარი კაცზე, ასე რომ 100 ლარი ძალიან ბევრიც იქნება მგონია. უფრო იაფად გამოვალთ. მახინჯაურიდან ბათუმისკენ ხშირად დადის მარშუტკები, ასე რომ შეგვიძლია მახინჯაურში გავჩერდეთ და იქიდან წავიდეთ. ბათუმი უფრო გადატვირთულია და ბევრი ხალხია პლიაჟზე. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. როგორც უმრავლესობა იტყვის, ისეც მოვიქცევით.

ისე გონიოს ზღვა განსაკუთრებულია, ლაჟვარდოვანი, ღირს მისი ნახვაც თუ მოესწრება.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
განავარდება აჭარაში

Post by guruli » 30 იან 2007, 14:56

Archil, მე 100 ლარი ვთქვი ბეშუმში აყვანა-ჩამოყვანაზე და არა მახინჯაურში ჩასვლაზე. ეგეც მიახლოებით ვთქვი, სავარაუდო ფასად, თორემ ისიც დავწერე, რაც უფრო ნაკლებად, მით უკეთესი-მეთქი.
გონიო-სარფის ზღვის სისუფთავზე გეთანხმები, მაგრამ 2-დღიანში ყველაფრის ჩატევა მხოლოდ იმ ვარიანტში მოესწრება, თუ ბეშუმიდან იმ ღამესვე წამოვალთ და მწვანე ტბაზე არ წავალთ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
განავარდება აჭარაში

Post by lama » 30 იან 2007, 15:53

სვანეთი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
განავარდება აჭარაში

Post by guruli » 30 იან 2007, 16:10

lama, მე მეგონა, აქაც მატარებლის დაქირავების იდეას სემოგვთავაზებდი ბეშუმში წასასვლელად. :lol: :lol:

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
განავარდება აჭარაში

Post by Mrs. Robinson » 31 იან 2007, 21:28

მშვენიერია! მართალია ტრანსპორტში მოგვიწევს მეტი დროის გატარება, რაც მე არ მიყვარს, მაგრამ.... მაინც მომწონს ეს განავარდება....
მახუნცეთის ჩანჩქერის ნახვას რა ხანია ვაპირებ (და არ მეღირსა), მაგრამ "მწვანე ტბის" გულისთვის ამჯერად შეველევი. :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
განავარდება აჭარაში

Post by guruli » 31 იან 2007, 22:20

Mrs. Robinson wrote:მართალია ტრანსპორტში მოგვიწევს მეტი დროის გატარება, რაც მე არ მიყვარს, მაგრამ.... მაინც მომწონს ეს განავარდება....
სამაგიეროდ, რა ბუნებას ვნახავთ იმ ტრანსპორტიდან!!! იფ, იფ, იფ - ზემო აჭარის ულამაზესი ხედებისთვის ტრანსპორტში დიდი დროის გატარებაც ღირს.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
განავარდება აჭარაში

Post by Mrs. Robinson » 01 თებ 2007, 13:01

guruli
გეთანხმები. ულამაზეს ადგილებს ვნახავთ....
და კიდევ- ამ თემას ეს სათაური ნამეტანი მოუხდა! :roll:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
განავარდება აჭარაში

Post by gobe » 01 თებ 2007, 13:57

Mrs. Robinson,
მახუნცეთის ჩანჩქერის ორიოდე ფოტო აქ მაქვს ჩასმული .
მართალია ისეა გადაღებული, რომ დიდ წარმოდგენას ვერ შეგიქმნის ჩანჩქერზე, მაგრამ მაინც "წავა, რა".

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
განავარდება აჭარაში

Post by guruli » 01 თებ 2007, 14:41

მცოდნე ხალხნო - ხიხანის ციხე სადაა, ვინ იცით?

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
განავარდება აჭარაში

Post by Mrs. Robinson » 01 თებ 2007, 15:03

gobe
ვნახე!
დას ისტ ფანტასტიშ! :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]